გამოაცხვეთ სახლში სურნელოვანი და ჰაეროვანი ფუნთუშები – მარტივი რეცეპტები!
დარიჩინის არომატი, ახლად გამომცხვარი პურის ტკბილი სურნელი, რომელიც სახლში ტრიალებს… რა სჯობს ამ სასიამოვნო შეგრძნებას?
ტკბილი ფუნთუშები ბავშვებისა და მოზრდილების ერთ-ერთი საყვარელი რამაა, განსაკუთრებით თუ ის სახლშია მომზადებული. ამიტომ ყველა დიასახლისს უნდა შეეძლოს მათი მომზადება.
დღეს ჩვენ მოვამზადეთ თქვენთვის ტკბილი ფუნთუშების საუკეთესო რეცეპტები, რომელთა მომზადება დიდ დროს არ წაგართმევთ.
ფუნთუშები იოგურტით
ინგრედიენტები:
- 350 გრ ფქვილი
- 300 გრ იოგურტი
- 1 ს.კ მცენარეული ზეთი
- 2 ჩ.კ შაქარი
- 2 ჩ.კ გამაფხვიერებელი
- 1,5 ჩ.კ მარილი
მომზადება:
- თასში აურიეთ იოგურტი და კარაქი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- შეურიეთ ფქვილი, მარილი, გამაფხვიერებელი და შაქარი. ეს ნარევი ნაწილ-ნაწილ შეურიეთ იოგურტისა და კარაქის მასაში და მოზილეთ ცომი.
- მოაყარეთ მაგიდას ფქვილი და კარგად მოზელილი ცომი.
- ცომი გაყავით 8-10 თანაბარ ნაწილად, ფუნთუშების ზომაზე.
- თუ გსურთ ფუნთუშები ტკბილი იყოს, შეგიძლიათ მოაყაროთ შაქრის ფხვნილი, სეზამი, გემოვნებით დაუმატოთ ჩირი ან ვანილი.
- და ბოლო ნაბიჯი არის გამოცხობა. ფუნთუშები გაანაწილეთ პერგამენტით დაფარულ საცხობ ფირფიტაზე და გამოაცხვეთ 20-25 წუთის განმავლობაში 210-220 გრადუს ტემპერატურაზე.
- ფუნთუშები უნდა გამოგივიდეთ მოწითალო თავით და ჰაეროვანი.
რძიანი ფუნთუშები
ინგრედიენტები:
- 2 ს.კ. ფქვილი
- 2/3 ს.კ რძე
- 1/3 ს.კ მცენარეული ზეთი
- 3 ჩ.კ გამაფხვიერებელი
- 0,5 ჩ.კ მარილი
მომზადება:
- შეურიეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და მარილი. ტკბილ ფუნთუშებისთვის შეგიძლიათ დაამატოთ შაქარი, ხოლო არატკბილისათვის – მწვანილი და სანელებლები.
- შეურიეთ ეს ნარევი რძესა და მცენარეულ ზეთს, კარგად აურიეთ და მოზილეთ ცომი.
- ცომს მიეცით ნამცხვრის ფორმა 3-4 სმ სიმაღლეზე, ცომისგან ფუნთუშების დასამზადებლად გამოიყენეთ ფორმა ან ჭიქა.
- გააცხელეთ ღუმელი 220 გრადუსზე და გამოაცხვეთ ფუნთუშები დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში, ისე რომ შეწითლდეს.
- მზა ფუნთუშებს თქვენი გემოვნებით შეგიძლიათ მოაყაროთ შაქარი, დარიჩინი, ყაყაჩოს თესლი ან სეზამის თესლი.
ფუნთუშები კეფირით და კარაქით
ინგრედიენტები:
- 400გრ ფქვილი
- 100 გრ შაქარი
- 250 მლ კეფირი
- 175 გრ კარაქი ოთახის ტემპერატურაზე გამთბარი
- 3/4 ჩ.კ მარილი
- 1/2 ჩ.კ გამაფხვიერებელი
- 1/2 ჩ.კ სოდა
მომზადება:
- პატარა თასში აურიეთ გაცრილი ფქვილი, გამაფხვიერებელი, მარილი და სოდა.
- ჩანგლით დაჭყლიტეთ კარაქი არც ისე ძალიან, დაუმატეთ კეფირი და აურიეთ ერთგვაროვანი კონსისტენციის მასის მიღებამდე.
- ცომი გაყავით ორ ნაწილად. ცომის ნახევრიდან გამოიყვანეთ ნამცხვარი, გამოიყენეთ ჭიქა ან ფორმები 6 ფუნთუშის გასაკეთებლად. იგივე გააკეთეთ ცომის მეორე ნახევარისგან.
- გააცხელეთ ღუმელი 220 გრადუსზე და გამოაცხვეთ ფუნთუშები დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში, რომ შეწითლდეს.
- მზა ფუნთუშებს შეიძლება წაუსვათ კეფირი და მოაყაროთ შაქარი. გამოდის ძალიან ნაზი და ჰაეროვანი ნამცხვრები.
Facebook Comments Box