(ვიდეო)ზალიკო მასტერშეფის ყურების შემდეგ – “ბატკანი ციყვის ძღ…ში, შენი ვითომ პოვარი დდშვცი”

ზალიკო ბერგერის მორიგ ტიკ-ტოკ ვიდეოს ავრცელებს სადაც ის მასტერშეფის ყურების შემდეგ მის ემოციებს გამოხატავს. “ბატკანი ციყვის ძღ…ში, შენი ვითომ პოვარი დდშვცი”.

Share with:

Facebook


სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის თარიღს ასახელებს, მე საქართველოში ვიქნები ზუსტად…

„მე ვიქნები თქვენთან ერთად ხელჩაკიდებული, ოქტომბერში ივანიშვილის დამარცხების ფრონტზე“, – საქართველოს მესამე პრეზიდენტი და უკრაინაში რეფორმების საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხს გვერდში დგომას და ივანიშვილის დამარცხებას ჰპირდება. მისი განცხადებით, საქართველოში არსებული უკანონობა უნდა დასრულდეს, რადგან ბიძინა ივანიშვილი თავის გუნდთან ერთად, საქართველოში მოსკოვის დაკვეთას ასრულებს.

„საქართველოში ივანიშვილმა დააბრუნა 90 წლების კრიმინალების თარეში. მისი შვილი ბერა, რომელიც კანონიერ ქურდთან და მის შვილთან „კაწროსთან“ მეგობრობს, შექმნეს კრიმინალების დაჯგუფება, რომელიც დადის და ხოცავს ახალგაზრდებს.

ივანიშვილის ძმამ და მისმა პარტნიორმა ასკენელებმა შექმნეს გაკრიმინალებული სპორტსმენების და ბანდიტების დაჯგუფება, რომელიც ატერორებს, აშინებს პოლიტიკურ ოპონენტებს.

ეს არის „ბესპრეძელშიკების“ გაბატონება საქართველოში. საქართველოს არ ჰყავს მთავრობა, ის მთლიანად არალეგიტიმურია. არ ვცნობ არცერთი წამით მის კანონიერებას და არც იმ სიტუაციის კანონიერებას, რომელიც ამ დროისთვის არის საქართველოში. პირველად, დამოუკიდებლობის შემდეგ, ამერიკის კონგრესმა დაგვადო სანქციები, ჩვენ, როგორც ქვეყანას. ჩვენ ვიყავით ყოველთვის მთავარი მიმღები მსოფლიოში ამერიკის დახმარების. ჩვენ ვიყავით სანიმუშო, სამაგალითო ქვეყანა და ახლა ივანიშვილმა სამუდამოდ მოგვჭრა თავი, ყოველ შემთხვევაში, სანამ არის იქ.

ჩემი ბრძოლა იქნება ძალიან გადამწყვეტი. მოსწონს ეს ვიღაცას, არ მოსწონს, უნდა ვიღაცას, რომ ვიყო წინა ხაზზე თუ არ ვიყო, მე ვიქნები წინა ხაზზე და გპირდებით, რომ მე ვიქნები თქვენთან ერთად, ხელჩაკიდებული, ოქტომბერში ივანიშვილის დამარცხების ფრონტზე და საქართველოს გადარჩენის ფრონტზე. ეს უკანონობა და არალეგიტიმურობა უნდა დამთავრდეს. ესენი არიან ბანდიტების ხროვა და დაჯგუფება, ისინი საქართველოს მტრები არიან, რომლებიც მოსკოვის დაკვეთას ასრულებენ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

Share with:

Facebook


ქართველები, რომლებიც დაბრუნდებიან ქვეყანაში ისინი გაივლიან 2 კვირიან კარანტინს უცხოელი სტუმრები არა

საქართველოს მოქალაქემ ევროკავშირის ქვეყნებში ვიზიტის შემდგომ, სამშობლოში დაბრუნებისას, 2-კვირიანი კარანტინი უნდა გაიაროს, თუმცა ეს არ ეხებათ EU-ს იმ 5 ქვეყნის მოქალაქეებს/რეზიდენტებს, რომელთაც საქართველოს მთავრობა საზღვარს უხსნის. აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა “რუსთავი 2-თან” საუბრისას  საქართველოს მოქალაქეთა კონტაქტების შესაძლო სიმრავლით ახსნა. 

“ჩვენ შევაფასებთ ვითარებას, რეალურად, უცხოური ვიზიტორისთვის გაცილებით უფრო ნაკლებია იმ პირთა წრე, რომელთანაც შეიძლება უშუალო კონტაქტში შევიდეს, ხოლო საქართველოს მოქალაქისთვის ეს გაცილებით უფრო ფართოა. შესაბამისად, უფრო ინტენსიურია. ამაზე ეპიდემიოლოგები უფრო კონკრეტულ პასუხს გაგცემენ. ამიტომ, საფრთხეების გათვალისწინების გამო მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება და ამ რეგულაციის არსებობა”, – აღნიშნა მან.

მისი თქმით, 14-დღიანი კარანტინით ქვეყანა საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

“აქ საუბარი უთანასწორობაზე არ არის, ეს არ არის დისკრიმინაციული ვითარება. 5 სახელწიფო, რომელზეც ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ როგორც მოქალაქეებზე და ასევე, რეზიდენტებზე, და ვსაუბრობთ იმაზე, რომ ამ პანდემიის პირობებში უფრო მეტი სიფრთხილეა საჭირო.

ჩვენს მოქალაქეებს უფრო მეტი უსაფრთხოებისთვის უზრუნველვყობთ 14-დღიანი კარანტინით. ყველა აღიარებს არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, რომ ეს არის ძალიან სწორი მიდგომა, რომელმაც საშუალება მოგვცა მიგვეღო ის შედეგი, რა შედეგიც გვაქვს. ჩვენ გვექნება სპეციალური ელექტრონული ფორმა, რომელსაც შეავსებს აბსოლუტურად ყველა ადამიანი, რომელიც შემოდის საქართველოში და, შესაბამისად, ამ ფორმის საფუძველზე რისკების მართვაც უფრო გაგვიადვილდება”, – უთხრა ჩიქოვანმა ტელეკომპანიას.

მთავრობის არგუმენტებს არ იზიარებს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კანდელაკი, რომელიც მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება აბსურდული და ანტიკონსტიტუციურია.

“სინამდვილეში ამის მიზეზი ისაა, რომ მათ სურთ, მკაცრად შეზღუდონ საქართველოს მოქალაქეების გასვლაც და შემოსვლაც ქვეყანაში. პრაქტიკულად, ეს არის ანტიკონსტიტუციური და დისკრიმინაციული, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა.

ამ ეპიკური აბსურდულობის გასაგებად წარმოვიდგინოთ ოჯახი, რომლის ერთი წევრი არის საქართველოს მოქალაქე, მეორე წევრი კი – ესტონეთის მოქალაქე. ეს ოჯახი დაბრუნდა საქართველოში. ამ ოჯახის ერთ წევრს სახელმწიფო ჩააყუდებს ორკვირიან კარანტინში, მეორეს კი ეტყვის – მობრძანდი და რაც გინდა, ქენი”, – ამბობს ის “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

“ის ნორმა, რომ  ადამიანმა უნდა გაიაროს კარანტინი, თუ ის იმყოფებოდა არა იმ ქვეყნებში, რომელთაც ვუხსნით საზღვრებს, [არამედ სხვა ქვეყნებში], ამ ნორმაში რაღაც ლოგიკა არის. მაგრამ თუკი საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა მხოლოდ იმ ქვეყნებში, რომელთაც საზღვრებს ვუხსნით და მათ უნდა გაიარონ კარანტინი, ეს არის მავნებლობა”, – ამატებს ის.

კანდელაკის თქმით, გასაზრდელია იმ ქვეყნების რიცხვიც, რომელთაც საქართველო საზღვრებს უხსნის. მისი თქმით, სიას პოლონეთიც უნდა დაემატოს, იქ არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე.

Share with:

Facebook


ამ წუთებში სკანდალური ინფორმაცია ვრცელდება ბერა ივანიშვილთან დაკავშირებით

კობა ხაბაზი სოციალურ ქსელში წერს – “მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ შაქარაშვილის მკვლელობაში ბერა ივანიშვილი ფიგურირებს.
არ ვიცი რა ფორმით, მასთან შეათანხმეს ჯგუფის გაგზავნა, უბრალოდ საქმის კურსში ჩააყენეს, თვითონ გასცა დავალება თუ სხვა, მაგრამ მას ამ საქმესთან შემხებლობა აქვს!

ეჭვის საფუძვლიანობა განპირობებულია იმ მარტივი მიზეზით, რომ ივანიშვილისთვის შაქარაშვილის მკვლელობა იმდენად მძიმეა, ვერავინ გაბედავდა ამდენ სიყალბეს, ფალსიფიკაციას, ჩვენებების შეცვლას, დანაშაშაულის ადგილის გადაწვას, ივანიშვილი დაუფიქრებლად გაწირავდა არა თუ ვინმე “კაწროს”, არამედ ნებისმიერს, კალაძე-გომელაურ-გახარიას ჩათვლით!

ერთადერთი ვისაც ვერ და არ გაწირავს, არის ბ ე რ ა !
.
არ გაწირავს, იმიტომ, რომ შვილია და ვერ გაწირავს იმიტომ, რომ ეს საკუთარი თავის გაწირვა იქნება.”-წერს კობა ხაბაზი

როგორც ჩანს კობა ხაბაზი და ნაციონალური მოძრაობის კლასტერი ისევ აგრძელებს ბინძურ თამაშს და პოლიტიკის გამო შვილებზე თავდასხმას. მათი ჩვეული მეთოდი უდანაშაულო ადამიანებისთვის სიბინძურეების დავრალებაა და არაფერი მათთვის წმინდა და ხელშეუხებელი არ არსებობს!

Share with:

Facebook


ქართველები გამყიდველი ხალხია…ცოცხლები იმიტომ არიან, რომ ჯერჯერობით მე მსურს ასე, ამიტომ თუ….

„ქართველები გამყიდველი ხალხია. მათი სტუმართმოყვარეობა მოგონილია. როცა გაგიშლიან სუფრას და გეტყვიან, ჩემი მეგობარი ხარ, უბრალოდ უთხარით: მომშორდი, გენაცვალე! ეს არის თანამედროვე საქართველო, რომელიც მხოლოდ ფულზეა დახარბებული“ – ამ სიტყვების ავტორი, რუსი პოლიტიკური მიმომხილველი და ჟურნალისტი მატვეი განაპოლსკი, რომელსაც ეკუთვნის რადიოსადგური „ეხო მოსკვის“ ვებ-გვერდზე აქვეყნებს წერილს „რამდენიმე სიტყვა საქართველოზე“, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
საქართველოში სააკაშვილის დროს, რამდენიმე წელი ვიცხოვრე და ვნახე მისი რეფორმების დადებითი თუ უარყოფითი მხარეები. ამის შემდეგ ვნახე საშინელი სიძულვილი მის მიმართ და ახალი ხელისუფლების მოსვლით აღფრთოვანება. დღეს  საქართველო ამ ახალი ხელისუფლების პირობებში ცხოვრობს და ის აირჩია, ვინც ჰყავს. გულწრფელად ვუსურვებ ქართველებს ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში ბედნიერებას, რადგანწარმოუდგენელია, გამუდმებით საძულველი ხელისუფლება მოგყავდეს. ბოლოს და ბოლოს საქართველო რუსეთი არ არის და ქართველ ხალხს არავინ აიძულებს ერთსა და იმავე კანდიდატს მისცეს ხმა. სავარაუდოდ, ივანიშვილის დროს ხალხი კარგად ცხოვრობს, რადგან პრეზიდენტად მისი კანდიდატურა აირჩია. ქართველებმა დაამტკიცეს, რომ საკუთარ ცხოვრებაში მეტი ივანიშვილი უნდათ, თუნდაც სხვა გვარით. ასე, რომ სავარაუდოდ, საქართველო დღეს ბედნიერია და ჰყავს ბრძენი მმართველი, რომელსაც ქვეყანა აყვავებისკენ მიჰყავს. შესაბამისად, თუ ქართველები მშვიდად და ბედნიერად ცხოვრობენ, ქართულ პოლიტიკაში არ უნდა ჩავერიოთ, რასაც ვაკეთებ კიდეც, თუმცა ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა მაიძულა თქვენს ბედნიერ ქვეყანას ერთი რჩევა მივცე.
არსებობს შესანიშნავი უკრაინელი პოლიტოლოგი ოლესია იახნო, რომელიც დღეს (23 ივნისი) ერთ-ერთ გამოცემასთან უკრაინაში პრორუსული ძალების რევანშზე საუბრისას, ახსენა ფრაზა: „მათ სურთ უკრაინის შიგნით რუსეთი ააშენონ“. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ საქართველოს შიგნით რუსეთი დიდი ხანია აშენდა. ამის დასტურია რუსული ტელეარხები, რომლებიც საქართველოში მაუწყებლობენ და რომლებზეც მართლმადიდებელმა კომუნისტმა განაცხადა, რომ ქართველებს რუსული დელეგაციის ამოხოცვა სურდათ და რა თქმა უნდა, რუსი ტურისტები, რასაც ქართველები ასე ხსნიან: „დიახ, აგრესია გვახსოვს, მაგრამ რა ვქნათ? მეზობელი თურქეთიდან და სომხეთიდან ტურისტები თითქმის არ შემოდიან. რჩება რუსეთი, რომელიც იმისთვის გვჭირდება, რომ შიმშილით არ დავიხოცოთ. მათ ფულს ჩვენ ნატოში შესვლისთვის დავხარჯავთ, ბოლოს და ბოლოს ჩვენ ხომ დიპლომატიური კავშირებიარ აღგგვიდგენია!“
ძვირფასო ქართველებო! თქვენ ცოცხლები მხოლოდ იმიტომ ხართ, რომ ამხანაგ პუტინს ჯერჯერობით ასე სურს, მაგრამ თუ მოინდომებს, თქვენი ამოხოცვა არ გაუჭირდება. პუტინი უბრალოდ, ვერ ჩამოყალიბდა: 1. საბოლოოდ დასაჯოს საქართველო „ვარდების რევოლუციისთვის“ თუ არა 2. დაიმსახუროს თუ არა ახალი სანქციები, რომლებიც არ ადარდებს, რადგან გაზი და ნავთობი აქვს.
აგრესიას სახელმწიფო გეგმავს, მაგრამ კონკრეტული ადამიანები ახორციელებენ. ქართველებო, თქვენ 7 წლის მანძილზე ვერ შეძელით გაგერკვიათ დამნაშავეების სახელები, რომლებიც ომში გხოცავდნენ, მაშინ, როდესაც უკრაინამ ყველა ნაძირალას სახელი იცის, ვინც მის მოქალაქეებს ესროლა – ამ ადამიანებს ეძებს და საერთაშორისო სასამართლოებს მიმართავს. ქართველებო, ეტყობა, საყოველთაო პატიება თქვენი ცხოვრებისეული დევიზია, ქართული ქრისტიანობის განსაკუთრებული თვისება..

Share with:

Facebook


გუბაზ სანიკიძე ბიძინა ივანიშვილს ემუქრება “ქვეყანას მოგაშორებ”

ოპოზიციის წარმომადგენელი გუბაზ სანიკიძე აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ გამოქვეყნებულ კანონპროექტს, რომელშიც საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევის პირობებზეა საუბარი, სანქციების დაწესების წინაპირობად აფასებს.

როგორც სანიკიძემ „პრაიმტაიმთან“ განაცხადა, წინასაარჩევნოდ ამ კანონპროექტის ინიცირებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

სანიკიძე სააგენტოსთან არჩევნებში მონაწილეობის საკითხსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არ აქვს გადაწყვეტილი, ჩაერთვება თუ არა საპარლამენტო არჩევნების ორთაბრძოლაში.

„მე ვიბრძოლებ ამ ხელისუფლების წინააღმდეგ, ეს არჩევნებით იქნება თუ არჩევნების მიღმა, არ ვიცი. მივიღებ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, არ მაქვს გადაწყვეტილი. ერთადერთი რაც მაქვს გადაწყვეტილი – ვიბრძოლო ამ ხელისუფლების წინააღმდეგ, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყნას მოვაშორო“, – განაცხადა სანიკიძემ.

Share with:

Facebook


სასწრაფოდ! ამას არავინ ელოდა სკანდალური ვიდეო ვრცელდება ერთად ქეიფოებენ ვანო მერაბიშვილი და გიორგი გახარიას თანამშრომლები წავკისში

“უი, უი, უიიიიიიიი
2 დღის წინ, წავკისში კახეთის ყოფილი გუბერნატორის, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარის გია ნაცვლიშვილის აგარაკზე დიდი ლხინი ჰქონიათ ნაცებს მუზიკანტების

ეკა მამალაძისა, ნუკრი კაპანაძის და მერაბ სეფაშვილის აკომპონიმენტით!
კადრში ხედავთ ნიკა მელიას, ვანო მერაბიშვილს და შავ მაისურში მოცეკვავე დათო გერსამიას, რომელიც კანცელარიის სხდომების და მთავრობის გასვლითი ღონისძიებების რეჟისორად მუშაობს გახარიასთან, მაკა ბიგვავას რეკომენდაციით, რომელიც აგრეთვე მთავრობის კანცელარიაში მუშაობს!!!
გახარიააა გეყურებაააა?
თავყრილობას აგრეთვე ესწრებოდნენ ზაზა შენგელია! დათო დოიაშვილი და სხვა, ნაცებისგან უხვად ნაწყალობები პერსონებიი!!!გაგრძელება იქნებაა……
p. s. ციდან ავად რომ იყურება, ის გულცივი მთვარე მე ვარ”ვიდეოს სანახავად.


Share with:

Facebook


სასწრაფოდ! გიორგი გახარიას შოკისმომგვრელი გადაწყვეტილება

გახარიას შოკისმომგვრელი ახალი კანონპროექტი რომელმაც მთელი საქართველო გააოგნა !!! რისთვის ემზადება “ოცნება”?

 ცენზურა მედიაში
 მალე შესაძლოა, კრიტიკული რეპორტაჟები ვეღარ ნახოთ.


Share with:

Facebook


სასწრაფოდ! ამას არავინ ელოდა შოკისმომგვრელი ინფორმაცია, რომელიც უკრაინულ მედიაშვი ვრცელდება

სააკაშვილის უკრაინაში საქმიანობა შესაძლოა, ისევ ხანმოკლე აღმოჩნდეს. როგორც ექსპერტები ვარაუდობდნენ, ყოფილი პრეზიდენტი ისევ სკანდალშია.

უკრაინული ვებ გვერდის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერები, გამოსვლა, რომელმაც მოსამართლეთა მწვავე კრიტიკა გამოიწვია და ბრალდება, რის საფუძველზეც ჟურნალისტებმა ადგილობრივ საგამოძიებო უწყებებს უკვე მიმართეს – ეს ყველაფერი სააკაშვილის მიერ დაკავებულ პოსტთან წინააღმდეგობაში მოდის. ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, ზელენსკის ადმინისტრაციის წევრთა უმეტესობა უკვე სააკაშვილის გადაყენებას ითხოვს.

Share with:

Facebook


ქალი ცოდვლია, თუ სხეულს ფულზე ყიდის, მაგრამ უფრო ცოვილია როცა უფასოდ ნებდება

მთავარი არხის დირეკტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში სკრინს აზიარებს სადაც ,არის პარლამენტის თავჯდომარის არჩილ თალაკვაძის პოსტი-ქალი ცოდვლია, თუ სხეულს ფულზე ყიდის, მაგრამ უფრო ცოვილია როცა უფასოდ ნებდება -არჩილ თალაკვაძე

რაო კაცო ? წერს ნიკა გვარამია.


Share with:

Facebook