სასწრაფოდ! ამ წუთებში აფეთქება მოხდა თემქაზე

თემქაზე ე.წ. არაშენდას შენობაში აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია. დაზარალებულის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

ადგილზე რამდენიმე სახანძრო სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული. ასევე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები და პოლიცია.

თბილისში, თემქაზე აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც საქართველოს პირველ არხს ადგილობრივებმა განუცხადეს, აფეთქება საცხოვრებელი კორპუსის მეათე სართულზე, ერთ-ერთ ბინაში ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია.

მათივე თქმით, ბინა ერთი თვის განმავლობაში დაკეტილი იყო და არავინ ცხოვრობდა.

აფეთქებამ გამოიწვია მეათე სართულზე კედლის ნგრევა, რის შედეგადაც დაზიანდა კორპუსთან გაჩერებული რამდენიმე მანქანა.


Share with:

Facebook


სასწრაფოდ! მხილება “სააკაშვილმა ჩემზე იძალადა” პირდაპირ ეთერში სკანდალური ინფორმაცია სააკაშვილთან დაკავირებით

რა იყო მიზეზი ტელეკომპანია “მზის” დათმობის? – მაშინაც სურვილი გაგიჩნდათ, რომ დაგეთმოთ? – ამ კითხვით მიმართა ღამის კურიერის წამყვანმა ირაკლი იმნაიშვილმა, ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილს, ტელეკომპანია “მზის” წილების დათმობასთან დაკავშირებით, რაზეც მან უპასუხა, რომ ეს არ ყოფილა ნებაყოფლობითი და მიხეილ სააკაშვილმა მასზე იძალადა.

“არა, მაშინ არ გამჩენია სურვილი, მიხეილ სააკაშვილმა პირდაპირი მნიშვნელობით იძალადა ჩემზე, მაიძულა ამ ტელევიზიის დათმობა. 1 ლარად გადავეცი ტელევიზია დავით ბეჟუაშვილს, ასევე გადაცვეცი ცემენტის ქარხანაც და იმ პერიოდში მე ვერ შევძელი ამ ტელევიზიის დაცვა.

ამ საკითზე ორჯერ შემხვდა სააკაშვილი, მერე გააგრძელა უგულავამ, ის იყო ადმინისტრაციის უფროსი და მან პირდაპირ მითხრა “ეს ტელევიზია ჩვენ გვინდა, აქ უნდა გავიდეს “მულტიკები”, სარედაქციო პოლიტიკა ჩვენი უნდა იყოს და ამიტომ მიეცით საშუალება ბეჟუაშვილს, რომ მართოს ტელევიზია” – განაცხადა ვანო ჩხარტიშვილმა.

Share with:

Facebook


“ღმერთმა ნათელში გამყოფოს” ამ წუთებში სამწუხარო ინფორმაცია ხდება ცნობილი გარდაიცვალა დავით კენჭიაშვილის დედა

„დედა,  მაპატიე, ვერ გიშველე,  ვერ შევძელი“, – მომღერალ დათო კენჭიაშვილს დედა გარდაეცვალა.

„ემიგრანტთა იმედის“ ხელმღვანელი შოთა სიხარულიძე წერს, რომ მომღერლის დედა ლალი ასათიანი ემიგრაციაში იმყოფებოდა.

„გარდაიცვალა დათო კენჭიაშვილის დედა. „შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს დათო და თათია კენჭიაშვილებს დედის ლალი ასათიანის გარდაცვალების გამო.

ეს იყო დიდბუნებოვანი ქალბატონი, უღალატო მეგობარი, ჭეშმარიტი, მორწმუნე, მოყვასი, ბუნებით ერთგული, გონიერი და უაღრესად კეთილშობილი. ის მხოლოდ იბრძოდა და უანგაროდ, უხმაუროდ ემსახურებოდა თავის საყვარელ ოჯახს… მისი ნათელი ცხოვრება იყო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გიყვარდეს შენი ოჯახი, დროს ეჯიბრებოდა, ჩქარობდა, უნდოდა, სიცოცხლეში ბევრი რამ მოესწრო…

ღმერთმა ნათელში გამყოფოს, იქ სადაც მართალნი და შენნაირი კარგი ადამიანები განისვენებენ….

შენი სულის მოსაგონებლად ყოველთვის იციმციმებს დანთებული სანთლები და შენს საფლავზე აყვავებულ ყვავილებს არ მოაკლდება ნამი ცრემლებისა. ვინც გიცნობდა ყველას ემახსოვრები ისეთი, როგორიც იყავი უწინ, ლაღი სიცოცხლის მოყვარული, თბილი გულკეთილი, შეუდარებელი და საამაყო, ყოველთვის ემახსოვრებათ შენი სათნო, ლამაზი ღიმილი და გულის სითბო. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მიწა“, – წერს სიხარულიძე.

Share with:

Facebook


ბიძინა ივანიშვილის მოულოდნელი გადაწყვეტილება, ექსკლუზიურად ხდება ცნობილი ამ წუთებში

“ივანიშვილის კარზე” დასაწინაურებლად წინასაარჩევნოდ “შიდა ომებიც” გააქტიურდა.
როგორც ამბობენ, კახა კალაძეც გაკვირვებული დატოვა წარმოდგენილმა სიამ;
აღმოჩნდა, რომ ის თბილისის მასშტაბითაც კი თამაშგარე მდგომარეობაში დატოვეს.
როგორც “kvirispalitra.ge-ს” ინფორმირებულმა წყარომ უთხრა, ახალ სიაზეც ირაკლი კობახიძე მუშაობს, ბიძინა ივანიშვილთან ერთად.
სიის N1 გიორგი გახარია იქნება. სიაში ასევე შევა თეა წულუკიანიც, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარედ ამზადებენ.
ასევე როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, დარჩენილი 92 დეპუტატიდან სიაში დაახლოებით ნახევარი ვეღარ მოხვდება, მაგალითად, მათ შორის იქნება მერაბ ქვარაია, გუგული მაღრაძე, ენძელა მაჭავარიანი და სხვები.
მათ ადგილს “ოცნების” ახალი სახეები დაიკავებენ ესენი იქნებიან ანალიტიკოსი ნიკა მეტრეველი, “იმედის” ახალი სახე გია აბაშიძე და ყოფილი ჟურნალისტი ეკა ბერიძე.
რაც შეეხება მაჟორიტარებს, კახეთის რეგიონს კახეთის რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი ჩაიბარებს. ზუგდიდელების გულის მოგებას კი მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი ეცდება.
სამეგრელოს ერთ-ერთ რეგიონში კი კენჭს ასევე მამუკა მდინარაძე იყრის.
რაც შეეხება დედაქალაქს, “ოცნება” მაჟორიტარ კანდიდატებს დაახლოებით თვის ბოლოს დაასახელებს.

Share with:

Facebook


სასწრაფოდ! ლევან მამალაძის აღსარება, რა განცხადებას ავრცელებს ის სააკაშვილის და ზურაბ ჟვანიას შესახებ

ლევან მამალაძის ღია წერილი ქართველ საზოგადოებას

ამ წერილს თუ აღსარებას საქართველოს საზოგადოებას ვუძღვნი. მინდა იცოდეს ყველამ – მე, ერთ ქართველ კაცს, ჩემი ქვეყნის მოყვარეს და გულშემატკივარს, რომელსაც საქართველოს ცის დანახვა არ მღირსებია 17 წელიწადია და ჩემს მიწაზე ფეხი არ დამიდგამს, რა გამიკეთებია ჩემი ქვეყნისთვის სასარგებლო და რა “დამიშავებია”.

რატომ არ მეძლევა უფლება, სააკაშვილის რეპრესიების მსხვერპლი მამაჩემის, ბიძაჩემების და სხვა ჩემი ახლობელ-მეგობრების საფლავებს მაინც რომ მოვეფერო და ჩემს სამ შვილს, სულით ხორცამდე ქართველებს, ქართულ მიწაზე გავლა ვაღირსო?!

მათ სიზმრებში აქვთ საქართველო, თავიანთი ბავშვობის მეხსიერებიდან, ჩემი და ჩემი მეუღლის მონაყოლი ისტორიებიდან. არავინ არ მომიკლავს და არ გამიუბედურებია, სახელმწიფოსთვის არ მიღალატია, სხვა ქვეყნის სასარგებლოდ ჩემი ქვეყნის ინტერესები არ დამიზარალებია, ბიუჯეტი არ გამიძარცვავს, ოქრო და ვერცხლი არ მომიპარავს, დიახ, არ მომიპარავს, მაგრამ, მოდით, თავიდან დავიწყებ:

1988 წელს, ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში, ჩავერთე ეროვნულ მოძრაობაში _ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ვიბრძოდით.1989 წლიდან მწვანეთა მოძრაობის სწავლული მდივანი ვიყავი.მოგვიანებით, პარლამენტის დეპუტატი გავხდი ქვემო ქართლიდან, შემდეგ კი ქვემო ქართლის გუბერნატორად დავინიშნე. დღეს ზოგიერთები ჩემზე ამბობენ, ლევან მამალაძე შევარდნაძესთან განსაკუთრებით დაახლოებული იყოო, არადა, იმის მიუხედავად, რომ შეხვედრისას ბოლომდე, გულდასმით მოგისმენდა და რჩევებსაც გაითვალისწინებდა, მთავრობაში არავინ იყო მისი “მეგობარი” და ძმაკაცი. იმ ურთულეს პერიოდში მაინც მოხერხდა ქართული სახელმწიფოებრიობის საფუძვლების ჩამოყალიბება, სახელმწიფოს განესაზღვრა მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ფუნქციები, ყველა სტრატეგიული პროექტი მაშინდელი პერიოდიდან იღებს სათავეს. მათ შორის, პატრულისა და იუსტიციის სახლების შექმნა.

ამ პროექტების განხორციელება უსახსრობის გამო მაშინ ვერ მოხერხდა. სააკაშვილმა კი შსს მინისტრის კახა თარგამაძის გამზადებული პროექტები თავის დამსახურებად გამოაცხადა.ქართული სახელმწიფოებრიობა პირველ ნაბიჯებს დგამდა და, თავისთავად ცხადია, ძალიან ძნელი იყო პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულად მუშაობა, მით უფრო, ქვემო ქართლში. ეს გუბერნატორის ინსტიტუტის პირველი აპრობაცია იყო საქართველოში.მიუხედავად ყველაფრისა, მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა შევძელით: სახელმწიფო საზღვრებიდან და საწარმოებიდან განვდევნეთ უკანონო შეიარაღებული ფორმირებები და განვაიარაღეთ ისინი.

სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის საქართველოს ტერიტორიაზე გადმოტანის თავიდან აცილების მიზნით, აზერბაიჯანისა და სომხეთის მოსაზღვრე რეგიონების ხელმძღვანელებთან ერთად, შევქმენით ერთობლივი კომისია. ტყვეობიდან დავიხსენით საქართველოს ასეულობით მოქალაქე.მრავალეროვნულ რეგიონში ჩამოყალიბდა ეთნიკური და რელიგიური ტოლერანტობის უზენაესობა, შეიქმნა შესაბამისი საკონსულტაციო და მართვის სტრუქტურები. თანასწორუფლებიანობის პრინციპით განხორციელდა სასოფლო-სამეურნეო რეფორმა, რეგიონმა პირველი ადგილი დაიკავა სს პროდუქციის წარმოების კუთხით. ჩამოყალიბდა მრეწველობის ხელშეწყობის, საინვესტიციო მიმზიდველობის და საბიუჯეტო უზრუნველყოფის პროგრამები. აზერბაიჯანის, საქართველოს და უკრაინის სახელმწიფო და ბიზნეს-ჯგუფების მონაწილეობით შეიქმნა რუსთავის მეტკომბინატის რეაბილიტაციისა გეგმა, რაც მოწონებული იქნა სამივე ქვეყნის პრეზიდენტების მიერ. განხორციელდა სს „აზოტის“ ნედლეულით და ბუნებრივი აირით მომარაგება, ამავე საწარმოსთვის შეიქმნა კარბამიდის წარმოების მშენებლობისათვის საჭირო ინვესტიციების მოსაზიდი გეგმა, რაც მოიწონა კიდევაც იაპონურმა კორპორაცია „იტოჩუმ“.

რეორგანიზაცია ჩატარდა სს „მადნეულში“ და წამგებიანი საწარმო რენტაბელური გახდა. სახელმწიფო ინტერესები განმტკიცდა ოქროს მწარმოებელ საწარმო „კვარციტში“, არ მიეცათ საშუალება ცრუ ინვესტორებს გაეკოტრებინათ და ხელში ჩაეგდოთ სახელმწიფო ქონება. რაიონებში ამოქმედდა მცირე ბიზნესის ხელშემწყობი პროექტები. მომზადდა კომპლექსური ანტიკორუფციული პროგრამა და საკანონმდებლო ინიციატივის სახით დაეგზავნა სამინისტროებს.იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილმა ეს პროგრამა შეგნებულად დაბლოკა. ასევე დაბლოკეს ხე-ტყისა და ჯართის ექსპორტის რეგულირების ჩვენს მიერ შედგენილი საკანონმდებლო ინიციატივა, რაც გამიზნული იყო საქართველოს ხე-ტყის უმოწყალო ჩეხვისა და საწარმოების ძარცვის შესაჩერებლად, რის გამოც საჯაროდ ვამხილე სააკაშვილი სახელმწიფოს საწინააღმდეგო და კორუფციულ მაქინაციებში, 2003 წლის თებერვალში მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე.თანამოაზრეებთან ერთად შეიქმნა პირველი თვითმმართველობის ასოციაცია, მომზადდა თვითმართველობის რეფორმა, რაც მოიწონა ევროკავშირის წარმომადგენლობამ.ჩვენი ინიციატივით, წალკის რაიონში ჩავასახლეთ აჭარაში და სვანეთში სტიქიით დაზარალებული ოჯახები, შეივსო მიტოვებული სოფლები, დაბალანსდა დემოგრაფიული მდგომარეობა, თავიდან იქნა აცილებული პროვოკაციები ქართულ-ამერიკული წვრთვნისა და აღჭურვის სამხედრო პროგრამის, ტრანსნაციონალური ნავთობსა და გაზსადენების მშენებლობაში.

აშენდა და გარემონტდა მრავალი ეკლესია-მონასტერი.

ეროვნული მასშტაბი მიენიჭა „დიდგორობის“ სახალხო ზეიმს.

იერუსალიმში რომ ხუთჯვრიანი დროშებით შედიოდნენ ქართველები, ისეთი დროშა დიდგორზე აფრიალდა, როგორც „ძლევაი საკვირველი“ და გამარჯვების სიმბოლო.რაც ჩამოვთვალე, ყველაზე მნიშვნელოვნად მივიჩნიე, თუმცა ცუდის დამჯერეს, რაც უნდა კარგი გაუკეთო, მაინც ვერ შეასმენ.სააკაშვილმა, რაც კი ჩვენ გვიკავშირდებოდა, ყველაფრის წაშლა მოინდომა _ წალკაში ჩასახლებული ქართველები უყურადღებოდ დატოვა, „დიდგორობის“ ზეიმი გააუქმა, მაგრამ ხალხი მაინც დადის დიდგორზე და იქ აშენებულ ეკლესიაში ლოცულობს დღესაც…სააკაშვილი ყოველთვის კონკურენტად აღმიქვამდა, მაგრამ რეალური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც უარი ვუთხარი ძალისმიერი და ანტიკონსტიტუციური გზით ხელისუფლების დამხობაში მონაწილეობის მიღებაზე.

მიუხედავად იმისა, რომ შევარდნაძემ პარლამენტში შეიყვანა და „მოქალაქეთა კავშირის“ ფრაქცია ჩააბარა, სააკაშვილს სტაბილურობა მაინც არ აწყობდა, ხელისუფლების დამხობა სურდა, ამ საქმეში კი ერთ-ერთი მთავარი ხელისშემშლელი ვიყავი მე. მაშინ მას უკვე ჰქონდა თათი დადებული ქართულ მედიაზე. სააკაშვილმა შესანიშნავად იცოდა, რა ძალა და შესაძლებლობები აქვს, ზოგადად, პრესას და იყენებდა კიდევაც ამას ყოველთვის. ჩემს შემთხვევაშიც, მოსყიდულ მედიაში, შავი პიარით, ჩემს განადგურებას შეუდგა.მე ვამხელდი სააკაშვილს: თუ როგორ ცდილობდა ის იუსტიციის მინისტრობისას სახელმწიფო საწარმოების ხელოვნურად გაკოტრებას და მისაკუთრებას, მილიონობით თანხების მითვისებას და არჩევნების გაყალბებას, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობისას ქალაქის ბიუჯეტიდან დიდძალი თანხების პირადი ინტერესებისთვის გამოყენებას, უცხოეთში დამალულ ანგარიშებს და ა. შ.

2003 წლის თებერვალში მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე სააკაშვილის კორუფციის ამსახველი ყველა დოკუმენტი წარვადგინე. მასალები მაშინდელი კონტროლის პალატის თავმჯდომარეს სულხან მოლაშვილს გადაეცა. კონტროლის პალატამ დაადასტურა ჩემს მასალებში ასახული ყველა ფაქტის სისწორე. იმ პერიოდშივე გავშიფრე სააკაშვილის მიერ შემუშავებული ანტისახელმწიფოებრივი გეგმები. ამის დამადასტურებელი დოკუმენტები და ვიდეომტკიცებულებებიც, სამართალდამცავებს გააჩნდათ, მაგრამ რეაგირება არ მოუხდენიათ, მიშასთან დაპირისპირებას უფრთხოდნენ.

მეტი კონკრეტიკისთვის გეტყვით, რომ მე გამოვააშკარავე მიხეილ სააკაშვილის მოქმედებები სახელმწიფო სააქციო საზოგადოება „მადნეულისა“ და „კვარციტის“ ხელოვნურად გაკოტრებისთვის ინვესტორებისგან მილიონობით დოლარის ქრთამის აღების ფაქტებზე.სააკაშვილი სიმართლეს ვერ იტანდა. გემახსოვრებათ, სამჯერ გამექცა პირდაპირი ეთერიდან, მაგრამ საზოგადოება იმდენად იყო გაბრუებული, რომ სააკაშვილის მიმართ ბრალდებას არ იჯერებდნენ.რომ არ ვინდობდი, ამან მთლად გაამწარა მიშა და თავისი თაღლითური დანაშაულებები რომ გადაეფარა, რუსეთიდან ძვირადღირებული Pღ-ტექნოლოგები ჩამოიყვანა, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების ხელში ჩაგდების გეგმას ადგენდნენ. ისინი მიშამ მე დამიპირისპირა.

სწორედ მაშინ დაიწყო, აქტიურად, მოგონილი ჭორების გავრცელება, ჩემსკენ ტალახის სროლა, ოქროს ზოდები, ნიანგები, რაშები და ა. შ.მიზანი ერთი იყო, საზოგადოების თვალში მონსტრი შეექმნათ, მოეკვეთათ და გაენადგურებინათ მამალაძე.ერთ დროს გაღლეტილი მიშა კი უცბად მდიდრდებოდა, ბრონირებული ჯიპით დასეირნობდა, კერძო თვითმფრინავებით დაფრინავდა საზღვარგარეთ, საზოგადოებას კი პოლიტტექნოლოგების მიერ შემუშავებული მეთოდებით აბრუებდა, მეტროში ჩადიოდა და ხალხს თავს აცოდებდა.მისი მთავარი მიზანი ხელისუფლების დამხობა და უზურპირება იყო, ამიტომ ოპონენტების და კერძოდ, ჩემი განადგურებისთვის ფულს არ იშურებდა.

ეს ფაქტები „ნაცმოძრაობის“ ყოფილმა წევრმა და დამფუძნებელმა კობა დავითაშვილმაც დაადასტურა ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში.მიშამ საზოგადოება ვირტუალურ რეალობაში მოაქცია და ჩემზე გავრცელებულ ჭორებს ადვილად აჯერებდა.თბილისი-რუსთავის ავტობუსებში სპეციალურად სვამდნენ მოენეებს, რომლებიც ლაპარაკობდნენ, რომ პირადად დაინახეს, როგორ ვეზიდებოდი ოქროს ზოდებს და ნიანგის ტყავებს. ეს ჭორები იმდენად აბსურდული იყო, რომ ჩემზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემდეგ ეს ამბავი სააკაშვილის პროკურორებმაც კი ვერ დაადასტურეს.

ჩემი გასამართლების სხვა გზა რომ არ იყო, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ჩემი საფინანსო და ქონებრივი დეკლარაცია კანონდარღვევად გამოაცხადეს.დეკლარაციას 1997 წლიდან ვაბარებდი და მაკონტროლებელ ორგანოს შენიშვნა არასდროს დაუფიქსირებია. მიუხედავად ამისა, დოკუმენტაციით დადასტურებული ავტომობილის შეძენას ქრთამი დაარქვეს, საბანკო ბარათებზე 4 წლის განმავლობაში 15 000 ჯამური ბრუნვა კი ფინანსურ მაქინაციად ჩათვალეს.ეს კამპანია სწორედ “მადნეულის” და “კვარციტის” ვითომ ინვესტორებისთვის გადაცემაში ხელის შეშლის გამო ამიგორა სააკაშვილმა, რადგან ყველანაირად ვცდილობდი, ეს ობიექტები სახელმწიფოსთვის შემენარჩუნებინა.

სააკაშვილმა, როგორც კი პრეზიდენტი გახდა, სახელმწიფოს წაართვა ორივე საწარმო, რუსულ კომპანიას გადასცა ერთ ლარად და თვითონ წილში ჩაჯდა თავის ბიძასთან თემურ ალასანიასთან ერთად.ხმამაღლა ვაცხადებ: `მადნეულსა~ და `კვარციტში~ პირადი ინტერესი არასდროს მქონია და ხმები, თითქოსდა, რაიმე სადაო მქონდეს მის ძველ ან ახალ მფლობელებთან აბსოლუტური ტყუილია.მოგეხსენებათ, ქვემო ქართლში კომპაქტურად ცხოვრობენ ეთნიკური უმცირესობები _ აზერბაიჯანელები, სომხები, ბერძნები და სხვები. ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან, თუმცა დიდი შრომა დაგვჭირდა, ქართული სახელმწიფო მათთვის მშობლიური გამხდარიყო. ეთნიკური კონფლიქტებით სისხლისგან დაცლილი ქვეყნისთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო ამ მიმართულებით სტაბილურობის მიღწევა.სააკაშვილის რუსმა ტექნოლოგებმა მედიაში ეს ფაქტი სპეციალურად ისე შეფუთეს, რომ თბილისში ქართული მოსახლეობა გაეღიზიანებინათ.

ქვემო ქართლში ეთნიკურ ჯგუფებს კი ჩასძახოდნენ: მამალაძე ზვიად გამსახურდიას გამოზრდილია, ქართველებს ეხმარება, ეკლესიებს აშენებენო.სააკაშვილს არეულობის მოწყობა უნდოდა. მან პასპორტები მოტყუებით მოპარა ბოლნისელ აზერბაიჯანელებს და პროვოკაცია მოაწყო, დაძაბულობა სპეციალურად რომ შეექმნა და ქართული და აზერბაიჯანული მოსახლეობა დაეპირისპირებინა.სააკაშვილისთვის ეროვნული ინტერესები არაფერს ნიშნავდა, ამიტომ ასევე ადვილად მისცა რუსეთს ე.წ. ოსეთ-აფხაზეთის აღიარების საშუალება, ხოლო სამდღიან ომში სამარცხვინოდ დამარცხებულთ, თბილისში გავიმარჯვეთო _ აძახებინა!..

მაგრამ დავუბრუნდეთ 2003 წლის არჩევნებს. მე გადავდექი გუბერნატორობიდან და მაჟორიტარად ვიყრიდი კენჭს ბოლნისის რაიონში. როგორც მაშინ მითხრეს, მიხეილ სააკაშვილს თინა ხიდაშელისთვის ჰქონია დავალებული ბოლნისში არჩევნების ჩაშლა. ყველა მცდელობის მიუხედავად, მე ბოლნისში გავიმარჯვე და დაიწყო ცსკო-ში საჩივრების შეტანა, სასამართლოები და აურზაური, მაგრამ არჩევნების შედეგებს მაინც ვერ ცვლიდნენ. ამიტომ ხიდაშელმა, რომელთანაც პირადი შეხება არასდროს მქონია, წინასწარ შემუშავებული გეგმით, ცსკო-დან წევრები გამოაყრევინა, თუმცა არჩევნების შედეგები იმდენად დამაჯერებელი იყო, რომ გაუქმება მაინც ვერ შეძლეს. არჩევნები რომ ვერ ჩაშალეს, სააკაშვილი ძალიან გაუწყრა თურმე თინას და შეპირებულ თანამდებობაზე _ იუსტიციის მინისტრად დანიშვნაზე _ უარი უთხრა.

ამის გამო გადამეკიდა თინა ხიდაშელი. მერე სააკაშვილმა იმდენი მოახერხა, რომ მაჟორიტარობა ერთადერთს მე გამიუქმა, ცსკო-ს ახალი თავმჯდომარის ჭიაბერაშვილის ხელით, სრულიად უკანონოდ.უკანონობა და უსამართლობის რეპრესიული მანქანა მთელი სიმძლავრით ამუშავებას იწყებდა.არჩევნები ბოლნისში ხელახლა დანიშნეს. მიშამ იცოდა, რომ მე კვლავ გავიმარჯვებდი და მონაწილეობა რომ არ მიმეღო, ჩემს წინააღმდეგ სასწრაფოდ აღძრეს სს საქმე.ჩემს საბრალდებო დოკუმენტში წერია: თანამდებობრივი უფლებამოსილების გამოყენებით, აიძულა უცხოეთის მოქალაქე, გვარად პანდიტი, მამალაძისთვის შეეძინა ძვირადღირებული ავტომობილი.როგორც გაირკვა, პანდიტი თაღლითობის ბრალდებით იძებნებოდა და გაქცეული იყო ლონდონში. აღძრული საქმის შეჩერების სანაცვლოდ, პროკურატურა გაურიგდა პანდიტს, რომ ყალბი ჩვენება მიეცა. ჩვენების ტექსტი ფაქსით მიიღეს ლონდონიდან. პანდიტის ფაქსის ფურცელი მტკიცებულებად ჩათვალა პროკურატურამ. ამისთვის არც ნოტარიული დამოწმება და არც პირის იდენტიფიკაცია არ მოუთხოვიათ.იმ კომპანიას კი, სადაც თითქოს იყიდეს მანქანა, „შევროლეს“ მარკის ავტომობილით თურმე არასდროს უვაჭრია, ის კი არა, მაღაზიაც არ არსებობდა თურმე მაშინ. ამის დამადასტურებლად თავად მაღაზიის მაშინდელმა მეპატრონემ მაღალაშვილმა განაცხადა: მაღაზია ახლახან გავხსენი და ასეთი მარკის ავტომანქანაც არასდროს გამიყიდიაო.

რეალურად, ეს მანქანა, ირაკლი ჩუბინიშვილის ფირმის მეშვეობით, დუბაიდან ჩამოიყვანეს.ჩვენ ყველა საბაჟო და ტრანსპორტირების საბუთი მივაწოდეთ პროკურატურას, მაგრამ მათთვის უმთავრესი სააკაშვილის დავალების შესრულება იყო.დღეს პანდიტი ხელახლა იძლევა ჩვენებას და აღიარებს, რომ გარიგების შედეგად დააწერინეს ჩვენება და გამოაგზავნინეს ფაქსით, პროკურატურამ კი, რაც პანდიტს დაჰპირდა, არ შეუსრულა. ის გამოიყენეს და მერე, უბრალოდ, „გადააგდეს“…მაგრამ გავაგრძელებ ჩემს ე.წ. ბრალდებებს, რომელიც ჩემს საქმეში დევს.„აბსოლუტ-ბანკის“ პლასტიკური ბარათი დეკლარაციაში ოფიციალურად მქონდა დაფიქსირებული, სადაც ყველა ჩემი საბანკო ოპერაცია იყო აღნიშნული, ამიტომ პროკურატურამ ბანკის თანამშრომელი კობა ბექაური აწამა და გაუპატიურების მუქარით ჩემზე ცრუ ჩვენება დააწერინა. ბექაურმა მერე მთლიანად უარყო ჩვენება და ბევრჯერ მიმართა სამართალდამცავებს წამების შესახებ, საგაზეთო სტატიაც გამოაქვეყნა, მაგრამ რეაგირება დღემდე არავის მოუხდენია.აი, ასეთი `ბრალდებების“ გამო მომისაჯეს, შეკრებითობის პრინციპით, თავისუფლების აღკვეთა 17 წლით და დაიწყეს ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ უსასტიკესი რეპრესიები.მე მებრძოდა სახელმწიფო მანქანა, სააკაშვილი კი ყოველი ჩვენი ტრაგიკული შემთხვევით ხარობდა.ორიოდე თვე იყო გასული ხელისუფლებაში ნაცების მოსვლიდან, როცა ქონებისა და ბიზნესის მიტაცებამ ფართო მასშტაბი მიიღო.

ჩემს მშობლებს მიუვარდნენ კოჯორში და სახლიდან გამოყარეს. მამაჩემი ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხევში წავიდა. სპეცდანიშნულების რაზმმა იქაც მიაკითხა. სთხოვდნენ ბაბუაჩემის ისიდორე მამალაძის მიერ 60-იან წლებში ერთსართულიანი ოდის ხარჯების წყაროს წარმოდგენას. ლოგინად ჩავარდნილ დედაჩემს შეიარაღებული ნიღბოსნები სახლში უვარდებოდნენ და დაკითხვებზე მიჰყავდათ.თბილისში ბიძაჩემის კუთვნილი ბინა განვადებით მქონდა აღებული. ამის შესახებ დეკლარაციაშიც მქონდა აღნიშნული.ჩემი ცოლი სამი მცირეწლოვანი ბავშვით ამ ბინიდან ქუჩაში გამოაგდეს.გააფთრებული ეძებდნენ ხელჩასაჭიდს.თუმცა ჩემი ქონება ისე ვერ გამოიყურებოდა, რა ფონსაც სააკაშვილის მედია მივრცელებდა _ „რუსთავი 2“-ით სხვის სახლს უჩვენებდნენ, რომ თვალისმომჭრელი ყოფილიყო მაყურებლისთვის.როცა ეს ეცოტავათ, დაიწყეს ჩემი ნათესავებისგან და ახლობლებისგან ზეწოლით ჩვენებების გამოძალვა.დაკითხვიდან წამოსული ბიძაჩემი _ 47 წლის დათო პაიჭაძე თავის სახლში 10 წლის შვილმა სისხლის გუბეში იპოვა.

დათომ ვეღარ გაუძლო ზეწოლებს და სიცოცხლეს გამოესალმა.მახსოვს, 2004 წელს, ჩემს დაბადების დღეზე მამამ დამირეკა: ჩამოდი, ბიჭო, ციხეში ვინ არ მჯდარა, იქიდან უთხარი სიმართლე ყველას და შეგეშვებიანო.რამდენიმე დღეში გია ბარამიძეს დავურეკე: ჩამომიშვით, ჩავჯდები ციხეში, ოღონდ იმის პირობა მომეცით, რომ სამართლიანი სასამართლო იქნება-მეთქი. ბარამიძემ მითხრა, ზურა ჟვანიას დაველაპარაკებიო. მომდევნო დღეს ბარამიძემ ჟვანიას ნათქვამი გადმომცა: „არ ჩამოხვიდე, პირადად ჩემს საწინააღმდეგოდ გამოგიყენებს სააკაშვილი, სამართლიანი სასამართლო კი არა, ცოცხალი რომ დარჩე, იმის გარანტიას ვერ მოგცემთო“.მამაჩემს ეს ვეღარ ვუთხარი, ისედაც დარდობდა, მუდმივი ჩხრეკა, თვალთვალი, შეიარაღებულთა თარეში ჩვენს ოჯახში ყოველდღიურ ნორმად იყო ქცეული. ნიღბიან ზონდერებს სააკაშვილის ე.წ. ჟურნალისტები მოჰყვებოდნენ, ყველამ იცოდა, რომ საქართველოში არ ვიყავი, მაგრამ თითქოს მე მეძებდნენ, ლოგინების ქვეშ და კარადებში მაინც ჩხრეკდნენ ყველაფერს, ოჯახს აპანიკებდნენ, რომ შოუები მოეწყოთ და ხალხისთვის ეჩვენებინათ.ტელეფონით ბოლო საუბრისას მამაჩემმა მითხრა: „ჩამოსვლაზე არც კი იფიქრო, სასტიკად აწამებენ სულხან მოლაშვილს და არც შენ დაგტოვებენ ცოცხალს, ეგ შობელძაღლებიო“.

მამაჩემი დაუმთავრებელმა ცინიკურმა დაკითხვებმა ინსულტამდე მიიყვანა და გარდაიცვალა.ის დღეს იმ ეკლესიის ეზოშია დაკრძალული, ჩვენი გვარისა და სოფლის მოსახლეობის მხარდაჭერით რომ აშენდა.ჩემი ოცნებაა, ოდესმე მივიდე მის საფლავთან და ჩავეხუტო მამის გულზე დაყრილ მიწას, რადგან მისი იმქვეყნად გაცილების საშუალება არ მომეცა.შვილის გარდაცვალებას ვერ გაუძლო ბაბუაჩემმა შალვა პაიჭაძემ და ისიც იმ ხანებში გარდაიცვალა.რეპრესიები შეეხო ყველა ჩემს ახლობელს. ჩემი სიძე გოჩა ანთიძე უკანონოდ დააკავეს, კარცერში ამყოფეს და სანამ ჩემს დას ერთადერთი ბინა დიდ დიღომში არ გააყიდინეს, არ გამოუშვეს. გოჩა ციხეში დაავადდა და გარდაიცვალა. ხანში შესული ჩემი ნათესავი ამირან ყაჭეიშვილი სიმსივნით საავადმყოფოში იწვა, სპეცნაზელები მიუჩინეს, თვალისმომჭრელ სცენებს დგამდნენ და ტელევიზიით გადასცემდნენ. ამგვარმა ზეწოლამ მასაც სიცოცხლე მოუსწრაფა. ჩემი დები და ძმა, ასევე ახლობლები, თუკი ვინმე სადმე მუშაობდა, ყველა დაითხოვეს სამსახურიდან და სიცოცხლე გაუმწარეს, გაუთავებელ დაკითხვებზე ატარებდნენ.

მაშინ ჩემი ანამარია 8 წლის, ნიკა კი 7 წლისა იყო. სკოლის დირექტორს, სადაც სააკაშვილის შვილებიც სწავლობდნენ, მოსთხოვეს ჩემი შვილების დაუყოვნებლივ სკოლიდან გაგდება. ბავშვებს აუტანელი გარემო შეექმნათ. კეთილმა ადამიანებმა გვაცნობეს, რომ სააკაშვილის დავალებით, ზონდერებს ჩემი შვილების გატაცება ჰქონდათ დაგეგმილი, რომ ჩემი შეპყრობის მიზნით, ოჯახი დაეშანტაჟებინათ. ჩემი მეუღლე, მარიკა, იძულებული გახდა, საქართველოდან გახიზნულიყო. დიდი ძალისხმევა დასჭირდათ იმისთვის, რომ თვალთვალს გაქცეოდნენ და და არაოფიციალური გზებით ქვეყანას გასცლოდნენ. ასეთი ურთულესი გზით უკრაინაში ჩამოვიდნენ. აქაც არ გველოდა მშვიდი ცხოვრება. მოგზავნილი ქილერებისგან თავის დაღწევა იოლი არ იყო… მაშინ ჩემი უმცროსი ვაჟი ლეგა ორწლინახევრის იყო, როცა ჩავეხუტე, ასე მითხრა: „სააკაშვილმა სათამაშოები წამართვაო“.

ანამარია და ნიკა უკრაინულ სკოლაში რომ მივიდნენ, ცოტა ხანში დამრიგებელმა დაგვიბარა და გამოკითხვა დაგვიწყო. საქმე იმაში იყო, რომ ბავშვებს, თურმე, უნდა მოეყოლათ, ვინ როგორ გაატარა ზაფხული. ჩემები ჩხრეკისა და ნიღბოსნების მოვარდნის სცენებს ყვებოდნენ, ნახატებში კი ხელებაწეულს ხატავდნენ თავიანთ თავს შეიარაღებული სპეცნაზელების ფონზე.ვიხსენებ ყოველივეს და თვალზე ცრემლი მადგება. ვისაც ეს არ გაუვლია, ვერ ჩაწვდება ამ მძიმე განცდებს.ალბათ, გახსოვთ, ცნობილი ფილმი „მონანიება“, ან ფაშისტური რეჟიმის მიერ წამებულნი. სწორედ ასეთი სისხლიანი რეპრესიები დატრიალდა ჩვენს თავზე. ადამიანი სხვისგან ელის ისეთივე ქცევას, როგორც თვითონ მოიქცეოდა, თუმცა აზრადაც კი არ მომსვლია, შესაძლებლობა რომ გამჩენოდა, სააკაშვილზე და მის ოჯახზე რეპრესიები განმეხორციელებინა.მე და ჩემი ოჯახი მხოლოდ იმისთვის დავისაჯეთ, რომ მე პოლიტიკაში ვიყავი აქტიურად ჩაბმული და სახელმწიფო ინტერესებს ვიცავდი. მიშა კი კონკურენტად და მოწინააღმდეგედ აღმიქვამდა. მე რომ პოლიტიკაში არ ვყოფილიყავი, სააკაშვილს არ დავპირისპირებოდი, ან მეღალატა მაშინდელი პრეზიდენტისთვის და სახელმწიფო ინტერესებისთვის, არავინ აღძრავდა საქმეს და არც რეპრესიები განხორციელდებოდა ჩემზე.

შეგახსენებთ, ჩემი საქმე, რომელიც სააკაშვილის პროკურატურამ ჩემი ქონებრივი და საფინანსო დეკლარაციის გამოშიგნვის შედეგად შეკერა, ამასაც რომ დავეყრდნოთ, ვერავინ იპოვის ერთ თეთრსაც, რომ რამე საბიუჯეტო თანხა იქნა გამოყენებული, ან რაიმე ფორმით ზიანი მივაყენე სახელმწიფოს.დადგა 2012 წელი და დააკვირდით, წინა ხელისუფლების რომელ წარმომადგენელზე განხორციელდა მსგავსი რეპრესიები?!ხშირად გაუგებარია, რა კრიტერიუმებით ანიჭებენ საკითხებს პოლიტიკურ დატვირთვას. არადა, სადაც სამართალი და კანონია, ჩემი საქმე პოლიტიკური დევნის კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს. სწორედ პოლიტიკური მოტივაციის გამო უკრაინამ 2004 წელს დევნილის სტატუსი მომანიჭა.დღემდე ზუსტად ვერ დამიდგენია, რა თქვეს ჩემზე ჩემმა არაკეთილმოსურნეებმა ისეთი, რის გამოც დაუსაბუთებლად ამომიღეს 2012 წლის პოლიტდევნილთა და პოლიტპატიმართა საპარლამენტო სიიდან. მეუბნებიან, რომ სიიდან თინა ხიდაშელის კატეგორიული მოთხოვნით ამომიღეს.ფრთიან ანგელოზობაზე თავს არ ვდებ, მაგრამ გამოიკვლიონ ჩემი ყველა ნამოქმედარი, მოიძიონ ჩემი დღევანდელი მდგომარეობა და შემოსავლები და ნათელი გახდება, რომ დანაშაული არ ჩამიდენია და არც არასდროს ვყოფილვარ ფუფუნებაში, იმის მიუხედავად, რომ საზოგადოების ნაწილი გავრცელებული ჭორებით დაარწმუნეს და მონსტრად გამომაცხადეს,

ჩემს საქმეში არ არსებობს ფაქტი ან მტკიცებულება, რომელზეც პასუხი არ იყოს გაცემული და რაიმე დანაშაულს ამტკიცებდეს. მოწმეებმა, რომელთა ჩვენებებზე დაყრდნობით შეკერა პროკურატურამ საქმე, დააფიქსირეს, რომ მათზე ხორციელდებოდა ზეწოლა და გარიგების სანაცვლოდ ჩამოართვეს ცრუ ჩვენებები.2012 წლის შემდეგ მრავალჯერ მივმართე პროკურატურას. მასალები პროკურატურაში სპეციალურად შექმნილ `სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულებების გამოძიების დეპარტამენტში“ დევს.მიუხედავად ამისა, სამართლებრივ ჭრილში, ჩემი საქმე არსად არ განხილულა. სამწუხაროდ, პროკურატურაში დღემდე მუშაობენ ის პროკურორები, რომელთაც დანაშაული მიუძღვით ჩემს უკანონო დევნაში და ჩემი ახლობლების სიცოცხლის ხელყოფაში. სასამართლოშიც მსგავსი ვითარებაა, წინასწარ მითხრეს, რომ ჩემი საკითხის განხილვაზე იტყვიან უარს. ასეთმა მიდგომებმა გადამაფიქრებინა საქართველოში ჩამოსვლა და ციხიდან სამართლისათვის ბრძოლა. სააკაშვილის ზონდერი პროკურორები იმას ლამობენ, ჩარაზული მიხილონ საკანში.

მე მზად ვარ, ყველა მოგონილ თუ რეალურ ბრალდებაზე პასუხი ვაგო, ოღონდ მომეცეს საშუალება, რომ ღია სასამართლოზე წარვსდგე. საქართველოში თავისუფლად ჩამოსვლის შემთხვევაში, მე თვითონ გავუკეთებ ინიცირებას და სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის გასამართლების პრეცედენტს შევქმნი. 2015 წელს ინტერპოლმა აღიარა ჩემს მიმართ პოლიტიკური დევნა და საერთაშორისო ძებნა გამიუქმა. მიუხედავად ამისა, საქართველოში რაიმე სამართლებრივ პროცესს ვერ მივაღწიე.იმავე წელს პრეზიდენტ მარგველაშვილს მივმართე განცხადებით. მარგველაშვილმა მიპასუხა, საკითხი პოლიტიკური არისო, აერიდა სააკაშვილთან დაპირისპირებას.ყველამ იცის, რომ სააკაშვილმა სამართალი თავის თავზე მოირგო და თავი დემოკრატიის შუქურად გამოაცხადა. მან დააფუძნა ელიტური კორუფცია, შექმნა რეჟიმი, რომელიც ანადგურებდა ყველას, ვისი საჭიროებაც გაჩნდებოდა, ქვეყანა შიშსა და ტერორში მოაქცია, გამოავსო ციხეები, წამება და ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა ნორმად აქცია.

ტერიტორიების დაკარგვის ფონზე, საზოგადოება ვითომდა კეთილდღეობის ვიტუალურ რეალობაში აცხოვრა, რომლისგანაც ზოგი დღესაც ვერ გათავისუფლებულა. ასეთი რამ არც ერთ მმართველს არ გაუკეთებია სამშობლოსთვის, ასეთი შეურაცხყოფა არავის მიუყენებია საკუთარი ხალხისთვის.2012 წელს, როცა ჯერ კიდევ შიში იყო დამკვიდრებული, კონსპირაციულ პირობებში, ქვემო ქართლის მოსახლეობასთან და სხვა რეგიონებშიც, ვატარებდით წინასაარჩევნო აგიტაციებს, რომ სისხლიანი რეჟიმი დასრულებულიყო საქართველოში.სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიაშიც, ჩემს საახლობლო-სანათესაოსთან ერთად, აქტიურად ვიყავი ჩართული.

2020 წლის დასაწყისიდან რამდენჯერმე მივმართე ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით. ჩვენ არ შეგვიწუხებია ამერიკელი სენატორები და კონგრესმენები, თუმცა დღენახევარში, ჩემი შეწყალების მხარდამჭერ პეტიციას, 4000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი, რაც ნიშნავს, რომ საზოგადოება პოზიტიურად უყურებს ჩემს დაბრუნებას საქართველოში. ჩვენი მხარდამჭერები აქტიური ქმედებისთვის არიან მზად, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ საქართველოს პრეზიდენტი დროულად განიხილავს ჩემს თხოვნას.კვლავ ვიმეორებ: რაც ჩემზე განხორციელდა, რეპრესიების და პოლიტიკური დევნის კლასიკური მაგალითია და არ შეიძლება საქართველოს ხელისუფლებამ ჩემი თხოვნა რეაგირების გარეშე დატოვოს.

ბევრს ვფიქრობ იმაზე, რატომ უნდა იზრდებოდნენ ჩემი შვილები უცხოობაში, მშობლიურ ფესვებს მოწყვეტილები.მე და ჩემმა მეუღლემ შვილებს არ დავავიწყეთ ქართული ენა და ტრადიციები, ისინი შორიდან ეტრფიან საყვარელ სამშობლოს.ანამარია 23 წლისაა, ოსტინის უნივერსიტეტი წარჩინებით დაამთავრა და იურიდიულ კომპანიაში მუშაობს ტეხასში. 22 წლის ნიკოლოზი საერთაშორისო იურისპრუდენციის მაგისტრია, 18 წლის ლეგა ტურიზმის და სასტუმრო საქმის სპეციალობით სწავლობს.პირადად მე, ამ ხნის განმავლობაში, ღირებული გამოცდილება შევიძინე სოციალური ფსიქოლოგიის, კონფლიქტოლოგიის, კრიზის-მენეჯმენტის, სტრატეგიული ანალიზისა და დაგეგმარების განხრით.ყველა მეკითხება, საქართველოდან ბევრი წასვლაზე ოცნებობს და რად გინდა დაბრუნება ან რას გააკეთებ რომ ჩამოხვალო.ვისაც ემიგრაციაში არ უცხოვრია, ვერ მიხვდება, რაოდენ მძიმეა სამშობლოსგან განშორება.პოლიტიკის დაუნდობელ მორევში განმეორებით შესვლას არ ვაპირებ. თუ შესაძლებლობა მომეცემა, საქართველოში ტურიზმის, სოფლის მეურნეობის კრეატიული მიმართულებებით და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვით მინდა დავკავდე. მოვამზადო შესაბამისი საინვესტიციო პროექტები, მოვიზიდო ინვესტორები, ვიმუშაო სამეცნიერო და შემოქმედებით სფეროში.

მესმის, რომ ადამიანებს შეხედულებები ინფორმაციის საფუძველზე უყალიბდებათ. ამ წერილმა კი, ზოგი უგულო და ურწმუნო, შეიძლება, გააღიზიანოს კიდეც, რადგან ვერ თავისუფლდებიან სააკაშვილის დამღუპველი სინდრომისგან. აზრის ფორმირების სოციალურ და ნეირო-ფსიქოლოგიურ ასპექტებზე სამეცნიერო შრომები მაქვს გამოქვეყნებული და, შემიძლია ვთქვა, სიღრმისეულად ვიცნობ ასეთ საკითხებს.საქართველოში ზოგს დავავიწყდი, ბევრი, შეიძლება, არც მიცნობს და მხოლოდ დეზინფორმაციაზე დაყრდნობით აქვს ჩემს შესახებ შთაბეჭდილება შექმნილი, მაგრამ, გთხოვთ, დაფიქრდით: ვინ და რის გამო ავრცელებდა ჭორებს და რა პოლიტიკური ანგარიშსწორების გამო რატომ ვარ დღემდე დევნილობაში. საქართველოში ხომ დემოკრატიული პრინციპები მკვიდრდება, აღარ არის ძალადობა, წამება და ადამიანთა ღირსების აყრა.მე, პირადად, არ ვიცნობ პრეზიდენტს, პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, თუმცა, მიმაჩნია რომ, ბატონმა ბიძინამ შეუძლებელი შეძლო და საქართველოს ჩამოაშორა ძალადობრივი რეჟიმი. ის ეხმარება ქვეყანას და უამრავ ადამიანს უმართავს ხელს, ქართული საზოგადოება არ უნდა იყოს უმადური და ამისთვის მადლობა უნდა ვუთხრათ ბიძინა ივანიშვილს.იმედს გამოვთქვამ, რომ ჩემს მიმართ დასრულდება სააკაშვილის მიერ გავრცელებული, დეზინფორმაციაზე დაყრდნობილი შთაბეჭდილებების ეპოქა და სიმართლე თავის გზას იპოვის.ყველას მინდა გთხოვოთ, გაითვალისწინოთ ჩემი მდგომარეობა.

არ არსებობს სასჯელი იმაზე მძიმე, ვიდრე 17 წელი სამშობლოდან მოწყვეტილი, დევნილობაში იმყოფებოდე.მეტი რა უნდა მოხდეს, რა სახის პანდემია და ჟამიანობა? _ ასეთ დროს მხეციც კი არ ესხმის პირუტყვს თავს, მე რა დავაშავე ისეთი, რომ ამდენი ხანი სამართლიანობის აღდგენას ვერ ვეღირსე?!

დედაჩემი 80 წლისაა, მის გვერდით მინდა ვიყო. გთხოვთ დახმარებას, დამაბრუნეთ ჩემს მიწა-წყალზე, ჩემს სამშობლოში, ჩემს ცოლ-შვილთან ერთად.

პატივისცემით, ლევან მამალაძე”

Share with:

Facebook


ამ წუთებში ცნობილი ხდება გამოკითხვის შედეგები, ყველა პარტიის რეიტინგი შედეგი ყველასთვის მოულოდნელია

სატელეფონო გამოკითხვის შედეგები | ნაწილი VI – მოსახლეობის მხარდაჭერა პოლიტიკური პარტიების მიმართ

💢 მაისის ბოლო კვირაში, მთელი საქართველოს მასშტაბით სატელეფონო გამოკითხვა ჩავატარეთ. კითხვები ეხებოდა პოლიტიკურ და სატელევიზიო თემებს. აღსანიშნავია, რომ საზოგადოებაში დიდია შიში, საკუთარი პოლიტიკური პოზიციის ღიად დაფიქსირების (რაც უმეტესად ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს ახასიათებს). დაახლოებით 30%მა (როდესაც ვუთხარით, რომ გამოკითხვას ვატარებდით) ან უარი განაცხადა საკუთარი აზრის ღიად დაფიქსირებაზე ან პირდაპირ ტელეფონი გათიშა. ამის მიუხედავად, გამოკითხვის შედეგად, მაინც საზოგადოების მკვეთრად ოპოზიციური განწყობა გამოვლინდა.

🔘 გთავაზობთ გამოკითხვის მთავარი კითხვის შედეგებს ⤵️

👉 შემოდგომის გადამწყვეტ არჩევნებზე, რომელ პარტიას დაუჭერთ მხარს?

🔵 ქართული ოცნება (ბ. ივანიშვილი) – 33.2%
🔴 ნაციონალური მოძრაობა | ‘ძალა ერთობაშია’ (გრიგოლ ვაშაძე; გიორგი ვაშაძე) – 25.1%
🟡 ლელო საქართველოსთვის (მ. ხაზარაძე) – 5.9%
🔴 პატრიოტთა ალიანსი (დ. თარხან-მოურავი; ი. ინაშვილი) – 5%
🔵 ევროპული საქართველო (დ. ბაქრაძე) – 4.4%
🔵 ლეიბორისტული პარტია (შ. ნათელაშვილი) – 3%
🟠 ერთიანი საქართველო (ნ. ბურჯანაძე) – 2.8%
🟢 სამოქალაქო მოძრაობა (ა. ელისაშვილი) – 1.6%
🟢 გირჩი (ზ. ჯაფარიძე) – 1.5%
🟤 სხვას – 2.1%
🔷 არ ვიცი (სავარაუდოდ მმართველ პარტიას) – 4.1%
🔶 არ ვიცი (სავარაუდოდ ოპოზიციას) – 11.3%

🅾️ ამ მაჩვენებლით, ფაქტობრივად ქართულ ოცნებას არანაირი შანსი აღარ აქვს ხელისუფლების შენარჩუნების. მომდევნო 4 წლის განმავლობაში, სავარაუდოდ, დღევანდელი ოპოზიციური პარტიებისგან შემდგარ კოალიციურ მმართველობას ვიხილავთ.

🗯 გრაფიკაზე მოცემულია მხოლოდ ის პარტიები, რომელთა მხარდაჭერაც აღემატებოდა 1%-ს.

✔️ ჩვენს გვერდზე უკვე გამოქვეყნდა ჩატარებულ გამოკითხვაში დასმულ ყველა კითხვაზე მიღებული შედეგები.

©️მნიშვნელოვანი ამბები

Share with:

Facebook


გიორგი გახარიას განცხადება საარჩევნო სიაში პირველი ნომერი იქნება ბიძინა ივანიშვილი

იქნება, თუ არა გიორგი გახარია საპარლამენტო არჩევნებზე ქართული ოცნების პირველი ნომერი, ამ კითხვაზე პასუხი პრემიერ-მინისტრმა ასურეთში სტუმრობის დროს გასცა, სადაც მან ვიცე-პრემიერთან და გერმანიის ელჩთან ერთად რეაბილიტირებული გერმანული დასახლება დაათვალიერა.

გიორგი გახარიას თქმით, სიაში ადგილებზე სამსჯელოდ მთავრობას არ სცალია, რადგან ერთდროულად 3 გამოწვევასთან ბრძოლა უწევს

“რამდენიმეჯერ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დავიწყებ ბოლოდან, მე ვიქნები ბოლო ნომერი, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მე რომელი ნომერი ვიქნები. ჩემი და მთავრობის ძირითად ამოცანა ეს არის პირველ რიგში პანდემია, მეორე უკიდურესად მნიშვნელოვან ამოცანაა ჩვენი ეკონომიკური აღდგენა პოსტპანდემიურ პერიოდში, მესამე ამოცანაა ამ ორი კრიზისის პირობებში წყნარად, მშვიდად, დემოკრატიულად და ღიად ჩავატაროთ არჩევნები. როგორ ფიქრობთ ამ გამოწვევების პირობებში ან მე, ან მთავრობის რომელიმე წევრს აქვს იმის დრო, რომ ვიმსჯელოთ სიაში პირველი ან მეორე ვინ იქნება? არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ ქვეყანამ, ყველამ ერთად, ოპოზიციამ, მმართველმა ძალამ, სამოქალაქო საზოგადოებამ ჩავატაროთ სანიმუშო არჩევნები,”- განაცხადა გიორგი გახარიამ.

კითხვაზე არსებობს, თუ არა შესაძლებლობა, რომ “ქართული ოცნების” სიაში იყოს ბიძინა ივანიშვილიც, გიორგი გახარიამ უპასუხა, რომ ეს სავსებით შესაძლებელია.

“რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი არის “ქართული ოცნების” თავმჯდომარე და მისი დამფუძნებელი,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Share with:

Facebook


სასწრაფოდ: მანანა არჩვაძე-გამსახურდია სანდრა რულოვსზე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს “შე ნამუსგარეცხილო ჯაშუშო”

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მეუღლე მანანა არჩვაძე-გამსახურდია სოციალურ ქსელში სანდრა რულოვსის მისამართით სტატუსს აქვეყნებს:
„შე ნამუსგარეცხილო ჯაშუშო, შენი და შენი ე.წ. ქმარი როგორ ბედავთ ზვიად გამსახურდიას ხსენებას. მიხედე საქართველოში თქვენს მიერ დატრიალებულ ტრაგედიას, „მოქკავშირიდან” დღემდე.
“რა თქმა უნდა, ამ მსოფლიო მაწანწალა, მასხარა მიშას, არც ვუყურებ და არც ვუსმენ, მაგრამ სოციალურ ქსელში ამოვიკითხე, რეებიც უბოდვია ბუტაზე და სანდროზე.
მინდა შევახსენო მაგ ბოროტებას, არ დაავიწყდეს, რა ცოდვები დააკისრა თავის შთამომავლობას, რომლებიც ძალიან მწარედ მოეკითხება მათ. მეცოდებიან ისინი, თუმცა ასეა, ადამიანი ჩქარობს თორემ უფალი არა.
მის, შემოგზავნილ, ჯაშუშ ცოლს კი კიდევ ერთხელ მინდა ვკითხო, თვალებში რომ ჩახედე შენს გარეწარ ქმარს, რა დაინახე გამოსწორებული მიშა?!
სამეგრელოს მინდა მივმართო: ჩემო ძვირფასებო, ეს ხომ ზვიადის შეურაცხყოფაა, რომ ვიღაც ჰოლანდიიდან, ჯაშუშად, მოვლენილი სანდრა, რომლის ქმარიც არის ძებნაში და არის უკრაინის მოქალაქე, მისივე სურვილით, როგორ უნდა ბედავდეს და იყრიდეს მერობის კანდიდატად კენჭს .

ჯერ კიდევ 2016 წელს მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ სანდრა რულოვსსა და მიხეილ სააკაშვილზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა:
„შე ნამუსგარეცხილო ჯაშუშო, შენი და შენი ე.წ. ქმარი როგორ ბედავთ ზვიად გამსახურდიას ხსენებას. მიხედე საქართველოში თქვენს მიერ დატრიალებულ ტრაგედიას, „მოქკავშირიდან” დღემდე, რომელი ერთი დანაშაული ჩამოგითვალო – პირველი და უმთავრესი – კოდორის გადაცემა რუსეთისთვის, სამაჩაბლოს 114 სოფლის ჩაბარება რუსეთისთვის, საქართველოს ყველა სტრატეგიული ობიექტების ჩუქება რუსეთისთვის, ტერორისტული აქტების მოწყობა საქართველოს მოსახლეობისათვის, საქართველოს მოსახლეობის დაინვალიდება, ჯანმრთელი მოქალაქეების ორგანოებით ვაჭრობა, ბიზნესის დატერორება და მათი ქონების ხელში ჩაგდება, აჭარის ფაქტობრივი ჩაბარება გიულენისათვის ორმხრივი გარიგების საფუძველზე, საქართველოს ბიუჯეტის ძარცვა, ტუბერკულოზით დაავადებული მოქალაქეების მედიკამენტების გარეშე დატოვება, უდიპლომო ე.წ. ექთნის სტატუსით ჯანმრთელობის სამინისტროს პირად კონტროლზე აყვანა, რომელსაც ჯალათი ქმრის ხელშეწყობით ახორციელებდი საავადმყოფოებზე კონტროლს – ორგანოებით ვაჭრობასა და ასევე უცხოეთიდან შემოტანილი ვაქცინებით ახალშობილების დაინვალიდებას, უცხოეთში შავი ფულის გათეთრებას და ბანკებში განთავსებას, დანარჩენს სასარჩელოსათვის შემოვინახავ – შენ ქმარ-შვილს, დედამთილს, თ.ალასანიას, შენ მშობლებსა და ძმას დამტვრეული ავეჯით მოვაჭრე მაკლერებს ერთად გაგისწორდებით”,  წერდა მანანა არჩვაძე-გამსახურდია.

Share with:

Facebook


ამას მართლაც არავინ ელოდა ინფორმაცია, რომელიც ამ წუთებში გავრცელდა რა აღმოაჩინეს ქართველმა ჯარისკაცებმა სრული შოკი ავღანეთში

31-ე ბატალიონმა ავღანეთიდან ჩამოიტანა საინტერესო სიახლე – იქ, ქვეყნის სამხრეთში, ჰელმენდის პროვინციაში დღემდე არსებობს სოფელი, რომლის მცხოვრებლებიც საკუთარ თავს გურჯებს უწოდებენ. სოფელი მდებარეობს მთებში და მეტად განცალკევებულია სხვა სოფლებისაგან. ეს საკმაოდ დიდი სოფელია, რომლის მცხოვრებნიც თავს მიიჩნევენ ავღანეთის დამპყრობის, ქართველი მეფის, გიორგის შთამომავლებად. გიორგი მოუწამლავთ მაშინ და მისი მოლაშქრეების დიდი ნაწილი აქ დარჩენილა. ამბობენ, რომ მთელ ავღანეთში რამდენიმე ასეთი სოფელი არსებობს. როდესაც ამერიკელები და ავღანელები ჩვენებს უყვებოდნენ ამ ”გურჯების”შესახებ, დასძენდნენ, რომ ესენი არიან ყველაზე სასტიკი და საშინელი ადამიანები – და დღემდე ეშინიათ მათი. ჰყვებიან, რომ თვით თალიბები ვერ რისკავენ მათ სოფლებში შესვლას დახმარების სათხოვნელად. ამერიკელებიც მოკრძალებულად უვლიან გვერდს, რათა არ დაარღვიონ მათი ნეიტრალიტეტი. პუშტუნელ ავღანელებს ჰქონიათ გამოთქმა: თუ ხიდზე პირისპირ შეეჩეხები გურჯს, გირჩევნია გადახტე ხიდიდან… ეს გურჯები ლაპარაკობენ პუშტუნთა ენაზე მაგრამ გარეგნობით შესამჩნევად გამოირჩევიან მათგან, ისინი უფრო ღია ფერის არიან და ფერადი თვალები აქვთ – ძირითადათ ცისფერი. ისინი იფიცებიან, რომ არიან გურჯები, დარჩენილნი არიან ავღანეთში ქართველების ლაშქრობის შემდეგ და მათი წინაპართა გვარები – როსტომაშვილები, ყიფიანები, გურასაშვილები,დაღუნდარიძეები და კარგაძეები ყოფილა … აი, ასეთია ეს ისტორია. საქმე ის გახლავთ, რომ ჯარისკაცები ხომ ვერ წაიყვანდნენ საქართველოდან თავიანთ ქართველ ქალებს და იქ დარჩენილნი, ქორწინდებოდნენ პუშტუნელ ქალებზე. შემდეგ მათი შვილებიც ასევე და თანდათან იკარგებოდა წმინდა ქართული გენეტიკა,მაგრამ მიუხედავათ განვლილი საუკუნეებისა გარეგნული განსხვავება აშკარად თვალში საცემია. რაც მთავარია, მათ დარჩათ ისტორიული მეხსიერება და მეომრული სული, შემორჩენილი გიორგი მეფის ნარჩევი ვაჟკაცებისგან”

Share with:

Facebook


სასწრაფოდ! ეს უდიდესი დარტმაა საქართველოსთვის ამერიკის მთავრობის მოულოდნელი გადაწყვეტილება

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტმა რამდენიმე წუთის წინ დაამტკიცა კანონპროექტი იმ შესწორებით, რომელიც საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების 15%-ის გაყინვას გულისხმობს. 

ეს პირველი აქტიური ნაბიჯია საქართველოს ხელისუფლებისთვის უმკაცრესი სანქციების დაწესების გზაზე.

Share with:

Facebook