სასწრაფოდ! ამ წუთებში თურქეთის ორი ბომბდამშენი სომხეთს მიუახლოვდა

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამხედრო დაპირისპირების ფონზე, ბაქო და ანკარა აზერბაიჯანის ოთხ ლოკაციაზე ერთობლივ წვრთნებს ატარებენ, რომელიც 10 აგვისტომდე გასტანს. როგორც ორშაბათს რუსულმა მედიამ დაწერა, წვრთნებისას საკმაოდ სერიოზული ინციდენტი მოხდა.

ერთობლივი სამხედრო სწავლების ფარგლებში, ორი თურქული F-16 სომხეთის დედაქალაქ ერევანს 56 კმ ის მანძილზე, დიდი სიჩქარით მიუახლოვდა, შემდეგ კი მკვეთრი მანევრით უკან გატრიალდა. როგორც მედია იტყობინება, ამ გზით მათ სომხეთის დედაქალაქზე შეტევა შეეძლოთ.

როგორც ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან” ამბობს, აღნიშნული მანევრი საკმაოდ სერიოზულ საფრთხეს შეიცავდა.

„ეს წვრთნები ისევ მიმდინარეობს და 10 აგვისტომდე გაგრძელდება. ერთი ინციდენტი მოხდა – თურქეთის ორი თვითმფრინავი F-16 სომხეთის ტერიტორიას მიუახლოვდა, ანუ იმ სიშორეზე, რა სიშორიდანაც მათ შეეძლოთ, რომ რაკეტები ერევნის მიმართულებით გაეშვათ.

“ანუ, საზღვრიდან მანევრი გააკეთეს და დაბომბვის იმიტაცია შექმნეს. შესაძლოა, რომ ეს პირველ ინციდენტად ჩაითვალოს, სიტუაციის გამწვავების ალბათობა მაღალია, თუმცა იმედია, რომ ეს არ მოხდება.

„პლუს ის, რომ მიმდინარე ტერიტორიებზე აზერბაიჯანისა და თურქეთის ვერტმფრენებმა საკმაოდ ინტენსიური ფრენა დაიწყეს, წვრთნები, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ოთხ ლოკაციაზე მიდის, საკმაოდ სერიოზულ სიტუაციას ქმნის რეგიონში.

„დღევანდელი სიტუაცია, ფაქტობრივად, ერთმანეთის მიმართ გაკეთებული სამხედრო მუქარაა, არა მხოლოდ თურქეთ-აზერბაიჯანი, არამედ, პარალელურად, სომხეთ-რუსეთის წვრთნებიც მიმდინარეობს. წვრთნები ასევე ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც მიმდინარეობს, 58-ე არმია უკვე „კავკასია 2020″ წვრთნების ჩასატარებლად ემზადება”, – განაცხადა მაისაიამ.

„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” დირექტორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან” ამბობს, რომ ბაქო-ანკარას ერთობლივი წვრთნები აზერბაიჯანისთვის დიდი მნიშვნელობისაა, რადგან, მისი თქმით, სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრია და, ვითარების გამწვავების შემთხვევაში, რუსეთი და ამ ორგანიზაციაში შემავალი ქვეყნები სომხეთს დაეხმარებიან.

„ეს წვრთნები აზერბაიჯანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ, როგორც ცნობილია, სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოა და ამ ორგანიზაციაში შემავალ ქვეყნებს, მათ შორის რუსეთს აქვს ვალდებულება, ომის შემთხვევაში და იმ შემთხვევაში, თუ სომხეთის ტერიტორიას რაიმე დაემუქრება, მას დაეხმაროს, რაც, ბუნებრივია, აზერბაიჯანს არ აქვს.

„აქედან გამომდინარე, აზერბაიჯანი დიპლომატიურ იზოლაციაში რომ არ აღმოჩნდეს, ამ თვალსაზრისით, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთის, როგორც სტრატეგიული პარტნიორის, მხარდაჭერა და ამ წვრთნების მთავარი მიზანიც სწორედ ესაა, რომ როგორც მოსკოვს, ასევე ერევანს რეალურად დაანახვონ, რომ სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში მარტო არ დარჩება.

„რაც შეეხება იმას, თუ ვითარების გამწვავება რამდენად მოსალოდნელია, შესაძლოა, ისეთი პატარა ინციდენტები, როგორებიც აქამდე იყო, კვლავ ვიხილოთ, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ არც თურქეთი და არც რუსეთი რეგიონული ომის წამოწყებით დაინტერესებული არაა, ალბათ, ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციებს ნაკლებად უნდა ველოდოთ, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ასეა”, – განაცხადა კაკაჩიამ.

Share with:

Facebook


ვინ არის გოგონა, სავარაუდოდ ვის გამოც ბუსა ჟვანიამ ლევან თოფაძე დაჭრა

ვინ არის გოგონა, სავარაუდოდ ვის გამოც ბუსა ჟვანიამ ლევან თოფაძე დაჭრა
„პრაიმტაიმის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, კონფლიქტი მთაწმინდის ტერიტორიაზე, ფესტივალ „მზესუმზირაზე“ დაიყო, სადაც ლევან თოფაძე ზურაბ ჟვანიას ვაჟის, ბუსა ჟვანიას ყოფილ შეყვარებულთან ერთად მივიდა.

ერთ-ერთი თვითმხილველი გვიყვება, რომ ამ ფაქტმა იქ მყოფი ბუსა ჟვანიას გაღიზიანება გამოიწვია, რასაც მცირე შელაპარაკება მოჰყვა.
მოგვიანებით, ლევან თოფაძე მეგობრებთან ერთად ვაკეში, მის საცხოვრებელ სახლში წავიდა, სადაც სისხლიანი გარჩევა მოხდა.
„კურიერმა“ კი იმ გოგოს სურათი გაავრცელა, ვის გამოც ზურაბ ჟვანიას შვილსა და გოგი თოფაძის შვილიშვილს შორის კონფლიქტი მოხდა.
ამასთან, ambebi.ge-სთან საუბრისას ბუსა ჟვანიას და ლევან თოფაძის საერთო მეგობარი, რომლის ვინაობაც უცნობია ამბობს, რომ ბუსა თო­ფა­ძე­ე­ბის სახ­ლში ყო­ფი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის გამო მი­ვი­და, რო­მელ­საც ორი თვის წინ და­შორ­და.
„ერ­თმა­ნე­თი წლე­ბი უყ­ვარ­დათ, გო­გოს ბუ­სას ოჯა­ხიც იც­ნობ­და. ძა­ლი­ან ლა­მა­ზი გო­გო­ნაა, წარ­მო­მიდ­გე­ნია, ახლა რა დღე­შია. ის და ლე­ვა­ნი­კო ბავ­შვო­ბის მე­გობ­რე­ბი არი­ან და არ მიკ­ვირს, რომ მათ­თან სტუმ­რად იყო, რად­გან სა­ერ­თო სა­მე­გობ­რო წრე ჰყავთ.
მი­ზე­ზი რა გახ­და, არ ვიცი, მაგ­რამ ბუსა და ის ორი თვის წინ ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ. ბუსა ვერ ეგუ­ე­ბო­და ამას და თურ­მე ეჭ­ვი­ა­ნობ­და, ყველ­გან დას­დევ­და და ხვდე­ბო­და.
იმ ღა­მე­საც ალ­ბათ გა­ი­გო, რომ ლე­ვა­ნი­კოს­თან მე­გობ­რე­ბი შე­იკ­რიბ­ნენ და მისი ყო­ფი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლიც იქ იყო. ალ­ბათ სწო­რედ ამი­ტომ მი­ა­კი­თხა თო­ფა­ძე­ებს სახ­ლში“, – ამბობს მეგობარი.

Share with:

Facebook


რუსეთს დასაკარგი არაფერი აქვს, საქართველოს კი ბევრი

ჟურნალისტი, ტელეწამყვანი და საზოგადო მოღვაწე, კომპანიის „აპოსტოლ მედიის“, ერთ-ერთი თანამფლობელი „რუსეთს დასაკარგი არაფერი აქვს, საქართველოს კი ბევრი. ქართველებმა ტურისტები დაკარგეთ, გილოცავთ” – თინა კანდელაკი

Share with:

Facebook


სკანდალური განცხადება “მე ვიცი ვინც მოკლა თამარი”

მე ვიცი ვინ მოკლა თამარი და ამას ვიტყვი, თუნდაც მეც მომკლან. მე ხელს დავადებ მას ვინც ჩემი შვილი მოკლა. ასემგონია, რაღაცის მიზნით მოკლეს ყველა ახალგაზრდა და ამას მალე მოეღება ბოლო. ნურავის ჰგონია, რომ მათი სიკვდილი შერჩება, უაფლს ვერსად დაემალები მკვლელო…. დრო მოვა და გისოსებს მიღმა აღმოჩნდები.” “დღეს, ძალიან ბევრი ახალგაზრდა კვდება და ეს შემთხვევით არ ხდება, მათ რაღაცის მიზნით იშორებენ. საქართველო უკვე მკვლელების ქვეყანად იქცა სადაც სამართალი არ არის, ეს არის ცხოვრება? ეს ტანჯვაა დიდი ტანჯვა.”

Share with:

Facebook


სასწრაფოდ: ამ წუთებში ვრცელდება სკანდალური ინფორმაცია რა მოხდა შუშის სასახლეში? ივანიშვილის მოულოდნელი გადაწყვეტილება

ჟურნალისტი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

როგორც კილაძე წერს, შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილმა ძალოვანი უწყებების პირველი პირები შუშის სასახლეში დაიბარა.

“კვირის აქცენტების მერე, როცა სულ სამ ეპიზოდში ჩამოეშალათ გამოძიება,ძალოვანი უწყებების პირველი პირები შუშის სასახლეში იხმეს. ქრისტეს ტირილი იყოო,-ჩემმა წყარომ. ივანიშვილს კითხვით დაუწყია, ჟურნალისტები რომ დადიან,რამდენი ხართ ნამყოფი შემთხვევის ადგილასო? აღმოჩნდა რომ არც ერთი ! მეორე კითხვა ჩვენებებს ეხებოდა,რა ცირკი მოაწყვეთ ,ამდენი და ამდენჯერ შეცვლილი ჩვენებები რა უბედურებააო. პროკურორს ახსნა უცდია,დაზუსტების უფლება აქვს მოწმესო !
და იქ დაწყებულა რაც დაწყებულა…ოფლში იწურებოდნენ სიმწრისგანო !

ჰო,უკითხავს,ნინო გიორგობიანი ვინ არისო….
ბევრი რომ არ გავაგრძელოთ,ერთი თვე მიუცია გამოძიებისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის.
გახარიასთვის უთქვამს,პირად კონტროლზე აიყვან საქმეს და პირადად აგებ პასუხს შედეგებზეცო ! და რა გააკეთა გენერალურმა პროკურატურამ? მკვლელობის საქმე ცალკე გამოყო-მხარე აღარ არსებობს,შესაბამისად,მედიას მასალები არ ექნება ! და ქოცვაჭარი ბიძა აფრინა ნარეკვავში ტვ პირველთან ერთად,გვარამია და კილაძე იტყუებიანო! ადექვატურები ესენი. დროის ათვლა დაიწყო,ახლა ვერსიებში გახლართულები სხედან და ფიქრობენ,-19 წლის სასტიკად მოკლული ბიჭის ცხედარი როგორ მიიტანონ წყლამდე. ჰო,ნიკა ჟვანიას ადვოკატი შეუცვალეს,გიორგი ყავლაშვილი დაუნიშნეს(ქოცნახირის ბღავილი რატომ არ მესმის სისხლიანი ცხრა წელეეეეო,თუ არ იცით ვინაა?) დაჩი ბუაძეს ქალაქგარეთ “შვებულება” შეაწყვეტინეს და დაკითხვაზე დაიბარეს !(არადა,დათესილი იყო) ნახალოვკის კლასტერი დაიშალა !”, – წერს კილაძე.

Share with:

Facebook


სასწრაფოდ! ზელესკის შოკისმომგვრელი გადაწყვეტილება

უკრაინამ საქართველო „წითელი ზონის“ ქვეყნების ნუსხაში შეიყვანა. ინფორმაციას „ევროპეისკაია პრავდა“ ავრცელებს. პირველი აგვისტოდან ამოქმედებული ახალი კლასიფიკაცია ადგენს ე.წ. მწვანე და წითელ ზონაში მყოფ ქვეყნებს.

„წითელ ზონაში“ მოხვდებიან ის ქვეყნები, სადაც ბოლო 14 დღის განმავლობაში, ყოველ 100 ათას მოსახლეზე კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა უკრაინაში დაფიქსირებულ ანალოგიურ მაჩვენებელს აჭარბებს. ასევე ის ქვეყნები, სადაც კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა ბოლო 14 დღეში 30%-ით გაიზარდა.

ახალი კლასიფიკაციის მიხედვით, 31 ივლისის მონაცემებით, „მწვანე ზონაში“ ხვდება შვედეთი, პორტუგალია, ხორვატია, ბელარუსი, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, სლოვენია, ეგვიპტე და იტალია. ამ ქვეყნებიდან უკრაინაში ჩასული მოქალაქეები თვითიზოლაციას არ გადიან და კორონავირუსის ტესტის გაკეთებას არ საჭიროებენ.

„წითელ ზონაში“ კი მოხვდა საქართველო, უნგრეთი, ჩინეთი, გერმანია, ჩეხეთი, ბულგარეთი, ალბანეთი, მონტენეგრო, პოლონეთი, საფრანგეთი, რუსეთი და ა.შ. ამ ქვეყნებიდან უკრაინაში ჩასულ მოქალაქეებს კორონავირუსის ტესტის შედეგის წარდგენა ან 14 დღის იზოლაციაში გატარება მოუწევთ.

ჯანდაცვის სამინისტრო ე.წ. წითელი და მწვანე ზონის ქვეყნების ჩამონათვალს ყოველ შვიდ დღეში ერთხელ განაახლებს.

Share with:

Facebook


ამ წუთებში იწვის ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია

ხანძარი ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე – ინფორმაცია “მთავარი არხს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

მათი ინფორმაციით, ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ხის ფარდული დაიწვა. ამ დროისთვის, ცეცხლი ლოკალიზებულია და მეხანძრეები მის ჩაქრობას ცდილობენ. 

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია, ამ ეტაპზე არ არის. 

Share with:

Facebook


ჯერ კიდევ ვერ გამოაფხიზლეს, მაგრამ მეუბნებიან, რომ ალბათ, გადარჩება

ჯერ კიდევ ვერ გამოაფხიზლეს, მაგრამ მეუბნებიან, რომ ალბათ, გადარჩება , – ამის შესახებ გოგი თოფაძემ ჟურნალისტებს მის შვილიშვილთან, ლევან თოფაძესთან დაკავშირებით განუცხადა, რომელიც დღეს დაჭრეს.

გოგი თოფაძე დაჭრის დეტალებს იხსნებს.

„მე, ჩემი მეუღლე და ჩემი და სახლში ვართ, დავიძინეთ, ამ დროს ატყდა იქ მთელი ამბავი, სანამ ავედი, ჩემი მეუღლე პირველი გავიდა, ნახა იქ, არტყამდა ვიღაცას, ჩაეხუტა ამ კაცს, კინაღამ მეუღლესაც დანა მოხვდა“, – ამბობს თოფაძე.

მისივე თქმით, კაცი, რომელმაც მისი შვილიშვილი დაჭრა, იქ მყოფი ქალის მიმართ აგრესიულად იყო განწყობილი.

„მე არ ვიცი, მაგრამ რაც მითხრეს, ეს ქალბატონი და ეს ვაჟკაცი ვინც იყო, რამოდენიმე წელი იყვნენ ერთად, მერე თურმე, ერთმანეთს გაცილდნენ“, – განაცხადა თოფაძემ.

მისი თქმით, მომხდარს მისი შვილიშვილის სამი მეგობარი შეესწრო.

„ერთ-ერთს სამი ბიჭიდან ვიღაცამ დაურეკა, ეს ჩამოვიდა ქვევით. შემოვიდა ქუჩიდან სხვა კაცი – უცნობი, ამოვიდა ზევით ამასთან ერთად. რატომღაც ქალის მიმართ იყო ცოტა აღელვებული, ჩემმა შვილიშვილმა დააწყნარა, ამოიღო დანა დაარტყა. ვინ იყო არ ვიცი, მთელი დღე ვარ საავადმყოფოში და ვარ პოლიციაში. პოლიციაში, თქვეს, ვინც გააკეთა დავაკავეთო“, – განაცხადა თოფაძემ.

მისივე თქმით, სანამ შემთხვევის ადგილზე გავიდა, მამაკაცი, რომელმაც მისი შვილიშვილი დაჭრა, წასული იყო. თოფაძე ამბობს, რომ დღეს პოლიციაში ღამის საათებში გეგმავს მისვლას.

ცნობისთვის, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ბუსა ჟვანია.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ლევან თოფაძეს მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

Share with:

Facebook


გოგლა ჟვანიას პირველი კომენტარი მომხდარ სისხლიან გარჩევასთან დაკავშრებით

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ძმა, გოგლა ჟვანია ადასტურებს, რომ ბუსა ჟვანია დაჭრილია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გოგლა ჟვანიამ განუცხადა, ბუსა ჟვანია შედარებით მსუბუქად არის დაჭრილი.

მისივე ინფორმაციით, დაზიანება მას მუცლის არეში აქვს.

„დაჭრილი არის შედარებით უფრო მსუბუქად. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ კლინიკაშია. ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული“,- განაცხადა გოგლა ჟვანიამ.

გოგლა ჟვანია მომხდარის დეტალებზე არ საუბრობს.

ცნობისთვის, თბილისში, საკუთარ სახლში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი დაჭრეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბუსა ჟვანიამ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ლევან თოფაძეს მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

Share with:

Facebook


დაწერე შენი დაბადების რიცხვი და გაიგე როგორი ბედისწერა გაქვს დაბადებიდან – მიხეილ ცაგარელის უტყუარი წინასწარმეტყველება

კონკრეტულ რიცხვში დაბადებულ ადამიანს ამ თარიღთან ასოცირებული ბედი და შესაძლებლობები დაჰყვება თან. ანუ, ადამიანები ამ ქვეყანას კონკრეტული რიცხვების ვიბრაციით ევლინებიან, რაც სამომავლოდ მათი ხასიათის უმთავრეს შტრიხებსა და პიროვნულ განვითარებაზე ახდენს გავლენას.
გთავაზობთ მიხეილ ცაგარელის განმარტებებს დაბადების რიცხვებთან დაკავშირებით:

1 – ამ რიცხვში დაბადებულები მზის ენერგიის მატარებლები არიან. მათთვის აუცილებელია მუდმივი მოძრაობა და მოქმედება.
2 – ცხოვრებაში მთავარია, სწორად გააკეთონ არჩევანი, რადგან ამ რიცხვში დაბადებულები მუდამ უკიდურესობებში ვარდებიან.
3 – ამ რიცხვში დაბადებულებს მოეთხოვებათ, ცხოვრებაში ყველაფერი საკუთარი ხელით აკეთონ და არასოდეს იყვნენ სხვის იმედზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ წარუმატებლობა ელით.
4 – ამ რიცხში დაბადებულთათვის მთავარია ინფორმაციის სწორად აღქმა. კომუნიკაბელური ხალხია და ყოველთვის წარმატებული არიან კომერციასა და ჟურნალისტიკაში.
5 – იურისტების, ადვოკატებისა და ზოგადად, სამართლიანობის მოყვარული ადამიანები არიან. მათთვის უმთავრესი სიმართლის პრინციპით ცხოვრებაა.
6 – ამ რიცხვის ვიბრაციით მზრუნველი, მოსიყვარულე ადამიანები იბადებიან. მათთვის აუცილებელია, ყველაფერი სიყვარულით აკეთონ და არასოდეს დააძალონ თავს საქმის იძულებით კეთება.
7 – ასკეტების, მკაცრი მორალური პრინციპების მქონე ხალხის რიცხვია. მათ თანდაყოლილი სიბრძნე და კეთილგონიერება აქვთ.
8 – რეფორმატორების, გამომგონებლების რიცხვია, ამ ხალხს განსაკუთრებული მისია აკისრია. ხშირად აღწევენ წარმატებას პოლიტიკაში.
9 – მაღალი სულიერების მქონე ინდივიდების რიცხვია, მათ შორის ბევრი თეოლოგი და ფსიქოლოგი გვხვდება. ცხოვრებას ყოველთვის ფხიზელი თვალით უყურებენ.
10 – მასწავლებლების, პედაგოგიური ნიჭის მქონე ხალხის რიცხვია. მათთვის მარტივია სხვებისთვის ცოდნის გადაცემა.
11 – ხელოვანი ადამიანების რიცხვია. მათთვის აუცილებელია შემოქმედებითი თვითგამოხატვა. მათ შორის ხშირად ვხვდებით თეატრალებს, მუსიკოსებსა და მხატვრებს.
12 – მზრუნველი, აქტიური ადამიანების რიცხვია. მათ შორის ბევრია ექიმი და სოციალური მუშაკი.
13 – კომუნიკაციური ხალხის რიცხვია. კარგი დიპლომატები და საკონსულტაციო სფეროს წარმომადგენლები გამოდიან.
14 – კანონმორჩილი, ტრადიციების მოყვარული ხალხის რიცხვია. არიან საკუთარი ქვეყნის პატრიოტები. წარმატებას აღწევენ ისტორიკოსობასა ან ტურიზმის სფეროში.
15 – დამოუკიდებლობის მოყვარული, კრეატიული ადამიანები არიან. ყველაფერში ეძებენ სილამაზესა და ჰარმონიას.
16 – მიზანსწრაფული, ჯიუტი და საოცრად პრინციპული ხალხია. ყოველთვის აღწევენ დასახულ მიზანს.
17 – გამომგონებლური ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები არიან. შეუძლიათ, არაფრისგან შექმნან შედევრი.
18 – იდეალისტი, მეოცნებე და ხშირად ილუზიებში მცხოვრები ხალხის რიცხვია. ბევრი მათგანი მიდრეკილია ალკოჰოლიზმისკენ.
19 – სხვებზე დამოკიდებული და ლაბილური ფსიქიკის მქონე ადამიანები არიან. მათთვის აუცილებელია საკუთარი, ინდივიდუალური ცხოვრებისეული ხედვის გამომუშავება.
20 – პრინციპული, წინდახედული და ფრთხილი ხალხია. მათი მთავარი პრობლემა ასოციალურობაა, ამიტომ უნდა ეცადონ, გახდნენ უფრო კომუნიკაბელურები.
21 – სპორტსმენების, მოცეკვავეებისა და ზოგადად, ფიზიკური აქტივობით გამორჩეული ხალხის რიცხვია. მათი უმრავლესობა ღრმა სიბერემდე აქტიურია.
22 – ამ ხალხისთვის უდიდესი ნაკლია ქაოსურობა. მათ უნდა გამოიმუშაონ დაკვირვების უნარი და სიფრთხილე. წინააღმდეგ შემთხვევაში, წინ ბევრი პრობლემა ელით.
23 – მაძიებელი ბუნების, ცნობისმოყვარე და ოპტიმისტი ხალხის რიცხვია. მათთვის აუცილებელია, ცხოვრებაში კონკრეტული მიზანი დაისახონ და მიჰყვნენ მას.
24 – კრეატიული, შემოქმედებითი აზროვნების მქონე ხალხია. მათთვის აუცილებელია მუდმივი კომუნიკაცია ადამიანებთან.
25 – ავტორიტეტული, დიქტატურისკენ მიდრეკილი და ძლიერი ნებისყოფის მქონე ხალხის რიცხვია. მათი უმრავლესობა პატივისცემით სარგებლობს გარშემო მყოფებში.
26 – ამ ხალხის ძირითადი პრობლემები სასიყვარულო სფეროს უკავშირდება. უჭირთ შესაფერისი პარტნიორის პოვნა. მათთვის სიყვარული ცხოვრების მთავარი მამოძრავებელი ძალაა.
27 – იდეალისტი, შემოქმედებითი ხალხია. თუმცა, მათი პრობლემა ზედმეტად პრეტენზიულობაა. ეს კი ხშირად იწვევს გაუგებრობებს.
28 – ძლიერი ნებისყოფის მქონე, კარგი ინტუიციით დაჯილდოებული ხალხია. მათ უმრავლესობას საკუთარი თავის სრულყოფაც კი შეუძლია.
29 – გენეტიკური სიბრძნით დაჯილდოებული ხალხია. მათთვის მარტივია, ნებისმიერი ტიპის ოკულტური ცოდნის ათვისება.
30 – მებრძოლი, სულით რევოლუციონერი და დაუმორჩილებელი ხალხია. ხშირად ქმნიან ქაოსს და არეულობას გარშემო მყოფებს შორის.
31 – გონიერი, ფილოსოფიური აზროვნების მქონე ხალხია. მათ უმეტესობას უნარი აქვს, ისწავლოს და გაიზარდოს საკუთარ შეცდომებზე

Share with:

Facebook