ეს უმარტივესი, რამდენიმე ინგრედიენტიანი ჯანსაღი საუზმე ყველას მოეწონება!
დიეტოლოგები კვლავ კამათობენ იმაზე, თუ რომელი საუზმეა ყველაზე ჯანსაღი. ექიმების უმეტესობა კი ამბობს, რომ სრულ საუზმეს უზრუნველყოფს კვერცხი და ბოსტნეული.
გაგიზიარებთ ომლეტის საინტერესო რეცეპტს და მიირთვით სალათთან ერთად!
ინგრედიენტები:
- ლავაშის პური;
- ქათმის კვერცხი – 3 ცალი;
- სოსისი – 100 გრ;
- ყველი – 100 გრ;
- მარილი.
მომზადების მეთოდი:
- ღრმა თასში ავთქვიფოთ კვერცხი და მარილი და ავურიოთ ჩანგლით.
- სოსისი დავჭრათ პატარა კუბიკებად და დავამატოთ ათქვეფილ მასას.
- ყველი გახეხეთ მსხვილ სახეხზე. კვერცხის ნარევში დაამატეთ გახეხილი ყველის მასის ნახევარი. ა
- ყველაფერი ურიეთ კარგად.
- ტაფის ძირზე მოვაფინოთ იმავე დიამეტრის ლავაშის პური.
- კვერცხის ნარევის ნახევარი დაასხით ლავაშის პურზე.
- ზემოდან დაადეთ ლავაშის პურის მეორე წრე და მოასხით დარჩენილი ნარევი.
- შემდეგ დაადეთ ლავაშის პურის მესამე წრე და მოაყარეთ დარჩენილი 1/2 ყველი.
- შეწვით დაბალ ცეცხლზე თავდახურული 10 წუთის განმავლობაში.
თქვენი საუზმეც მზადაა.
დილის კვება მნიშვნელოვანია მთელიდსღის საყოფი ენერგიის გამომუშავებისათვის. ასე რომ, არ დაიზაროთ 10 წუთი დაუთმოთ ამ უგემრიელესი საუზმის მომზადებას და ისიამოვნეთ მისი არაჩვეულებრივი გემოთი!
Facebook Comments Box