როგორ მოვამზადოთ გემრიელი და ჯანსაღი ლიმონის ჯემი

0
69

როგორ მოვამზადოთ გემრიელი და ჯანსაღი ლიმონის ჯემი

გსურთ მიიღოთ ვიტამინების მაქსიმალური რაოდენობა ყველაზე ცივ სეზონშიც კი? ლიმონი C ვიტამინის პირდაპირი წყაროა, რომლის სარგებელი ყველამ კარგად იცის. მაგრამ ძნელია ლიმონის პირდაპირ მირთმევა, ამიტომ წარმოგიდგენთ სიტუაციიდან გამოსავალს – ლიმონის მურაბას.

ასეთი მურაბა შეიძლება დაუმატოთ ღვეზელებსა და სხვა დესერტებს, დაამატოთ ჩაიში, უბრალოდ დაიტანოთ პურზე ან თუნდაც მიირთვით კოვზით.

ლიმონის მურაბის გემო არც ისე ტკბილია და ციტრუსის სასიამოვნო არომატი გამოგაცოცხლებთ როცა გარეთ აცივდება და ვირუსების პერიოდი დადგება.

ინგრედიენტები:

  • ლიმონი – 1 კგ
  • შაქარი – 1,5 კგ
  • წყალი – 400 მლ

მომზადება:

ლიმონი კარგად გარეცხეთ, ჩაყარეთ მდუღარე წყალში 20 წუთის განმავლობაში.
შემდეგ გარეცხეთ ცივ წყალში, დაჭერით წვრილად და მოაშორეთ კურკები.

ახლა მოვამზადოთ სიროფი –  ამისათვის შეურიეთ წყალი შაქარს და მიიყვანეთ ადუღებამდე.
ლიმონის ნაჭრები დაუმატეთ სიროფს, კვლავ მიიყვანეთ ადუღებამდე და გადმოდგით ცეცხლიდან.
გააცივეთ, ისევ მიიყვანეთ ადუღებამდე და გააგრილეთ.

და საბოლოო დეტალები – მომზადებული ჯემი ჩაასხით მიის ქილებში და კარგად “დაპრესეთ” და შეინახეთ მაცივარში. გამოიყენეთ ზამთრის ცივ, სუსხიან ამინდებში რომ შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა, გაიძლიეროთ იმუნიტეტი და ასევე დატკბეთ მისი არომატით.

ლიმონის ჯემი არა მხოლოდ ძალიან გემრიელია, არამედ წარმოუდგენლად ჯანსაღიცაა, რადგან ლიმონში შემავალი C ვიტამინი იცავს ჩვენს იმუნიტეტს და ინარჩუნებს ორგანიზმს კარგ ფორმაში.

Facebook Comments Box

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here