ღვეზელი კარტოფილით და ყველით – აი როგორ უნდა გამოაცხო ეს უგემრიელესი ღვეზელი მარტივად!

0
76

ღვეზელი კარტოფილით და ყველით – აი როგორ უნდა გამოაცხო ეს უგემრიელესი ღვეზელი მარტივად!

ინგრედიენტები:

  • რძე 700 მლ
  • 200გრ კარაქი
  • 3 კვერცხი
  • 1,4 კგ ფქვილი
  • 1 ს.კ მშრალი საფუარი
  • 1 ს.კ მარილი
  • 2 კვერცხის გული + 2 ს.კ. არაჟანი

შიგთავსი:

  • 500 გრ ჭყინტი ყველი (შეგიძლიათ აიღოთ ცხიმიანი გადაწურული ხაჭო)
  • 600 გრ კარტოფილი,
  • მარილი

ნაბიჯ-ნაბიჯ მომზადება:

Ნაბიჯი 1

ცომისთვის გაადნეთ კარაქი და გააგრილეთ, შეურიეთ ათქვეფილ კვერცხს და თბილ რძეს. შეურიეთ ფქვილი მარილით და საფუარით. შეურიეთ მშრალი ნარევი და სითხე, მოზილეთ ცომი. დააფარეთ ჩაის ტილო, დატოვეთ თბილ ადგილას 2 საათის განმავლობაში.

ნაბიჯი 2

გააცხელეთ ღუმელი 180°C-მდე. გარეცხეთ კარტოფილი შიგთავსისთვის და გამოაცხვეთ ფოლგაში ან მოხარშეთ კანიანად დარბილებამდე. მოხარშული კარტოფილი გაფცქვენით და დაჭყლიტეთ. ყველი კი გახეხეთ. ყველი შეურიეთ კარტოფილს და დაუმატეთ მარილი გემოვნებით.

ნაბიჯი 3

ცომი და შიგთავსი გაყავით 4-5 ნაწილად, თქვენი საცხობი ტაფების ზომის მიხედვით. ცომის თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ ბურთულად, გააბრტყელეთ ფქვილმოყრილ სამუშაო ზედაპირზე. ცომის ცენტრში  მოათავსეთ უკვე მომზადებული შიგთავსის დამრგვალებული მასა.

ნაბიჯი 4

ცომის კიდეები ფრთხილად შეკარით ჩანთასავით და დაამაგრეთ კვანძად(როგორც ხინკალი), შემდეგ ნაკერით გადააბრუნეთ და გააბრტყელეთ სანტიმეტრამდე სისქის ზომაზე. ზედაპირი დაასველეთ ყვითლისა და არაჟნის ნარევით.

ნაბიჯი 5

ნამცხვარი გადაიტანეთ მშრალ ჭურჭელზე. ცომის შუაზე გააკეთეთ პატარა ჭრილი, რომ გამოცხოვის პროცესში ორთქლი თავისუფლად გამოვიდეს გარეთ. გამოაცხვეთ დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში. როდესაც ქერქი ოქროსფერი გახდება, ნამცხვარი გადაიტანეთ საჭრელ დაფაზე და გადააფარეთ ჩაის ტილო.

გემრიელად მიირთვით!

 

Facebook Comments Box

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here