სასწრაფოდ! მთავრობის მოულოდმელი გადაწყვეტილება ხალხი შოკშია პირველად ისტორიაში გენდერის მარკერი „მამრობითი“ „მდედრობითით“ შეიცვალა

საქართველოში ტრანსი ადამიანის გენდერი სამართლებრივად აღიარეს2021 წლის 25 მარტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ტრანსი ქალის ლ. მ.-ს მოთხოვნა და მისი გენდერის მარკერი „მამრობითი“ „მდედრობითით“ შეიცვალა. განმცხადებელმა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 25 დეკემბერს მიმართა და წარადგინდა ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან, რითაც დასტურდებოდა მისთვის სქესის კვლავმინიჭების ქირურგიული ოპერაციის ჩატარების ფაქტი. განმცხადებელზე უკვე გაიცა დაბადების განმეორებითი მოწმობა შესწორებული მონაცემებით. აღნიშნული საქმე სახელმწიფოს მხრიდან ტრანსი ქალის/კაცის გენდერის სამართლებრივად აღიარების პირველი პრეცენდენტია. ამ დრომდე არ არსებობს გენდერის სამართლებრივი აღიარების საკანონმდებლო და ადმინისტრაციული მექანიზმი. ეს ფაქტი მხოლოდ ილუსტრაციაა ქვეყანაში დამკვიდრებული პრაქტიკის, რომელსაც შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.

სასწრაფოდ! ახლახანს ხდება ცნობილი სკანდალური ინფორმაცია, ეს ყველამ უნდა ნახოს

ახალი და საინტერესო ინფორმაცია მომივიდა, მიშა სააკაშვილს, რბილად რომ ვთქვათ, მძიმე საუბარი ქონია გვარამიასთან და უხეშად საყვედურობდა, არ გამოიყენეთ სწორად და კარგად ნამახვანის საპროტესტო აქციაო”, – ამის შესახებ იურისტი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 
მეგრელიშვილის ინფორმაციით, გვარამიასა და სააკაშვილს შორის დაპირისპირება იმანაც გამოიწვია, რომ ბოლო პერიოდში, სააკაშვილის აზრით, “მთავარ არხზე” მეტად “ტვ პირველი” ეთანამშრომლება.

“ახალი და საინტერესო ინფორმაცია მომივიდა „გლავკანალიდან“ – დიდი ამბები, ჩხუბი და გარჩევა ყოფილა გუშინ ნაცმოძრაობის ლიდერებს შორის.
კერძოდ მიშა სააკაშვილს, რბილად რომ ვთქვათ, მძიმე საუბარი ქონია გვარამიასთან და უხეშად საყვედურობდა, არ გამოიყენეთ სწორად და კარგად ნამახვანის საპროტესტო აქცია, არც იმას მიაქციეთ ყურადღება რომ მე სპეციალური განცხადებით გამოვეხმაურე და ზოგადად ამ თემას რომ არ მიაქციეთ ყურადღება სათანადო, ლუზერები ხართო.

არც გვარამიას დაუხევია უკან, პრეზიდენტობის დროს, შენც და შენი გუნდის წევრებიც ჰესების აშენებას ემხრობოდით, არქივში ასობით მსგავსი შინაარსია განცხადება იძებნება და ამ ორმაგი სტანდარტის გამო გავხდებით დასაცინი და უარესად შემოგვიტრიალდება თემაო.

სააკაშვილი თურმე სხვა თემებზეც უკმაყოფილოა – გვარამიას განსაკუთრებული გაღიზიანება სააკაშვილიგან იმის თქმამ გამოიწვია, რომ ტვ პირველი უკეთესად ეთანამშრომლება, რის მაგალითად ოპოზიციის აქციის გაშუქება იყო მოშველიებული.

ნაცმოს ლიდერების ეს ჩხუბი და დავიდარაბა როგორ დასრულდება და ვისი პოზიცია გაიმარჯვეს, ამას მალე „გლავკანალის“ ეთერიდან გავიგებთ.”, – წერს თამთა მეგრელიშვილი.

რა სკანდალური ფაქტებით ემუქრება ელისო კილაძე ირაკლი კობახიძეს

ქრონიკა პლუსის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze ვაჟა იქეთ იყოს და მამაშენი რომ მოსკოვში დადიოდა, გამსახურდია დაგვამხობინეთო , მაგ ამბავი იცი თუ არა?!

26 მაისს რომ ნასედკა იყო,სხვა დროს მოგიყვები-ახლა ეთერში შევდივარ,”რეაქციაში”

სასწრაფოდ! ახლახანს ვრცელდება სკანდალური ფოტო მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით…

მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც რუს კინორეჟისორს, ნიკიტა მიხალკოვს რამდენიმე თვის წინ „ჩვენი მიწების წამღები“ უწოდა, 29 ოქტომბერს რეჟისორის ქალიშვილის ქორწილში ეწვია სტუმრად.

მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც რუს კინორეჟისორს, ნიკიტა მიხალკოვს რამდენიმე თვის წინ „ჩვენი მიწების წამღები“უწოდა, 29 ოქტომბერს რეჟისორის ქალიშვილის ქორწილს ეწვია.

ნიკიტა მიხალკოვის ქალიშვილისა და რუსეთში მოღვაწე ქართველი რეჟისორის, რეზო გიგინეიშვილის ქორწილი საქართველოში, წინანდალში, 29 ოქტომბერს ყო. ქორწილისთვის საქართველოში თავად რეჟისორი, ნიკიტა მიხალკოვი, თეოდორ ბონდარჩუკი და სხვა ცნობილი რუსი რეჟისორები ჩამოვიდნენ.

„უდიდესი სითბო გამოავლინეს ქორწილის რუსმა სტუმრებმა, – შემოეხვივნენ პრეზიდენტს, როგორც როკ–ვარსკვლავს და მასთან ფოტოებს იღებდნენ. ერთ–ერთმა სტუმარმა მკითხა კიდეც, ნამდვილი მიხეილ სააკაშვილი იყო თუ არა. ქართველ სტუმართა ნაწილი პრეზიდენტს არც ესალმებოდა, ზურგი შეაქციეს. საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც პრეზიდენტს შეიძლება არ მიესალმო“, –ამბობს მწერალი ლაშა ბუღაძე, რომელიც, ასევე სტუმრად იმყოფებოდა მიხალკოვის ქალიშვილისა და ქართველი რეჟისორის, რეზო გიგინეიშვილის ქორწილში.

ლაშა ბუღაძე ქორწილიდან პრეზიდენტთან დაკავშირებულ ამბავს იხსენებს:

„ასეთ ეპიზოდსაც შევესწარი– ნიკიტა მიხალკოვმა თავისი ერთ–ერთი ფილმიდან ცნობილი რომანსი იმღერა. მთელი საქართველო აცეკვდა, ჩემს თავს შევატყვე, რომ ცქმუტვა დავიწყე. არ მიცეკვია, მაგრამ, აი, ხალხი… მთელი ეს დაფარული ენერგია წამოვიდა, რომელიც არ ეძლეოდა ქართველს, რომ გამოეშვა. ქვეცნობიერი ამოდის ზედაპირზე საქართველოში, ამოაქვს დიდი ნოსტალგიური სიყვარული. ამ დროს უკან გამოვიხედე და დგას საქართველოს პრეზიდენტი სრულიად მარტო, კედელთან მიყრდნობილი და შემკრთალი ღიმილით უყურებს ამ ამბავს. ფიქრობდა, ალბათ, რას ვეწვალები, ნატო, ისა, ისა, არადა, აქ არის საქართველო, ესაა. ძალიან ნიშანდობლივი ეპიზოდები იყო, დიდი სიამოვნებით გადავიღებდი, კამერა რომ მქონოდა“,–ამბობს ბუღაძე.

ლაშა ბუღაძე და ქორწილში მყოფი სხვა სტუმრები– მწერალი დავით ტურაშვილი და  ჟურნალისტი ნინო დარასელი– ამბობენ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ქორწილში მოკლე სადღეგრძელოც წარმოთქვა.

„ვერ გავიგე. ზუსტად რა თქვა. მგონი, გავიგონე, ძალიან ბევრი რუსი ტურისტი ჩამოდის და ეს ძალიან კარგიაო“, –ამბობს ბუღაძე.

უცნობია, რატომ მიიღო საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვეტილება, სტმრად მისულიყო ნიკიტა მიხალკოვს ქალიშვილის ქორწილში. მაშინ, როდესაც ქორწილამდე რამდენიმე თვით ადრე სააკაშვილმა რეჟისორს „ჩვენი ტერიტორიების წამღები“ უწოდა.

„ამას წინათ წავიკითხე, მიხალკოვი ბაღაბშთან არის მისული და ეუბნება, ჩემი აგარაკი მომეცი უკან. ჩვენი ტერიტორიის მიწის წამღებ მიხალკოვს, რომელსაც ქართველი ხალხი ზოგადად ძალიან უყვარს, უნდა ჰკითხოთ, აფხაზეთი  არის თუ არა საქართველო. თუ გეტყვით, რომ ასეა, გადაეხვიეთ და აკოცეთ, მაგრამ არ გეტყვით. ამიტომ თავს ნუ მოვიტყუებთ”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიმიდინარე წლის იანვარში ტელეკომპანია ПИК–ის ტელეხიდში მონაწილეობის დროს.

ნიკიტა მიხალკოვის რუსეთის მმართველი პარტიისა და კონკრეტულად ამჟამინდელ პრემიერ–მინისტრ ვლადიმერ პუტინის მიმართ დამოკიდებულება საზოგადოების ცნობილია.

ამას თავად რეჟისორის 20– წუთიანი ფილმიც „55“ ადასტურებს, რომელიც მან ვლადიმერ პუტინის პოლიტიკურ მოღვაწეობაზე გადაიღო.  რუსეთის საზოგადოებამ ფილმი, როგორც ვლადიმერ პუტინის დაბადების დღის საჩუქარი, ისე შეაფასა.

„პუტინი რამდენიმე თვეში თანამდეობას ტოვებს, ეს გადაწყვეტილი საქმეა, ამიტომ მის კრიტიკას ან შეფასებას აზრი არ აქვს. ვინც არ უნდა იყოს ის და რითაც არ უნდა დაკავდეს ჩვენი პრეზიდენტი, ნებისმიერ შემთხვევაში, მე მინდა მჯეროდეს და ბევრი იზიარებს, რომ ამ ყველაფერს ის ღირსეულად გააკეთებს , ისე, როგორც მამაკაცს და ოფიცერს შეეფერება“.–აღნიშნავდა რუსი რეჟისორი.

გიორგი კვირიკაშვილის საგანგებო განცხადება – “ეს იყო ზღვარგადასული… შედეგი სავალალო იქნება”

„წუხანდელი ზღვარგადასული რეაქცია დააზიანებს იმ უმსხვილეს უცხოური ვალუტის ნაკადს, რაც შეიძლებოდა მიგვეღო რუსეთიდან“, – ამის შესახებ საქართველო ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილი სოციალუ ქსელში წერს.

მან ასევე აღნიშნა, რომ შემოსულ ვიზიტორთაგან ტურისტის პროპორციული შემადგენელი ყველაზე მაღალი რუსეთიდან გვაქვს.

„პოზნერის ვიზიტზე – თავშივე ვიტყვი: ჩემთვისაც, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და გადაწყვეტილების სუვერენულად მიღების უფლება ხელშეუხებელი ფასეულობაა, შესაბამისად, ნებისმიერი ადამიანის შეხედულება თუ გამონათქვამი, რომელიც პროპაგანდირებს საპირისპიროს, მიუღებელია და ისევე აღმაშფოთებელი, როგორც ყველა ქართველი პატრიოტისთვის. ასევე შეუძლებელია მოიწონო ანტიპანდემიური წესების დემონსტრატიულად დარღვევა.

ახლა ცოტა მეტი პრაგმატიზმით შევხედოთ ამ მოვლენას:

არაეკონომისტებისათვის ზედმეტად გავამარტივებ და მიზეზებზე არ შევჩერდები, ვინაიდან პოლიტიზირება შორს წაგვიყვანს – ქართული ვალუტის კურსი ძირითადად იმ 4 მატერიალურ ფაქტორს უჭირავს, რომელიც ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოსვლას განაპირობებს:

1. ექსპორტი
2. უცხოური ინვესტიციები
3. ფულადი გზავნილები
4. ტურიზმი

მეხუთე – არამატერიალური ფაქტორი – რომელიც განაპირობებს სრული დოლარიზაციისგან თავის შეკავებას და ანაბრების მნიშვნელოვანი მასის ეროვნულ ვალუტაში შენახვას, გახლავთ ადამიანების მოლოდინები და ზოგადი ოპტიმიზმის დონე.

უცხოურ ინვესტიციებში არსებული მნიშვნელოვანი ჩავარდნის ნაწილობრივ მაინც დასაკომპენსირებლად მთავრობას გააჩნია ერთადერთი მოკლევადიანი ინსტრუმენტი – ტურიზმი, ვინაიდან ექსპორტზე ზეგავლენა მოკლე ვადაში პრაქტიკულად შეუძლებელია, ხოლო ფულადი გზავნილების რაოდენობაზე მთავრობას არანაირი ბერკეტი არ გააჩნია. პრივატიზაციის გზით ინვესტიციების მიღებაც არსებულ სიტუაციაში ურთულესი ამოცანაა. მეხუთე, არამატერიალურ ფაქტორს რაც შეეხება, მოსახლეობის ოპტიმიზმშიც ვერ გვაქვს საქმე კარგად.

დარჩა ტურიზმი, რომლის დაბრუნებაც პანდემიამდელ მაჩვენებელზე გლობალური გამოწვევაა; იმ მწირი დებეტიდან, რაც საქართველოს ტურიზმში შემორჩა, ყველაზე მნიშვნელოვანი ეფექტის მიღება შეიძლება მხოლოდ იმ ქვეყნებიდან, ვისთანაც სახმელეთო საზღვარი გაგვაჩნია. ამ ოთხი ქვეყნიდან შემოსულ ვიზიტორთაგან ტურისტის პროპორციული შემადგენელი ყველაზე მაღალი რუსეთიდან გვაქვს. ეს ყველაფერი მშრალი ფაქტებია.

შესაბამისად, წუხანდელი საღამო და ის ზღვარგადასული რეაქცია, რაც ვიხილეთ, გარდაუვალად დააზიანებს დარჩენილთა შორის ვალუტის შემოდინების იმ უმსხვილეს უცხოური ვალუტის ნაკადს, რაც შეიძლებოდა მიგვეღო რუსეთიდან უმეტესად სახმელეთო, და ასევე საჰაერო გზით შემოსული ტურისტებისგან.
სამწუხაროდ, შედეგი სავალალო იქნება: საქართველოს გაჭირვებული მოსახლეობისთვის (არა მარტო მათთვის, ვინც ტურიზმით პირდაპირ თუ ირიბად სარგებლობს) ისედაც მძიმე მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმება”, – წერს გიორგი კვირიკაშვილი.

ნიკა გვარამიას მოულოდნელი განცხადება სააკაშვილი გაიგივება ზვიად გამსახურდიასთან “გამსახურდიას შემდეგ ამდენი პერსონალური მომხრე არავის არ ჰყოლია”

”მეხუთე სიუჟეტს კიდევ ერთი პერსონაჟი ყავს, ადამიანი, რომელიც აქ არ არის, ან შეიძლება ყველაზე მეტადაც არის. ეს მიხეილ სააკაშვილი”-აღნიშნა ნიკა გვარამიამ თავის მონოლოგში მესამე პრეზიდენტის მიმართ საქართველოში საზოგადოების განწყობებზე ისაუბრა:“სააკაშვილის მოზიზღარების და მოძულეების აზრით, სწორედ ისაა ამ ლიმბოს ავტორი. ზოგის აზრით კი ის და ივანიშვილი ერთად. მოდი გავარჩიოთ-როგორ უნდა შეიყვანოს ლიმბოში ქვეყანა სააკაშვილმა? კაცმა, რომელმაც მიხვდა, რომ მისი მომხრეების რაოდენობას მისი მოწინააღმდეგეების რაოდენობა აღემატებოდა, ხელისუფლება გადააბარა, ადგა და წავიდა. ეს მოხდა პირველად და ჯერ ჯერობით უკანასკნელად.უცნაურია და ლოგიკას ვერ ვპოულობ, როცა ამბობენ-გაიწიოსო. მისგან პოლიტიკურ ლიკვიდაციას ითხოვენ ფაქტია მაგრამ ეს როგორ უნდა მოხდეს? პროფესიაზე თქვას უარი, ბერად აღიკვეცოს თიუ როგორ უნდა მოიქცეს?ამის სქემა და გეგმა არავის დაუდვია, მხოლოდ ერთ სიტყვას ამბობენ-გაიწიოს. არადა, გამსახურდიას შემდეგ არავის საქართველოში ამდენი პერსონალური მომხრე არ ჰყოლია, რამდენიც მიხეილ სააკაშვილს ჰყავს. თუ თავს არ მოვიტყუებთ და ზიზღს ცოტა ხნით გადავდებთ, საკუთარ თავთან რომ მარტო იქნებით, მაშინ მაინც დაფიქრდით, რომ დიახ, საქართველო ასეთ სიმაღლეზე არავის არ აუწევია, როგორც ამ კაცს, რომელიც ახლა თურმე უნდა გაიწიოს. ფაქტი ერთია, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი აქ არ არის, ძალიან ბევრის შიში მისი მასშტაბის შემხედვარე ებადება, ზოგს მისი ხელისუფლების განმეორების შიში აქვს, მაგრამ ფაქტი ერთია, მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი რამ-სიყვარულის ძალაუფლება უამრავ ადამიანზე. იმათზე, ვისთვისაც ვარდების რევოლუცია საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების თანაზომადი ფაქტია. ამიტომ, მას გაწევას კი არა ამ სიყვარულის ძალაუფლების გამოყენებას უნდა სთხოვდნენ”-აღნიშნა გვარამიამ “მთავარ აქცენტებში”.

პუტინის სკანდალური განცხადება საქართველოსთან დაკავშირებით

საქართველოში წასვლა რუსეთის მოქალაქეებისთვის სახიფათოა – აცახდებს კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი თბილისში ცნობილი რუსი ტელეწამყვანის, ვლადიმირ პოზნერის ვიზიტის პროტესტთან დაკავშირებით.

„იქ წასვლა უბრალოდ სახიფათოა და ეს მოქალაქეებს კარგად უნდა ესმოდეთ“, – ამბობს პესკოვი და აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ექსტრემისტულად განწყობილი ნაციონალისტები უწოდა.

ამასთან, დმიტრი პესკოვი დადებითად აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელმაც დემონსტრანტები გააკრიტიკა. პესკოვმა აღნიშნა, რომ კრემლი მადლობელია ქართველი პოლიციელებისა, რომელთაც რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოება დაიცვეს.

რუსეთის სახელმიწიფო პროპაგანდისტული ტელევიზიის სახე, ვეტერანი ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი საქართველოში ჩამოვიდა 31 მარტს, საკუთარი 87 წლის იუბილის გადასახდელად. თბილისში მას პროტესტით დახვდნენ, წარსულში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო. პოზნერის აზრით, აფხაზეთი საქართველოს ნაწილი აღარასოდეს იქნება. აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ იმასაც, რომ პოზნერს კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის უფლება მისცეს. ამასთან, ოფიციალური ინფორმაციით, ვლადიმირ პოზნერი და მისი მეგობრები, ასევე, სასტუმრო, რომელშიც ისინი ვახშმობდნენ, დააჯარიმეს.

სკანდალური და შოკისმომგვრელი ინფრომაცია ვრცელდება ამ წუთებში

კრემლი პროპაგანდისტი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებას მიესალმება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Ria ავრცელებს.

“ჩვენ ვნახეთ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები, რომელმაც ასევე დაგმო ეს ქმედებები და ჩვენ მივესალმებით ამ განცხადებას”, — აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.

მისივე თქმით, კრემლში მადლიერნი არიან, რომ ქართველმა პოლიციელებმა რუსი მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველყვეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 31 მარტის პროტესტით ნაციონალურმა მოძრაობამ ისარგებლა და მოვლენები თავიანთ დღის წესრიგის ფარგლებში მოაქცია.

“რა თქმა უნდა, ყოვლად დაუშვებელი იყო ენმ-ის ლიდერებისა და მათი ჯგუფების პროტესტის ეს ფორმა, რაც აშკარად სცდება ცივილიზებულ ნორმებს და ქართულ სტანდარტებს. ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ნაციონალური მოძრაობა ჩამოყალიბდა აბსოლუტურად დეგრადირებულ და რადიკალურ ჯგუფად, რომელთანაც დიალოგი შეუძლებელია”, — თქვა პრემიერმა.

ამის ატანა შეუძლებელია, ნაბიჭვრები ესენი…

კრემლის იდეოლოგებმა საქართველო დატოვეს !და ეს იმ გულანთებული სამოქალაქო აქტივისტების დამსახურებაა მედიასთან ერთად,რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში აპროტესტებდნენ მათ ჩამოსვლას.ერთ მომენტში გული ყელში მომებჯინა და ლაივშიც სიტყვა გამიწყდა,მერე ბოღმით ვთქვი-ნაბიჭვრები !ეს ის მომენტი იყო როცა ჩვენს სამშობლოში პუტინის ნაბიჭვრებმა შუა თითი გვიჩვენეს ავტობუსიდან და მათ ჩვენგან პოლიციის კორდონი იცავდა !ამის ატანა არის შეუძლებელი !არ ვიცხოვრებთ ასეთ საქართველოში !!! ოცნებასაც ასე გავაქცევთ! აგერ მე და აგერ თქვენ.

სამწუხარო ინფორმაცია, უდიდესი ტრაგედია ხდება ცნობილ ამ წუთებში კორონავირუსით გარდაცვლილი ექიმის შვილმა თავი მოიკლა

28 მარტს „პრაიმტაიმი“ წერდა, რომ კორონავირუსს კიდევ ერთი ექიმი, ლანჩხუთელი ნანა ცინცაძე ემსხვერპლა.

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გარდაცვლილი ექიმის შვილი 27 წლის თორნიკე ორაგველიძე სასჯელს ქუთაისის N2 დაწესებულებაში იხდიდა, სადაც მას შემდეგ, რაც დედის გარდაცვალების შესახებ შეიტყო, სიცოცხლე თვითმკველობით დაასრულდა. „პრაიმტაიმს“ პენიტენციურ დაწესებულებაში აღნიშნული ინფორმაცია დაუდასტურეს. „N2 დაწესებულების ბრალდებული თ.ო. (დაბ: 1993 წ.) საქართველოს ს.ს.კ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის “დ” ქვეპუნქტით (ქურდობა) გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით 2020 წლის 16 ნოემბერს მოთავსდა N8 დაწესებულების საკარანტინო სივრცეში. 2020 წლის 28 ნოემბერს იგი გადაყვანილი იქნა N2 პენიტენციურ დაწესებულებაში. 2021 წლის 31 მარტს დაახლოებით 15:57 საათზე მისი თანამესაკნეები საკნიდან გაყვანილ იქნენ იმავე სართულზე არსებულ აბანოში, ხოლო ბრალდებული თ.ო. დარჩა საკანში. აბანოდან საკანში დაბრუნებისას თანამესაკნეებმა თ.ო. საკნის საპირფარეშოში უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს. მას ყელის არეში აღენიშნებოდა, სავარაუდოდ, ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობა. პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, ბრალდებული ჩაყვანილ იქნა დაწესებულების სამედიცინო ნაწილში და გამოძახებულ იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, თუმცა მედპერსონალის მცდელობის მიუხედავად, თ.ო.-ს გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარის შესახებ დადგენილი წესით დაუყოვნებლივ ეცნობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, რომელმაც დაიწყო გამოძიება. აღსანიშნავია, რომ თანამესაკნეების გადმოცემით თ.ო.-მ 31 მარტს შუადღის საათებში პენიტენციური დაწესებულებიდან განახორციელა სატელეფონო ზარი, რა დროსაც შეატყობინეს დედის გარდაცვალების ფაქტი“, – აცხადებენ უწყებაში. კორონავირუსით გარდაცვლილი ექიმი დღეს დაკრძალეს.