ნინია კაკაბაძე – “არ იქნება ამ ქვეყანაში რევოლუცია მიშა, შეუშვი ეს ხალხი, პარლამენტში”

საბოლოოდ ოცნება თავის მიზანს აღწევს, – ასე ეხმაურება ტელეწამყვანი ნინია კაკაბაძე შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტს, რომელიც ოპოზიციის ნაწილმა მოიწონა და პარლამენტში შესვლას აანონსებენ.

“საბოლოოდ ოცნება თავის მიზანს აღწევს. როგორც ჩანს პარლამენტში შევა ყველა, ნაციონალების გარდა. არ იქნება ამ ქვეყანაში რევოლუცია მიშა, შეუშვი ეს ხალხი, შეუშვი!

ასეთი გადანაწილება ყველაზე ცუდი გამოსავალია და ყველაზე კარგი შანსია “ოპოზიციონერი გახარიასთვის”.”, – წერს ნინია კაკაბაძე.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ შარლ მიშელის ბოლო დოკუმენტი წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია, თუმცა გარკვეულ ხარვეზებს შეიცავს.

სასწრაფოდ! ამ წუთებში ვრცელდება სკანდალური ინფორმაცია

ცნობილი რუსული მედია საშუალების, “ეხო მოსკვის” ჟურნალისტებს ალექსეი ნარიშკინს და მაშა მეიერსს ინტერვიუ სკაიპით მისცა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. მან გაიხსენა ჯო ბაიდენის ვიზიტი საქართველოში 2008 წელს და დეტალები მოყვა, თუ როგორ დაფრინავდნენ მათ თავზე რუსული ბომბდამშენები.

ჟურნალისტმა სააკაშვილს კითხვა დაუსვა: თქვენ ხელში ავტომატს აიღებთ და უკრაინას დაიცავთ… და რუსებს ესვრით თუ დონეცკელებს? უკრაინელებს ესვრით?

სააკაშვილი: არა, ბოდიში. პირველ რიგში, საქმე ეხება უკრაინის დაცვას. ყოველი ჩვენგანი იპოვის ისეთ მეთოდს, როგორ დაიცვას ქვეყანა, უკრაინის სახელმწიფო, როგორ დაიცვას საკუთარი სახლი. კიდევ ერთხელ ვამბობ: მე დავიცავ ჩემს სახლს, თუ პუტინი ჩემს სახლთან მოვა. ჩემი სახლი კი ოდესაშია. მოვნახავთ მეთოდებს, თუ როგორ დავიცვათ საკუთარი სახლები. საერთოდ კი, რა თქმა უნდა, მე უფრო რეფორმების გატარებაზე, ქვეყნის რეფორმირებაზე ვფიქრობ… და არა მხოლოდ იმაზე, რომ ავტომატს ხელი ვტაცო და ვიღაცას ვესროლო… ეს, საერთოდ, ყველაზე კოშმარული სცენარია. ჩვენ რეფორმები უნდა გავატაროთ, რათა უკრაინის დემოკრატია საკუთარი ხალხის მტერი არ იყოს. ასევე უნდა ველოდოთ იმ მომენტსაც, როცა რუსი ხალხი, ბოლოსდაბოლოს, გადაწყვეტს, რომ საჭიროა დემოკრატიულ ქვეყანაში იცხოვროს. დემოკრატიული ქვეყანა კი სხვისი ტერიტორიის მიმტაცებელი არ უნდა იყოს. აი, მაშინ უკვე რუსეთში ცვლილებები განხორციელდება, ისინი სწრაფად დატოვებენ ოკუპირებულ ტერიტორიებს – საქართველოში აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს, უკრაინაში – ყირიმს და დონბასს, მოლდოვაში – დნესტრისპირეთს…

რას წერს გია ხუხაშვილი ბერა ივანიშვილზე? მასთან მქონდა ურთიერთობა ბევრი წლის წინ და შემიძლია გითხრათ, რომ…

ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში ბერა ივანიშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებზე პოსტს აქვეყნებს:
შეგახსენებთ “ტვ პირველის” ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც, მათივე მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს.
“მე მასთან მქონდა ურთიერთობა ბევრი წლის წინ და შემიძლია გითხრათ, რომ ნამდვილად აღფრთოვანებული ვიყავი მისი თავაზიანობით, უფროსის პატივისცემით, მოკრძალებით. ამპარტავნების ნიშანწყალი არ იგრძნობოდა.ვინც თითქოს მის ინტერესებს იცავდა და იცავს დღეს,სინამდვილეში მის ხარჯზე საკუთარ ჭიას ახარებს.
იმ სავარაუდო ინციდენტის მთავარი მსხვერპლი ის ვიღაც ბავშვი კი არა, თავად ბერაა…
დღესაც მძევლად ყავთ აყვანილი.
ამოსუნთქვის, დაფიქრების საშუალებას არ აძლევენ, რომ რაღაც შეცვალოს თავის ცხოვრებაში.
დაინახოს, რა “მოსულა” და რა არა…

ექსკლუზივი: გადაწყვეტილება მიღებულია… საქართველოს კრიზისის განმუხტვაში აშშ ერთვება…

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს საკითხზე იმსჯელეს.

CNews-ის ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ელჩი კელი დეგნანისა და სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ჯორჯ კენტისგან პირადად მოისმინა საქართველოში არსებული მდგომარეობა.

საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მოგვარებას ამერიკის შეერთებულ შტატებში განსაკუთრებული სერიოზულობით უკრაინა-რუსეთის გამწვავებული, თითქმის საომარი მდგომარეობამდე მისული სიტუაციის გამო ეკიდებიან.

CNews-ისთვის ვაშინგტონიდან მოწოდებული ინფორმაციით, სწორედ ამ ვითარებას და რეგიონში არსებულ მდგომარეობას გაუსვა ხაზი ელჩმა დეგნანმა ენტონი ბლინკენთან საუბრისას და აღნიშნა, რომ აუცილებელია, საქართველოში კრიზისი, რაც შეიძლება, სწრაფად დასრულდეს.

ენტონი ბლინკენმა მოისმინა რეკომენდაციებიც, რაც ითვალისწინებს:

ა) საქართველოში სახელმწიფო მდივნის ვიზიტს;

ბ) საქართველოში სახელმწიფო მდივნის ერთ-ერთი მოადგილის ვიზიტს;

როგორც CNews-ს ვაშინგტონიდან აცნობეს, სახელმწიფო დეპარტამენტს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარის, შარლ მიშელისგან მეტ- ნაკლებად განსხვავებული ხედვა აქვს, განსაკუთრებით არჩევნებსა და პოლიტიკური ნიშნით პატიმრობაში მყოფ პირებთან მიმართებაში.

სახელმწიფო მდივანი შემოთავაზებულ რეკომენდაციებს დაეთანხმა, მათ შორის, თბილისში გამომგზავრებას, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება თეთრ სახლში კონსულტაციების შემდეგ გახდება ცნობილი.

CNews-ის ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანმა ასევე, მოისმინა ევროპარლამენტარების განცხადების შინაარსი. სავარაუდოდ, შესაბამისი ტექსტი მომზადდება აშშ-იც, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, სენატორებისა და კონგრესმენების სახელით გავრცელდება.

როგორც CNews-ს აცნობეს, სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩევლების ერთ ჯგუფს მიაჩნია, რომ ოპოზიციის ნებისმიერი ფორმით იძულება – შევიდეს პარლამენტში, უარი თქვას ვადამდელ არჩევნებზე და ციხეში დარჩნენ პოლიტპატიმრები, ვერ განუხტავს ვითარებას. პირიქით, ეს გამოიწვევს ოპოზიციური ძალების მარგინალიზებას, რის შემდეგაც პროცესებს სათავეში სამოქალაქო საზოგადოება და სავარაუდოდ, ახალი პოლიტიკური ძალები ჩაუდგებიან, რაც, ყველაზე უკიდურეს შემთხვევაში, 2022 წლის შემოდგომაზე, მაინც ვადამდელი არჩევნებითა და დამატებითი პოლიტიკური რყევებით დასრულდება.

მიმდინარე კვირას, სახელმწიფო მდივანს საქართველოს თემაზე კონსულტაციები ექნება თეთრ სახლში, სადაც მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით და შეთანხმდება ე.წ. საგზაო რუკა საქართველოში კრიზისის დასაძლევად.

საქართველოს მთავრობა მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ არაოფიციალური არხებით უკვე ინფორმირებულია.

შეგახსენებთ :

ევროპელი მედიატორების მიერ საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მეორე რაუნდის უშედეგოდ დასრულების შემდეგ, Cnews-მა გაავრცელა ექსკლუზიური ინფორმაცია მოლაპარაკებების კულუარების შესახებ, სადაც ნათქვამი იყო, რომ აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, კენი დეგნანმა შარლ მიშელს და კრიტიან დანიელსონს, კარლ ჰარცელის თანდასწრებით განუცხადა, რომ თუ ევროკავშირი უახლოეს პერიოდში ვერ მოახერხებს კრიზისის განმუხტვას, სახელმწიფო დეპარტამენტი დაიწყებს მოქმედებას შესაბამისი გეგმის მიხედვით.

სანდრა რულოვსი – საქართველოს თავისი უალტერნატივო ლიდერი და პატრონი ჰყავს და ჩემი სახით არ სჭირდება დროებითი შემცვლელი

საქართველოს მოქალაქეებს არ დაუმსახურებიათ იცხოვრონ ისეთ გაჭირვებაში, როგორიცაა დღეს ქვეყანაში. რულოვსმა აღნიშნა, რომ წლებია საქართველოდან უსამართლო დევნის პირობებში, მიხეილ სააკაშვილი შორიდან ქმნის აქ პოლიტიკურ ამინდს.

ჩვენს ხალხს არ დაუმსახურებია იცხოვროს ისეთ გაჭირვებასა და უუფლებობაში, როგორიც ვნახეთ ზუგდიდში და რაც არის მთელს საქართველოში. მოთმინების ფიალა ივსება. უკვე იგრძნობა, რომ ხალხი უფრო და უფრო ძლიერი საპროტესტო ხმით დაიცავს საკუთარ უფლებებს. ამის ნიშნებს ვხედავთ ყველგან.
მოქალაქეების ძირითადი უფლებების შელახვით პროტესტს კი ვერ აქრობენ, აძლიერებენ. ასეთ პირობებში კი ხალხი აუცილებად დაიძვრება შუშის სასახლისკენ, ივანიშვილისთვის იმის სათქმელად, რომ მისი ხელისუფლების დრო ამოიწურა და, რომ ცვლილება მართლაც სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნებით უნდა გაფორმდეს. მე აუცილებლად ვიქნები ამ საერთო ეროვნულ ბრძოლაში, როგორც ქართველი ვაჟების დედა და ამ ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული რიგითი მოქალაქე!
საქართველოს თავისი უალტერნატივო ლიდერი და პატრონი ჰყავს და ჩემი სახით არ სჭირდება დროებითი შემცვლელი. ლამის 9 წელია ვხედავთ, რომ საქართველოდან უსამართლო დევნის პირობებში, მიშა შორიდან ქმნის აქ პოლიტიკურ ამინდს და ყოველდღიურ რეჟიმში გვიჩვენებს, თუ როგორ სწამს, როგორ სჯერა ამ ქვეყნის პოტენციალისა და მისი თავისუფალი მომავლის, როგორც იბრძვის ამისთვის, ახლა უკვე სამშობლოში დასაბრუნებელ ემიგრანტებთან ერთად. მჯერა, რამდენიმე კვირის ან თვის ამბავია მანამ, სანამ ქართულ მიწაზე ღირსეულად დადგამს ფეხს! რაც შეეხება პრეზიდენტად დანიშნულ ამ გაუგებრობას, დარწმუნებული ვარ, მასაც ხალხი მიუთითებს სახლისკენ იმავე ჩექმებით სწრაფი ნაბიჯებით სვლას, რომლებითაც შეაბიჯა საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში“, -წერს სანდრა რულოვსი

რა პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული – ” უნდა ავ­წონ-დავ­წო­ნოთ რა­ღა­ცე­ბი, ვი­ღა­ცებ­მა სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია ღიად უნდა გა­მო­ხა­ტონ”

ამ ცოტა ხნის წინ, ექ­სპრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ძლი­ე­რი ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ძა­ლის შექ­მნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე ილა­პა­რა­კა.

“ქარ­თვე­ლი ხალ­ხი, ასე­ვე ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბი არ არი­ან მზად იმი­სათ­ვის, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­და­ა­ბა­რონ რო­მე­ლი­მე ერთ მო­თა­მა­შეს – “ქარ­თულ ოც­ნე­ბას“, ან “ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას”. უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი, ძლი­ე­რი მო­თა­მა­შის გა­ჩე­ნა პო­ლი­ტი­კურ ველ­ზე და ამ ძლი­ე­რი მო­თა­მა­შის მეშ­ვე­ო­ბით იმ ნა­თე­ლი, გან­ჭვრე­ტა­დი მო­მავ­ლის ჩვე­ნე­ბა, რო­მელ­შიც კო­ა­ლი­ცი­უ­რი მმარ­თვე­ლო­ბა ამ ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ძა­ლის ირ­გვლივ ფორ­მირ­დე­ბა… ამ ალი­ანსს ვხე­დავ რო­გორც ძა­ლას, შე­საძ­ლებ­ლო­ბას, ვაჩ­ვე­ნოთ პარტნი­ო­რებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას გან­ჭვრე­ტა­დი, სტა­ბი­ლუ­რი მო­მავ­ლის პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტა. ასე­ვე მე ვეყ­რდნო­ბი იმ კვლე­ვებს, რო­მე­ლიც ტარ­დე­ბა. ეს პო­ტენ­ცი­ა­ლი და მზა­ო­ბა არ­სე­ბობს. მაგ­რამ დღეს ეს ძალა არა უბ­რა­ლოდ კარ­გი სა­არ­ჩევ­ნო შე­დე­გის და­დე­ბის წი­ნა­პი­რო­ბაა, ეს არის ალ­ტერ­ნა­ტი­ვა და სტა­ბი­ლუ­რო­ბის გა­რან­ტი, იმი­ტომ, რომ ორი სხვა­დას­ხვა პო­ლუ­სი სა­შიშ­რო­ე­ბის და დის­ბა­ლან­სის პო­ტე­ცი­ალს ქმნის“, – გა­ნა­ცხა­და მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

კი­თხვა­ზე, აპი­რებს თუ არა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ასეთ ძა­ლას ჩა­უდ­გეს სა­თა­ვე­ში, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის პა­სუ­ხი ასე­თი იყო:

“ბუ­ნებ­რი­ვია, მე ამ ბრძო­ლა­ში ვიქ­ნე­ბი, რო­მე­ლიც დე­მოკ­რა­ტი­უ­ლო­ბის და სტა­ბი­ლუ­რო­ბის ბრძო­ლაა, მე ვიქ­ნე­ბი ერთ-ერთი რი­გი­თი ჯა­რის­კა­ცი ისე­ვე, რო­გორც ვი­ყა­ვი ხოლ­მე, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კურ სპექტრში ჩემს როლს ვთა­მა­შობ­დი“.

მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ამ გან­ცხა­დე­ბამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­ა­ჩი­ნა ეჭვი და მო­ლო­დი­ნი იმი­სა, რომ ექ­სპრე­ზი­დენ­ტი აქ­ტი­ურ პო­ლი­ტი­კას გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იმი­ჯით უბ­რუნ­დე­ბო­და და არც თუ უსა­ფუძ­ვლოდ. რო­გორც ambebi,ge-სთვის გახ­და ცნო­ბი­ლი, შე­იძ­ლე­ბა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ყო­ფილ პრე­მი­ერ – გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­თან ერ­თად, რო­მე­ლიც ბოლო დროს ასე­ვე გა­აქ­ტი­ურ­და პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბით, პო­ლი­ტი­კურ გა­ერ­თი­ა­ნე­ბა შექ­მნას. ამ ალი­ან­სში ასე­ვე მო­ი­აზ­რე­ბა სა­გა­რეო საქ­მე­თა ექსმი­ნის­ტრი მი­ხე­ილ ჯა­ნე­ლი­ძე, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდ­მა­რის ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე თა­მარ ჩუ­გოშ­ვი­ლი, გა­სუ­ლი წლის ივ­ნის­ში და­არ­სე­ბუ­ლი პარ­ტი­ის “ჩვე­ნი სა­ქარ­თვე­ლო – სო­ლი­და­რო­ბის ალი­ან­სის” ლი­დე­რე­ბი: ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი და ჯაბა ჯიშ­კა­რი­ა­ნი.

ვრცლად იხ. აქ

სასწრაფოდ! ლევან მამალაძე საქართველოში ბრუნდება?!

ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი ლევან მამალაძე საქართველოში დაბრუნებას აპირებს.
მისი თქმით, აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას არ დაუბრუნდება, თუმცა, წაყენებულ ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს.
“გამოჩნდა შანსი, რომ სიმართლე ითქვას და ყველა ადამიანს მიეცეს თავის მართლების, იმ წნეხიდან გამოსვლის საშუალება, რომელიც სააკაშვილის მთავრობამ ჩამოაყალიბა. დადგა დრო, როდესაც სამართალს თავისი შეფასება ეძლევა. ამის საშუალება ადრე არ იყო. სააკაშვილის დავალებით პროკურატურამ აიღო ჩემი დეკლარაცია, ჩათვალა, რომ რაც იქ მიწერია, ქრთამია, ანუ მე ვიყავი უქონელი და არაფერი უნდა მქონოდა. არც ერთი მტკიცებულება პროკურატურას არ გააჩნია. მე ვიდევნებოდი მხოლოდ იმიტომ, რომ ვიყავი მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ოპონენტი”, – განაცხადა მამალაძემ.
მისივე თქმით, აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას არ აპირებს, რადგან მეორედ აღარ სურს იმ “მორევში დაბრუნება”, რომელშიც ერთხელ უკვე იმყოფებოდა.
როგორც მამალაძემ აღნიშნა, ამ წლების განმავლობაში “დიდი პოლიტიკური კაპიტალი” დააგროვა და ბევრი ადამიანი “კონსულტაციებისთვის დღესაც უკავშირდება”.
ლევან მამალაძის ინტერესებს ადვოკატი ლალი აფციაური იცავს. მისი განმარტებით, საჩივარი საქმის გადასინჯვის მოთხოვნით პროკურატურაში უკვე შეტანილი აქვს. ადვოკატი პარლამენტის დადგენილებას ელოდება, რომელიც მისი თქმით, საქმის გადასინჯვას შესაძლებელს გახდის.
ლევან მამალაძეს გამოძიება ქრთამის აღებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში ადანაშაულებს. მას სასამართლომ დაუსწრებლად 17 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. მამალაძე ინტერპოლით იძებნება.

საქართველო საცოდავი ქვეყანაა… დიახ, ვეთანხმები პოზნერს, ღირსებაახდილი, მლიქვნელი და აფერისტი ერი ვართ

ქორეოგრაფი თეა დარჩია „ღამის კურიერის“ ეთერში საქართველოში პოზნერის ვიზიტს გამოეხმაურა.

„მე წავიკითხე შარშანდელი პოზნერის ინტერვიუ, სადაც ამბობს, რომ მლიქვნელები და აფერისტები ხართ ქართველებიო, ვეთანხმები, ვართ!

ფაქტია, რომ ჩვენ ვართ ყველაფერში დამნაშავეები, ჩვენ ვიქეცით ამბარცუმა ერად! თავმოყვარეობა დავკარგეთ. ამპუტაცია ჩაგვიტარეს თავმოყვარეობაზე, პატივმოყვარეობის! ღირსებაახდილი ერი ვართ. კიდევ მიკვირს, რატომ ბოლომდე არ გაგვასწორეს მიწასთან.

აფხაზეთი და ოსეთი გაყიდეს, ყველა გლიჯავს ამ საცოდავ საქართველოს,”-აღნიშნა თეა დარჩიამ.

ახლახანს ხდება ცნობილი – “ქვეყანას მართავს ოლიგარქი და დიახაც, ეს ასეა”

თუ გამოვიდა გახარია და თქვა, რომ ქვეყანას მართავს ოლიგარქი და დიახაც, ეს ასეა, თუ ნამდვილად ამხელს ივანიშვილს, ეს აბსოლუტურად სხვა სცენარია, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ „ტვ პირველთან“ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რითაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა პოლიტიკაში დარჩენასთან დაკავშირებით.

როგორც ნიკა მელია აცხადებს, მთავარია ადამიანი პოლიტიკაში კი არ დასაქმდეს, რეალურად იყოს პოლიტიკოსი.

ქეთი დოლიძის სკანდალური განცხადება – კატეგორიულად უნდა დაისვას საკითხი, რომ გასამართლდეს ნაციონალური მოძრაობა

„ნაციონალური მოძრაობა“ არის ასაკრძალი პარტია – ის 2012 წელს უნდა აკრძალულიყო, – ამის შესახებ რეჟისორი ქეთი დოლიძე აცხადებს.

როგორ დოლიძემ “პალიტრანიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, არ შეიძლება გიგა ბოკერიასპარლამენტში ყოფნის უფლება ჰქონდეს, რადგან ეს უპატიებელი ფაქტია.

“რომ მცოდნოდა, რომ ხელისუფლება ასეთ კოჰაბიტაციაში შევიდოდა, რაც ზოგიერთი პარტიის მოთხოვნა იყო და “ქართული ოცნება“ აიძულეს ეს გაეკეთებინა, რომ მცოდნოდა, რომ 40 მტარვალი პარლამენტში დარჩებოდა, ძალიან ბევრ კითხვას დავსვამდი და არ ვიცი, 670 სოფელს მოვივლიდი თუ არა. არავის არაფერი არ დაავიწყდება და არავის არაფერი არ უნდა ეპატიოს. “ნაციონალურ მოძრაობასთან“ არავითარი კოჰაბიტაცია არ შეიძლებოდა. კატეგორიულად უნდა დაისვას საკითხი, რომ გასამართლდეს “ნაციონალური მოძრაობა“ – ვინც დასასჯელია, დაისაჯოს და პასუხი აგოს იმ მხეცობაზე, რასაც 9 წლის მანძილზე სჩადიოდნენ“, – განაცხადა ქეთი დოლიძემ.