ახლახანს ხდება ცნობილი გიორგი გახარიას გადაწყვეტილება მომავალი კვირიდან…

ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია მომავალ კვირას სავარაუდოდ სამეგრელოს ეწვევა და სამომავლო გეგმებს სწორედ სამეგრელოდან გააჟღერებს. ამის შესახებ ინფორმირებული წყარო STV NEWS-ს უყვება.

წყაროს ინფორმაციით გახარია სავარაუდოდ ზუგდიდში 31 მარტს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს ჩამოვა.

“ჯერ არავინ არაფერი იცის დაზუსტებით, თუმცა გვაქვს ინფორმაცია ამის შესახებ, რომ ყოფილი პრემიერი თავის მიზნებზე და სამომავლო გეგმებზე სწორედ სამეგრელოდან ისაუბრებს”-აცხადებს STV NEWS-ის წყარო.

ბუბა კიკაბიძის სკანდალური კომენტარი – “გული რო გიკდებოდა მაგიტო გაფრინდი შე კუტუ”

მიხეილ სააკაშვილის კომენტარი კახა კალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშრებით შემდეგნაირია – ” კალაძეს გული უსკდება, რომ არ დაიჭირონ და საავადმყოფოში დაწვა – მიხეილს სააკაშვილი “

შოკისმომგვრელი დეტალები ტრაგიკულად გარდაცვლილი მედდის სამედიცინო ისტორიიდან

შოკისმომგვრელი დეტალები ტრაგიკულად გარდაცვლილი მედდის სამედიცინო ისტორიიდან – “მთავარმა არხმა” მოიპოვა დოკუმენტები, რომლებზეც ახლა გამოძიება მუშაობს და რომელზე დაყრდნობითაც პასუხი უნდა გაეცეს კითხვას – რამ მოკლა 27 წლის მედდა.

დოკუმენტაციაში შესაძლოა გამოიკვეთოს ექიმების უპატიებელი შეცდომა, რომელმაც ჯერ მეგი ბაქრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება, მოგვიანებით კი უკვე მისი სიკვდილი გამოიწვია.

არის კიდევ ერთი ძალიან საყურადღებო დეტალი. როგორც გავარკვიეთ, პაციენტს, რომელის გადარჩენას თითქმის 24 საათი ცდილობდნენ ექიმები, დაზიანებული ჰქონდა ელენთა, აღნიშნებოდა უმძიმესი შინაგანი სისხლდენა. საუბარია ერთ ლიტრამდე მოცულობის სისხლზე – რომელიც პაციენტის მუცელში დაგროვდა სწორედ იმ დროის განმავლობაში, ვიდრე თბილისში მოჰყავდათ.

ახლა საკითხი ასე დგას – რომელი იყო სასიკვდილო ამ საბედისწერო შეცდომების სერიაში. თუმცა სისტემა ისევ ყველაფრის დამალვას ამჯობინებს.

მომეცით 24 საათი გამიშვით დაცვის გარეშე საქართველოს ქუჩებში და მიეცით ხალხს თავისუფლება მომექცნენ ისე, როგორც უნდათ

მიხეილ სააკაშვილმა ტვ “პირველის” ეთერში იმ ადამიანებს უპასუხა, ვინც მუდმივად მისი პოლიტიკიდან გაწევაზე საუბრობს:“ზოგიერთი ხელმოცარული ადამიანი საუბრობს სულ-სააკაშვილი რომ არ გაიწია, იმის ბრალია რაც ხდებაო, ბოდიში მაგრამ სად გავიწიო? გავქრე? თვითლიკვიდაცია მოვახდინო თუ ხარაკირი ჩავიტარო? ცოცხალიც რომ არ ვიყო, ვებრ პოლიტიკოსს ჩემი მკვდარის სახელით მოვუგებ არჩევნებს, ხომ ვიცით რომ ეგრეა”?-განაცხადა სააკაშვილმა და მსგავსი განცხადებების ავტორებს მოუწოდა, რომ თუ ისინი დარწმუნებულები არიან, რომ სააკაშვილის ხალხს ეშინია და უმრავლესობას ის ეზიზღება, რატომ არ უწყობენ ხელს მის საქართველოში ჩამოსვლას და რატომ ეშინიათ მისი ქვეყანაში დაბრუნების?-‘ვთქვათ, ეს ასეა. მოდით ჩავატაროთ საგამოძიებო ექსპერიმენტი. 24 საათი გამიშვით დაცვის გარეშე საქართველოს ქუჩებში და მიეცით ხალხს თავისუფლება მომექცნენ ისე, როგორც უნდათ. თუ ვეზიზღები ხომ გამწეწავენ? ხომ გადამივლიან? მათაც ე არ უნდათ? ჰოდა, მოდი გავაკეთოთ ასე. მე საქართველოდან ვერ წავალს, ჩემგან ვერავინ ვერ გამოდევნის ჩემს ქვეყანას”-აღნიშნა სააკაშვილმა.

ბიძინა ივანიშვილის მოულოდნელი გადაწყვეტილება! არ ვისაუბრებ კონკრეტულ ციფრებზე, მაგრამ აუცილებლად ვიტყვი, რომ….

ყოფილი პრემიერის და პარტია „ქართული ოცნების“ ექს თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, დღეს საქართველოში მთავარ გამოწვევად სიდუხჭირე რჩება. როგორც ივანიშვილი ამბობს, პენსიონერებისა და დევნილების შემწეობები რადიკალურად უნდა გადაიხედოს.
„ქვეყანაში მთავარ გამოწვევად რჩება არსებული სიდუხჭირე. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება გადამწყვეტი ცვლილებები, პირველ რიგში, სოციალურად ყველაზე მგრნობიარე ჯგუფებისთვის.

ბევრი პოპულისტისგან განსხვავებით, ბუნებრივია, არ ვისაუბრებ კონკრეტულ ციფრებზე, მაგრამ აუცილებლად ვიტყვი, რომ პენსიონრებისა და დევნილების შემწეობები და დახმარებები რადიკალურად უნდა გადაიხედოს! მათზე ზრუნვა ჩვენი ღირსების საქმეა და ჩვენ ეს უნდა შევძლოთ“, – ამბობს ივანიშვილი.

ახლახანს ვრცელდება რა სკანდალურ განცხადებას ავრცელებს ელისო კილაძე

ახალი არჩევნები თუ დაინიშნება, გიორგი გახარია მონაწილეობას მიიღებს”, – ამის შესახებ ,,ქრონიკა +”-ის მტავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ გადაცემაში “მთავარი დებატები” განაცხადა.

,,ახალი არჩევნები თუ დაინიშნება, გიორგი გახარია მონაწილეობას მიიღებს, როგორც რუსული პროექტი. ამასთანავე, ის წაიღებს “ქართული ოცნების” მხარდამჭერების ძალიან დიდი ნაწილის ხმებს. ეს გარდაუვალია, იმიტომ რომ “ქართული ოცნება” აღარაა მონოლითური გუნდი, არც არასდროს ყოფილა, მაგრამ ახლა მითუმეტეს. ავტორიტეტული აღარაა და რჩება კობახიძის ამარა. არამგონია, “ქართული ოცნების” მომხრეებსაც კი ის პერსპექტივა, რომ კობახიძე იყოს პრემიერმინისტრი, მამუკა მდინარაძე შს მინისტრი და თალაკვაძე კიდევ რაიმე თანამდებობაზე, მოსაწონი იყოს”, – განაცხადა ელისო კილაძე.

ექსკლუზივი: პლებისციტი და მელიას გირაო – კრისტიან დანიელსონის კომპრომისული გეგმა და შარლ მიშელის დაუგეგმავი ვიზიტი

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის 6-პუნქტიან გეგმაზე უარისმთქმელმა ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა არ იცის, რა ახალი წინადადებას წარადგენს საქართველოში შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დენიელსონი.

CNews-ისთვის ცნობილი ხდება, რომ კრისტიან დანიელსონი მხარეებს კომპრომისის კონკრეტულ გეგმას შესთავაზებს და ისევ შეეცდება, რომ ხელისუფლება ოპოზიციისთვის მისაღებ ვარიანტზე – პლებისციტის ზაფხულში ჩატარების საკითხზე დაიყოლიოს. პლებისციტი მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა, მაგრამ მოსახლეობის მიერ დადებითი პასუხის შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნები თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად შემოდგომაზე უნდა გაიმართოს.

ბრიუსელში მიიჩნევენ, რომ რიგგარეშე არჩევნებზე მოსახლეობის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, თვითმმართველობის არჩევნები ქვეყანაში მშვიდ ვითარებაში ჩაივლის და მისი შედეგების გაპროტესტება არ მოხდება.

CNews-ს ინფორმაციით, პლებისციტზე თანხმობის შემთხვევაში, ბრიუსელი მზად არის, ხარჯების მნიშვნელოვანი ნაწილი გრანტის სახით ევროკავშირმა გასწიოს.

რაც შეეხება პოლიტპატიმრების საკითხებს, ევროკავშირის ფორმულა მარტივია: თუ ხელისუფლება თანხმდება ვადამდელ არჩევნებს ან პლებისციტს, მელიამ გირაო უნდა გადაიხადოს, რურუას შეწყალების საკითხი კი კვლავ პრეზიდენტის პრეროგატივის სფეროში დარჩება.

ამ წინადადებების მიღების შემდეგ, ოპოზიცია დაუყოვნებლივ უნდა შევიდეს პარლამენტში და სხვა – შეთახმებულ საკთხებზე მსჯელობამ საკანონმდებლო ორგანოში უნდა გადაინაცვლოს.

CNews-ს ინფორმაციით, მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში, შესაძლოა, დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონიალზე თბილისს დაუგეგმავი ვიზიტით თავად შარლ მიშელიც ეწვიოს.

იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება უარს იტყვის შარლ მიშელის წინადადებაზე, ბრიუსელის შეთავაზება ოპოზიციის მაგიდაზე არ მოხვდება და დანიელსონი ოპოზიციას პირველ კომპრომისულ ვარიანტად მელიას მიერ გირაოს გადახდას შესთავაზებს, რაც მისთვის ხელისუფლებასთან საუბრის გასაგრძელებლად მნიშვნელოვანი აქტივი იქნება.

CNews-ს დაზუსტებული ინფორმაციით, ბრიუსელი გამორიცხავს, რომ მოლაპარაკებების ეს რაუნდიც უშედეგოდ დასრულდეს. პროცესის გართულების შემთხვევაში, არ გამოირცხება მასში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ჩართვაც, თუმცა ვაშინგტონი და ბრიუსელი ამას სათადარიგო ვარიანტად განიხილავენ.

რაც ამ დროისთვის დანამდვილებით არის ცნობილი, ხელისუფლება უარს აცხადებს ვადამდელ არჩევნებსა და პლებისციტის გამართვაზე, ამასთან, საერთოდ არ განიხილავს ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით პატიმრების ყოფნას. რაც შეეხება გეგმაში არსებულ პუქტებს – მართლმსაჯულებისა და საარჩევნო სისტემის რეფორმა და ბარიერის საკითხი, ამ მიმართულებით ხელისუფლებას ცალკეული წინადადებები აქვს.

მეექვსე საკითხი ოპოზიციის პარლამენტში შესვლაა, შესაბამისად, აქ პირდაპირ გადაწყვეტილებებს ხელისუფლება ვერ მიიღებს.

თავის მხრივ, ოპოზიციას ერთიანი პოზიციის მიუხედავად, საკითხებისადმი პრინციპების დონეზე განსხვავებული დამოკიდებულება აქვს, თუმცა საკუთარი პრიორიტეტების რეალიზების მიზნით, ისინი მხარს ერთმანეთის წინადადებებს უჭერენ.

„გირჩისთვის“ მნიშვნელოვანია საარჩევნო რეფორმა და ბარიერის საკითხი.

„პატრიოტთა ალიანსი“ საკუთარ პრინციპულ პოზიციად ვადამდელ არჩევნებს ასახელებს.

სხვა ოპოზიციური პარტიები კი – ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. სხვა საკითხები მათთვის პროცესის შემადგენელი ნაწილია, რომელიც გადაწყვეტას აუცილებლად მოითხოვს.

ამ პირობებში, უცნობია, რა იქნება ის მთავარი საკითხი, რომელიც ხელისუფლებას და ოპოზიციას, კომპრომისის საშუალებით, კონსესუსამდე მიიყვანს. დატანხმდებიან თუ არა ისინი დანიელსონის შემოთავაზებას და რეალურად, რისი დათმობისთვის არიან მზად.

ახლახანს ხდება ცნობილი “პრეზიდენტმა ზელენსკიმ სხვა ახალი თანამდებობა შემომთავაზა”…

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მთავრობაში განსხვავებული ფორმატით ჩაერთვება, – განაცხადა ბრიფინგზე „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, უკრაინის უმაღლესი რადას ქართული წარმოშობის დეპუტატმა დავით არახამიამ.


„სააკაშვილს ვიცე-პრემიერად დანიშვნისთვის საკმარისი ხმები აქვს, თუმცა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სააკაშვილი საფუძვლიან კონსულტაციებს გადიოდა პრეზიდენტთან და ისინი თანამშრომლობის განსხვავებულ ფორმატზე შეთანხმდნენ, კერძოდ, ახალ თანამდებობაზე“, – განაცხადა არახამიამ.


დეპუტატის განცხადებით, სააკაშვილის ახალ შესაძლო თანამდებობაზე განცხადება დღეს ან მომდევნო კვირის დასაწყისში გაკეთდება.

სასწრაფოდ! ბუბა კიკაბიძე შოკისმომგვრელ განცხადებას ავრცელებს – “ის დროც მოვა, ავტომატიანი რუსები მოვლენ”

მომღერალმა ბუბა კიკაბიძემ კიდევ ერთხელ ახსენა, რატომ არის საჭირო და აუცილებელი რუსთაველზე გასვლა და მოპარული არჩევნების გაპროტესტება. ჟირინოვსკის ნათქვამი გამახსენდა, საქართველო გუბერნიებად დავაქუცმაცოთო. ჟირინოვსკის “მაყურებელია” პუტინი, ჩვენი “მაყურებელი” ის კაცი, ბიძინა ივანიშვილი გამოდის, რომელმაც სულში ჩაგვაფურთხა, ამის იქეთ არაფერი არსებობს, ყველაფერი გააფუჭა, რისი გაფუჭებაც შეიძლებოდა, ამიტომ ყველა უნდა მივიდეთ, ვისაც მოძრაობა შეგვიძლია, თორემ ის დროც მოვა, ავტომატიანი რუსები მოვლენ, ბიძინას მეგობრები, და მერე გვიან იქნება, – ამბობს ბუბა კიკაბიძე. 
 
საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა ასევე საოლქო კომისიების გადაწყვეტილებებს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, სადაც ოპოზიციის მიერ შედგენილი საჩივრების 90% განუხილველი დარჩა. თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, წყალტუბოში, ბათუმში ხალხი საოლქო კომისიების შენობებთან მივიდა. იყო პოლიციასთან დაპირისპირების ფაქტებიც,
 
ოპოზიცია მასობრივ გაყალბებაზე აკეთებს აქცენტს და საერთაშორისო ორგანიზაციებს გაყალბების დამადასტურებელ ფაქტობრივ მტკიცებულებებს აწვდის. ეუთო/ოდირის, ასევე საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნები არჩევნებთან დაკავშირებით, უმეტესწილად, კრიტიკული იყო.

სასწრაფოდ! ახლახანს ავრცელებს კახი კალაძე რა დიაგნოზი დაუსვეს მას?

მეგობრებო, უამრავი შეტყობინება მომდის, მწერენ ნაცნობები და სრულიად უცნობი ადამიანები, თუ სად ვარ და რატომ არ ვჩანვარ აქტიურად.თავს ვალდებულად ვთვლი მოგაწოდოთ ინფორმაცია: დამიდასტურდა ვერტებრო- ბაზილარული სინდრომი და ვესტუბულოპათია, რის გამოც ვიმყოფები სამედიცინო კვლევებზე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში. ვმუშაობ დისტანციურ რეჟიმში და ვაგრძელებ მკურნალობას. მინდოდა, ეს ინფორმაცია ჩემგან მიგეღოთ. შეხვედრამდე!

რას ნიშნავს ვერტებრო- ბაზილარული სინდრომი –

ვერტებრობაზილარულიუკმარისობა– წარმოადგენს თავის ტვინის კომპლექსურ დაავადებას, რომელიც წრამოიქმნება ტვინში სისხლის მიმოქცევის შემცირების გამო. 

დაავადების მიზეზებია:

·         თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა;

·         მაღალი არტერიული წნევა;

·         ათეროსკლეროზი;

·         ფიბროზულ-კუნთოვანი დისპლაზია;

·         არტერიების გასკდომა;

·         სისხძარღვთა სისტემის თანდაყოლილი ანომალიების განვითარება;

·         ძირითადი ან ხერხემლის არტერიების თრომბოზი;

·         სისხლძარღვების ანთება;

·         შაქრიანი დიაბეტის დროს ტვინის წვრილი არტერიების დაზიანება;

·         ხერხემლის არტერიების შეკუმშვა, რომელიც გამოწვეულია დისკის თიაქარით;

·         ლავიწქვეშა არტერიის შეკუმშვა კისრის ჰიპერტროფირებული კუთების გავლენით.