ქართველები გამყიდველი ხალხია…ცოცხლები იმიტომ არიან, რომ ჯერჯერობით მე მსურს ასე, ამიტომ თუ….

„ქართველები გამყიდველი ხალხია. მათი სტუმართმოყვარეობა მოგონილია. როცა გაგიშლიან სუფრას და გეტყვიან, ჩემი მეგობარი ხარ, უბრალოდ უთხარით: მომშორდი, გენაცვალე! ეს არის თანამედროვე საქართველო, რომელიც მხოლოდ ფულზეა დახარბებული“ – ამ სიტყვების ავტორი, რუსი პოლიტიკური მიმომხილველი და ჟურნალისტი მატვეი განაპოლსკი, რომელსაც ეკუთვნის რადიოსადგური „ეხო მოსკვის“ ვებ-გვერდზე აქვეყნებს წერილს „რამდენიმე სიტყვა საქართველოზე“, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
საქართველოში სააკაშვილის დროს, რამდენიმე წელი ვიცხოვრე და ვნახე მისი რეფორმების დადებითი თუ უარყოფითი მხარეები. ამის შემდეგ ვნახე საშინელი სიძულვილი მის მიმართ და ახალი ხელისუფლების მოსვლით აღფრთოვანება. დღეს  საქართველო ამ ახალი ხელისუფლების პირობებში ცხოვრობს და ის აირჩია, ვინც ჰყავს. გულწრფელად ვუსურვებ ქართველებს ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში ბედნიერებას, რადგანწარმოუდგენელია, გამუდმებით საძულველი ხელისუფლება მოგყავდეს. ბოლოს და ბოლოს საქართველო რუსეთი არ არის და ქართველ ხალხს არავინ აიძულებს ერთსა და იმავე კანდიდატს მისცეს ხმა. სავარაუდოდ, ივანიშვილის დროს ხალხი კარგად ცხოვრობს, რადგან პრეზიდენტად მისი კანდიდატურა აირჩია. ქართველებმა დაამტკიცეს, რომ საკუთარ ცხოვრებაში მეტი ივანიშვილი უნდათ, თუნდაც სხვა გვარით. ასე, რომ სავარაუდოდ, საქართველო დღეს ბედნიერია და ჰყავს ბრძენი მმართველი, რომელსაც ქვეყანა აყვავებისკენ მიჰყავს. შესაბამისად, თუ ქართველები მშვიდად და ბედნიერად ცხოვრობენ, ქართულ პოლიტიკაში არ უნდა ჩავერიოთ, რასაც ვაკეთებ კიდეც, თუმცა ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა მაიძულა თქვენს ბედნიერ ქვეყანას ერთი რჩევა მივცე.
არსებობს შესანიშნავი უკრაინელი პოლიტოლოგი ოლესია იახნო, რომელიც დღეს (23 ივნისი) ერთ-ერთ გამოცემასთან უკრაინაში პრორუსული ძალების რევანშზე საუბრისას, ახსენა ფრაზა: „მათ სურთ უკრაინის შიგნით რუსეთი ააშენონ“. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ საქართველოს შიგნით რუსეთი დიდი ხანია აშენდა. ამის დასტურია რუსული ტელეარხები, რომლებიც საქართველოში მაუწყებლობენ და რომლებზეც მართლმადიდებელმა კომუნისტმა განაცხადა, რომ ქართველებს რუსული დელეგაციის ამოხოცვა სურდათ და რა თქმა უნდა, რუსი ტურისტები, რასაც ქართველები ასე ხსნიან: „დიახ, აგრესია გვახსოვს, მაგრამ რა ვქნათ? მეზობელი თურქეთიდან და სომხეთიდან ტურისტები თითქმის არ შემოდიან. რჩება რუსეთი, რომელიც იმისთვის გვჭირდება, რომ შიმშილით არ დავიხოცოთ. მათ ფულს ჩვენ ნატოში შესვლისთვის დავხარჯავთ, ბოლოს და ბოლოს ჩვენ ხომ დიპლომატიური კავშირებიარ აღგგვიდგენია!“
ძვირფასო ქართველებო! თქვენ ცოცხლები მხოლოდ იმიტომ ხართ, რომ ამხანაგ პუტინს ჯერჯერობით ასე სურს, მაგრამ თუ მოინდომებს, თქვენი ამოხოცვა არ გაუჭირდება. პუტინი უბრალოდ, ვერ ჩამოყალიბდა: 1. საბოლოოდ დასაჯოს საქართველო „ვარდების რევოლუციისთვის“ თუ არა 2. დაიმსახუროს თუ არა ახალი სანქციები, რომლებიც არ ადარდებს, რადგან გაზი და ნავთობი აქვს.
აგრესიას სახელმწიფო გეგმავს, მაგრამ კონკრეტული ადამიანები ახორციელებენ. ქართველებო, თქვენ 7 წლის მანძილზე ვერ შეძელით გაგერკვიათ დამნაშავეების სახელები, რომლებიც ომში გხოცავდნენ, მაშინ, როდესაც უკრაინამ ყველა ნაძირალას სახელი იცის, ვინც მის მოქალაქეებს ესროლა – ამ ადამიანებს ეძებს და საერთაშორისო სასამართლოებს მიმართავს. ქართველებო, ეტყობა, საყოველთაო პატიება თქვენი ცხოვრებისეული დევიზია, ქართული ქრისტიანობის განსაკუთრებული თვისება..

Share with:

Facebook


Leave a Reply

Your email address will not be published.