სასწრაფოდ! რა ხდება ქვეყანაში? დახოცილი ჩიტები ინფიცირებული ადამიანები გამხმარი ხეები 5G-ს რეალური საფრთხე თუ შავი პიარი?

კორონავირუსის პანდემიის კვალდაკვალ, საზოგადოებას ახალი საფიქრალი აქვს. აქტიურად განიხილება სუპერსწრაფი „მეხუთე თაობის 5G“ მობილური ინტერნეტის ავ-კარგიანობა.

მსოფლიოს მასშტაბით დავის საგანია თემა, თითქოს მეხუთე თაობის ინტერნეტის მეშვეობით ვრცელდება კორონავირუსიდა მის სიხშირესა და ტალღას ფრინველების დახოცვა შეუძლია.

არის თუ არა რეალურად საშიში, შესაძლოა, გავრცელდეს თუ არა მისი მეშვეობით კორონავირუსი,ან სხვა დაავადების გამომწვევი გახდეს – ამ თემაზე „პრაიმტაიმი“კიბერტექნოლოგიების სპეციალისტს, ანდრო გოცირიძეს ესაუბრა.

რა არის 5G რა რითი განსხვავდება წინამორბედებისგან

5G უსადენო კავშირის ტექნოლოგიის მე-5 თაობაა, რომელსაც სმარტფონები და სხვა მობილური მოწყობილობები ინტერნეტ კავშირისთვის იყენებენ.

მისი წინამორბედი 4G LTE და 3G მობილურ-ტელეფონებში ძალიან გავრცელებული ტექნოლოგიაა. ამათ მსგავსად. 5G-ც რადიოტალღების საშუალებით ვრცელდება.

განსხვავება მხოლოდ სიხშირიზეა.განაპირობებს მონაცემთა უფრო სწრაფ გადაცემას სატელეკომუნიკაციო სფეროში.

​საყოფაცხოვრებო პირობებში, თუ რაღაც მონაცემის გადაგზავნასპირობითად, სჭირდებოდა 1 წამი, ახლა დასჭირდება – ნახევარი.

იქნება თუ არა ყველგან ხელმისაწვდომი
ქსელი მაღალ სიხშირეზე იქნება მომართული. ყველაფერს თავისი ტრანსილატორი აქვს, გააჩნია, როგორ იქნება დაფარული.

შავი პიარი თუ რეალური საფრთხე
ახალი ტექნოლოგია ყოველთვის იწვევს ეჭვს. თავის დროზე ყოველთვის იკვლევდნენ მობილური-ტელეფონის მავნებლობას, ზოგადად, ელექტრო მაგნიტური ტალღის მავნებლობას. ამასთან დაკავშირებით ახალი არაფერია.

ელექტრო მაგნიტური ტალღა სიცოცხლისთვის სახიფათოდ არ ითვლება.

შეიძლება ტალღები რამდენიმე ნაწილად დავყოთ: ელექტრო მაგნიტური ტალღა არ ითვლება ადამიანის სიცოცხლისთვის მავნებლად. სხვა საკითხია, თუ ვისაუბრებთ იონიზებულ გამოსხივებაზე, ულტრა იისფერ სხივებზე და ა.შ.

ყოველთვის ტექნიკასთან დაკავშირებულ ახალ თემატიკას მოჰყვება ხოლმე სპეკულაციები, შეთქმულების თეორიები, რომელიც ერთი მხრივ, უბრალო ადამიანებში გარკვეული შიშით და სიახლის მიმართ გარკვეული მიუღებლობით არის განპირობებული.

მეორე საკითხი – უკანასკნელ პერიოდში ამ 5G-ის დეზინფორმაციული კამპანიის მიმართ გამოიკვეთა რუსული და ჩინური დეზინფორმაციის არხები, რომლებიც კორონავირუსის გავრცელებას აბრალებენ, თითქოსდა ამ ახალ ტექნოლოგიებს ეს შეუძლიათ.

შეიძლება ეს იყოს გარკვეული კონკურენციის დასამარცხებლად აგორებული კამპანია, რადგან 5G-ს ძირითად მომწოდებლად ითვლებოდა HUAWEI, რომელსაც უსაფრთხოების კუთხით სერიოზული პრობლემები აქვს აშშ-სა და ნატოს წევრ ქვეყნებთან. ამ ტექნოლოგიაზე რამდენიმე კომპანია მუშაობს და შესაძლოა ცდილობდნენ, ხელი შეუშალონ სხვა სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ შესაბამის პროექტებს.

შემდეგ ამაში ერთვებიან შეშფოთებული ადამიანები, რომლებიც შეთქმულების თეორიას აყვნენ, რადგან Covid-19 და 5G აქტუალური თემაა.

რეალურად, შესაძლოა ჩვენი ტელეფონი გახდეს საშიში ?!
5G-ს გამო ტელეფონი საშიში ვერ გახდება. მას თავისი მოხმარების წესები აქვს. გარკვეული საათების შემდეგ ბავშვისთვისაც საფრთხის შემცველი ხდება, როგორც ეკრანი, ასევე ტელეფონი, ტელევიზორი და ნებისმიერი ტექნოგენური საკითხი.

რაც შეეხება იმას, რომ 5G თავისი ტალღის სიგრძისა და სიხშირის გამო იწვევს გარკვეულ დაავადებების გადაცემას, ან იმუნიტეტის იმ დონეზე შესუსტებას, რომ ამან ეპიდემიას შეუწყოს ხელი, ეს არც დადასტრებული და არც საღ აზრთანაა ახლოს.

24-საათიანი მჯდომარე ცხოვრების წესი, ბუნებრივია, მავნებელია და სამედიცინოდაც დადასტურებულია.

Share with:

Facebook


Leave a Reply

Your email address will not be published.