ნინია კაკაბაძე – “არ იქნება ამ ქვეყანაში რევოლუცია მიშა, შეუშვი ეს ხალხი, პარლამენტში”

საბოლოოდ ოცნება თავის მიზანს აღწევს, – ასე ეხმაურება ტელეწამყვანი ნინია კაკაბაძე შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტს, რომელიც ოპოზიციის ნაწილმა მოიწონა და პარლამენტში შესვლას აანონსებენ.

“საბოლოოდ ოცნება თავის მიზანს აღწევს. როგორც ჩანს პარლამენტში შევა ყველა, ნაციონალების გარდა. არ იქნება ამ ქვეყანაში რევოლუცია მიშა, შეუშვი ეს ხალხი, შეუშვი!

ასეთი გადანაწილება ყველაზე ცუდი გამოსავალია და ყველაზე კარგი შანსია “ოპოზიციონერი გახარიასთვის”.”, – წერს ნინია კაკაბაძე.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ შარლ მიშელის ბოლო დოკუმენტი წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია, თუმცა გარკვეულ ხარვეზებს შეიცავს.

Share with:

Facebook


Leave a Reply

Your email address will not be published.