გუბაზ სანიკიძე ბიძინა ივანიშვილს ემუქრება “ქვეყანას მოგაშორებ”

ოპოზიციის წარმომადგენელი გუბაზ სანიკიძე აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ გამოქვეყნებულ კანონპროექტს, რომელშიც საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევის პირობებზეა საუბარი, სანქციების დაწესების წინაპირობად აფასებს.

როგორც სანიკიძემ „პრაიმტაიმთან“ განაცხადა, წინასაარჩევნოდ ამ კანონპროექტის ინიცირებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

სანიკიძე სააგენტოსთან არჩევნებში მონაწილეობის საკითხსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არ აქვს გადაწყვეტილი, ჩაერთვება თუ არა საპარლამენტო არჩევნების ორთაბრძოლაში.

„მე ვიბრძოლებ ამ ხელისუფლების წინააღმდეგ, ეს არჩევნებით იქნება თუ არჩევნების მიღმა, არ ვიცი. მივიღებ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, არ მაქვს გადაწყვეტილი. ერთადერთი რაც მაქვს გადაწყვეტილი – ვიბრძოლო ამ ხელისუფლების წინააღმდეგ, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყნას მოვაშორო“, – განაცხადა სანიკიძემ.

Share with:

Facebook


Leave a Reply

Your email address will not be published.