სასწრაფოდ! საქართველოს მთავრობის უპრეცედენტო გადაწყვეტილება მოქალაქეებს უძრავ ქონებას იძულებით, ვეღარ ჩამოართმევენ

საგანგებო მდგომარეობის პირობებში მოქალაქეებს უძრავ ქონებას იძულებით, დროებით ვეღარ ჩამოართმევენ. ამის შესახებ მთავრობის მიერ ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ მიღებულ დადგენილებაშია აღნიშნული.

კერძოდ, დადგენილების თანახმად, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში უნდა შეჩერდეს/გადაიდოს სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის საქმეებზე დანიშნული სააღსრულებო მოქმედებები.

„შეჩერდეს/გადაიდოს შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ საქმეებზე დანიშნული სააღსრულებო მოქმედებები. შეჩერდეს/გადაიდოს ფაქტების კონსტატაციის მიზნით დაწყებული წარმოებები,“-აღნიშნულია დადგენილებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში 1 თვით, 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ახალ კორონავირუსს უკავშირდება, რომელსაც მსოფლიო თითქმის 3 თვეა ებრძვის.

Share with:

Facebook


უახლესი ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით რა გამოკვლევები ჩაიტარა მილიარდერმა საჩხერის სამედიცინო ცენტრში?

„ქართული ოცნების“ მილიარდერი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ჭორვილაშია.საჩხერის რაიონის სოფელ ჭორვილაში იმყოფება მისი ოჯახიც. მათ შორის, საფრანგეთიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნებული უფროსი ვაჟი, უტა ივანიშვილი.
ამის შესახებ „2020NEWS“-ს ბიძინა ივანიშვილის მეზობლებმა განუცხადეს.
„ერთ კვირაზე მეტი იქნება, აქ არის, ჭორვილაში. მე არ მინახავს, მაგრამ ამბობენ, რომ აქ არის საფრანგეთიდან დაბრუნებული უტაც. მოკლედ, მთელი ოჯახი აქ არის“, – განუცხადა სააგენტოს ჭორვილაში მცხოვრებმა ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომლის ვინაობასაც მისი თხოვნით არ ვასაჯაროვებთ.
„2020NEWS“-თვის ასევე ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი გუშინ საჩხერის სამედიცინო ცენტრში იმყოფებოდა და გარკვეული სამედიცინო პროცედურები ჩაიტარა.
სააგენტოს ხელთ არსებული ინფორმაცია საჩხერის საავადმყოფოს ერთ-ერთმა თანამშრომელმაც დაუდასტურა, რომელმაც განმარტა, რომ ბიძინა ივანიშვილმა გუშინ მუცლის ღრუს გამოკვლევა ჩაიტარა.
„2020NEWS“ აღნიშნული ინფორმაცია არ დაუდასტურა საჩხერის სამედიცინო ცენტრის მენეჯერმა, მაია ხელაძემ:
„ბატონი ბიძინა ივანიშვილი არ იმყოფებოდა საჩხერის სამედიცინო ცენტრში და მას არანაირი გამოკვლევა არ ჩაუტარებია“, – განაცხადა ხელაძემ.
შეგახსენებთ, ეპიდემიის გავრცელების შემდეგ, მმართველი გუნდის ლიდერი საზოგადოებაში არ გამოჩენილა. ბიძინა ივანიშვილს ამ დრომდე არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია, მათ შორის არც ქვეყანაში გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით.
ასევე შეგახსენებთ, რომ 13 მარტს სამშობლოში დაბრუნდა ბიძინა ივანიშვილის უფროსი შვილი – უტა ივანიშვილი. იგი, საქართველოს სხვა მოქალაქეების მსგავსად, ქვეყანაში არსებულ არც ერთ საკარანტინო ზონაში არ არის გადაყვანილი. იგი სამშობლოში დაბრუნებისთანავე საგანგებო გასასვლელით გაიყვანეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან.
წყარო

Share with:

Facebook