სოსო პავლიაშვილი – “ამ დეგენერატებს ცოცხი უნდათ! ქართველ ერს მთელ მსოფლიოში თავი მოჭრეს…”

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის, სოსო პავლიაშვილის განცხადებით, მას “ნაციონალური მოძრაობის” ხელისულებამ ისეთი პიარი აუგორა, რომ საქართველოში ჩამოსვლის სურვილი დაკარგა.

“ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებამ ქართველ ერს მთელ მსოფლიოში თავი მოჭრა.


წლებია, ამ გარეწრებმა ჩემზე ისეთი პიარი ააგორეს, რომ მანდ ჩამოსვლა არ მინდა. მაგრამ მე სადაც არ უნდა ვიყო, 9 ხელისუფლებაც რომ შეიცვალოს, ყველგან საქართველოს შვილად ვრჩები. მიყვარდა, მიყვარს და მეყვარება ჩემი სამშობლო და ჩემი ხალხი. ამ დეგენერატებს ცოცხი უნდათ. ჯერ კიდევ წლების წინ ვამბობდი, ესენი თავისი სიკვდილით ვერ მოკვდებიან”-განაცხადა სოსო პავლიაშვილმა.

Share with:

Facebook


მთელი მსოფლიო სამძიმრის წერილებს აგზავნის 72 წლის ასაკში გარდაიცვალა ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უმცროსი ძმა, რობერტ ტრამპი გარდაიცვალა. რობერტ ტრამპი 72 წლის იყო.

„ის არ იყო მხოლოდ ჩემი ძმა, ის ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო. ის ძალიან მოგვენატრება. თუმცა ჩვენ კვლავ შევხვდებით. მის შესახებ მოგონებები ჩემს გულში სამუდამოდ დარჩება“, – აცხადებს დონალდ ტრამპი.

აღსანიშნავია, რომ პარასკევს გამართულ ბრიფინგზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ძმა საავადმყოფოში იმყოფებოდა, თუმცა მიზეზი არ დაუსახელებია. რობერტ ტრამპი უძრავი ქონების დეველოპერი იყო. ის ტრამპის ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი იყო.

Share with:

Facebook


სასწრაფოდ! ეპიდაფეთქება ქობულეთში? ჩაიკეტება თუ არა ქობულეთი?!

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექოტირის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ ინფიცირებულებს საქართველოს მასშტაბით ქობულეთიდან ერთი ადამიანი შეუერთდა, ეს გახლავთ ქალბატონი, რომელიც კაფე “ჰავანაში” მუშაობდა და ის თბილისიდან იყო ჩასული. 

“დაფიქსირდა ჩვენთვის არასასიამოვნო შემთხვევა – ინფიცირების შემთხვევა ქობულეთში. ქალბატონი თბილისიდან არის ქობულეთში ჩასული. არის ასეთი კაფე “ჰავანა” ქობულეთში, სადაც ინფიცირებული მუშაობდა. უკვე ყველა ადამიანი, ვინც იქ მუშაობდა იზოლაციაშია გადაყვანილი. მაგრამ, 9,10, და 11 აგვისტოს ვინც იმყოფებოდა ამ კაფეში მინდა გავაფრთხილოთ, რომ ფრთხილად იყვნენ. და თუ ოდნავ მაინც რაიმე სიმპტომი ექნებათ მიმართონ კლინიკას,”- განაცხადა პაატა იმნაძემ. 

დაწესებულების ყველა თანამშრომელი კარანტინშია გადაყვანილი, კაფემ კი მუშაობა განაახლა. სამსახურში მეორე ცვლა გამოვიდა, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებულთან ურთიერთობა არ ჰქონია. პარალელურად, მედიკოსები დამსვენებლებს აფრთხილებენ, – ის ვინც ბოლო დღეებში ქობულეთის კაფე “ჰავანას” სტუმრობდა და ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდათ, აუცილებლად უნდა მიმართონ ცხელების ცენტრებს. 

აქვს თუ არა, რესტორანს სტუმრის მიღების უფლება და დაუწესდათ თუ არა, მათ რაიმე განსაკუთრებული შეზღუდვები – ამაზე “ჰავანას” მენეჯერმა განმარტა, რომ ადგილზე ეპიდემიოლოგები უკვე იმყოფებოდნენ, ჩატარდა რესტორნის დეზინფექცია, შედეგად კი სტუმრების მიღება არანაირ საშიშროებას აღარ წარმოადგენს.

“მოსულები იყვნენ და დილის 8 საათზე ჩაატარეს სადეზინფექციო სამუშაოები, მას შემდეგ ველოდებით პასუხებს. აბსოლუტურად ყველა თანამშრომელს ჩაუტარდა PCR კვლევა და რისკის ჯგუფის მქონე ადამიანები საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს. როდესაც ჩვენთან მუშაობდა, ქალბატონს არანაირი სიმპტომი არ გააჩნდა. ჩვენთან ყოველდღიურად მიმდინარეობდა თანაშრომლების თერმოსკრინინგი და სპეციალურ ჟურნალში ვსახავდით ხოლმე ყველას ტემპერატურას,” – აცხადებს სასტუმრო “ჰავანას” მენეჯერი. 

Share with:

Facebook


(იხ. ფოტო) „ძუძუ უდრის რეიტინგს“ – ია ფარულავას მორიგი პროვოკაცია – მსახიობმა მკერდი გამოაჩინა

ეპატაჟური, სკანდალური და ხმაურიანი – ამ სიტყვათა შესატყვისს ია ფარულავას ადვილად დაუკავშირებთ. მორიგი პროვოკაციული სურათი სოციალური ქსელიდან. ნახეთ, რა ფოტო გამოაქვეყნა ია ფარულავამ.

საქართველოში ია ფარულავა სილამაზის ეტალონადაა აღიარებული. თუმცა მის ქმედებებს უამრავი ადამიანი აკრიტიკებს. ხოლო წლების წინ მისი თამამი ნაბიჯები საზოგადოების შოკს იწვევდა. გახმაურებული კინოფილმის შემდეგ ია ფარულავას ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ყველას ახსოვს ის ცნობილი კინოკადრი ფილმიდან „სიყვარული ვენახში“. უახლესი „სთორით“ თითქოს იამ ფილმის ეპიზოდი გააცოცხლა. „ძუძუ=რეიტინგი“ – ამ წარწერით ექსტრავაგანტული სურათი მსახიობმა საკუთარ Instagram-ზე გამოაქვეყნა. მორიგი სკანდალური მოქმედებით ფარულავამ კრიტიკის ქარცეცხლი დაიმსახურა. როგორც ჩანს, მკერდის პირველად გამოჩენიდან დღემდე არაფერი შეცვლილა – ქალის მკერდი ისევ რეიტინგულია. ნახეთ რა შემაშფოთებელ სურათს აქვეყნებს მსახიობი…

წყარო

Share with:

Facebook


ახლახანხანს მიღებულია უმაგრესი გადაწყვეტილება ყველა ახალშობილი, რომელიც პირველ დეკემბრამდე დაიბადება მიიღებს…

კიდევ ერთი სასიხარულო საჩუქარი! ყველა ახალშობილს რომელიც 1 დეკემბრამდე დაიბადება და მშობელი შეძლებს კომპესაციის რეგისტრაციის გავლას, დაერიცხებათ 200 ლარი.
ყველა მშობელს ეგონა რომ მხოლოდ 15 სექტემბრამდე იქნებოდა შესაძლებელი ამ კომპესაციის მიღება, თუმცა მთავრობამ დააკონკრეტა და შეიტანა შესწორება სადაც წერია რომ: 0-17 წლამდე ყველა ბავშვი რომელიც 1 დეკემბრამდე იქნება დარეგისტრირებული მიიღებს 200 ლარს. შესაბამისად ახალშობილის მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ 1 დეკემბრამდე რეგისტრაციის და დახმარების მიღების.

Share with:

Facebook


18 წლამდე ბავშვებისთვის 200 ლარიან დახმარებაზე რეგისტრაცია უკვე იწყება! – აი რა უნდა გააკეთოთ იმისთვის რომ თანხა დაგერიცხოთ…

0-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად, მშობლები სპეციალურ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ხვალიდან შეძლებენ.
ელექტრონულ პორტალზე უნდა განთავსდეს შემდეგი სახის ინფორმაცია:
ბავშვის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი;
მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი;
მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელზე კომერციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ბანკის ანგარიშის ნომერი);
საკონტაქტო მობილური, რომელზეც მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა მოხდება.
იმ შემთხვევაში, თუ იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, ვერ ხდება ბავშვსა და მშობელს შორის ურთერთკავშირის დადასტურება, მშობელმა ელექტრონულ პორტალზე ბავშვის დაბადების მოწმობა უნდა ატვირთოს.
იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ ვერ ხდება ბავშვსა და კანონიერ წარმომადგენელს შორის ურთიერთკავშირის დადასტურება, კანონიერმა წარმომადგენელმა ელექტრონულ პორტალზე მეურვედ/მზრუნველად დანიშვნის გადაწყვეტილება უნდა ატვირთოს.
ელექტრონულ პორტალზე შევსებული განაცხადით, მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ადასტურებს შევსებული მონაცემების სისწორეს.
სოციალური დახმარება, ბავშვის ერთ-ერთი მშობელის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ, ბავშვის ელექტრონულ პორტალზე განცხადების შევსების შემდეგ გაიცემა. 0-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად, მშობლებს რეგისტრაციის გავლა 15 აგვისტოდან პირველ დეკემბრამდე შეეძლებათ. დახმარების მიღება შესაძლებელი იქნება მიმდინარე წლის სექტემბრიდან.
იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკურ პირი ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებს, უნდა მიმართოს:
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ყველა ტერიტორიულ ერთეულს;
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველბებს;
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლებს და საზოგადოებრივ ცენტრებს;
„ლიბერთი ბანკის“ ფილიალებს.
ელექტრონულ პორტალზე შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი.
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1505.
რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი ინსტრუქცია ხელმისაწვდომია ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე: www.moh.gov.ge და ელექტრონულ პორტალზე – daxmareba.moh.gov.ge

Share with:

Facebook


“პარკში როდესაც დავსხედით შემდეგ დამიწყო კოცნა და გული წამივიდა…” – რას ყვება 17 წლის ბიჭი, რომელიც 43 წლის კაცმა გააუპატიურა


“პარკში როდესაც დავსხედით თავი ვიგრძენი ცუდათ, შემდეგ დამიწყო კოცნა და გული წამივიდა…” – რას ყვება 17 წლის ბიჭი, რომელიც 43 წლის კაცმა გააუპატიურა 

Share with:

Facebook


“ივანიშვილს მალე მოიშორებენ, მოწამლავენ, მოკლავენ ან….”- სანდრა რულოვსი

დამიჯერეთ, ბიძინას მალე მოიშორებენ, ის ამას ვერ ხვდება. ბიძინა ივანიშვილი ვერ ხვდება, რომ თვითონ უკვე ზედმეტია: მოწამლავენ, მოკლავენ ან დაიკარგება, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სანდრა რულოვსმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ ბიძინა ივანიშვილს უნდა, რომ საქართველოს დაეხმაროს, მაშინ გახარიას პრემიერის პოსტი უნდა დაატოვებინოს…

„ეს ნიშნავს, რომ პირდაპირ რუსეთი ზის ჩვენი კაბინეტის თავზე და რაც რუსეთს უნდა, იმას გააკეთებს. ამბობენ, რაც უნდოდა რუსეთს, ის მიიღო. მათი კაცი გახარიას სახით უკვე არის კაბინეტის უფროსი. შეუძლია, ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღოს, თუნდაც რუსეთთან ანექსია, ბიძინა უკვე ზედმეტია. დამიჯერეთ, ბიძინას მალე მოიშორებენ, ბიძინა ივანიშვილი ვერ ხვდება, რომ თვითონ უკვე ზედმეტია: მოწამლავენ, მოკლავენ ან დაიკარგება, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები.

Share with:

Facebook


საზარელი კადრები-ბათუმიდან tik tok-ვიდეოს გადაღების დროს გოგონა ხევში გადავარდა (ვიდეო)

სოც ქსელში ვრცელდება საზარელი კარები-ბათუმში მწვანე კონცხზე
tik tok-ვიდეოს გადაღების დროს გოგონა ხევში გადავარდა , თუმცა უცნობია მისი ჯამრთელობის მდგომარეობა.

Share with:

Facebook


დიდი ტრაგედია რომელმაც მთელი საქართველო შეძრა-11 წლის ნიაკომ სიკვდილამდე დედას გვირილები დაუკრიფა – ,,ყველა იმედი მომიკვდა, მთელ ოჯახს ცუდ სიზმარში გვგონია თავი”

2 მაისს მთელი ქვეყანა შეძრა ქუთაისი, ნიკეას ქუჩაზე მომხდარმა ტრაგედიამ. ნიაკო ბახუტაშვილი ველოსიპედით სეირნობდა. ამ დროს გზაზე დიდი სიჩქარით მიმავალი ავტომობილი გამოჩნდა და გოგონას დაეჯახა. თვითმხილველების თქმით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბავშვი საბურავების ქვეშ მოიყოლა.

უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი მოზარდი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს, მაგრამ  მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მძღოლი პოლიციას თავად ჩაბარდა.

– ბავშვს ფაქტობრივად არც ერთი კიდური საღი არ ჰქონდა. ბავშვი დეფორმირებული, საშინელ მდგომარეობაში იყო.

სასწრაფო რომ ადგილზე მოვიდა, ექიმმა თავი გადააქნია, ეს რა ჯოჯოხეთი დაგვხვდაო, მაგრამ მაინც გადაიყვანეს საავადმყოფოში. საცოდაობა დატრიალდა, – უთხრა ,,სარკეს” მაშინ თვითმხილველმა.

როგორი ბავშვი იყო 11 წლის ნიაკო, რაზე ოცნებობდა და ფიქრობდა, შვილმკვდარმა მამამ, კახა ბახუტაშვილმა, გვიამბო.

– ბატონო კახა, პირველ რიგში, გისამძიმრებთ!  მთელი საქართველო შეძრა თქვენს ოჯახში დატრიალებულმა ტრაგედიამ. რა მოხდა იმ საბედისწერო დღეს?

– ტრაგედიის დღეს ტყიბულში ვიყავი – მაღაროში ვმუშაობ. მეუღლე და ბავშვები ქუთაისში, ბებიასთან  იყვნენ. ჩემი შვილი ველოსიპედით სეირნობდა და მალე სახლში უნდა წასულიყო. შემდეგ ჩემმა მეუღლემ დაუძახა, ანანო, სახლში წავიდეთო. ამ დროს ბავშვმა საავტომობილო გზის ველოსიპედით გადაკვეთა გადაწყვიტა.

იქვე იყო დედაც, რომელიც ამბობს, რომ მანქანა საერთოდ არ ჩანდა. უცებ კი ჩემს მეუღლეს ავტომობილი დაუნახავს და უყვირია, ნია, არ წამოხვიდეო, მაგრამ  ბავშვი მანქანამ გაიტანა. დიდი სიჩქარით მოძრავმა ავტომობილმა ჩემი შვილი საშინელ დღეში ჩააგდო.

– გავრცელებული ინფორმაციით, კომენდანტის საათი იწყებოდა და მძღოლს სურდა, დანიშნულების ადგილზე დროულად, ჯარიმის გარეშე მისულიყო. ცნობილია, რა სიჩქარით მოძრაობდა ის ავტომობილი?

– როგორც გამომძიებელმა მითხრა, მინიმუმი, 180-ით მაინც მოძრაობდა. ხომ წარმოგიდგენიათ, მანქანა ამ სიჩქარით მოძრაობდა ქუთაისის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე, სადაც საავტომობილო გზის მიმდებარედ ათეულობით ბავშვი თამაშობს.

– თქვენ ვისგან შეიტყვეთ თავს დამტყდარი უბედურების შესახებ?

– მე რომ ტყიბულიდან ქუთაისში ჩამოვედი, ბავშვი უკვე დაღუპული იყო. მე ექთანმა დამირეკა და მითხრა, ბავშვი ავარიაში მოყვა და კლინიკაში მობრძანდითო. შოკში ჩავვარდი! წარმოდგენა არ მქონდა, რა გამეკეთებინა. თუმცა არ მეგონა, ამ მასშტაბის ავარია თუ იქნებოდა. ვერც ის წარმომედგინა, ბავშვი გარდაცვლილი თუ დამხვდებოდა.

– ღმერთმა შეგაძლებინოთ ამ ტრაგედიის გადატანა, გამძლეობას და გაძლიერებას გისურვებთ.

– ვერაფერს ვაკეთებ. გაყინული, გარინდული ვარ. ყველა იმედი მომიკვდა. შოკირებულები ვართ, მთელ ოჯახს ცუდ სიზმარში გვგონია თავი.

– რა შეგიძლიათ, მოგვიყვეთ პატარა ნიაკოზე, როგორი ბავშვი იყო, რა მოსწონდა, რა უხაროდა.

– მე ძირითადად მონასტერში ვცხოვრობ – გოგნის მამათა მონასტერში. ბერებთან სულ დამყავდა, ძალიან უხაროდა და იქ ყოფნა მოსწონდა. რწმენაში იყო. ლაღი, ბედნიერი და სულით სუფთა ბავშვი იყო. ბევრი მიზანი, ოცნება ჰქონდა, თუმცა, სამწუხაროდ, დედამიწაზე ძალიან ცოტა ხანს მოუწია ცხოვრება.

– როგორი მოსწავლე იყო?

– კარგი, ნიჭიერი და მოწესრიგებული მოსწავლე იყო. გარდა იმისა, რომ კარგად სწავლობდა, ძალიან თბილი და მწუხარების გამზიარებელი ბავშვი იყო. ქუჩაში გაჭირვებულს რომ დაინახავდა, ტიროდა. მშობლებს გვთხოვდა, რომ დავხმარებოდით და ჩვენც ასე ვიქცეოდით, რადგან ნიაკო გვეუბნებოდა.

ქუთაისში, მე-17 საჯარო სკოლაში სწავლობდა. მისი კლასელებიც გაგიჟებულები არიან. იგონებენ, განიცდიან. ნიას წარსულით ცხოვრობენ. კლასელები ამბობენ, რომ გამორჩეული ბავშვი იყო.

– წარმოუდგენელი იქნება თქვენი მეუღლის მწუხარება, რომელსაც შვილი თვალწინ გამოეცალა ხელიდან.

– ჩემი მეუღლე ძალიან ცუდად არის. ან როგორ იქნება შვილმკვდარი დედა… შვილის მკვლელობამ გაანადგურა. არ ვიცი, ამ ყველაფერს როგორ გაუძლებს. გაყინული ზის და ტირის.

– მეორე შვილიც გყავთ და მას მზრუნველობა, თქვენი ყურადღება სჭირდება.

– 9 წლის შვილის დაგვრჩა – მარიკო, რომელიც ძალიან კარგი გოგოა. ჯერ ბავშვია, ბოლომდე ვერ იაზრებს, რაც ჩვენს თავს მოხდა, მაგრამ თავის დას ყოველ წუთს ახსენებს. სულ ერთად თამაშობდნენ, ერთობოდნენ, მეცადინეობდნენ. ძალიან კარგი დედმამიშვილობა ჰქონდათ.

– ბოლოს როდის ესაუბრეთ თქვენს შვილს?

– ეს საშინელება 2 მაისს მოხდა. პირველ მაისს “მესენჯერით” ვესაუბრე ტყიბულიდან. ძმისშვილი მყავს და ბავშვს კითხულობდა, როგორ არის, რას შვებაო.

– ტრაგედია მსოფლიოში არსებულ უმძიმეს პანდემიას დაემთხვა, როცა ფაქტობრივად პანაშვიდებიც აკრძალულია ქვეყანაში. ალბათ ბევრმა ადამიანმა ვერც შეძლო, უკანასკნელ გზაზე გაეცილებინა და პატივი მიეგო თქვენი შვილისთვის (ინტერვიუ ჩაწერილია მაისში).

– სამ დღეში დავკრძალეთ. ნათესავებმაც შეძლეს მოსვლა და უახლოესი ადამიანებიც იყვნენ.

Share with:

Facebook