საგანგაშო ინფორმაცია ათასობით ადამიანი ამ წუთბშიც კი იყენებენ კანქვეშ პატარა ჩიპებს რატომ ჩაიყენეს შვედეთის მოქალაქეებმა ეს მოწყობილობა

შვედეთში კანქვეშ ჩასაყენებელი მიკროჩიპების ბუმია – ათასობით ადამიანი უარს არ ამბობს ტექნოლოგიაზე, რომელიც, როგორც თავად მიიჩნევენ, ცხოვრებას უმარტივებს. როგორც ამერიკის საზოგადოებრივი რადიო (NPR) წერს, კანქვეშ ჩასაყენებელი ჩიპი სულ რამდენიმე მილიმეტრი ზომისაა, მას ამონტაჟებენ ცერა თითსა და მაჯას შორის, შედეგად კი, მეპატრონეს  მნიშვნელოვნად უადვილდება ცხოვრება. შვედეთში მსგავსი ჩიპები პირველად რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა და დღეისათვის სულ უფრო მეტი ადამიანის ყურადღებას იპყრობს.

კანქვეშა ჩიპზე დატანილია ჩიპის კოდი, რომლის იდენტიფიცირებასაც სპეციალური წამკითხველი ახდენს და შედეგად ეძებს მონაცემებს, რომლებიც ამ კოდთან არის დაკავშირებული. შვედეთში კანქვეშა ჩიპებით აღებენ ელექტრონული საკეტით დაკეტილ კარს, მათ შორის სახლებში, სამსახურში, ფიტნეს-კლუბში. გარდა ამისა, შვედეთის უმსხვილესმა სარკინიგზო კომპანიამ მგზავრებს უფლება მისცა, ელექტრონული ბილეთები სწორედ კანქვეშა ჩიპით “ატარონ”. გარდა ამისა, ჩიპით შესაძლებელია წვდომა პერსონალურ სამედიცინო ისტორიასა და სხვა ტიპის ინფორმაციაზე.

28 წლის სზილვია ვარსზეგი ერთ-ერთია იმ ათასობით შვედს შორის, რომელიც მიიჩნევს, რომ კანქვეშა ჩიპმა მისი ცხოვრება მნიშვნელოვნად გაამარტივა ტექნოლოგიებით დახუნძლულ ყოველდღიურ რუტინაში. ის კანქვეშა ჩიპს იყენებს ახალი ნაცნობებისთვის თავისი LinkdIn-ის პროფაილის გასაზიარებლად. მაგალითად, ტელეფონის წამკითხველით ჩიპის წაკითხვის შემდეგ, ტელეფონში იხსნება ლინკი, რომელსაც გადაჰყავხარ სზილვიას პერსონალურ გვერდზე, სადაც წერია მისი სახელი, გვარი, სამუშაო გამოცდილება და სხვა მონაცემები – ყველაფერი ის, რისი გაზიარებაც მას ახალი ნაცნობებისთვის სურს და თავიდან ირიდებს თავისი სახელის (Szilvia Varszegi) წარმოთქმისა და მოსაუბრის მიერ სწორად აღქმის უხერხულობას.


ვებდეველოპერი ერიკ ფრისკი სამსახურის კარს კანქვეშა ჩიპით აღებს. ფოტო: NPR

ექსპერტების მოსაზრებით, არსებობს ორი უმთავრესი მიზეზი, რის გამოც კანქვეშა ჩიპების პოპულარობა შვედეთში განუხრელად იზრდება:

შვედეთი და შვედები გამოირჩევიან ღიაობით ნებისმიერი ტექნოლოგიური სიახლის მიმართ და არიან მოწინავეები ინოვაციური ტექნოლოგიების ათვისების კუთხით. შვედეთის მთავრობამ ჯერ კიდევ 1990-იან წლებში მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა ქვეყნაში სწრაფ ინტერნეტზე წვდომის გასაზრდელად. ასევე, ხელისუფლებამ საგადასახადო შეღავათები შესთავაზა კომპანიებს, რომლებიც თანამშრომლებს სახლის კომპიუტერებით უზრუნველყოფდნენ;
შვედეთში სულ უფრო ნაკლები ადამიანი იყენებს ნაღდ ფულს. მაგალითად, 2010 წელს საცალო ვაჭრობაში გადახდების 40% ხორციელდებოდა ნაღდი ფულით, დღეისათვის კი ეს მონაცემი 15%-მდეა ჩამოსული.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რის გამოც ადამიანთა ნაწილი სკეპტიკურად არის განწყობილი კანქვეშა ჩიპების მიმართ, პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებას უკავშირდება. თუმცა, როგორც ექსპერტები ამბობენ, კანქვეშა ჩიპები კარგად არის დაცული ჰაკერული თავდასხმისგან. გარდა ამისა, არ არსებობს სისტემა, რომელიც ჰაკერების თავდასხმისგან 100%-ით იქნება დაზღვეული.

ჩიპების პოპულარობას შვედეთში ისიც განაპირობებს, რომ შვედების დიდ ნაწილს ძალიანაც არ აღელვებს პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება, რადგან შვედეთი ამ კუთხით ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე ქვეყანაა. მაგალითად, ადამიანებს მარტივი რესურსის დახარჯვით შეუძლიათ მოიპოვონ ინფორმაცია სხვა ადამიანის შემოსავლებისა და სხვა მონაცემების შესახებ. გარდა ამისა, შვედებს აქვთ მაღალი ხარისხის ნდობა როგორც სახელმწიფო უწყებების, ისე – დიდი კორპორაციების მიმართ, რომლებიც მათ სხვადასხვა სერვისით უზრუნველყოფენ.

Share with:

Facebook


ნიკა გვარამიას სკანდალური განცხადება უკვე წმინდა ძროხებად ამოიჩემეთ სამი ადამიანი

მთავარი არხის დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

“უკაცრავად, მაგრამ მართლა პანიკა და ისტერიკა გჭირთ. უკვე წმინდა  ძროხებად ამოიჩემეთ სამი ადამიანი და მათთვის ლეგიტიმური შეკითხვების  დასმისთვის ბულინგის ქარცეცხლში ატარებთ ჟურნალისტებს. დამამშვიდებელი  დალიეთ და წესები დაიცავით ეპიდემიასთან ბრძოლის.
ეპიდემიოლოგების აკვიატებული ხატება რომ გამშვიდებთ, ეს არ ნიშნავს:
ა. რომ ისინი შეცდომებს არ უშვებენ ეპიდემიასთან ბრძოლაში,
ბ. რომ მათ მთავრობა არ იყენებს, მათ შორის, ძალიან ცუდად პოლიტიკური  ოპონენტების წინააღმდეგ (აბა რა ვიფიქროთ იმ უკონტექსტო და მათ  კომპეტენციას გაცდენილ ტექსტებზე, რაც დღეს ვისმინეთ),
გ. რომ თქვენ კარგად ხართ და არაფერი არ გემუქრებათ. პირიქით,  დაავადების ნულოვან სტადიაზე იმყოფებით – პანიკური შიში და არარაციონალური  დასკვნები.
პანიკა მართეთ საკუთარ თავში, პანიკა. შენ კი ბრილიანტი იყავი და  შესანიშნავი ინტერვიუ გქონდა Vakho Sanaia ყოჩაღ!”
 – წერს ნიკა გვარამია.

Share with:

Facebook


მთავრობის კიდევ ერთი უმაგრესი გადაწყვეტილება

ყველა ბიზნესმენს, ვისაც შეუძლია, შექმნას ადგილობრივი წარმოება,მე პირადად და მთავრობა დავუდგებით გვერდში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, დღეს ქვეყანაში არის ეპიდემია, მსოფლიოს გლობალური გამოწვევა.

თითოეული ლარი, დამატებითი ინვესტიციებისა, ნიშნავს დამატებით სამუშაო ადგილებს ჩვენი მოქალაქეებისთვის. დღეს ისეთი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, რომ ფოთიც უნდა აშენდეს და ანაკლიაც და ვინმეს რაიმე რესურსი თუ აქვს და შეუძლია ანაკლიაში, ან რაიმე კიდე სხვა მსხვილ პროექტში, იქნება ეს – ნენსკრა, ხუდონი, ნამახვანი, დამატებითი ინვესტირება, მე გპირდებით პირადად, რომ თითოეული ლარი იქნება დათვლილი და სახელმწიფო გაუწევს ყველანაირ მხარდაჭერას იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის შევქმნათ დამატებითი სამუშაო ადგილები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, ყველა ბიზნესმენს, ვისაც შეუძლია, შექმნას ადგილობრივი წარმოება, რომელიც შეძლებს ჩაანაცვლოს იმპორტი ყველა მიმართულებით, მთავრობა მაქსიმალურად გვერდით დაუდგება.

ყველა ბიზნესმენს, ვისაც შეუძლია შექმნას ადგილობრივი წარმოება, რომელიც შეძლებს ჩაანაცვლოს იმპორტი ყველა მიმართულებით, იქნება ეს სასურსათო პროგრამები, თუ ინდუსტრიული წარმოებები, თითოეულ მათგანს მე, პირადად, და მთავრობა დაუდგება გვერდში. გაითვალისწინეთ ერთი რამ, ფოთის პორტის განვითარება არის შეზღუდული, მაქსიმუმ, განვითარდეს, დაახლოებით, 6 მლნ დამატებითი ტონით, ფიზიკურად იქ არ არის მეტი ადგილი, რაც ნიშნავს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც 100 მლნ დამატებით ტონაზე იყო გათვლილი, არის ჩვენი ქვეყნის მომავალი და სტრატეგიული პროექტი. ამიტომ, ვისაც უნდა განავითაროს ანაკლია, მოიტანოს დაფინანსება რაც შეიძლება სწრაფად და ჩვენ მას გავუკეთებთ ყველაფერს. ფოთმა რა ვალდებულებაც აიღო -დამატებითი ტვირთების მოზიდვის და სიმძლავრეების შექმნა, უნდა განახორციელოს 2 წელში. ფოთის პორტის ვალდებულებაა, უახლოესი 2 წლის განმავლობაში 350 მლნ დოლარის ინვესტირება და, მინიმუმ, მშენებლობის ეტაპზე 1500 სამუშაო ადგილის შექმნა. ვინც ამის წინააღმდეგი იქნება, დავუდგები ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერი ფორმით ამ თემაზე სასაუბროდ,“- აღნიშნა პრემიერმა.

Share with:

Facebook


სასწრაფოდ! მიღებულია გადაწყვეტილება ხვალიდან 29 მარტიდან საკარანტინო რეჟიმი ცხადდება სამეგრელოში

,,ხვალიდან, 29 მარტიდან ყველანაირი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც მოძრაობდა ჩვენს რეგიონში მთლიანად შეწყვეტს მოძრაობას. შეიქმნება მობილური ჯგუფები, რომლებიც წარმოდგენილი იქნებიან ჯანდაცვის სფეროს, პოლიციის და სამხედრო ძალის წარმომადგენლებით. ჯგუფები მუშაობას დაიწყებენ უახლოეს დღეებში, შეიქმნება ბლოკ-პოსტები მუნიციპალიტეტების შესასვლელ-გასასვლელებთან.

ყველა ავტომობილი, სადაც იქნება 3 პიროვნებაზე მეტი აუცილებლად შეჩერებული იქნება. მანქანებში ყველა უნდა იჯდეს პირბადით, ჩვენ ყველა მოქალაქეს გავაცნობთ რეკომენდაციებს. ჯგუფები გააკონტროლებენ იმ მოქალაქეებს, რომლებიც არ იცავენ რეკომენდაციებს, გადაუდებელი შემთხვევის გარდა არავინ არ უნდა მოძრაობდეს ქალაქსა თუ სოფლად!

ჩვენ ამ ზომებს ვიღებთ იმის გამო, რომ არსებობს მოსალოდნელი რისკები. ჩვენ გვყავს ერთი დადასტურებული პაციენტი ზუგდიდში, თუმცა ყოველდღე, ყოველ წუთს ჩვენ ველოდებით სხვა ახალ შემთხვევებს, იმდენად რამდენადაც ფაქტიურად იმ, ინფორმაციის ფლობა თუ ვინ არის დაინფიცირებული, სხვას ვის გადასდებს – ამის პროგნოზირება ამ წუთს რთულია. ამდენად, ერთადერთი ძლიერი ინსტრუმენტი ვირუსთან საბრძოლველად, რომ არ გავრცელდეს ეპიდემია სწრაფი ტემპით არის ის, რომ დაიცვან ჩვენმა მოქალაქეებმა ყველა ის მოწოდება და რეკომენდაცია რაც გავეცით, აქედან უმთავრესია ჩვენი მოქალაქეები დარჩნენ სახლში და გადაუდებელი შემთხვევის გარდა არ გამოვიდნენ სახლიდან.

არსებობს საფრთხეები, ეს საფრთხეები ძალიან დიდია, ამავე დროს არ დაგვავიწყდეს, ჩვენ ვართ საოკუპაციო ხაზთან ძალიან ახლოს. სამწუხაროდ ის ინფორმაცია რაც ჩვენ იქიდან გვქვს არ არის სახარბიელო, მოსალოდნელია ჩვენი თანამოქალაქეების ვინც აფხაზეთში ცხოვრობს ჩვენს რეგიონში სამკურნალოდ გადმოსვლა, ყველა მოქალაქეს შესაბამისი დახმარება გაეწევა. ამისათვის მზად უნდა იყოს ინფრასტრუქტურა, ასევე მთლიანად გამართულად უნდა მუშაობდეს ყველა სამსახური.

ასევე მოგახსენებთ, იმ დადასტურებული შემთხვევის შესახებ, რაც ზუგდიდში გვაქვს – მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პიროვნება თვითიზოლაციის პირობებში იმყოფებოდა, ჩვენ ვერ დავრჩებით ამის იმედად. ყველა მისი გადაადგილება თურქეთიდან სახლამდე არ იყო უსაფრთხო, შესაბამისად ყველა ის მოქალაქე, ვისთანაც მას კონტაქტი ჰქონდა ვიკვლევთ. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მივიღოთ ყველა ის ზომები, რომ შევანელოთ ეპიდემიის გავრცელება. მინდა განვმარტო, ეს ზომები არ არის ანალოგიური მარნეულის ვითარებისა. მარნეულში კომენდანტის საათია, პრაქტიკულად დაკეტილია მთლიანად ქალაქი, ჩვენ ამ ზომას არ მივმართავთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმედიანად ვიყოთ, როგორც ეს მოხდა დღეს, როდესაც გაირკვა, რომ საბედნიეროდ ოთხ ადამიანს არ დაუდასტურდა ვირუსი – ამ ფაქტის შემდეგ ჩვენ დღეს ვნახეთ, რომ ქალაქში და რაიონში მოძრაობამ მოიმატა.

ჩვენ, იძულებულები ვართ, გავატაროთ ეს ზომები, ჩვენი თანამოქალაქეები ამას გაიგებენ. ჯობია ახლა გავამკაცროთ და მივიღოთ მაქსიმალური ზომები, დავიცვათ სიფრთხილე, ვიდრე ხვალ და ზეგ გვქონდეს უმართავი პროცესები“ 

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ალეკო მოწერიელიამ „მაესტროს“ ეთერში სამეგრელოში შექმნილ ვითარებაზე ისაურა. პრევენციისთვის გასატარებელი ღონისძიებები მკაცრდება, ჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მუშაობას იწყებენ პოლიციის, სამხედრო ძალების და ჯანდაცვის სფეროს ერთობლივი ჯგუფები, რომლებიც იმ მოქალაქეებს გააკონტროლებენ ვინც რეკომენდაციებს არა ასრულებს, გადაუდებელი შემთხვევის გარდა არავინ არ უნდა მოძრაობდეს ქალაქსა და სოფლებში. რწმუნებულმა ასევე მედიკოსებსა და შესაბამისი პროფილის სტუდენტებს დახმარებისთვისთვის მიმართა.

Share with:

Facebook


სასწრაფოდ! ეს აქამდე არავინ იცოდე ნახეთ რა ჩაიდინა მიხეილ სააკაშვილმა უდიდესი სკანდალი ახალი დეტალები

სასწრაფოდ გააზიარეთ ამბავი, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა და სააკაშვილი 10 წელია მოსახლეობას უმალავენ. ეს ისტორია თითქმის არავინ იცოდა, თუმცა სიმართლე არასდროს დაიმალება. სააკაშვილის ძალადობრივმა რეჟიმმა ადამიანების უკანონო დევნის დროს, პაატა იმნაძეც დაიჭირა – ადამიანი, რომელიც ღირსების ორდენის კავალერი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საპატიო მედლის ლაურეატია, იმუნოლოგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე, ლუგარის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელია. ის 3 დღე მოდულის შენობაში ჰყავდათ და რომ არა ამერიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ენდი ვებერი, რომელიც ბატონი პაატას მეგობარი იყო, წარმოდგენაც არ მსურს ალბათ რა დღეში ჩააგდებდნენ ამ პატიოსან და პროფესიონალ ადამიანს.

Share with:

Facebook


პატრიარქის თხოვნაა, გაავრცელეთ! დაანთეთ სანთელი, მოუხმეთ ღვთისმშობელს… ღმერთი მოწყალეა, ამასაც გადაიტანს ქართველი ერი…


ჩემო სულიერო შვილებო, ამ განსაცდელის ჟამს მხოლოდ ერთი რამ თუ გადაგვარჩენს, ეს არის ლოცვა და მონანიება. ილოცეთ ყოველდღე გულში მამაო ჩვენო, რამეთუ თითოეული თქვენთაგანის გულში გაიღვიძოს უფალმა. ყოველ კვირა დღეს აანთეთ სანთელი, და ილოცეთ თქვენთვის, თქვენი ოჯახისთვის, საქართველოსთვის და მთლიანად მსოფლიოსთვის, რამეთუ ლოცვას ყველაზე დიიდ ძალა აქვს დედამიწის ზურგზე. როგორც ხედავთ ეს ღვთის სასჯელია, რომელიც მივიღეთ დღეს ჩვენ დედამიწაზე, რადგან დავივიწყეთ უფალი, დავივიწყეთ უფლის გზა და მხოლოდ ამქვეყნიურ ბედნიერებაზე ვფიქრობთ. ყველას დაავიწყდა თავის სულებზე ზრუნვა და მხოლოდ ხორცს ანგეშებს. ღმერთი მოწყალეა, ამასაც გადაიტანს ქართველი ერი, თუმცა აუცილებლად უნდა მივსდიოთ უფლის გზას და არასოდეს მიგვატოვებს იგი. ღმერთი გფარავდეთ ჩემო სულიერო შვილებო. მინ!

Share with:

Facebook


როგორ დასცინის გერმანიას ნაკურთხი წყლით ქუჩების კურთხევას, სრულიად ამაზრზენი საქციელია

გერმანიის ცენტრალურმა ტელევიზიამ “Das Erste-მ” საქართველოს და მართლმადიდებლურ ეკლესიას დასცინა. “საქართველოს ძირითადი იარაღი კორონავირუსის წინააღმდეგ ნაკურთხი წყალია” – ამბობს ირონიით წამყვანი
“გაოცდებით, რა საშუალებით ცდილობენ საქართველოში ინფიცირების თავიდან აცილებას. ნაკურთხი წყლები და საკმეველი კორონას წინააღმდეგ. ორთოდოქსული ეკლესიის მღვდლები ჯიპებით თბილისის ქუჩებში დადიან და ქალაქს აკურთხებენ. მათ იმედი აქვთ, რომ ეს უშველით. მამაო ამბობს: ვაკურთხებთ მთელ ქალაქს და ღმერთს ვთხოვთ, დაიცვას ჩვენი ქვეყანა იმ ვირუსისგან, რომლის წინაშეც კაცობრიობა უძლურიაო”. – აცხადებს გერმანელი ჟურნალისტი. გერმანელები არაფერს ამბობენ იმის შესახებ, რომ საქართველოს “მთავარი იარაღი” მხოლოდ ნაკურთხი წყალი არ არის.
საქართველოს მთავრობამ ვირუსის გავრცელებამდე 2 კვირით ადრე მიიღე შესაბამისი ზომები – ეტაპობრივად შეაჩერა ფრენები ჩინეთთან, იტალიასთან, ირანთან, შემდეგ კი ყველა ქვეყანასთან, მოახდინეს ქართველების ევაკუაცია და სამშობლოში დაბრუნება მთელი მსოფლიოდან. ასევე არსად არის ნახსენები ქართველი ვირუსოლოგების, ექიმების და ექთნების თავდაუზოგავი შრომა, მკაცრი კარანტი, რომელსაც პოლიცია და ჯარი აკონტროლებს. ამ და სხვა ზომების მიღების შედეგად საქართველომ თავიდან აიცილა ვირუსის მასობრივი გავრცელება ქვეყანაში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და სხვადასხვა გამოცემები საქართველოს ბრძოლას კორონავირუსის წინააღმდეგ უმაღლეს შეფასებას აძლევენ და მას წარმატების მაგალითად ასახელებენ. ამიტომ გაუგებარია, რა აქვს სასაცილო იმ ჟურნალისტს, რომლის ქვეყანაშიც 50 000 დაავადებულია, იმ ქვეყანაზე, სადაც ვირუსის ინფიცირების 90რ შემთხვევაა.

Share with:

Facebook


ამირან გამყრელიძის საგანგებო განცხადება – “უკვე არის შიდა გადაცემის განგაშის ნიშანი”

“სამი შემ­თხვე­ვის პირ­ველ­წყა­რო არ ვი­ცით. ამ სა­მი­დან ერ­თში დიდი იმე­დი გვაქვს, რომ და­ვად­გენთ პირ­ველ­წყა­როს, ისიც უკვე იზო­ლი­რე­ბუ­ლია და არის შე­სა­ბა­მი­სად გა­მოკ­ვლე­უ­ლი, მაგ­რამ ორი შემ­თხვე­ვის ნამ­დვი­ლად არ ვი­ცით და დიდი ალ­ბა­თო­ბით, ვერ და­ვად­გენთ. ანუ ამ ორ შემ­თხვე­ვა­ში უკვე შე­მიძ­ლია და­ვა­ფიქ­სი­რო, რომ მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით გვაქვს შიდა გავ­რცე­ლე­ბის პრე­ცენ­დენ­ტი.

არის ხალ­ხი ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც უკვე არის შიდა გა­და­ცე­მის გან­გა­შის ნი­შა­ნი. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ამ ხალ­ხს გა­და­ე­დო და­ა­ვა­დე­ბა ვი­ღა­ცის­გან, რო­მე­ლიც იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი არ არის და ის ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი და­დის უკვე ქვე­ყა­ნა­ში, ის უკვე სხვას ას­ნე­ბოვ­ნებს. ამი­ტომ თვი­თონ ეს ფაქ­ტია უკვე ძა­ლი­ან სა­ყუ­რა­დღე­ბო და სა­გან­გა­შო”, -გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ეთერ­ში.

Share with:

Facebook


აშშ-ს საჩუქარი საქართველოს

საქართველოში აშშ-ს საელჩოს ინფორმაციით, ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს 1.1 მილიონ დოლარს გადასცემს. კერძოდ, დაფინანსდება ლაბორატორიული სისტემების მომზადება, ეპიდემიოლოგიური გამოკვლევები და მეთვალყურეობა, ტექნიკურ ექსპერტთა დახმარება და მომზადება, ინფორმაციის გაცვლა და სხვა.

Share with:

Facebook


ახალი დეტალები საზარელი მკვლელობა გურჯაანში – მამამ 3 თვის ჩვილი მოკლა

გურ­ჯა­ან­ში რა­ი­ო­ნის სო­ფელ ვე­ჯინ­ში მკვლე­ლო­ბა მოხ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მამ 3 თვის ჩვი­ლი მოკ­ლა და ცოლი დაჭ­რა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, მა­მა­კაც­მა მე­უღ­ლე ცივი ია­რა­ღით დაჭ­რა.

გურ­ჯა­ან­ში, ქმრის მიერ დაჭ­რი­ლი ახალ­გაზ­რდა ქა­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა. მას ცივი ია­რა­ღით ჭრი­ლო­ბე­ბი გულ – მკერ­დის არე­ში აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი. ახალ­გაზ­რდა ქალი გურ­ჯა­ა­ნის “ჯეო ჰოს­პი­ტალ­სის” სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმ­ყო­ფე­ბა და ამ წუ­თებ­ში ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცია უტარ­დე­ბა.

შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში და ცო­ლის დაჭ­რა­ში ბრალ­დე­ბულ­მა, 24 წლის ი.ნ-მ მომ­ხდა­რის შემ­დეგ ცივი ია­რა­ღით თვით­და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ყე­ნა და ისიც გურ­ჯა­ა­ნის „ჯეო ჰოს­პი­ტალ­სის“ სა­ა­ვად­მყო­ფო­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი.

ცნო­ბის­თვის, მკვლე­ლო­ბა გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ვე­ჯინ­ში რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ მოხ­და.

შს სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მე­უღ­ლეს­თან და შვილ­თან ერ­თად სტუმ­რად მყოფ­მა ი.ნ.-მ, ცივი ია­რა­ღით სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა, შვილს – 2019 წელს და­ბა­დე­ბულ ქ.ნ.-ს, რო­მე­ლიც მი­ღე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბის შე­დე­გად, ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. ბრალ­დე­ბულ­მა ასე­ვე ცივი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა მე­უღ­ლეს – 1996 წელს და­ბა­დე­ბულ, შ.ც.-ს.

Share with:

Facebook