“ხვალ ის მობრძანდება საქართველოში, რომელმაც თქვა აფხაზეთი აღარასდროს იქნება საქართველოს ნაწილი”

“Больше Абхазия никогда не будет частью Грузии”.აი, ამის მთქმელი, ვლადიმირ პოზნერი, პუტინის მონა, ხვალ მობრძანდება საქართველოში საკუთარ დაბადების დღეზე საგულაოდ. ცხადია, შემოუშვებენ და გულაობის ექსკლუზიურ უფლებასაც მიანიჭებენ. გალიდან პენსიონერი რომ გადმოვიდეს პენსიის ასაღებად, 5 დღე კარანტინში აგდებენ და პოზნერი გულაობს საქართველოში.ამ სიტყვების მთქმელი სახელმწიფომ არ უნდა შემოუშვას საზღვარზე, თუ თავმოყვარეობა გაგვაჩნია.

Share with:

Facebook


სასწრაფოდ! ვრცელდება შოკისმომგვრელი ინფორმაცია როგორ გადაურჩა ციხე თეა წულუკიანი და რა ჩაიდინა მან?

საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი რევაზ ბოჭორიშვილი თეა წულუკიანის მიერ ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის საჯაროდ გამოცხადებას ასე გამოეხმაურა:„ყოფილ იუსტიციის მინისტრს იურიდიული განათლება და ნამდვილი იურისტის დიპლომი რომ ჰქონოდა მიღებული საფრანგეთში, შეიძლება სცოდნოდა საფრანგეთის სასამართლო კოდექსის 226-22 მუხლი.ანუ, მისი დღევანდელი საქციელი, თუ გამიზნულად არის ჩადენილი, დასჯადია 5 წლით თავისუფლების აღკვეთითა და 300.000 ევროს ჯარიმით.. თუ უნებლიედ მოუვიდა… მაშინ 3 წლით და 100.000 ათასი ევროს ჯარიმით…
ნორმალურ სახელმწიფოში პირად მონაცემთა გასაჯაროვება მესამე პირის მიერ უმკაცრესად ისჯება..
საქართველოში….“
წყარო

Share with:

Facebook


ახლახანს ცნობილი ხდება ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება ის სრულად დააფინანსებს…

ბიძინა ივანიშვილმა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორესთან ერთად აბასთუმანში მდებარე თამარის ციხე დაათვალიერა.ბიძინა ივანიშვილის თქმით, კურცხანას ხეობაში მიმდინარეობს შემოვლითი გზის მშენებლობა, რაც აბასთუმნის ამ მხარეს უფრო მეტ სიცოცხლეს შესძენს. ამასთან, იმ პროექტებზეც ისაუბრა, რომელთა განხორციელებაც ხეობაში მისი ხელშეწყობით იგეგმება.თამარის ციხე მდინარე ოცხესა და კურცხანის ხეობის შესართავთან, მთაზეა აგებული. იგი IX‐XI საუკუნეებს მიეკუთვნება. ისტორიკოთა ვარაუდით, ეს ციხე დასტურია იმისა, რომ აბასთუმანში, მაშინდელ ოძრხეში, თამარ მეფის რეზიდენცია იყო.

Share with:

Facebook


ახლახანს ხდება ცნობილი 1-ლი აპრილიდან ქვეყანაში აღარ იმოქმედებს 2 შეზღუდვა ესენია…

ხუთშაბათიდან, 1-ლი აპრილიდან ქვეყანაში კიდევ 2 შეზღუდვა მოიხსნება.

საუბარია, კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე დაწესებულ შეზღუდვებზე.

კერძოდ, საკოორდინაციო საბჭოს ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებების თანახმად, 1-ლი აპრილიდან: 

  • რეგულაციების დაცვით მუშაობის განახლების საშუალება მიეცემათ საბავშვო გასართობ ცენტრებს;
  • ასევე გაიხსნება და საქმიანობას განაახლებენ კინოთეატრები.

Share with:

Facebook


ახლახანს ავრცელებს თეა წულუკიანი განცხადებას – “ყველა მისამძიმრებს…”

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, განაცხადა, რომ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ სამძიმარნარევ მილოცვებს იღებს. 

„ეს იყო ჩემი სურვილი, ვისაუბრეთ გუნდში, გვქონდა პოლიტიკური კონსულტაციები და დადებითად დასრულდა. ჩემთვის უჩვეულოა ადამიანების რეაქციები. როცა ადამიანი სადღაც ინიშნება, ულოცავენ ხოლმე, მაგრამ მე ყველა მისამძიმრებს და ეს უკვე ცოტა მაბრაზებს. მეუბნებიან: „შენ ესენი პატიმრები არ გეგონოს, ესენი (კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანები) უფრო რთული ხალხია“. ამ დროს, სულაც არ მგონია, რომ პატიმრები რთული ხალხია. ამიტომ, უკვე ღიმილით ვუყურებ სამძიმარნარევ მოლოცვებს, მეუბნებიან: „შენ ამას ვერ იზამ, ამდენი წელია, ისინი ყველა მინისტრს სისხლს უშრობდნენ“. ბოლოს, ეს ყველაფერი გადადის ხუმრობებში“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

Share with:

Facebook


სასიხარულო ინფორმაცია მთელი საქართველოსთვის, ახლახან გავრცელდა

საკანონმდებლო წინადადება უქმე დღეებში მუშაობის ორმაგად ანაზღაურებასთან დაკავშირებით პარლამენტში უკვე შესულია.პროექტი კოდექსში რამდენიმე შესწორების შეტანას გულისხმობს.ერთ-ერთი ცვლილების თანახმად, კერძო სექტორში შრომის ანაზღაურება უნდა გაიცეს ორ კვირაში ერთხელ.“დამსაქმებელი ვალდებულია, ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 1% გადაუხადოს; 
ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება – ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაორმაგებული ოდენობით; დასაქმებულთან შესაძლებელია, მხოლოდ ერთხელ დაიდოს შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით არაუმეტეს 1 თვისა.
გამოსაცდელი ვადით მუშაობა ანაზღაურებადია, ხოლო ანაზღაურება ამ პერიოდში შეადგენს შესაბამის პოზიციაზე არსებული ანაზღაურების 80%-ს. 
არ დაიდება უვადო შრომითი ხელშეკრულებები – მინიმუმ 1 თვით, მაქსიმუმ 1 წლით უნდა დაიდოს ხელშეკრულება.
1 თვიანი შრომითი ხელშეკრულება ერთი და იმავე დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შეიძლება დაიდოს მხოლოდ ორჯერ,“- აღნიშნულია წინადადებაში.
ასევე, საკანონმდებლო წინადადებების თანახმად, ღამის ცვლაში 22:00 საათის შემდეგ ანაზღაურება უნდა იყოს გაორმაგებული. ამასთან, ნებისმიერი სამსახური საათობრივ ანაზღაურებაზე უნდა გადავიდეს; 
ხელფასი კი საათში მინიმუმ – 5 ლარი და მზარდი-შრომის, პასუხისმგებლობისა და დამსახურების მიხედვით უნდა იყოს.

Share with:

Facebook


სასწრაფოდ! ვრცელდება შოკისმომგვრელი ინფორმაცია – ღარიბაშვილი, წულუკიანი და სხვა მაღალჩინოსნები, რომელთაც ვაშინგტონი სანქციებს დაუწესებს

ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მხრიდან „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების მიმართ სანქციების დაწესება რეალური და გარდაუვალია, – ამის შესახებ CNews-ს ინფორმირებულმა წყარომ ვაშინგტონიდან აცნობა.
მისი თქმით, თუ “ქართული ოცნება” ოპოზიციასთან დიალოგს არ განაგრძობს და შეთანხმება არ შედგება, სანქციები გარდაუვალია.

ცნობილი ხდება, რომ 23 თებერვალს, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დარბევისა და ნიკა მელიას დაკავების მერე, აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე სახელმწიფო დეპარტამენტში დაიბარეს და ოფიციალური განმარტებები მოსთხოვეს.

„პირველ ეტაპზე სანქციების დაწესებას ირაკლი ღარიბაშვილს, ვახტანგ გომელაურს, დავით ზალკალიანს, გრიგოლ ლილუაშვილს და ანზორ ჩუბინიძის მიმართ განიხილავდნენ, – განუცხადა CNews-ს ინფორმირებულმა წყარომ და დასძინა, – ამჯერად ეს სია გაფრთოვდა და მასში თეა წულუკიანი, ალექსანდრე ტაბატაძე, ოთარ ფარცხალაძე, გიორგი ბადაშვილი, მინდია ჯანელიძე, ლევან ღირსიაშვილი, მიხეილ დუნდუა, ნიკოლოზ გაგუა, იოსებ გიორგაძე და მიხეილ ჩხენკელიცაა შეყვანილი“.

რატომ აღმოჩდნენ სიაში ოდიოზურ ფიგურებთან ერთად საზოგადოებისთვის უცნობი გვარები, წყარო არ აკონკრეტებს, მაგრამ ამბობს, რომ ვაშინგტონში განსაკუთრებით მამუკა ხაზარაძის და თინა ხიდაშელის ინფორმაციას ენდობიან, -„ხაზარაძეს თედო ჯაფარიძის, ხიდაშელს კი პირდაპირი ხაზით ეკონტაქტებიან“.

„ვაშინგტონში გულმოდგინედ აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე პროცესს და ელიან ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივის რეალურ შედეგებს. არ არის გამორიცხული, პროცესში სახელმწიფო მდივნის, ბლინკენის პირადი წარმომადგენლის ჩართვაც. თუ შედეგი რეალურად არ დადგა, ბაიდენის ადმინისტრაციას მოქმედებისთვის რეალურად ხელ-ფეხს თავად „ქართული ოცნება“ გაუხსნის“, – აცხადებს CNews-ის ინფორმირებული წყარო ვაშინგტონიდან.

Share with:

Facebook


ღარიბაშვილი სკანდალური და მოულოდნელი განცხადება მიხეილ სააკაშვილზე

ჩვენი ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელია, რომ ვიღაც მოგვიწოდებდეს, ეს კრიმინალი, არაერთ მძიმე დანაშაულში მხილებული და ბრალდებული, მისჯილი პიროვნება ფორმალურად, რაიმე ფორმით იყოს ჩართული ამ მოლაპარაკებებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით პრემიერი გამოეხმაურა ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილსაც უნდა მიეცეს მოლაპარაკებებში ჩართვის შესაძლებლობა. ღარიბაშვილის თქმით, „სააკაშვილი უკრაინაში კორუფციულ სკანდალებში გაეხვია და დღეს ქვეყნიდან გაგდების პირასაა“.

რაც შეეხება ივანიშვილის მოლაპარაკებებში ჩართვის საკითხს, ღარიბაშვილის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა და ღიად განაცხადა, რომ  აღარ მონაწილეობს და აღარც აპირებს პოლიტიკაში ჩართვას.

„ეს არის შეურაცხმყოფელი განცხადება, ბატონი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, მან დატოვა პოლიტიკური თანამდებობა, შემდეგ პარტიის თავმჯდომარის პოსტი, ღიად განაცხადა, რომ იგი აღარ მონაწილეობს, აღარც აპირებს პოლიტიკაში ჩართვას. ეს არის მარტივი ჭეშმარიტება. რაც შეეხება სააკაშვილის შესაძლო ჩართულობას, ეს არის შეურაცხმყოფელი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოსთვის, რომ ვიღაც, ვინც არ უნდა იყოს, აბსოლუტურად არ მაინტერესებს, მოგვიწოდებდეს ჩვენ, რომ ეს კრიმინალი, არაერთ მძიმე დანაშაულში მხილებული და ბრალდებული, მისჯილი პიროვნება იქნას ფორმალურად ჩართული რაიმე ფორმით ამ მოლაპარაკებებში. მინდა, ყველას შევახსენო, სააკაშვილი დღეს არის გაგდების პირას უკრაინაში, მას დღეს, თუ ხვალ ალბათ გააგდებენ. თქვენ ნახეთ  კორუფციული სკანდალები, რომელშიც ის გაეხვია მისი  კორუფციული გუნდის ჩართულობით. ყველა ის კორუფციული საქმე ამოუწიეს და დაიწყეს მისი გუნდის წევრების დევნა. მეორე – ის რეალურად არაფერს აკეთებს უკრაინაში და ეს ყველაფერი არის დადგმული შოუ, რასაც აკეთებდა აქ, უარესს აკეთებს იქ, რა თქმა უნდა, მცირე მასშტაბში და მესამე, თავად, საკუთარი სურვილით განაცხადა უარი საქართველოს მოქალქეობაზე, კაცი, რომელიც იყო 9 წელი ქვეყნის პრეზიდენტი,რაზე მესაუბრებით საერთოდ?“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Share with:

Facebook


ახლახანს ხდება ცნობილი პრემიერის საგანგებო განცხადება ვადამდელი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით

ვადამდელი არჩევნები ქვეყანაში არ იქნება, ჩვენ ამაზე საუბარი დავასრულეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში 2020 წლის ოქტომბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები მთელმა მსოფლიომ აღიარა.

„ვადამდელი არჩევნები ქვეყანაში არ იქნება. ჩვენ ამაზე საუბარი დავასრულეთ. ამასთან დაკავშირებით, მოვისმინეთ ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებები, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, სენატის და ა.შ. ეუთო/ოდირის დასკვნები. მთელმა მსოფლიომ აღიარა ჩვენი არჩევნები და მოგვილოცა, რა არჩევნებზე ვლაპარაკობთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

Share with:

Facebook


ახლახანს ხდება ცნობილი გიორგი გახარიას გადაწყვეტილება მომავალი კვირიდან…

ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია მომავალ კვირას სავარაუდოდ სამეგრელოს ეწვევა და სამომავლო გეგმებს სწორედ სამეგრელოდან გააჟღერებს. ამის შესახებ ინფორმირებული წყარო STV NEWS-ს უყვება.

წყაროს ინფორმაციით გახარია სავარაუდოდ ზუგდიდში 31 მარტს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს ჩამოვა.

“ჯერ არავინ არაფერი იცის დაზუსტებით, თუმცა გვაქვს ინფორმაცია ამის შესახებ, რომ ყოფილი პრემიერი თავის მიზნებზე და სამომავლო გეგმებზე სწორედ სამეგრელოდან ისაუბრებს”-აცხადებს STV NEWS-ის წყარო.

Share with:

Facebook