“რისთვის გაიმეტეთ სიკვდილის შემდეგ საკუთარი შვილი, საკუთარი სისხლი და ხორცი”

ბიზნესმენირაია ჯანხოთელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“არ ვიცი და არც არასოდეს განვიკითხავ სხვის ოჯახებს…ოჯახში, სხვა, გარეშე პირის მიერ ცხვირის ჩაყოფა არის დაუშვებელი პირველ რიგში ზნეობრივად და მორალურად და შემდეგ ფურცელზე დატანილი კანონით…
არ განვიხილავ თამარ ბაჩალეიშვილის სიცოცხლეში, მის ოჯახს და ზოგადად ამ იჯახში მის მიერ განვლილ პერიოდს, არც მისი ცხოვრების წესს…
არავის საქმე არაა სხვისი პირადი ცხოვრება!!!
მაგრამ და მაგრამ!!!!
რატომ, რისთვის გაიმეტეთ სიკვდილის შემდეგ საკუთარი შვილი, საკუთარი სისხლი და ხორცი საკუთარმა ოჯახმა, რატომ “მიუგდეთ” საჯიჯგნად ხროვას, ბრბოს, რომელთაც არაფერი წმინდა არ გააჩნიათ, გარდა იმისა, რომ სხვისი უბედურებით გამოკვებონ საკუთარი უკუღმართად მომართული ტვინები. რატომ გაიმეტეთ, რას ერჩოდით, რატომ მიუქსიეთ პოლიტიკურად ანგაჟირებული მეძავები, ვისთვისაც სულერთია ყველაფერი, ვისთვისაც არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება მათი თრევის ობიექტი, ვისაც არც მკდარი სტკივათ და არც ცოცხალი ანაღვლებთ, ყველას ერთნაირად უძვრებიან სულში- პეტრეს, პავლეს, მარიამს, თამარს თუ გიორგის…. ნებისმიერს, ვინც მათ “გამოკვებავს”. ეს არის ჯოგი, რომელიც ერთნაირად აბინძურებს ყველაფერს. რატომ დაუშვით ოჯახმა, მით უფრო, როდესაც თქვენნაირად არავინ იცნობდა საკუთარ შვილს. რაც დიდად დაგეხმარებოდათ საგამოძიებო ორგანოებთსნ თანამშრომლობით, ერთად, ერთიანი ძალსხმევით მიგეღწიათ და დაგედგინათ შვილის ტრაგედიის და უბედურების მიზეზი. რატომ აძლევთ საკუთარ ადვოკატს , (მას ვისაც ნდობა გამოუცხადეთ, მას ვისაც თქვენც რომ არ უთხრათ, უნდა იცოდეს, რომ საჭიროა ენას კბილი დააჭიროს) უფლებას, საჯაროდ არ იჭორაოს ყველა დეტალზე. რატომ აიძულეთ მეგობარი დეა, ინტერვიუ ჩაეწერა ჟურნალისტთან, მიუხედავად მისი თხოვნისა და მუდარისა, წახვედით მისი ნების საწინააღმდეგოდ….
ვიცი, დღეს იმაზე მეტად გტკივათ, ვიდრე ეს იმ დღეს, რიდესაც შვილის ტრაგედიის ამბავი გაიგეთგარდაცვალების შენდეგ თქვენ გაიმეტეთ საკუთარი შვილი და მიეცით უფლება ამ სულძაღლებს, ამ ბოროტ ნახირს, შეეღწიაძ მის სულში და გულში, ექექათ მისთვის ყველაზე პირადული და ხელშეუხებელი.
თქვენ თქვენი შვილი გაიმეტეთ და მათგან სხვა რამეს ელოდით ნეტა? ( მგონია, რომ არც ელოდით…)
არ მისცეთ უფლება არავის, იპოზიორონ ტელეეკრანებთან და საკუთარი ხიბლის სენით დაავადებულებმა თქვენი უბედურებით ისარგებლონ და დაიკმაყკფილონ საკუთარი ბინძური ამბიციები.
გააკეთეთ საჯარო განცხადება, რომ წყვეტთ ყველა სახის კომუნიკაციას მედია ჯალათებთან. დაუწესეთ და დაულაგეთ თქმისა და არ თქმის თემები. (ჭორაობა და საქმის გარჩევებშია 24 სთ)
იფიქრეთ ბევრ რამეზე, თუ ჯერ არ გაქვთ ნაფიქრი ( ან გაქვთ ამაზე ნაფიქრი, მაგრამ მაინც ასე გამოვიდა)
მერწმუნეთ, დრო ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს და არ დაუშვათ მთელი ცხოვრება თქვენი დიდი სატანჯველი ისე დაამძიმოთ, მისი ტარება ვერ შეძლოთ .
გისამძიმრებთ და ბოდიშს გიხდით რომ ვთქვი….

პ.ს. საიდან არ მოუარეს, როგორ არ ეცადნენ, რა არ აკადრეს შაქარაშვილის იჯახს, შვილმოკლული გამწარებული დედა შვილის მკვლელიბის ჩაფარცხვაში ვაჭრობაშიც კი დაადანაშაულეს, მაგრამ გაუძლეს… მით უფრო, გიორგი მოკლეს, აწამეს, სასტიკად გაიმეტეს….
თამარის სახელს, მისი შეუცნობელი და იდუმალებით მოცული ტრაგედიიდან გამომდინარე, ვფიქრობ, მეტი გაფრთხილება და დათმენა სჭირდებოდა ოჯახის მხრიდან და განსაკუთრებით ეს არის დედის პირდაპირი მოვალეობა და ვალდებულება, გაფრთხილებოდა და სიკვდილის შემდეგ მაინც უფრო მეტად დაეცვა საკუთარი შვილი…..
 – წერს ჯანხოთელი

Share with:

Facebook


სასწარაფოდ! სისხლიანი დაპირისპირება ახალქალაქში მობილიზებულია სპეცრაზმი

სისხლიანი დაპირისპირება ახალქალაქში. ბოლო ერთი საათია, სროლის ხმა ისმის ჯავახეთში. გავრცელებული ინფორმაციით, არის მსხვერპლი.

ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის ჩხუბი დაახლოებით 19:00 საათზე დაიწყო. ახალგაზრდები ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულები, ადგილობრივებმა სროლის ხმაც გაიგეს. მათივე ინფორმაციით იყო მუქარა ჟურნალისტების შორის.

ცნობილი ხდება, რომ გარდაცვლილი ახალგაზრდა სოფელ კულიკამიდანაა. როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, სოფლის მოსახლება ახალქალაქშია ჩასული და დაპირისპირებამ ფართომასშტაბიანი ხასიათი მიიღო. ადგილზე მობილიზებულია რეგიონის პოლიცია სრული შემადგენლობით, მეზობელი სოფლებიდან გადაჰყავთ რეგიონის სპეცდანიშნულების რაზმები და სახანძროები. 

კონკრეტულად რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ეს ჯერჯერობით უცნობია. 

Share with:

Facebook


რა საიდუმლო მიმოწერა შედგა მედვედევსა და სააკაშვილს შორის

რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომი­დან 12 წელი გა­ვი­და. შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტის შე­ჩე­რე­ბა­ში, თით­ქმის მთე­ლი ევ­რო­პის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი იყ­ვნენ ჩარ­თულ­ნი. ყვე­ლა­ზე დიდი როლი კონ­ფლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბა­ში საფ­რან­გე­თის ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა შე­ას­რუ­ლა. აქამ­დე სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მხო­ლოდ ოფი­ცი­ა­ლუ­რი მხა­რე იცო­და. 12 წლის შემ­დეგ, ნი­კო­ლა სარ­კო­ზი 500 გვერ­დი­ან წიგნ­ში “ქა­რიშ­ხლე­ბის დრო” კუ­ლუ­ა­რულ ინ­ფორ­მა­ცი­ებს ასა­ჯა­რო­ებს.

“ეს იყო ჩემი პირ­ვე­ლი ქა­რიშ­ხა­ლი ევ­რო­კავ­ში­რის პრე­ზი­დენ­ტის რან­გში” – ასე აფა­სებს სარ­კო­ზი აგ­ვის­ტოს ომის ქრო­ნი­კებს. წიგ­ნის ეს ფრაგ­მენ­ტი იმ­ჟა­მად სა­ფარ­ნა­გეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელჩმა მა­მუ­კა კუ­და­ვამ თარ­გმნა.

ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტის მიერ შედ­გე­ნი­ლი ექ­ვსპუნ­ქტი­ა­ნი გეგ­მის ნა­წი­ლია, სა­დაც სარ­კო­ზი პუ­ტინს მო­უ­წო­დებ­და, რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის 80%-დან გაყ­ვა­ნის შემ­დეგ, სამ­ხრეთ ოსე­თი­სა და აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის მო­მა­ვა­ლი სტა­ტუ­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის დო­ნე­ზე გან­ხი­ლუ­ლი­ყო.

“პუ­ტი­ნი დას­თან­ხმდა, როცა ვუ­თხა­რი, რომ ჩემი იდეა იყო მო­მა­ვალ­ში გა­მარ­თუ­ლი­ყო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ჟე­ნე­ვა­ში ქარ­თვე­ლებ­სა და რუ­სებს შო­რის, რათა შე­თან­ხმე­ბუ­ლიყ­ვნენ ორი პა­ტა­რა რე­გი­ო­ნის სა­ბო­ლოო სტა­ტუ­სის შე­სა­ხებ”. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ეს პუნ­ქტი ამო­ი­ღო.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ომის და­წყე­ბამ­დე, ივ­ნი­სის თვე­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­სა და რუ­სე­თის მა­შინ­დელ პრე­ზი­დენტს, დი­მიტ­რი მედ­ვე­დევს შო­რის არ­სე­ბობ­და მი­მო­წე­რა, რო­მე­ლიც გა­სა­ჯა­რო­ე­ბუ­ლი არ არის.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა მედ­ვე­დევს 2008 წლის ივ­ნის­ში წე­რი­ლი მის­წე­რა, თვი­თონ აღი­ა­რებს. ამას მოჰ­ყვა მედ­ვე­დე­ვის პა­სუ­ხი სა­ა­კაშ­ვი­ლი­სად­მი, რო­მელ­საც არ ასა­ჯა­რო­ე­ბენ. მედ­ვე­დე­ვი სა­ა­კაშ­ვილს თბი­ლის­ში ჩას­ვლას სთა­ვა­ზობს, ვი­ზი­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, რაც არ მომ­ხდა­რა. შე­საძ­ლოა ეს დე­ეს­კა­ლა­ცი­ის კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო.

Share with:

Facebook


ნოდიკომ სიბერეში ხელის გულზე ტარებას დამპირდა

მაია ასათიანმა „სთორიში“ იმ კაცის ვიდეო გამოაქვეყნა, რომელსაც ბევრი წელიწადია იცნობს და ახლა მან მოულოდნელი წინადადება გაუკეთა.

პოპულარულ ტელეწამყვანს პირად ცხოვრებაზე საჯაროდ საუბარი არ უყვარს, თუმცა ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ რადიოინტერვიუში აღნიშნა, რომ შვილის გარდაცვალების შემდეგ სოციალურ ქსელში მასზე ბევრი ჭორი იწერებოდა, რაც ძალას აძლევდა, რომ მუდმივად ტონუსში ყოფილიყო. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, აქვს, ყოველთვის ჰქონდა, გათხოვებას არ აპირებს და ამაზე ხმამაღლა საუბარსაც არ აპირებს.

პოპულარული ჟურნალისტი სკანდალური ცხოვრების მიუხედავად უამრავ ადამიანს უყვარს. მის გარშემო განსაკუთრებულად გულწრფელი ადამიანები ერთადერთი ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ გამოჩნდნენ. მათ შორის არიან მაიას დედა, ნახევარდები და მამინაცვალი, რომლებიც მას გვერდიდან არ შორდებიან.

ტელეწამყვანმა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მომღერალი ნოდიკო ტატიაშვილია აღბეჭდილი. მეგობრები სალონში იმყოფებიან. მაიამ ფოტოს წააწერა, რომ ნოდიკო სიბერეში ხელის გულზე ტარებას დაჰპირდა. ცოტა ხნის წინ ჟურნალისტი კუნძულ ბალიზე განმარტოვდა, რადგან შვილის გარდაცვალების წლისთავი იყო. ტელეწამყვანმა კუნძულზე უამრავი წიგნი მოიმარაგა, დადებითი ემოციები დააგროვა და კეთილი ადამიანები გაიცნო.

წყარო

Share with:

Facebook


ახლახანს ვრცელდება ინფორმაცია რა ხდება სინამდვილეში იაშვილის კლინიკაში – სიმართლე 17-დან 4 უმძიმესი პაციენტის შესახებ

რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ბათუმიდან ერთდროულად 17 ბავშვი იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს და მათგან 4 უმძიმეს მდგომარეობაშია.

აი, რა ინფორმაცია გავრცელდა სოციალურ ქსელში:

“მეგობრებო, ამას ვწერ, რადგან გუშინ დავბრუნდი იაშვილის კლინიკიდან, სადაც 17 მცირეწლოვანი ბავშვი წევს, საიდანაც 4 უმძიმეს მდგომარეობაშია – გაჩერებული აქვთ ორივე თირკმელი, უკეთებენ დიალიზს ყოველდღიურად, მაღალი სიცხეები, რომელსაც ვერ არეგულირებენ ანტიბიოტიკებით, სხვა სირთულეებთან ერთად. ყველა ბავში ან ბათუმის მკვიდრია ან მშობლებთან ერთად დასასვენებლად იყო ბათუმში. ყველას ორგანიზმშია ნაწლავური ჩხირი “Escherichia coli”. როგორცლუგარის ლაბორატორიიდან მოვიდა პასუხი, ეს ჩხირი ბავშვების ორგანიზმში წყლის საშუალებით შევიდა, ზღვა თუ დასალევი წყალი, ეს არ ვიცით. ბავშვები 3 წლიდან 11 წლამდეა და მართალია იაშვილის კლინიკაში ყველაფერს აკეთებენ ამ ბავშვებისათვის და მათი ორგანიზმიდან ბაქტერიის გამოსადევნად, მაგრამ ჯერჯერობით ამაოდ. ეს ბავშვები ექიმებთან ერთად ყოველ წუთს ებრძვიან ამ საჩინელ ჩხირს, რომ იცოცხლონ. 17 ბავშვიდან 1 ჩემი დეიდაშვილის შვილია 3 წლის ალეკუნა, მე არ გთხოვთ დახმარებას ფინანსურად, მხოლოდ იმას გთხოვთ რომ გააზიაროთ პოსტი, რომ სხვა ბავშვები რომლებიც ბათუმში ცხოვრობენ ან დასასვენებლად იმყოფებიან ან ჩავლენ მოარიდონ დასალევ წყალს ყველა გზით რომ ისინი მაინც ავაცილოთ ამ საშინელვირუსს თუ ჩხირს, აღარ ვიცი რა დავარქვა.
საწყისი სიმპტომებია:
მუცლის ღრუში ტკივილი, დიარეა და სიცხე”.

საკითხზე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორს, ივანე ჩხაიძეს დავუკავშირდით:

“ეს ინფორმაცია სწორი არ არის, 17 ბავშვი ჩვენთან არ გადმოუყვანიათ. ერთი თვის განმავლობაში რამდენიმე ბავშვი მოიყვანეს. ჩვეულებრივი სეზონური მატებაა თირკმლის უკმარისობის, რომელიც ნაწლავური ინფექციის ფონზე განვითარდა. მარტო ბათუმიდან კი არა, მთელი საქართველოდან მოჰყავთ ბავშვები. რა თქმა უნდა, მომართვიანობა მეტია, ვიდრე წინა თვეს, მაგრამ ის, რომ 17 ან თუნდაც 5 ბავშვი ერთდროულად შემოეყვანოთ ბათუმიდან, ასე არაა”, – ამბობს ივანე ჩხაიძე. 

Share with:

Facebook


2008 წლის აგვისტოს ომი დაიწყო საქართველომ

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა, სადაც 2008 წლის ომის დაწყებაში კვლავ საქართველო დაადანაშაულა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, მაშინდელმა ხელისუფლებამ იცოდა, რომ საომარი მოქმედებების დაწყების შემთხვევაში, საერთაშორისო დახმარების იმედი არ უნდა ჰქონოდა.

“როცა საომარი მოქმედებები დაიწყო, იმ დროს საქართველოს არანაირი უპირატესობა არ ჰქონდა. 2008 წელს საქართველო გაფრთხილებული იყო მისი ყველა მოკავშირეებისგან, რომ სამხედრო ნაბიჯი არ გადაედგა. საქართველო ასევე იყო გაფრთხილებული, რომ არანაირი დახმარება მოკავშირეებისგან არ იქნებოდა. როცა დახმარების იმედი არ გაქვს და მეტიც, იცი, რომ საზღვარზე ივლისიდან წვრთნები სახელად “კავკასი” მიმდინარეობს. მაშინ იქ ათასობით რუსი ჯარისკაცი და ჯავშანტექნიკა იყო მობილიზებული და რაღაცას ელოდებოდნენ. როცა ასეთი ვითარებაა, იმ მომენტში პროვოკაციაზე აყოლება და შენს ტერიტორიაზე, შენს მოსახლეობაზე მასიური დაბომბვის დაწყებას რა ჰქვია? უგუნურობა, გიჟი პრეზიდენტის ახირება თუ რაღაც უცნაური და გაუგებარი გარიგება ჩვენს საუკუნოვან მტერთან,” – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

წელს 10 წელიწადი გავიდა 2008 წლის სამხედრო კონფლიქტიდან, რომელიც “აგვისტოს ომის” სახელით მოიხსენიებენ. ომი 5 დღე, 7 აგვსტოდან 13 აგვისტომდე გაგრძელდა, რის შემდეგაც საქართველომ დაკარგა კონტროლი კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონზე.

Share with:

Facebook


სასწრაფოდ! გაფრთხილება ყველას 17 ბავშვი სიკვდილს ებრძვის ბათუმში მცხოვრები, ან ჩასული ადამიანი – წყლის გამო 17 ბავშვია უმძიმეს მდგომარეობაშია

სოციალური ქსელის მომხმარებელი, პაატა შარაშენიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“ბათუმში ნაწლავური ჩხირი “Escherichia coli”

მეგობრებო, ამას ვწერ რადგან გუშინ დავბრუნდი იაშვილის კლინიკიდან სადაც 17 მცირეწლოვანი ბავშვი წევს საიდანაც 4 უმძიმეს მდგომარეობაშია – გაჩერებული აქვთ ორივე თირკმელი, უკეთებენ დიალეზს ყოველდღიურად, მაღალი სიცხეები რომელსაც ვერ არეგულირებენ ანტიბიოტიკებით, სხვა სირთულეებთან ერთად.

ყველა ბავშვი ან ბათუმის მკვიდრია ან მშობლებთან ერთად დასასვენებლად იყო ბათუმში.

ყველას ორგანიზმშია ნაწლავური ჩხირი “Escherichia coli” როგორც ლუგარის ლაბორატორიიდან მოვიდა პასუხი ეს ჩხირი ბავშვების ორგანიზმში წყლის საშუალებით შევიდა, ზღვა თუ დასალევი წყალი ეს არ ვიცით.

ბავშვები 3 წლიდან 11 წლამდეა და მართალია იაშვილის კლინიკაში ყველაფერს აკეთებენ ამ ბავშვებისათვის და მათი ორგანიზმიდან ბაქტერიის გამოსადევნად მაგრამ ჯერჯერობით ამაოდ.

ეს ბავშვები ექიმებთან ერთად ყოველ წუთს ებრძვიან ამ საჩინელ ჩხირს რომ იცოცხლონ. 17 ბავშვიდან 1 ჩემი დეიდაშვილის შვილია 3 წლის ალეკუნა, მე არ გთხოვთ დახმარებას ფინანსურად, მხოლოდ იმას გთხოვთ რომ გააზიაროთ პოსტი, რომ სხვა ბავშვები რომლებიც ბათუმში ცხოვრობენ ან დასასვენებლად იმყოფებიან ან ჩავლენ მოარიდონ დასალევ წყალს ყველა გზით რომ ისინი მაინც ავაცილოთ ამ საშინელ ვირუსს თუ ჩხირს, აღარ ვიცი რა დავარქვა.

-საწყისი სიმპტომებია-მუცლის ღრუში ტკივილი, დიარია და სიცხე.

ამ სიმპტომების დროს ნუ ენდობით ექიმს რომელიც გეტყვით, რომ უბრალო გადასხმით განკურნავს ბავშვს, გთხოვთ მაშინვე მიმართეთ იაშვილის კლინიკას რადგან ყველა გასული დღე ამძიმებს ბავშვის მდგომარეობას და ხელს უწყობს ვირუსული ჩხირის განვითარებას.

მართალია იაშვილის კლინიკამ უკვე 3 დღეა მიაწოდა ბათუმის ჯანდაცვას ინფორმაცია მაგრამ სამწუხაროდ მათგან ჯერჯერობით რეაგირებას ვერ ვხედავთ მოქალაქეების ინფორმირების კუთხით, სწორედ ამიტომ გთხოვთ თქვენ დახმარებას მეგობრებო.

ყველას მშვიდობას და ჯამრთელობას გისურვებთ და გთხოვთ გააზიაროთ ეს ინფორმაცია.

Share with:

Facebook


სასწრაფოდ! რამდენიმე წუთის წინ თბილისი ენერჯი ავრცელებს განცხადებას თემქაზე კორპუსი აფეთქებას გადაურჩა

რამდენიმე წუთის წინ თბილისი ენერჯის ცხელ ხაზზე – 114 შეტყობინება შევიდა, რომ თემქის მე-11 მიკრო რაიონის ერთ-ერთ კორპუსში ძლიერი გაზის სუნი იდგა. ადგილზე თბილისი ენერჯის სწრაფი რეაგირების ჯგუფის მისვლის შემდეგ, ძლიერი დაგაზიანება აღმოჩნდა მთელს სადარბაზოში. გაზის სუნი ერთ-ერთი ბინიდან გამოდიოდა, რომელიც სამი დღეა დაკეტილია, ბინაში მაცხოვრებლები კი ქალაქიდან არიან გასულები.

“აღმოჩნდა, რომ სახლიდან გასვლის წინ ბინის მეპატრონემ გაზქურის ონკანი გახსნილი დატოვა საიდანაც გაზი ჟონავდა, თავად კი ქალაქიდან გავიდა. ამ ფაქტის გამო კორპუსში ძლიერი დაგაზიანება დაიწყოდა სამი დღის განმავლობაში გაზი ბინასა და სადარბაზოში გროვდებოდა. ეს შემთხვევა კი აუცილებლად გამოიწვევდა დიდ აფეთქებას.კონკრეტული მობინადრის უყურადღებობას კი ადამიანების სიცოცხლე შეეწირებოდა. აღნიშნული ბინის გაზის ქსელის შემოწმებისას ასევე აღმოჩნდა კუსტარულად დამონტაჟებული აკრძალული, მკვლელი ღია კამერიანი წყლის გამაცხელებელი, რომელიც ქსელიდან ჩაიხსნა.

თბილისი ენერჯი კატეგორიულად გაფრთხილებთ სახლიდან გასვლის წინ გადაკეტეთ ონკანები და თქვენი უყურადღებობით ნუ შეუქმნით ოჯახის წევრების და მეზობლების სიცოცხლეს საფრთხეს”-აცხადებენ კომპანიაში. 

თბილისი ენერჯი მადლობას უხდის მოქალაქეს, რომელმაც ოპერატიულად დარეკა და ფაქტის შესახებ შეატყობინა კომპანიას.

Share with:

Facebook


როდის სად და როგორ აიღებთ 200 ლარიან დახმარებას (იხ. სრულად ინფორმაცია)

17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად მშობლები სპეციალურ ვებგვერდზე რეგისტრაციის გავლას 15 აგვისტოდან შეძლებენ. ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს ამ წუთებშიც მუშაობა იმ ვებგვერდზე, სადაც შესაძლებელი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის უკვე 15 აგვისტოდან დარეგისტრირება. დარეგისტრირების შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ მიერ მოხდება უკუკავშირი თითოეულ ოჯახთან და მერე უკვე დეტალური ინფორმაციის მოძიებისა და შეგროვების შემდეგ მოხდება 1-ლიდან 15 სექტემბრამდე ბავშვის მშობლებისთვის იმ თანხების გადარიცხვა, რომელზეც დღეს ბატონმა პრემიერმა ისაუბრა“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, თუ მშობელმა არ შეავსო განაცხადი ეს იმის ნიშანი იქნება, რომ მშობელი კომპენსაციის მიღებაზე უარს აცხადებს. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რეგისტრაციის პროცესი მარტივი იქნება.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 17 წლის ჩათვლით ბავშვები სახელმწიფოს მხრიდან დახმარების სახით 200 ლარის ოდენობით თანხას მიიღებენ.

Share with:

Facebook


სასწრაფოდ! ახლახანს ავარია მოხდა გურამიშვილზე არიან გარდაცვლილები

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც, 3 ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

Share with:

Facebook