მე ძალიან მიყვარს მიშა მას საქართველოში ჰქვია მიშა აღმაშენებელი

მე ძალიან მიყვარს სააკაშვილი, ის საქართველოს ისტორიაში ოქროს ასეოებით არის ჩაწერილი, მას დაარქვეს მიშა აღმაშენებელი. მან გარდაქმნა მთლიანი საქართველო! მე მინდა ზელენსკის ვუსურვო ეს ადამიანი, სააკაშვილი ნამდვილი პოლიტიკოსია! – ვახტანგ კიკაბიძე მიშაზე.

Share with:

Facebook


პრემიერ გახარიას საგანგებო მიმართვა ემიგრანტებს! მივიღეთ გადაწყვეტილება აღვადგინოთ…

მივიღეთ გადაწყვეტილება აღვადგინოთ ის პროგრამა, რომლითაც ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან გამოგვყავდა ჩვენი თანამემამულეები, – ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ეკონომიკის სამინისტროს რეისების განრიგის შექმნა უკვე დაევალა და ბილეთები მისაღებ ფასად გაიყიდება. 

„ეს არ უნდა იყოს 200 ევროზე მეტი და არ უნდა იყოს ის რაღაც კატასტროფული ფასები, რომლებზეც ჩვენ ყველას გვსმენია. ამიტომ, ეკონომიკის სამინისტრომ მიიღო დავალება, რომ ეს არ უნდა განახორციელოს ერთმა ავიაკომპანიამ. ეს უნდა იყოს რამდენიმე ავიაკომპანია და პირველ რიგში უნდა იყოს მორგებული ჩვენს მოქალაქეებზე, ემიგრანტებზე, რომლებიც სასწრაფოდ გვყავს სხვადასხვა ქალაქიდან გამოსაყვანი“, – განაცხადა პრემიერმა.

Share with:

Facebook


ნინი ბადურაშვილი შოკისმომგვრელ განცხადებას ავრცელებს – “მაშინ დაახლოებით 18 წლის ვიყავი როცა ეს მოხდა”

„დაახლოებით 18-19 წლის ვიყავი, როდესაც პირველად დამაბრალეს ერთ-ერთი გავლენიან ფიგურასთან ურთიერთობა. ოღონდ ეს არ გაჩერდა, მართლა არასდროს არ შეწყდა ეს ჭორი“, – ამის შესახებ მომღერალმა, „ახლა ბევრი ადამიანი გვიყურებს და  გინდ დაიჯერეთ, გინდ -არა, მე არ ვიცნობდი ამ ადამიანს იმ პერიოდში, როდესაც ეს ჭორი აგორდა. შოკში ვიყავი… ვინ იგონებს ამ ყველაფერს… მე ვიყავი 18 წლის, ჩემი პირადი ცხოვრება მქონდა, შეყვარებული მყავდა, აბსოლუტურად სხვაგან ვიყავი, ეს ადამიანი სხვაგან იყო… ეს ჭორები, რა თქმა უნდა, ჩემთვისაც არასასიამოვნოა, მაგრამ ვფიქრობ, მისი ანტიპიარი უფრო იყო. ეს ჭორი იმაზე მეტხანს გაგრძელდა, ვიდრე მეგონა. როცა გავიცანი, იცინოდა და ასეთი რაღაც თქვა, – ეს ბავშვი ძლივს არ გავიცანიო… თუმცა, ვერ ვხდები საიდან წამოვიდა ეს ტალღა…”,  – ამბობს ნინი ბადურაშვილი.ტელეწამყვანმა ნინი ბადურაშვილმა გადაცემაში „ფაბრიკა“ საზოგადოებაში გავრცელებული იმ ჭორის თაობაზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკავშირდებოდა.

Share with:

Facebook


ამას ვერავინ წარმოიდგენდა, ყველა შოკშია – ახალი კანონი მათთვის, ვინც თურქეთში მუშაობს

ამ სეზონზე საქართველოს ასეულობით მოქალაქე დროებითი სამუშაოს საძიებლად (ჩაის კრეფა, თხილის მოგროვება) თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლა სურთ. თურქულმა მხარემ გასული წლის სექტემბერში ახალი კანონი მიიღო უცხოელი მოქალაქეებისთვის, რაც სოფლის მეურნეობაში, სეზონურად, ლეგალური დასაქმების საშუალებას იძლევა.
ახალი კანონი, რომელიც შარშან, სეზონური სამუშაოს ბოლოს იქნა მიღებული და ახლა აქტუალური ხდება, ვრცელდება თურქეთის სახელმწიფოს ექვს ოლქზე – სამსუნი, ორდუ, გირესუნი, ტრაბზონი, რიზე და ართვინი. ამ ოლქებში ლეგალურად შეიძლება მუშაობა, თუ აიღებთ დოკუმენტს, რომელიც სეზონურ სამუშაოზე დასაქმების მსურველ უცხოელებს ათავისუფლებს „მუშაობის ნებართვის დოკუმენტისგან“.

Share with:

Facebook


(იხ. ვიდეო) ექსკლუზიური კადრები თავდასხმა გიორგი შაქარაშვილზე – კადრები, რომელიც პროკურატურამ დამალა

ტელეკომპანია მთავარის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მთავარის პირდაპირ ეთერში უშვებს იმ კადრებს, რომელიც პროკურატურამ დამალა.

Share with:

Facebook


გიორგი გახარია სანდრა რულოვსის წინააღმდეგ ისინი ერთმანეთს ზუგდიდში დაუპირისპირდებიან

მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ორგანომ საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო და  გაფორმდა 120/30-ზე სისტემა ( 120 პროპორციული სიით გასული დეპუტატი, 30 მაჟორიტარი), მალე დაიწყება მმართველი გუნდის სამაჟორიტარო კანდიდატების საზოგადოებისთვის გაცნობა და პოლიტიკური გადაწყვეტილებების დღის სინათლეზე გამოტანა.

2020NEWS”-თვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი იმ პოლიტიკური კონფიგურაციების შესახებ, რომელსაც როგორც მმართველი გუნდი, ისე ოპოზიცია სამეგრელოს გულში გეგმავს.

როგორც სააგენტოს  „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირი უყვება, მმართველ პარტიაში ყველაზე დიდი მსჯელობა სწორედ ზუგდიდზე, როგორც ერთ-ერთ საკვანძო სამაჟორიტარო ოლქზე მიმდინარეობს! 

„ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ ყველაზე რეალური კანდიდატი, რომელსაც ზუგდიდის ურთულესი ოლქში დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვების მაღალი  შანსები და საჭირო  გავლენები აქვს,  მმართველი პარტიის საარჩევნო სიის სავარაუდო პირველი ნომერი – პრემიერი გიორგი გახარიაა. 

ინფორმირებული წყაროების თქმით, რეგიონში გახარიას დასახვედრად ერთგვარი სამზადისი უკვე დაიწყო.  გახარიას, როგორც „ოცნების“ „საოცნებო ლიდერს“, ამომრჩეველთა დიდ ელექტორატს უწინასწარმეტყველებენ. 

სკანდალური პრემიერის  მთავარ „კოზირად“ არა მხოლოდ მის მეგრულ წარმომავლობას, არამედ წინა არჩევნებში, სწორედ ზუგდიდში და თანაც რულოვსის წინააღმდეგ ბრძოლისას შეძენილ-გამობრძმედილ  კავშირებსა და გავლენებს ასახელებენ.

როგორც აღმოჩნდა ოპოზიციაში კერძოდ კი,  „ნაციონალურ მოძრაობაშიც“  ზუგდიდისთვის განსაკუთრებული მზადება მიმდინარეობს. აქ საბრძოლველად პოლიტიკურ რიგნზე, სავარაუდოდ,  უკვე მეორედ ყოფილ პირველ ლედის,  სანდრა რულოვსს გაუშვებენ.

სანდო წყაროს ცნობით,  როგორც თავად „ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიაში, ასევე მთელს ოპოზიციური ფლანგზე სწორედ ზუგდიდისთვის მებრძოლი  სამაჟორიტარო კანდიდატების სერიოზული დეფიციტია. ჩვენი ინფორმაციით, ზუგდიდზე უარი უკვე თქვა პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ  და „ნაცმოძრაობამ“ ამიტომ  დაასახელა ის თბილისში, გლდანის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად. 

დღევანდელი მონაცემებით, ოპოზიციის  სხვა ფლანგების  წარმომადგენლებსაც უჭირს ისეთი კანდიდატების მოძებნა, რომელიც ურთულეს საარჩევნო ქალაქში – ზუგდიდში –  პირველივე ტურში გამარჯვების მოპოვებას კი არა, საქმის მეორე ტურამდე მიყვანას მაინც მოახერხებს..

ოპოზიციაში იციან, რომ არც სანდრა რულოვსია ძლიერი კანდიდატი ზუგდიდისთვის, რადგან მან 2019 წლის ზუგდიდის მერის შუალედურ არჩევნებში საკუთარი ძალები უკვე გამოსცადა, თუმცა მმართველი პარტიის წარმომადგენელთან, გეგა შენგელიასთან სწორედ ახლანდელი პრემიერისა და მაშინდელი შს მინისტრის,  გიორგი გახარიას წყალობით დამარცხდა.

„ის ხალხი წავა სახლში, ზუგდიდელები კი დაქრჩებიან ახალ მერთან“, – ეს განცხადება  ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მეუღლის, სანდრა რულოვსის მისამართით სწორედ პრემიერ გიორგი გახარიას ეკუთვნის.

რულოვსმა კი, მიუხედავად მარცხისა, ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელება მაშინვე დააანონსა.

„კიდევ ერთხელ შევედი ამ ომში, რადგან ბრძოლას აქვს აზრი და მე ახლა ბევრად უფრო ძლიერად ვგრძნობ თავს, რადგან ვხედავ, რომ ქვეყანა ძალიან მალე საერთოდ აღარ იარსებებს ან შეიძლება, რომელიმე დღეს ოლგარქის მიერ გადაეცეს რუსეთს ან გაიყიდოს. როგორც ჩანს, ივანიშვილი არჩევნების გზით არსად მიდის. შევდივარ ბრძოლაში, თუ დღესვე ან ხვალვე იტყვიან, რომ გეგა შენგელია გახდება ზუგდიდის მერი, მაშინ გამოვალ ასეთი ინიციატივით, რომ აქ უკვე ქვეყნის გადარჩენაზეა საუბარი. არჩევნების რწმენა არავის აღარ აქვს, მაშინ სხვა ბრძოლაში აღარ უნდა შევიდეთ. ეს ნიშნავს, რომ მზად ვარ, ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ავიღო იარაღი ხელში და ეს არის ხალხის ძალა, ამ იარაღს აუცილებლად გავაძლიერებ“

Share with:

Facebook


ნანუკა ჟორჟოლიანი დახმარებას ითხოვს უმძიმესი კვირა მაქვს ჩემს მეხსიერებაში ასეთი მძიმე არაფერი მქონია ცხოვრებაში დედა მყავს ცუდად

ნანუკა ჟორჟოლიანმა ფეისბუქში დაწერა:

“უმძიმესი კვირა მაქვს. ჩემს მეხსიერებაში ასეთი მძიმე არაფერი მქონია ცხოვრებაში. დედა მყავს ცუდად. ეს თემა დახურული მაქვს ზოგადად, მეგობრებისთვისაც კი, უბრალოდ ფაქტი იცის ყველამ.

არ ვიცი ვის, რისი გწამთ. ვინ, ვის თხოვთ, როცა რამე გიჭირთ, ვინ, სად ლოცულობთ, თხოვეთ რომ დედაჩემიც გადარჩეს. მისი სახელია დარეჯანი. ყველაზე საყვარელი დარეჯანია მთელს სამყაროში.”

Share with:

Facebook


კომპანია Wizz Air საქართველოს ტოვებს? გაუქმებულია ქუთაისში არსებულ ბაზა

კომპანია Wizz Air-მა ქუთაისში არსებული ბაზა დროებით გააუქმა და საქართველოში მყოფი თვითმფრინავები უნგრეთში გადაიყვანა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ადასტურებენ.

გაერთიანების ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიამ პანდემიის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მიიღო, რადგან 1 აგვისტომდე საქართველოდან ფრენები შეზღუდულია. როგორც სააგენტოში “ნეტგაზეთს” განუმარტეს, საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც კომპანიამ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო. იქიდან გამომდინარე, რომ ამ დროისთვის მსოფლიოს მასშტაბით ფრენები შეზღუდულად ხორციელდება, კომპანიას სხვადასხვა ქვეყანაში ბაზირებული თვითმფრინავები უნგრეთში გადაჰყავს, რათა ფრენები იმ მიმართულებით განახორციელოს, რომელშიც ავიამიმოსვლა ამ დროისთვის აქტიურია.

აღნიშნული ინფორმაციის დასაზუსტებლად “ნეტგაზეთი” საქართველოში კომპანია Wizz Air-ის წარმომადგენლობასაც დაუკავშირდა. კომპანიაში ამ ეტაპზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს, თუმცა გვითხრეს, რომ კომპანიის სათავო ოფისიდან ოფიციალურ გაცნხადებას ხვალისთვის ელოდებიან.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე მსხვილი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია “ვიზეარი” ბაზის ქუთაისის აეროპორტში განთავსების შესახებ 2016 წლის 4 თებერვალს გახდა ცნობილი. ეს “ვიზეარის” 24-ე ბაზაა.

წყარო

Share with:

Facebook


სასწრაფოდ! სანდრა რულოვსის სასიხარულო განცხადება მე ვიქნები პრემიერი მიხეილ სააკაშვილი კი პრეზიდენტი სულ მალე…

სანდრა:”მე პრემიერ მინისტრად მიხეილ სააკაშვილი კი პრეზიდენტად….სულ მალე გაჭირვება აღარ იქნება…”

სანდრა ქართველ მოსახლეობას იმედს აძლევს და ჰპირდება ხალხს, რომ სულ მალე გაჭირვება გაქრება….

“ეს უკვე აღარ არის ნორმალური ცხოვრება რაც დღეს საქართველოში ხდება. ეს არის მხოლოდ მდიდრების ქვეყანა, რომლებიც იმას აკეთებენ რაც მოესურვებათ. ხალხზე არავინ არ ზრუნავს ყველა იმას ფიქრობს თუ როგორ მოპარონ გაჭირვებულს ლუკმა პურის ფული და თვითონ ჩაიდონ ჯიბეში. აი ესაა დღევანდწლი მთავრობა სამწუხაროთ.””მე თუ პრემიერ მინისტრი გავხდები და სააკაშვილი პრეზიდენტი გპირდებით, რომ გაჭირვება გაქრება და ქართველი ხალხი ფეხზე დადგება. ამუშავდება ყველაფერი რაც კი საქართველოში არსებობს ქარხნები საწარმოები. ”

Share with:

Facebook


სასწრაფოდ! სკანდალური და აქამდე უცნობი დეტალები გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშრებით, “ალიას” ექსკლუზივი

18 ივნისს 19 წლის გიორგი შაქარაშვილი გარდაიცვალა, თუმცა, ჩვენ მისი დაღუპვის შესახებ 22 ივნისს გავიგეთ. ცხედარი საკმაოდ იყო დაშორებული იმ ადგილს, საიდანაც გიორგი წყალში მოხვდა, შესაბამისად მისი პოვნა გართულდა. ოჯახს ბოლომდე ჰქონდა იმედი, რომ ის ცოცხალი იყო და სადღაც იმალებოდა, თუმცა, სამწუხაროდ, ასეთი კეთილი ბოლო მხოლოდ ზღაპრებშია.


ახლა ამ სტატიას რომ ვწერ, უკვე 28 ივნისია და გამოძიებას ჯერ კიდევ არა აქვს პასუხი კითხვაზე, გიორგი წყალში გადავარდა და დაიხრჩო, თუ იგი მაშინ გადააგდეს, როცა უკვე გარდაცვლილი იყო.

როგორ ადგენს ექსპერტიზა, ცოცხალი იყო თუ არა ადამიანი წყალში მოხვედრისას?
„ალია“ ამის გასარკვევად რამდენიმე ექსპერტს დაუკავშირდა, მათი პასუხი იდენტურია:

ვიღებთ თირკმელს და ვარკვევთ მოხვედრილია თუ არა მასში პლანქტონი – ეს უხილავი წყალმცენარეებია. იმ შემთხვევაში თუ სხეულმა დიდხანს დაჰყო წყალში, შეგვიძლია ბარძაყის ძვლის ანალიზით გავცეთ ამ კითხვას პასუხი, თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, 4 დღე არ ითვლება დიდ დროდ. თუ პლანქტონი აღმოჩნდა თირკმელში, ესე იგი ადამიანი ცოცხალი იყო, როცა წყალში მოხვდა, თუ არ აღმოჩნდა თირკმელში პლანქტონი – ესე იგი, იგი უკვე გარდაცვლილი აღმოჩნდა წყალში – თუმცა, პარალელურად, უნდა იქნეს წყლის სინჯი აღებული – და ამ წყალში აღმოჩენილი პლანქტონების დამთხვევაც უნდა მოხდეს, ძალიან იშვიათად, მაგრამ შეიძლება წყალში საერთოდ არ იყოს პლანქტონი, როგორც წესი, ეს ნაკლებად ეხება მდინარეს, ეს უფრო ეხება ისეთ ადგილებს, რომლებიც იქლორება ხშირად – ყოველ შემთხვევაში, ექსპერტიზას უნდა წაეღო მდინარიდანაც წყლის ნიმუში.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადამიანი მაშინ მოხვდება წყალში, როცა გონება აქვს დაკარგული, ან წყალში მოხვედრისთანავე დაკარგავს გონებას, მის თირკმელში მაინც აღმოჩნდება პლანქტონი, რადგან გონებადაკარგული ადამიანიც კი სუნთქავს…

რამდენ ხანში შეიძლება დაადგინო, არის თუ არა პლანქტონი თირკმელში? -ვკითხეთ ექსპერტებს, რომლებმაც გვიპასუხეს, რომ ერთ დღეშიც შესაძლებელია და მაქსიმუმ ორი დღე სრულიად საკმარისია.


„ალია“ საქმეში მონაწილე რამდენიმე ადვოკატს დაუკავშირდა ერთი კითხვით, არის თუ არა საქმეში იმის საბუთი, რომ წყლის სინჯიც არის აღებული – თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ მათ საქმის მასალები შაბათს, გვიან ღამით მისცეს, ამ კითხვაზე პასუხი კვირა დღეს არა აქვთ.


საქმეში ჩართული დამოუკიდებელი ექსპერტი ინტერვიუებში აცხადებს, რომ სპეფიციკური ექსპერტიზებია დანიშნული და მათ დრო სჭირდება.
კი, ასეა, თუ პროკურატურამ ერთი წერილი, ერთი მიმართვა გაუგზავნა ექსპერტიზის ბიუროს, მაგრამ პროკურატურას რომ გაეგზავნა ორ ნაწილად კითხვები და ცალკე წერილად რომ მოეთხოვა იმ ექსპერტიზის პასუხები, რომელ ექსპერტიზებსაც დიდი დრო არ სჭირდება, პასუხებიც ცალ-ცალკე მოვიდოდა და ამ კონკრეტულ საკითხზე უკვე ოფიციალური დოკუმენტი ექნებოდათ.


„ალიას“ წყარომ მოაწოდა ინფორმაცია, რომ ექსპერტიზის ბიუროდან პროკურატურას ზეპირსიტყვიერად უკვე გაუმხილეს ექსპერტიზის პასუხი ამ საკითხზე.

ჩვენ ვცადეთ ამ საკითხის გარკვევაც, ერთმა ადვოკატმა დაგვიდასტურა, გვითხრა, რომ მანაც გაიგო, პროკურატურამ უკვე იცის პასუხები, თუმცა, არ იცის, კონკრეტულად, რა უთხრეს პროკურატურას ექსპერტებმა.

ჩვენ ეს ინფორმაცია გადავამოწმეთ გიორგის ბიძასთანაც, რომელმაც უარყო და გვითხრა, ასე რომ ყოფილიყო, ამის შესახებ აუცილებლად ეცოდინებოდა.

განაგრძეთ კითხვა წყარო ალია

Share with:

Facebook