“ახლა ვინც ინგლისურად ლაპარაკობს, ყველა “პიდარასტი” მგონია”

მე ვიყავი ძვლებამდე ამერიკანისტი, მაგრამ ახლა ვინც ინგლისურად ლაპარაკობს, ყველა “პიდარასტი” მგონია”, – ამის შესახებ რეზო ამაშუკელმა პორტალ “კვირასთან” საუბარში განაცხადა.

„მე, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე, ვაცხადებ პროტესტს და მოვითხოვ, გავწყვიტოთ ყველანაირი ურთიერთობა უკრაინის ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებთან. ისინი ჩახუტებულები არიან სააკაშვილს და ჩემი ქვეყნის სხვა მტრებს, უკრაინელ ხალხს არაფერს არ ვერჩი, უბრალოდ მათ ვეუბნები: – თავმოყვარეობა არ გაქვთ?!

მე ვიყავი ძვლამდე ამერიკანისტი, მაგრამ ახლა ვიღაცა ინგლისურად რომ საუბრობს, ყველა “პიდარასტი“ მგონია. ამერიკელები რომ გამოდიან და თავზე ხელს უსვამენ “ნაცებს“, ჩემი ქვეყნის გამანადგურებლებს, ამაზე ვბრაზდები, საქართველოს მეგობარი არ ჰყავს, ყველა თავისი გეგმის მიხედვით იქცევა, ჩვენი ქვეყნის მეგობრები ჩვენ უნდა ვიყოთ.

სააკაშვილი გუშინდელ საუბარში ერთგან ამბობს: „ეგ იდიოტი უცხოელებიო“, – ეგ ფიქრობს, რომ ვინმეს რამეს აჭმევს? საბოლოოდ ყველა ყველაფერს მიხვდება და ისევ ამერიკელები მოუღებენ ბოლოს“,- განაცხადა ამაშუკელმა.

Share with:

Facebook


ამ წუთებში ცნობილი ხდება ძალიან სასიხარულო ინფორმაცია

რუსეთი კორონავირუსის წინააღმდეგ მასობრივ ვაქცინაციას ოქტომბერში ჩაატარებს, BBC-ს ცნობით, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

მიხაილ მურაშკოს თქმით, ვაქცინას პირველად ექიმები და მასწავლებლები მიიღებენ.

“როიტერსი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის პირველი პოტენციურ ვაქცინას მიმდინარე თვეში დაამტკიცებენ.

ექსპერტების ნაწილს რუსეთის ჩქარი ტემპი აშფოთებს. აშშ-ის  ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ენტონი ფაუჩიმ იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი და ჩინეთი ვაქცინაციის დაწყებამდე მის ტესტირებას ჩაატარებენ.

ფაუჩიმ, აქვე, აღნიშნა, რომ აშშ-ს უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინა წლის ბოლოსთვის უნდა ჰქონდეს მზად.

ამჟამად, მსოფლიო მასშტაბით არაერთი ვაქცინის შემუშავება მიმდინარეობს, მათგან 20 კლინიკურ ცდას გადის.

მურაშკოს ინფორმაციით, ვაქცინა მოსკოვში მდებარე გამალეიას კვლევითმა ცენტრმა ვაქცინის კლინიკური ცდა უკვე დაასრულა.

გასულ თვეში რუსმა მეცნიერბმა განაცხადეს, კვლევით ცენტრში დამზადებული ვაქცინის შექმნა დასრულდა და შედეგები წარმატებული აღმოჩნდა.

ამასთან, რამდენიმე კვირის წინ დიდი ბრიტანეთის, აშშ-სა და კანადის უსაფრთხოების სამსახურებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსულმა ჰაკერული დაჯგუფებები თავს დაესხნენ სხვადასხვა ორგანიზაციას, რომელიც კოვიდ-19-ის ვაქცინის შექმნაზე მუშაობენ. მათი ვარაუდით, ჰაკერებმა ინფორმაცია მოიპარეს.

Share with:

Facebook


თამარ ბაჩალიაშვილის მამის შოკისმომგვრელი განცხადება “შესაძლოა ეს ჩემი შვილის ცხედარი არ იყოს…”

გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი ცხედრისთვის დნმ-ის ანალიზის ჩატარებას ითხოვს. როგორც „პრაიმტაიმს” გარდაცვლილის მამამ განუცხადა, მისი შვილის ცხედარი მძიმე მდგომარეობაში ნახა და სამართალდამცავ ორგანოებს უნდობლობას უცხადებს.
„მიცვალებული რომ ვნახე, ისეთ დღეში იყო… ორ და სამ დღეში ასეთი რამე არ ხდება. არ გამოვრიცხავ, რომ ჩემი შვილის ცხედარი არ იყო, ყველაფერი შესაძლებელია, ამიტომ ვითხოვ დნმ-ის ანალიზის გაკეთებას.
ძალიან დიდი ეჭვი გამიჩნდა, ისეთი, როგორიც კომპიუტერზე. გზა რომ გადაკეტეს, მანქანა მაშინ გამოჩნდა, ამაზეც ეჭვი მეპარება“, – ამბობს ჯუმბერ ბაჩალიაშვილი.

Share with:

Facebook


ქეთევან კიკნაძე დახმარებას ითხოვს სტალინთან ახერხებდნენ შესვლას, ამათ არ ეკადრებათ, ტელეფონს არ უპასუხებენ

მსახიობი ქეთევან კიკნაძე დახმარებას ითხოვს და მიმართავს ყველას, ვისაც მისი სატკივარის გულთან ახლოს მიტანა შეუძლია:

“10 წელია ვიბრძვი, ხმა მივაწვდინო ვინმე ოფიციალურ პირს რა დღეში ვართ იაშვილის 7 ნომერში მცხოვრებნი. დაინგრა 11 მეტრიანი კედელი ეზოსი, {ტერასა}რომელზედაც აშენებულია ვიღაცის ჩეჩმა, საიდანაც გადმოედინება კანალიზაციის წყალი 7 ნომერის ეზოში, სად არ ვრეკავდით და ვატყობინებდით, რომ კედელი ინგრევა.

ყურადღება არავინ მოგვაქცია, ბოლო-ბოლო დაინგრა და კიდევ კარგი ეს მოხდა ღამით, თორემ ამას მოყვებოდა მსხვერპლი.

აი, ასე ზრუნავენ ხალხზე, მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. სტალინთან ახერხებდნენ შესვლას და ხმის მიწვდენას, ამათ არ ეკადრებათ, ტელეფონს არ უპასუხებენ. იქნებ მას აფეთქებენ და მინდა შევატყობინო, არ არსებობს.

არ ვიცი სახლში რა მდგომარეობაა, ვერ შევდივართ. ვინაიდან, სადარბაზოს კარები ისე გვაქვს ჩაკეტილი, მას ვერავინ გააღებს.

თბილისი დაამსგავსეს ბინძურ ლამაზმანს, რომელიც მხოლოდ პომადას ისმევს და გარეგნულად ლამაზად გამოიყურება.”

Share with:

Facebook


ლელა კაკულიას სკანდალური წინასწარმეტყველება – იქნება ომი

უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე, ნიკოლოზ მჟავანაძე, სოციალურ ქსელში, ავრცელებს ვიდეოს და წერს:“ლელა კაკულია ბოდბის ტაძარში, 2020 წლის 29 ივლისილელა კაკულია: მსოფლიოს ცეცხლოვანი ქარი გადაუვლის, მაგრამ საქართველოს ვერაფერს ავნებს!გადავრჩენილვართ ხალხო”.

Share with:

Facebook


გიორგი ვაშაძის სკანდალური განცხადება – ადეიშვილი და სააკაშვილი დამნაშავეები იყვნენ

რასაც ვაკეთებდი და რაშიც ვიყავი ჩართული ყველაფერში ვიზიარებ პასუხისმგებლობას. 300 მილიონზე მეტი მაქვს დახარჯული იუსტიციის სახლებში. ეს ფულია, რომელიც შევარდნაძის დროს კორუმპირებული ჩინოვნიკების ჯიბეში მიდიოდა. მე ეს ფული ჩავდე იუსტიციის სახლების მშენებლობაში. წადი ახლა, ყველა დოკუმენტი შეამოწმე, ყველა კაპიკი შეამოწმე, თუ ერთს მაინც ნახავ ჩემს შეჭმულს, მზად ვარ, ხვალვე ჩავჯდე ციხეში”,- ასე მიმართა “ახალი საქართველოს” დამფუძნებელმა, გიორგი ვაშაძემ გადაცემა “რეაქციის” ეთერში საკრებულოს წევრს “ქართული ოცნებიდან”, ჯაბა ჯიშკარიანს. 

მისი განმარტებით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრები, რომელსაც დანაშაული აქვთ ჩადენილი დღეს ქვეყნიდან არიან წასულები, თავად კი აქ არის, რადგან მასზე არანაირი ბრალდება არ არის. 

“აღძარით საქმე, თუ რამე გაქვთ ჩემზე. ვერაფერს იზამთ. ვერაფერს დამიშავებ. ვერც ერთ საქმეს ვერ აღძრავ იმიტომ, რომ მე დღეს ვერ გაგაკრიტიკებდი სუფთად რომ არ მემუშავა. მე იუსტიციის სახლებში დავხარჯე დაახლოებით 300 მილიონი და თქვენგან განსხვავებით ჯიბეში კაპიკი არ ჩამიდია. სწორედ აქედან გამომდინარე დღეს ჩემს ორგანიზაციას მსოფლიოს 5 ქვეყანაში აქვს ოფისი გახსნილი. მილიონები გვაქვს შემოსავალი, რომ იცოდეთ. წადი და დაიჭირე, ვინც გინდა, ჩემს სახელს ნუ შეეხები. სხვაში არ შეგეშალო. გიგი უგულავაში და სხვაში არ შეგეშალო. მე შენ პასუხისგებაში ვერ მიმცემ იმიტომ, რომ ასობით მილიონი მაქვს დახარჯული, საიდანაც არც ერთი კაპიკი არ მაქვს შეჭმული. მიდი, თუ მაგარი ხარ აღძარი საქმე ჩემზე. ვერაფერს იპოვნი. 

ადეიშვილს ადეიშვილის მოკითხე, სააკაშვილს სააკაშვილის. მათგან განსხვავებით ქვეყნიდან იცი რატომ არ გავრბივარ? ისინი გაიქცნენ, როგორც სჩანს დამნაშავეები იყვნენ. მე მათაგნ განსხვავებით ამ ქვეყანაში ვარ იმიტომ, რომ არც ერთი დანაშაული არ მაქცს ჩადენილი. არ მეშინია არც ერთი ადამიანის”,- განაცხადა ვაშაძემ. 

Share with:

Facebook


ძალზედ სასიხარულო ინფორმაცია ემიგრანტებისთვის. მათ ვინც არ დატოვა უვხო ქვეყნის ტერიტორია, მთავრობა მოქალაქეობას მიანიჭებს

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ემიგრანტები ვინც კორონავირუსის პირობებში არ დატოვა იტალია და მაინც შრომობდაჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისათვის, მათ იტალიის მთავრობა მოქალაქეობას მიანიჭებს. აღნიშნული ინფორმაცია ინტერნეტში გავრცელდა, თუმცა ჯერ ოფიციალურად არ დადსტურებულა. მათ შორის არის ბევრი ქართველი, რომლებმაც არ დატოვერს იტალიის ტერიტორია და ახლო მომავალში ისინი იტალიის სრულუფლებიანი მოქალაქეები გახდებიან.

Share with:

Facebook


“ჯანმოს” ეპიდემიოლოგის სკანდალური აღსარება – „ეპიდემია არ არსებობს!“

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში კოვიდ 19-თან ბრძოლის ჯგუფის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ამერიკელმა ინფექციური დაავადებების ეპიდემიოლოგმა, მარია ვან კერჰოვმა სენსაციური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კარანტინისა და კომენდანტის საჭიროება არ არსებობს და ყველაფერი ეს ხელისუფლების მოთხოვნას წარმაოდგენდა ჩანასახშივე.

„პანდემია არ არის. ეპიდემია არ არსებობს. არავითარი ვაქცინა არ არის საჭირო. ჯანმრთელ ადამიანს არ სჭირდება ხელთათმანები, პირბადე და სხვა დამცავი საშუალებები. არ იყო აგრეთვე არც კარანტინის და კომენდანტის საათის საჭიროება და არც ე.წ კონტაქტების გამოკვლევა, ვირუსი ზედაპირზე ვერ ცოცხლობს- ამგვარი იზოლაცია მხოლოდ მთავრობების მოთხოვნა იყო. ნებისმიერ ორგანიზაციას, ფიტნეს-კლუბს, თეატრებსა და რესტორნებს/კაფე-ბარებს საშუალება აქვთ, იმუშაონ სრული დატვირთვით“ – აცხადებს ეპიდემიოლოგი.

მარია კერჰოვამ აღნიშნა, რომ მთავარი რეკომენდაცია სიცხის გაზომვაა. მისი თქმით, სხვა სახის ვირუსებით საგრძნობლად მეტი ადამიანი კვდება ყოველწლიურად ვიდრე კორონავირუსით.

Share with:

Facebook


ძალიან მაგარი რამ ვრცელდება, მეორე ტალღა კორონავირუსისა აღარ იქნება…

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა ან არ იქნება, ან იქნება გაცილებით უფრო რბილი, ვიდრე ეს იყო პირველი ტალღა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საერთაშორისო საზღვრების გახსნის შემდეგაც კი კოვიდინფიცირებულების ოდენობა მნიშვნელოვნად არ მოიმატებს.

„ჩემი პროგნოზია, რომ საქართველოში საპასუხო ღონისძიებები გატარებული იყო იმდენად დროულად, რაციონალურად და პროპორციულად და შედეგები არის იმდენად მდგრადი, რომ საერთაშორისო საზღვების გახსნის შემდეგაც კი ადგილი არ ექნება მკვეთრ, მნიშვნელოვან მატებას. რაც შეეხება მეორე ტალღას გვიან შემდგომაზე, ის ან არ იქნება ან იქნება გაცილებით უფრო რბილი, ვიდრე ეს იყო პირველი ტალღა.

გარანტირებულად და თითქმის სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ საქართველოს მოსახლეობა და მისი უსაფრთხოება არის დაცული და მას შეუძლია თავის თავს უფლება მისცეს იცხოვროს და იმუშაოს სრულფასოვანდ და კონსტრუქციულად“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ის კოვიდის მხრივ საქართველოში ეპიდსიტუაციას აფასებს, როგორც „ძალიან კარგს”.

„იმ სიტუაციაში, როცა მთელ მსოფლიოში იზრდება ახალი შემთხვევების რიცხვი და ყოველდღე მყარდება ახალ -ახალი რეკორდი. ამ სიტუაციაში საქართველომ მიაღწია ახალი შემთხვევების მინიმიზაციას და შეინარჩუნა ეს მაჩვენებელი. ყველა აღიარებს, ენდიაი-ს კვლევის შედეგებიც დადებულა. საქართველოს ხელისუფლებამ და ექიმებმა დროულად მოახერხეს საპასუხო ღონისძიებების განხორციელება, რაც ვერ მოახერხა მსოფლიოში პრაქტიკულად ვერცერთი ქვეყნის მთავრობამ. მთავარია, რომ შედეგებს, რომელსაც საქართველომ მიაღწია, მდგარდობა შეინარჩუნოს. საქართველო პრაქტიკულად ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მიღწეული შედეგების მდგრადობაა. მატება ან არ იყო ან იყო მინიმალური. თან ეს მატებაც ლოკალიზებული იყო ერთ ადგილზე ან ტრაილერის მძღოლთა შორის. ერთადეთი გამოცდა, რომელსაც საქართველომ უნდა გაუძლოს და ვნახოთ გაუძლებს თუ არა, ეს არის საერთაშორისო ფრენების და ტურიზმის გახსნა. ყველა სხვა გამოწვევას გავუძელით და სისტემა გამოდგა მდგრადი. რა იქნება საერთაშორისო მიმოსვლის გახსნის შემდეგ, ამის თქმა არ შეიძლება”- განაცხადა ცერცვაძემ.

Share with:

Facebook


სასიხარულო ინფორმაცია ხდება ცნობილი, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ვინც ვაქცინას მიიღებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელამ „ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი იქნება იმ ქვეყნების რიგში, რომელიც კორონავირუსის ვაქცინას მიიღებს.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ცალკეულ მწარმოებლებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთდროულად მიმდინარეობს.

„ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca-ს მიერ ერთობლივად შექმნილი ვაქცინის თაობაზე; გვაქვს წინასწარი მოლაპარაკებები თავად AstraZeneca-სთან. ამავე დროს, ძირითად მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ „ვაქცინების გლობალურ ალიანსთან“, რომელიც ამ მიმართულების ყველაზე დიდი საერთაშორისო ორგანიზაციაა. ვაქცინების გლობალური ალიანსის მთავარი მიდგომა გახლავთ, რომ ვაქცინა ყველა ქვეყნისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს განვითარებადისთვის თუ განვითარებულისთვის. ამ ალიანსის საშუალებით, ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ უკვე ოთხი ახალი ვაქცინა დავნერგეთ. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო იქნება იმ ერთ-ერთ პირველ რიგებში, ვინც ვაქცინას მიიღებს, როდესაც ვაქცინა სხვადასხვა მარეგულირებელი ორგანოებისგან მიიღებს დასტურს, რომ არის უსაფრთხო და ეფექტიანი“, – ამბობს გამყრელიძე.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 1155 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 929 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.

მე-17 გარდაცვალების შემთხვევა რამდენიმე საათის წინ დაფიქსირდა. 78 წლის ქალბატონი მცხეთის ჰოსპიტალში მკურნალობდა. კლინიკის დირექტორის ინფორმაციით, მას ინფექციასთან ერთად, სხვა თანმხლები ქრონიკული დაავადებებიც აღენიშნებოდა, რამაც პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია.

Share with:

Facebook