მაშინ მივხვდი ეს ვინ იყო, შვილის გარდაცვალებიდან ნახევარ საათში ტვ -ეთერში იყო ჩართული

სამოქალაქო აქტივისტი, ლიკა გამრეკელი, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ჯუმბერ ბაჩალიაშვილის სიტყვებს და წერს:
“აღარ არის შვილმკვდარი მამა?
დედაჩემს მე რომ არ ვყავდე, კარგი ცხოვრება კი არა საერთოდ ცხოვრება არ ექნებოდა, სიცოცხლე მაშინ მთავრდება როცა შენი შვილი სუნთქვას წყვეტს, იმ წამიდან არსებობას იწყებ ადამიანი, ნუ მე ესე ვფიქრობ.
ეს რა ჯიშია არ ვიცი.
მაშინ მივხვდი ეს ვინ იყო, როცა შვილის გარდაცვალების ცნობიდან ნახევარ საათში ტვ -ეთერში იყო ჩართული”

Share with:

Facebook


თამარის დაკარგვის ამბავი სამი დღის შემდეგ გავიგე, რატომ უნდა მომეძებნა… არ მიმიწერია, ჯერ ერთი ალოგიკურია” – ექსკლუზიური ინტერვიუ თამარ ბაჩალიაშვილის “შეყვარებულთან”

ახალგაზრდა პროგრამისტის ბურუსით მოცული საქმე და ვინმე ბაჩანა – “ქრონიკა+”-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში, თამარ ბაჩალიაშვილის „შეყვარებულთან“ ექსკლუზიურად ჩაწერილ ინტერვიუს ავრცელებს.
ბაჩანა ამბობს, რომ როდესაც თავის “შეყვარებულის” გაუჩინარების შესახებ გაიგო, გოგონას დაკარგვიდან 3 დღე იო გასული.
“თამარის დაკარგვის ამბავი სამი დღის შემდეგ გავიგე, რატომ უნდა მომეძებნა, არ მიმიწერია, ჯერ ერთი ალოგიკურია. ჩვენ არც ვიცით გარდაცვლილია თუ არა. არ დასტურდება რომ მისი გვამია” – აცხადებს ბაჩანა.

Share with:

Facebook


არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამ დიაგნოზით ყველაფერი მთავრდება – ლელა წურწუმია

მომღერალ ლელა წურწუმიას ორი და ჰყავს. უფროსი და, ხათუნა ექიმია და საკუთარი ბიზნესი აქვს, უმცროსი ეკა – პედაგოგი. ლელამ რამდენიმე ხნის წინ რადიო ,,იმედში” ისაუბრა, რომ საცხოვრებლად სოფელში სურს გადასვლა. ,,ამდენი ონკოდაავადება, ბინძური ჰაერის გარდა, საკვებიდანაც არის შემოსული, აღარ ვიცით, რას ვჭამთ. ორივე დას ჰქონდა ონკო დაავადება და ვიცი, რასაც ვლაპარაკობ“, – თქვა მომღერალმა (იხილეთ ბმული).განსაცდელზე, რომელიც თავს დაატყდათ, ლელა წურწუმიას დამ, ხათუნამ, ,,გზასთან” ისაუბრა:
– მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობის პრობლემა შემექმნა, გადავწყვიტე სხვებს დავხმარებოდი. შევიძინე მაღალკვალიფიციური აპარატი და ვისაც არა აქვს შესაძლებლობა, რომ ძვირადღირებული გამოკვლევები ჩაიტაროს, საშუალებას ვაძლევ, პროფესიონალი ექოსკოპისტების დახმარებით, მიზერულ თანხად, თითქმის უფასოდ ჩაიტაროს გამოკვლევები… 
არ უნდა ვიფიქროთ, რომ დიაგნოზით ყველაფერი მთავრდება. კიბო განაჩენი ნამდვილად არ არის. ამ დროს აუცილებელია ფსიქოლოგის დახმარება. მართალია, ჩემი გოგოები დღე და ღამე ჩემთან ისხდნენ, შვებულებაც აიღეს, მაგრამ ამ დროს ფსიქოლოგის თანადგომას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
უსაშველო არაფერი ხდება, სწორი და კვალიფიციური სპეციალისტებია საჭირო, რომ განიკურნო. როცა ამ სიტუაციას თავს დააღწევ, ხვდები, რომ ასმაგად გიყვარს სიცოცხლე, სულ სხვა ინსტინქტები და პასუხისმგებლობა გიჩნდება. გინდა, ყველას დაეხმარო, სამაგალითო გახდე და უთხრა, რომ ცხოვრება მშვენიერია და შეუფასებელი…
ლიდერი ლელა იყო. ერთ სკოლაში ვსწავლობდით სამივე და და მახსოვს, ფანჯრიდან რომ გავიხედავდი, ეზოში ლელა იდგა და ბევრი ბიჭი. სულ ჩამოყალიბებული პიროვნება იყო. ხშირად ვჩხუბობდით და ახლა ვეუბნები, რა ვიცოდი, მაშინ ჩემს პატრონს თუ ვურტყამდი-მეთქი (იცინის). იმდენად საოცარი გოგოა, ხანდახან თქვენობით ველაპარაკები…

Share with:

Facebook


ასლან აბაშიძე ბათუმში ბრუნდება

გავრცელებული ინფორმაციით ასლან აბაშიძე საქართველოში ჩამოსვლას 2020 წლის ზაფხულში გეგმავს. მან ინტერვიუ მისცა ერთ-ერთ გაზეთს  apnews.com სადაც ნათქვამია, რომ საქართველო ძალიან უყვარს და აუცილებლად დაბრუნდება. გთავაზობთ ამონარიდს: “დავბრუნდები ჩემს სყვარელ ბათუმში და გავაგრძელებ ცხოვრებას ჩვეულ რიტმში”

Share with:

Facebook


სასწრაფოდ! უდიდესი სკანდალი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მთელი საზოგადოება შოკშია

ხალიფა ბინ ზაიდ ალ ნაჰაიანი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი და აბუდაბის საამიროს მმართველია. აბუ-დაბის ამირას თანამდებობა მან მამის, ზააიდ ბინ სულთან ალ ნაჰაიანის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით მიიღო. მომდევნო დღეს  ის არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი გახდა. ზოგიერთი წყაროს ცნობით ალ ნაჰაიანების საგვარეულო ქონება 150 მილიარდ ამერიკულ დოლარს აღემატება. სწორედ ხალიფა ბინ ზაიდ ალ ნაჰაიანის ინტერესები დგას  საქართველოში ბევრი პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესის უკან ჯერ ირაკლი კაკაბაძის განმარტებით: ,,ამ ადამიანს უკვე საკმაოდ დიდი   ხანია, ინტერესები აქვს საქართველოში და ის დიდ ფულსაც დებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში“.
კარგა ხანია, პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძე ღიად, ხოლო სხვა ქართველი პოლიტიკოსები კულუარულად ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აბუდაბის პრინცის აქტივობა საქართველოში 2001 წელს უკავშირდება, როდესაც   ,,ისლამური იმირატებისთვის“ სამხრეთი-ჩრდილოეთის მარშრუტის გაკვეთა დაიწყო. ამ ჯგუფს თავის დროზე კარგად ცნობილი რუსი ოლიგარქი, ბორის ბერეზოვსკი ეხმარებოდა, რომელიც საქართველოში “ელენინის” სახელით დადიოდა. 2001-3003 წლებში ბინ ზაედის ჯგუფმა საქართველოში სერიოზული გავლენის მოპოვება  სცადა,  რათა ხოფადან რუსეთის საზღვრისაკენ ვაჰაბიტური ჯგუფებისათვის საჭირო რელიგიური, ექსტრემისტული ლიტერატურა  და იარაღის მოხმარებს ინსტრუქციები წაეღოთ. ეს იარაღი ჩრდილოეთის საზღვარზე საქართველოს გავლით გადადიოდა და მერე ნაწილებოდა  ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებზე – ყაზახეთზე, ყირგიზეთზე, ტაჯიკეთსა და  სხვა ტერიტორიებზე – ისეთ ქვეყნებზე, როგორიცაა მალაიზია, ფილიპინები, ინდონეზია და ასე შემდეგ.

ირაკლი კაკაბაძე:

-2004 წლიდან ბინ ზაედის დაჯგუფებას საქართველოს ტერიტორიაზე დაუპირისპირდა პრეზიდენტ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას ჯგუფი, რომელიც აგრეთვე იარაღის ტრანსპორტირებისა და გაყიდვის ტრანსნაციონალურ ჯგუფს წარმოადგენს  (,,ბუტის ჯგუფს”). იმხანად, დროებით, ეს ბრძოლა ალასანიას გუნდის გამარჯვებით დასრულდა. 2004-2009 წლებში საქართველოში ბინ ზაედის ჯგუფის გავლენა მართლაც  შემცირდა, რადგანაც იარაღის გადაზიდვასა და გაყიდვას თემას თემურ ალასანია აკონტროლებდა. 2009 წლის ზაფხულში ბინ ზაედმა, მისმა მეგობრებმა – ბორის ბერეზოვსკიმ და ალექსანდრე გოლდფარბმა  მიიღეს ცნობილი გადაწყვეტილება, რომლითაც ლევან გაჩეჩილაძისა და დავით გამყრელიძის შეხვედრა კახა თარგამაძესთან ფირზე გადაიღეს და “იუთუბზე” დადეს. ეს იმის ნიშანი იყო, რომ ბერეზოვკი და ბინ ზაედი ალიანსს კრავდნენ  მიხეილ სააკაშვილთან. ამ პროცესის შუამავალი მაშინ გივი თარგამაძე და იმდროინდელი ძალოვანების მაღალჩინოვნების მთელი  კასკადი იყო:  კეზერაშვილი,  უდესიანი და ბევრი სხვა, საზოგადოებისთვის სრულიად უცნობი სახელი.  მალევე შუამავლებსა და ძალოვან მაღალჩინოსნებთან ერთად  ბინ ზაედისა და ბერეზოვსკის ჯგუფმა არაერთი სტრუქტურა შექმნა საქართველოში, რომელიც ისლამური სახელმწიფოს ტერორისტულ ორგანიზაციებს უნდა დახმარებოდა.

ბინ ზაედის ჯგუფს საკმაოდ  ძლიერი ლობისტური ჯგუფები ჰყავდა დაქირავებული დასავლეთში. მათი ინტერესის მთავარი სფერო საქართველოში სახელისუფლო პროცესების მართვა იყო, რათა მისი თანხების არალეგალურ ბრუნვას ქვეყანაში საფრთხე არ შექმნოდა.

2010 წლიდან ბინ ზაედის ოჯახის ფინანსები  ფიგურირებს ნავთობის გაყიდვის კომპანია ,,გალფის” უკანაც.

პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძე ,,კვირასთან საუბარში აცხადებს:

–  2013 წლიდან ბინ ზაედის ჯგუფი  საქართველოში დროდადრო ააქტიურებს  ბრძოლას საკუთარი ინტერესების დასაცავად. ახლა განზრახული აქვს  2020 წელს საქართველოს ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით. ამის მიზეზი ის არის, რომ მათ ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლება ვერაფრით დაითანხმეს ტერორისტებისათვის იარაღის გზის გახსნაზე. ამ გაუგებრობას მოჰყვა შეუთანხმებლობა რამდენიმე საკითხზე და 2018 წლიდან ბინ ზაედის ჯგუფმა დაიწყო მილიონობით დოლარის ,,ინვესტირება” საქართველოში ,,პოლიტიკური რეჟიმის” შესაცვლელად. ვინც ვაშინგტონისა და ბრიუსელის რეალობას, მეტნაკლებად, კარგად იცნობს,  ყველა დამეთანხმება ამაში, რასაც ახლა ვამბობ. ლობისტური ორგანიზაციების საშუალებით, რაშიც ბინ ზაედი მილიონობთ დოლარს იხდის, ფული გადადის დაქირავებული პოლიტიკოსების PAC-ების ანგარიშებზე, შემდგომში კი ეს პოლიტიკოსები ზაედის ნებისმიერ დაკვეთას ასრულებენ.

-ბატონო ირაკლი, თქვენი განცხადებები სკანდალურია. გაქვთ რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი ბინ ზაედის ინტერესების შესახებ საქართველოში?

-მაიკლ მური თავის ფილმებში კარგად აჩვენებს, თუ რა გავლენა აქვს არაბულ ფულს ამერიკულ და საერთოდ დასავლურ პოლიტიკაზე. აქედან გამომდინარე, ბინ ზაედის გავლენა სენატზეც და წარმომადგენელთა პალატაზეც საკმაოდ დიდია. ლიბერალურ სამყაროში არ არის უცხო პოლიტიკოსების ოფიციალურად მოყიდვის მექანიზმი – ამას უწოდებენ ლობისტურ საქმიანობას. ამ შემთხვევაში, ვინ არის ბინ ზაედის ოჯახის ქართველი მოკავშირეები, ძალზე რთული სათქმელია. ერთი რამის თქმა კი დანამდვილებით შეიძლება:

 აბუ დაბის შეიხი ბინ ზაედ ნაჰიანი დღემდე  შეუფერხებლად ახორციელებდა იარაღის კონტრაბანდას აღმოსავლურ ქვეყნებში საქართველოს გავლით. ფულის გარეცხვას აქამდე კომპანია ,,გალფის” საშუალებით  საქართველოდან გაქცეული სააკაშვილის ხელისუფლების თავდაცვის მინისტრი, დავით კეზერაშვილი ახორციელებდა. იარაღის გაყიდვისგან მიღებული თანხების გადანაწილებას კი საქართველოში გია უდესიანი ხელმძღვანლობდა.  “გალფის” შემოსავლის ნაწილი აფინანსებდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას საქართველოს პარლამენტის წინ, ამავე შემოსავლებით  ფინანსდება რამდენიმე  ,,ოპოზიციურ ტელევიზია”   ,ენჯოე სექტორის” “ნაციონალური მოძრაობისადმი” ლოიალურად განწყობილი ფრთა.  კეზერაშვილი აფინანსებს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტორიტეტის დამაკნინებელ აქციებს, აფინანსებს აჯანყებას სახელმწიფოს წინააღმდეგ 2020 წელს. იარაღის, ნარკოტიკებისა და ტრეფიკინგის მარშრუტი კი ასე გამოიყურება:  აბუ დაბი – ხოფა – საქართველო – სომხეთი- საქართველო – რუსეთი – ყაზახეთი – შუა აზია. იარაღის, ნარკოტიკებისა და ადამიანების  მთავარი გადამყიდველი და მეთვალყურე საქართველოში დავით ზვიადაურია,  გამტარი კომპანია Caucasus Trans Logistics LTD. Tbilisi, Vaso Godziashvili street V, Blind Alley, N13,  კომპანიის დირექტორი კი ბ. ბექაური. გამყიდველი ორგანიზაცია CTL LLC Poti Free Industrial Zone; Smart Office Internal N IB – 7T/372 4400 Poti / Georgia Company ID 415102882 Licence N 375/GT/1B-7T/372/2018 .

ვინ და რატომ ემუქრებოდა ლიკვიდაციით რეჟისორ ირაკლი გოგიას, აფხაზ მსახიობ მართა წვიჟბასა დაქართულ-აფხაზურ სახალხო დიპოლომატიას?

საქართველოს უსაფრთხოების სამსახური დიდი ხანია, ყურადღებით ადევნებს თვალს ენგურზე არსებულ კონტრაბანდის ,,შავი ხვრელის” არალეგალურ საქმიანობას, რომელიც სათავისოდ სარგებლობდა შექმნილი სტატუს კვოთი და აფხაზეთის გაყინული კონფლიქტით. ამ ,,შავი ხვრელის” გამოყენებით ენგურის ხიდის გადაღმა და გადმოღმა ხდება არამარტო იარაღის, ნარკოტიკებისა და ტრეფიკინგის მსხვეპრლი ქალების ტრანსპორტირება აფხაზეთისა და საქართველოს გავლით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. გარდა ამისა,  საქართველოსა და რუსეთს შორის იცვლება და საღდება არაოფიციალური  საქონელი.

ენგურის ხიდზე ყოველთვიურად ათეულობით მილიონის საქონელი მოძრაობს და ეს უკვე დიდი ეკონომიკური ჰაბია სხვადასხვა ქვეყნის დამნაშავეებისათვის, რომლებსაც მოკავშირეები ჰყავთ როგორც საქართველოს, ასევე – რუსეთისა და სხვა ქვეყანათა ხელისუფლებებში.

,,შავი ხვრელის” წარმომადგენლები აქტიურად იყენებენ სხვადასხვა ,,საერთაშორისო ორგანიზაციათა“ სტრუქტურებს. ,,კვირის” ინფორმატორი ამტკიცებს, რომ ამ სქემაში ჩართული კრიმინალური ჯგუფები რამდენიმე ასეულ მილიონი ამერიკული დოლარის მოგებას იღებენ.  ბინ ზაედის აქამდე კონტროლირებად  გზაზე დიდი თანხები გენერირდება და, რაც მთავარია, საფუძველი ეყრება რამდენიმე ტერორისტული სახელმწიფოს არსებობას საქართველოს უშუალო სამეზობლოში.

და მაინც, რატომ უნდა დამუქრებოდა ბინ ზაედის მაფია ქართულ-აფხაზურ  სამშვიდობო პროცესს?

ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ვიდრე ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებები ჩიხში იქნება, ბინ ზაედი და მისი დაჯგუფება მშვიდად იმუშავებდძა რუხის ხიდის ორსავე მხარეს. პოლიტიკური კლიმატის დათბობა, თუნდაც – სახალხო დიპლომატიის დონეზე, დიდ საფრთხეს წარმოადგენდა  დანაშაულებრივი ჯგუფისათვის. ,,შავი ხვრელის” წევრებმა არაერთხელ სცადეს,  ხელი შეეშალათ რეჟისორ ირაკლი გოგიასთვის, გიორგი გასვიანისა და მისი კოლეგებისათვის, რომლებიც სახალხო დიპლომატიის გზით ცდილობდნენ ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დათბობას.  ბინ ზაედსა და ,,მაფიას” ქართველ აქტივისტთა ინიციატივები ,,ყელში ამოუვიდათ“ და აშკარა მუქარასა და შანტაჟს მიმართეს.  დამნაშავეთა ჯგუფი აქტიურად იყენებდა შვეიცარიული რელიგიური ორგანიზაცია ,,ჰექს-ეპერის” არალეგალურ ფინანსურ ხაზს, რომელსაც ,,შავი ხვრელი” ფულის ნაკადების გადასაგზავნად იყენებდა დე ფაქტო ხელისუფლების იმ წევრებისთვის, რომლებიც ამ ეკონომიკურ ურთიერთობებში იყვნენ ჩაბმული.

,,შავი ხვრელის“ შეუფერხებელ საქმიანობას ყველა ქვეყანაში პოლიტიკური მფარველები სჭირდებოდა. ვინ მფარველობს საქართველოს ხელისუფლებიდან იარაღის, ნარკოტიკებისა და პროსტიტუციის ტრაფიკს?   ,,კვირის” წყარო თანამშომლობს  ძალიან ცნობილ პოლიტიკურ ,,დილერთან” საქართველოში, რომელსაც დაახლოებული პირები, პირობითად, “სურამელ პუჭურ ჩაიხანას” უწოდებენ. მას საუკეთესო კონტაქტები აქვს როგორც საქართველოში, ისე – სომხეთში.  პუჭურ ჩაიხანას ცნობით, ირაკლი გოგიამ და მართა ცვიჟბამ ეგრეთ წოდებული ქართულ-აფხაზური საზღვრის არაერთგზისი კვეთისას აღმოაჩინეს ბინ ზაედის ,,შავი ხვრელი” და ამ საეჭვო ტრაფიკის საქმიანობით დაინტერესდნენ. ზაედის დაჯგუფებას ზედმეტი ხმაური არ აწყობდა და საქართველოში ,,შავი ხვრელის” ერთერთი მთავარ პროტაგონისტს, დავით ზვიადაურს დაავალეს რეჟისორისა და მსახიობის ლიკვიდაცია (საბედნიეროდ, ეს პოერაცია ჩაიშალა). დავით ზვიადაურსვე  ებარა  ბინ ზაედის მაფიის საქონლის ტრანსპორტირების უსაფრთხოება საქართველოში, რომლის მიზანიც  არალეგალური საქონლით ვაჭრობა  და ლეგალურ საქონელზე ფასების დაგდება. “პუჭურ ჩაიხანასვე” ცნობებით, იარაღით მოვაჭრე მაფიის მთავარი მიზანი იყო არალეგალური სუბსტანციებით ვაჭრობითა და ტრეფიკინგის ,,დიდი ტრასის“ გახსნით სოლიდური შემოსავლის მიღება.  პუჭურ ჩაიხანა პირდაპირ ასახელებს იმ კომპანიას, რომელიც ამ სიტუაციაში მხარს უჭერდა არალეგალურ ვაჭრობას – ეს კომპანია იყო: Caucasus Trans Logistics LTD. Tbilisi, Vaso Godziashvili street V, Blind Alley, N13 * კომპანიის დირექტორი ბ. ბექაური * გამყიდველი ორგანიზაცია CTL LLC Poti Free Industrial Zone; Smart Office Internal N IB – 7T/372 4400 Poti / Georgia Company ID 415102882 Licence N 375/GT/1B-7T/372/2018

რატომ დაემუქრა ბინ ზაედის საქმიანობას საფრთხე საქართველოში?

ჯერ კიდევ მიხეილ  სააკაშვილის დროიდან  ბინ ზაედის კრიმინალური  სატრანზიტო ტრასა საქართველოში შეუფერხებლად მუშაობდა. ამ ,,გზას“  მილიარდები მოჰქონდა სააკაშვილის ხელისუფლებისთვის, რომელსაც  ,,კუს ტბის კანტორა” ზედამხედველობდა.

მოგვიანებით, კრიმინალური სატრანზიტო გზის ერთერთ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალა,  ახალმა ხელისუფლებამ კი გადაწყვიტა, გადაეკეტა ბინ ზაედის მაფიის კარგად აწყობილი ,,ბიზნესი“,, რომელსაც მილიარდობით დოლარი მოჰქონდა არა მხოლოდ ბინ ზაედისთვის, არამედ – გზაზე არსებული ყველა ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს მთავრობისთვის, რომლის  ,,ობშიაკის“ დიდი ნაწილიც სწორედ ზაედის კრიმინალური ორგანიზაციიდან ივსებოდა. სწორედ ამიტომ იყო, როდესაც  უდესიანის ,,ოქროს ხაზს“ (რომელიც ბევრ ივენთსა და საჭირო ღონისძიებას აფინანსებდა, მათ შორის, ქართველ ემიგრანტთა შეხვედრებს საზღვარგარეთ, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად) საფრთხე დაემუქრა, ის  პუჭურ ჩაიხანას მიადგა: ,,მე და ჩემი მეგობრები მის ენაზე ვერ ვსაუბრობთ”, – ამბობს ,,კვირასთან საუბრისას “პუჭურ ჩაიხანა”, რომელსაც როგორც “ნაცების”, ისე  “ქოცების” მთავრობაშიც ბევრი პოლიტიკოსი მეგობარი ჰყავს.  ,,პუჭურ ჩაიხანა”  ძველი სტილის ,,დამლაგებელია”, ის არავის შეუმჩნევია ტრეფიკინგში, წამალისა და იარაღის გაყიდვაში.  ბინ ზაედი კი ფიქრობს, რომ რასაც ცოტა ფული ვერ ყიდულობს, იმას დიდი ფული აუცილებლად  იყიდის.

– ჩვენ კი მიგვაჩნია, რომ რაღაცეები საერთოდ არ იყიდება. ამ რაღაცას ჰქვია ადამიანის პიროვნული ღირსება, პატიოსნება, სინდისი და ნამუსი. დიახ, პატიოსანი ადამიანების სინდისსა და ნამუსს ვერაფერი იყიდის”, – ამბობს ,,კვირასთან“ საუბრისას  “პუჭურ ჩაიხანა”, – ჩვენთან შემთხვევით რომ არ მოსულიყო ბატონი ,,კუს ტბა” და თავისი პირით არ დაეფრქვა, რომ სურდა მცირედი კორუფციული სქემის ასაწყობად საქართველოს მოქმედ ხელისუფლებასთან სიტუაციის ,,დალაგება“,   ჩვენც და ბევრი სხვაც ამის შესახებ ვერასდროს გავიგებდით და გაოგნებული ვიქნებოდით მთელი მსოფლიოს მასშტაბით გახარჯული მილიონების წარმომავლობით, რომლის მეშვეობითაც, თითქოს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ,,აღშფოთებულ ემიგრაციას” კრებენ”, -ამბობს ,,კვირასთან” საუბრისას “პუჭურ ჩაიხანა”.

Share with:

Facebook


არჩევნებს იგებს ის ვისაც ყვ…ბი და ენერგია აქვს…

ტაბულას რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„რამდენი არჩევნები უნდა ჩატარდეს, რომ მივხვდეთ – გადამწყვეტ ბრძოლას იგებს არა საყვარელი და ფუმფულა, არამედ ის, ვისაც ყვერები და ენერგია აქვს და ხალხს არწმუნებს, რომ მას ხალხისთვის სასიკეთო ცვლილების გამოწვევა და შედეგის დადება შეუძლია.
მასე მოიგო ზვიადმა, მასე მოიგო შევარდნაძემ, მასე მოიგო მიშამ და მასე მოიგო ბიძინამ.
იმ მომენტში რაც იდგა პრობლემად – იმ პრობლემის გადაჭრად ესახებოდათ.
ზვიადი – ეროვნული დამოუკიდებლობა
შევარდნაძე – სტაბილურობა
მიშა – უძრაობის დაძლევა
ბიძინა – ჭორვილა
არცერთი მათგანისთვის არ მიუციათ ხმა იმიტომ, რომ ძალიან ფუმფულა და საყვარელია.
ხმა იმიტომ მისცეს, რომ იმ დროისთვის არსებული პრობლემების მომგვარებლად ესახებოდათ.
დღეს პრობლემად დგას ერთი კაცის თავგასულობა, სიდუხჭირე და განუკითხაობა – ვინც დააჯერებს რომ მიხედავს, იმას აირჩევენ და არა ვარდისფერ პლუშის თოჯინას.“ – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

Share with:

Facebook


აბიტურიენტთა საყურადღებოდ! ქვეყნდება 2 საგნის გამოცდის შედეგები ესენია ფიზიკა და ბიოლოგია

აბიტურიენტთა საყურადღებოდ!
➡️დღეს, 16:00 საათზე გამოქვეყნდება ბიოლოგიისა და ფიზიკის გამოცდების პირველადი შედეგები.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებას!

ბმული იხ. აქ

Share with:

Facebook


სასიხარულო ინფორმაცია, არაფერია ქვეყანაში, ეპიდსიტუაცია კონტროლირებადია, თუ ამ მდგომარეობას შევინარჩუნებთ…

არაფერია ქვეყანაში, ეპიდსიტუაცია კონტროლირებადია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ბოლო დროს გამოვლენილი შემთხვევების უმეტესობის პირველწყარო დადგენილია.

„ყოველდღიურად გვაქვს ერთეული შემთხვევები. დღეს დილის 09:00 საათისთვის იყო სამი ახალი შემთხვევა, ანუ ბოლო 24 საათში. წინა დღეებშიც ერთეული შემთხვევები იყო. როდესაც ვამბობთ, რომ მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა, როგორც წესი, თითქმის ყველა შემთხვევის პირველწყაროზე გავდივართ. არ არის არც ერთი შემთხვევა, თუ მარტის და აპრილის შემთხვევებს არ ავიღებთ, სადაც პირველწყაროზე ვერ გავდიოდით. დღევანდელი სამი შემთხვევიდანაც ერთზე მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდკვლევა, სადაც პრინციპში, ვიცით პირველწყარო და მიმდინარეობს მისი კონტაქტების კვლევა. ამდენად, საპანიკო არაფერია ქვეყანაში, ეპიდსიტუაცია კონტროლირებადია და თუ ჩვენ ამ ტიპის ეპიდსიტუაციას შევინარჩუნებთ ქვეყანაში, არანაირი საშიშროება არ იქნება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამ დროისთვის, საქართველოში „კოვიდ 19“-ის 1182 შემთხვევაა დადასტურებული.

ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსისგან 962 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 17 პირი.

Share with:

Facebook


გუგული მაღრაძემ 78 000$ ახალი მანქანა შეიძინა ქვეყანაში გამეფებული უმძიმესი კრისიზის ფონზე სასიხარულო ინფრომაცია

ქართულმა ოცნებამ დეპუტატ გუგული მაღრაძეს რამდენიმე წლიანი, შრომა დაუფასა და ბიუჯეტის ფულით “პრადოს ჯიპით”დაასაჩუქრა. უმძიმესი კრიზისის ფონზე, დეპუტატმა გუგული მაღრაძემ მშიერი ხალხისგან ნაძარცვი ფულით 78 000$ ახალი მანქანა შეიძინა.

პარლამენტის წევრმა გუგული მაღრაძემ, 2017 წლის 29 ნოემბერს დადებული ხელშეკრულებით, შპს „მანას“ 40 000 აშშ დოლარი ასესხა. სესხის ხელშეკრულება 6 თვის ვადით გაფორმდა, თუმცა თანხის გასესხების პირობები დეკლარირებული არ არის.

გუგული მაღრაძე მესამე მოწვევის პარლამენტარია. იგი იყო 2004 – 2008 წლების, 2012 – 2016 წლებისა და მოქმედი პარლამენტის წევრი. დღეისთვის მას პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიცია უკავია. 

პარლამენტარის ბოლო ქონებრივ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ 2016 წელს გუგული მაღრაძის, როგორც პარლამენტის წევრის ხელფასი ჯამში 56 103 ლარი იყო (თვეში 4675 ლარი), პედაგოგიური საქმიანობიდან კი 17 418 ლარი მიიღო. 

გუგული მაღრაძის ქონებრივი დეკლარაციების თანახმად, მას ამ პერიოდში საბანკო ან კერძო სესხი არ აუღია, შესაბამისად, გასესხებული თანხის მიღების წყარო მითითებული არ არის. 

„რეგინფო“ წერდა, რომ ბიზნესკომპანიებზე პროცენტიან სესხებს პარლამენტის არაერთი წევრი გასცემს. მაგალითად, დიდუბის საარჩევნო ოლქიდან არჩეულ მაჟორიტარს ივლიანე წულაიას 13 კომპანიაზე გასესხებული აქვს 9 600 000 აშშ დოლარი, საიდანაც 2017 წელს შემოსავლის სახით 1 140 086 აშშ დოლარი, 132 969 ევრო და 502 950 ლარი მიიღო.

გურჯაანის მაჟორიტარმა დავით სონღულაშვილმა კი კერძო პირებზე სესხად გასცა 201 300 აშშ დოლარი და 641 890 ევრო, ხოლო ამ სესხებიდან სარგებლის სახით მხოლოდ ერთ წელში 42 276 აშშ დოლარი და თითქმის 80 000 ევრო მიიღო.

Share with:

Facebook


სასწრაფოდ! ამ წუთებში თურქეთის ორი ბომბდამშენი სომხეთს მიუახლოვდა

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამხედრო დაპირისპირების ფონზე, ბაქო და ანკარა აზერბაიჯანის ოთხ ლოკაციაზე ერთობლივ წვრთნებს ატარებენ, რომელიც 10 აგვისტომდე გასტანს. როგორც ორშაბათს რუსულმა მედიამ დაწერა, წვრთნებისას საკმაოდ სერიოზული ინციდენტი მოხდა.

ერთობლივი სამხედრო სწავლების ფარგლებში, ორი თურქული F-16 სომხეთის დედაქალაქ ერევანს 56 კმ ის მანძილზე, დიდი სიჩქარით მიუახლოვდა, შემდეგ კი მკვეთრი მანევრით უკან გატრიალდა. როგორც მედია იტყობინება, ამ გზით მათ სომხეთის დედაქალაქზე შეტევა შეეძლოთ.

როგორც ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან” ამბობს, აღნიშნული მანევრი საკმაოდ სერიოზულ საფრთხეს შეიცავდა.

„ეს წვრთნები ისევ მიმდინარეობს და 10 აგვისტომდე გაგრძელდება. ერთი ინციდენტი მოხდა – თურქეთის ორი თვითმფრინავი F-16 სომხეთის ტერიტორიას მიუახლოვდა, ანუ იმ სიშორეზე, რა სიშორიდანაც მათ შეეძლოთ, რომ რაკეტები ერევნის მიმართულებით გაეშვათ.

“ანუ, საზღვრიდან მანევრი გააკეთეს და დაბომბვის იმიტაცია შექმნეს. შესაძლოა, რომ ეს პირველ ინციდენტად ჩაითვალოს, სიტუაციის გამწვავების ალბათობა მაღალია, თუმცა იმედია, რომ ეს არ მოხდება.

„პლუს ის, რომ მიმდინარე ტერიტორიებზე აზერბაიჯანისა და თურქეთის ვერტმფრენებმა საკმაოდ ინტენსიური ფრენა დაიწყეს, წვრთნები, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ოთხ ლოკაციაზე მიდის, საკმაოდ სერიოზულ სიტუაციას ქმნის რეგიონში.

„დღევანდელი სიტუაცია, ფაქტობრივად, ერთმანეთის მიმართ გაკეთებული სამხედრო მუქარაა, არა მხოლოდ თურქეთ-აზერბაიჯანი, არამედ, პარალელურად, სომხეთ-რუსეთის წვრთნებიც მიმდინარეობს. წვრთნები ასევე ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც მიმდინარეობს, 58-ე არმია უკვე „კავკასია 2020″ წვრთნების ჩასატარებლად ემზადება”, – განაცხადა მაისაიამ.

„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” დირექტორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან” ამბობს, რომ ბაქო-ანკარას ერთობლივი წვრთნები აზერბაიჯანისთვის დიდი მნიშვნელობისაა, რადგან, მისი თქმით, სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრია და, ვითარების გამწვავების შემთხვევაში, რუსეთი და ამ ორგანიზაციაში შემავალი ქვეყნები სომხეთს დაეხმარებიან.

„ეს წვრთნები აზერბაიჯანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ, როგორც ცნობილია, სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოა და ამ ორგანიზაციაში შემავალ ქვეყნებს, მათ შორის რუსეთს აქვს ვალდებულება, ომის შემთხვევაში და იმ შემთხვევაში, თუ სომხეთის ტერიტორიას რაიმე დაემუქრება, მას დაეხმაროს, რაც, ბუნებრივია, აზერბაიჯანს არ აქვს.

„აქედან გამომდინარე, აზერბაიჯანი დიპლომატიურ იზოლაციაში რომ არ აღმოჩნდეს, ამ თვალსაზრისით, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთის, როგორც სტრატეგიული პარტნიორის, მხარდაჭერა და ამ წვრთნების მთავარი მიზანიც სწორედ ესაა, რომ როგორც მოსკოვს, ასევე ერევანს რეალურად დაანახვონ, რომ სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში მარტო არ დარჩება.

„რაც შეეხება იმას, თუ ვითარების გამწვავება რამდენად მოსალოდნელია, შესაძლოა, ისეთი პატარა ინციდენტები, როგორებიც აქამდე იყო, კვლავ ვიხილოთ, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ არც თურქეთი და არც რუსეთი რეგიონული ომის წამოწყებით დაინტერესებული არაა, ალბათ, ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციებს ნაკლებად უნდა ველოდოთ, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ასეა”, – განაცხადა კაკაჩიამ.

Share with:

Facebook