სასწრაფოდ! რამდენიმე წუთის წინ თბილისი ენერჯი ავრცელებს განცხადებას თემქაზე კორპუსი აფეთქებას გადაურჩა

რამდენიმე წუთის წინ თბილისი ენერჯის ცხელ ხაზზე – 114 შეტყობინება შევიდა, რომ თემქის მე-11 მიკრო რაიონის ერთ-ერთ კორპუსში ძლიერი გაზის სუნი იდგა. ადგილზე თბილისი ენერჯის სწრაფი რეაგირების ჯგუფის მისვლის შემდეგ, ძლიერი დაგაზიანება აღმოჩნდა მთელს სადარბაზოში. გაზის სუნი ერთ-ერთი ბინიდან გამოდიოდა, რომელიც სამი დღეა დაკეტილია, ბინაში მაცხოვრებლები კი ქალაქიდან არიან გასულები.

“აღმოჩნდა, რომ სახლიდან გასვლის წინ ბინის მეპატრონემ გაზქურის ონკანი გახსნილი დატოვა საიდანაც გაზი ჟონავდა, თავად კი ქალაქიდან გავიდა. ამ ფაქტის გამო კორპუსში ძლიერი დაგაზიანება დაიწყოდა სამი დღის განმავლობაში გაზი ბინასა და სადარბაზოში გროვდებოდა. ეს შემთხვევა კი აუცილებლად გამოიწვევდა დიდ აფეთქებას.კონკრეტული მობინადრის უყურადღებობას კი ადამიანების სიცოცხლე შეეწირებოდა. აღნიშნული ბინის გაზის ქსელის შემოწმებისას ასევე აღმოჩნდა კუსტარულად დამონტაჟებული აკრძალული, მკვლელი ღია კამერიანი წყლის გამაცხელებელი, რომელიც ქსელიდან ჩაიხსნა.

თბილისი ენერჯი კატეგორიულად გაფრთხილებთ სახლიდან გასვლის წინ გადაკეტეთ ონკანები და თქვენი უყურადღებობით ნუ შეუქმნით ოჯახის წევრების და მეზობლების სიცოცხლეს საფრთხეს”-აცხადებენ კომპანიაში. 

თბილისი ენერჯი მადლობას უხდის მოქალაქეს, რომელმაც ოპერატიულად დარეკა და ფაქტის შესახებ შეატყობინა კომპანიას.

Share with:

Facebook


როდის სად და როგორ აიღებთ 200 ლარიან დახმარებას (იხ. სრულად ინფორმაცია)

17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად მშობლები სპეციალურ ვებგვერდზე რეგისტრაციის გავლას 15 აგვისტოდან შეძლებენ. ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს ამ წუთებშიც მუშაობა იმ ვებგვერდზე, სადაც შესაძლებელი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის უკვე 15 აგვისტოდან დარეგისტრირება. დარეგისტრირების შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ მიერ მოხდება უკუკავშირი თითოეულ ოჯახთან და მერე უკვე დეტალური ინფორმაციის მოძიებისა და შეგროვების შემდეგ მოხდება 1-ლიდან 15 სექტემბრამდე ბავშვის მშობლებისთვის იმ თანხების გადარიცხვა, რომელზეც დღეს ბატონმა პრემიერმა ისაუბრა“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, თუ მშობელმა არ შეავსო განაცხადი ეს იმის ნიშანი იქნება, რომ მშობელი კომპენსაციის მიღებაზე უარს აცხადებს. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რეგისტრაციის პროცესი მარტივი იქნება.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 17 წლის ჩათვლით ბავშვები სახელმწიფოს მხრიდან დახმარების სახით 200 ლარის ოდენობით თანხას მიიღებენ.

Share with:

Facebook


სასწრაფოდ! ახლახანს ავარია მოხდა გურამიშვილზე არიან გარდაცვლილები

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც, 3 ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

Share with:

Facebook


მაშველებმა ფოთში ახალგაზრდა გოგოს ცხედარი იპოვეს

სამდღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა ფოთში გაუჩინარებული ახალგაზრდა გოგოს ცხედარი მდინარე რიონში იპოვეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დაკარგულ გოგოს მდინარე რიონში 24-საათიან რეჟიმში ეძებდა. ადგილზე მობილიზებული იყო 46 მეხანძრე-მაშველი, 4 მყვინთავი, 4 ნავი და 1 ექოლოტი, რომელიც ფსკერის სკანირებას ახდენდა. საძიებო სამუშაოებში, ასევე, ჩართული იყო სანაპირო დაცვის და ჰიდროგრაფიული ექოლოტი. ხეობის დათვალიერება დრონის მეშვეობით მიმდინარეობდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ “112”-ში 4 აგვისტოს, ღამით შემოვიდა შეტყობინება, რომ ახალგაზრდა გოგო ხიდიდან გადახტა. შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში ადგილზე გამოცხადდა ყველა შესაბამისი სამსახური და დაიწყო აქტიური საძიებო სამუშაოები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს“, – აცხადებენ უწყებაში.

Share with:

Facebook


სასწრაფოდ! ექსპერტიზის შოკისმომგვრელი დასკვნა ბაჩალიაშვილის მამა სისტემატიურად ძალადობდა ოჯახში, მაშინ როდესაც თამარი 11 წლის იყო – 3 წელი ძალადობის ქვეშ

23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეს ახალი დეტალები ემატება.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა 23 წლის გოგოს გარდაცვალების მიზეზი, „პრაიმტაიმი“ ავრცელებს თამარ ბაჩალიაშვილის 9 წლის წინადელ ჩვენებას.

გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით 14 წლის იქნებოდა, როდესაც სამართალდაცველებისთვის ჩვენების მიცემა მოუწია. მაშინ საქმე ოჯახში არსებულ კონფლიქტს ეხებოდა, რა დროსაც მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით მისი მამა დააკავეს, ბრალი წარუდგინეს და მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

მაშინ, 2011 წელს გამოძიებამ თამუნა პედაგოგის თანდასწრებით დაკითხა, რომელმაც დეტალურად აღწერა მომხდარი ფაქტი.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 5 დღის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი ტყეში მწყესმა იპოვა.სრული ვერსიის ნახვა primetime.ge

Share with:

Facebook


ეს ყველაფერს თავდაყირა აყენებს რას წერს ისრაელის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ექს-გენერალური დირექტორი არანაირი კორონავირუსის პირველი და მეორე ტალღა არ ყოფილა!

ნუ გამოარეცხინეთ სოციალურ ქსელებს თქვენი ტვინები!” – ესაა ებრაელი პროფესორის, ისრაელის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ყოფილი გენერალური დირექტორის, იორამ ლასსის სიტყვები, რომლებიც მან რადიოსადგურ  103FM-ს უთხრა “პანდემიასთან” დაკავშირებით.

“პირველი ტალღა არ ყოფილა, ადგილი აქვს სიცრუეს. მარტში, აპრილსა და მაისში ისრაელში გარდაიცვალა 115 ადამიანით ნაკლები, ვიდრე წინა წლის იმავე თვეებში. არ ყოფილა პირველი ტალღა, იყო ატეხილი ისტერიკა. და არც მეორე ტალღა არსებობს” – დარწმუნებულია ავტორიტეტული ებრაელი პროფესორი.

“მსოფლიოს არც ერთ მთავრობას არ შეუძლია არანაირი ვირუსის გავრცელების შეჩერება. ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ ერთადერთი ადგილი მსოფლიოში, სადაც არ არის ვირუსი, ანტარქტიდაა. მთელი მსოფლიო სავსეა ვირუსებით. მთელი ისრაელი სავსეა ვირუსებით, და ვერავინ მათ ვერ შეაჩერებს. ინფიცირებულია მოსახლეობის 5-იდან 10 პროცენტამდე, ამას არ გააჩნია მნიშვნელობა.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გრიპის ვაქცინა, მილიონი ისრაელის მოქალაქე სინამდვილეში ინფიცირებულია გრიპით, ათასობით ადამიანი კვდება გრიპის გართულებით. ზამთარში სიკვდილიანობის უზარმაზარი ტალღა გვაქვს ხოლმე. მაგრამ ეს თქვენ არ გაინტერესებთ!” – აღნიშNავს პროფესორი ლასსი.

პროფესორის მოწოდებაა, რომ “არა მხოლოდ კანონი უნდა დავიცვათ განუხრელად, არამედ უნდა ვიაზროვნოთ”.

“არ მისცეთ მათ საშუალება, ტვინები გამოგირეცხონ. ყველაფერ ამის უკან ინტერესები, აგრეთვე სისულელე და ისტერია დგას. არსებობს ფსიქიკური დაავადება, რომელსაც განგაში ჰქვია. მერწმუნეთ, ეს დაავადებაა, რომლისგანაც რთულია გამოჯანმრთელება. ის, ვისაც ეშინია, არაფრის გაკეთება არ შეუძლია. შეხედეთ მონაცემებს. ისრაელში არ იყო პირველი ტალღა; არც მეორე ტალღა ყოფილა.+

რაც უფრო მეტი ტესტი ტარდება, ირკვევა, რომ მით უფრო მეტი ჯანმრთელი ადამიანი იძლევა დადებით შედეგს ტესტზე. მთავრობა ჯიუტად აცხადებს ამ ადამიანებს დაავადებულებად. კორონავირუსის საკითხი უპრეცედენტოა თანამედროვე ეპოქაში. მისი შესწავლა სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტებზე მოხდება. ჩვენ მოწმენი ვართ სოციალური ქსელების ვირუსის სოციალური ფენომენისა, რომელმაც მართლა გამოურეცხა ტვინი მთელ მსოფლიოს” – დაასკვნა პროფესორმა ლასსმა.

Share with:

Facebook


რომელ წელს ხარ დაბადებული მის გასწვრივ ნახეთ ციფრები “9 ვარსკვლავი”-გაიგე სიმართლე შენს შესახებ. სიზუსტე გაგაოცებთ!

“9 ვარსკვლავი”-საკუთარი თავის შეცნობის უძველესი ჩინური მეთოდია. ეს უნიკალური სისტემა აერთიანებს ნუმეროლოგიას(ციფრებით მკითხაობა) და ასტროლოგიას ერთ სისტემაში. ასტროლოგიური მეთოდიკა “9 ვარსკვლავი” იძლევა საშუალებას ადამიანის ძლიერი და სუსტი მხარეების გაგების და ასევე იძლევა რჩევებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.იმისათვის, რომ გაიგოთ როგორ მოიქცეთ მომავალში, რომ პირად ცხოვრებასა და კარიერაში წარმატებას მიაღწიოთ, ცხრილში მოძებნეთ თქვენი დაბადების წელი და მისი შესაბამისი რიცხვი და გაიგეთ თქვენი ბედის რიცხვი.
1. ვარსკვლავი №1ადამიანები, რომლებიც ამ ვარსკვლავის გავლენის ქვეშ იმყოფებიან, ძალიან კომუნიკაბელური და ემოციურები არიან. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე ნატურა, რომლისთვისაც დამახასიათებელია მომეტებული შფოთვა და მღელვარება. ვარსკვლავი №1 ადამიანები საკუთარ თავში იკეტებიან და მელანქოლიაში ვარდებიან, ამიტომ უაზრო ფიქრებისგან უნდა განთავისუფლდნენ. მათ აუცილებლად უნდა ებრძოლონ საკუთარ შიშებს, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში მიზეზი გახდებიან საკუთარი ავადმყოფობის. ისინი ვინც ამ ვარსკვლავის გავლენის ქვეშ იმყოფებიან უნდა განთავისუფლდნენ მავნე ჩვევებისგან და სხვადასხვა დამოკიდებულებებისგან.

2.ვარსკვლავი №2ამ ვარსკვლავის გავლენის ქვეშ დაბადებული ადამიანები, ზედმეტად მზრუნველი და ხელმომჭირნე არიან. უმეტესად მოსიყვარულე დედები(მამები) არიან, რომლებიც პირველ ადგილზე ოჯახურ სითბოს აყენებენ. არიან ძალიან პრაქტიკულები, მომთმენნი და საკუთარი თავი მსხვერპლადაც კი შეუძლიათ შეწირონ. ასეთი ადამიანები ფრთხილად უნდა იყვნენ საკვებისადმი სიყვარულის გამო. სამწუხაროდ, მათ სიმსუქნისკენ აქვთ მიდრეკილება
3.ვარსკვლავი №3ამ ვარსკვლავის ქვეშ დაბადებული ადამიანები ადვილად აღწევენ წარმატებებს და ქველმოქმედნი არიან. ისინი არ არიან იმ კატეგორიის, რომ დაჯდნენ და ელოდონ, როდის მოგვარდება ყველაფერი. სრულიად დამოუკიდებლად პოულობენ ნებისმიერი მდგომარეობიდან გამოსავალს. მათი განმასხვავებელი ნიშან-თვისებაა ჩაუმქრალი ოპტიმიზმი და მხიარულება. ზოგჯერ ისინი ძალიან იმპულსურები და თავშეუკავებელნი არიან, რის შემდეგაც თავს დამნაშავედ გრძნობენ და ნანობენ თავის საქციელს.
4. ვარსკვლავი №4ამ ვარსკვლავის გავლენის ქვეშ დაბადებულები, არა მარტო ძლიერი ინტელექტით, არამედ შემოქმედებითი უნარებითაც არიან დაჯილდოვებულნი. ისინი ძალიან გვანანვარსკვლავი №3-ის ადამიანებს იმით, რომ ისინიც თავისი ძალებით აღწევენ ყველაფერს. უყვართ მოგზაურობა და ადვილად აღწევენ წარმატებებს. ფრთხილად უნდა იყვნენ დიდი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებისას. უმჯობესია დაფიქრდნენ, ვიდრე რამდენიმე საქმეს ერთად შეეჭიდებიან.
5. ვარსკვლავი №5ადამიანები, რომელთაც ეს ვარსკვლავი მფარველობს თავისუფლების მოყვარე, ძალიან მტკიცე და მიზანმიმართულნი არიან. ისინი შესანიშნავი ორგანიზატორები, ნამდვილი ლიდერები და ხელმძღვანელები არიან. დროთა განმავლობაში იმ დიდი პასუხისმგებლობის გამო, რომელსაც საკუთარ თავზე იღებენ, ჩაკეტილები ხდებიან. ამის შემდგომ კი ამ ვარსკვლავის ადამიანები პასიური ხდებიან და მიმდინარე მოვლენებს შორიდან აკვირდებიან. ასეთ შემთხვევაში, მათ უნდა მიმართონ ფსიქოლოგს, რომელიც მისი შინაგანი, უზარმაზარი პოტენციალის გახსნაში დაეხმარება.
6.ვარსკვლავი №6ამ ვარსკვლავის გავლენის ქვეშ დაბადებულები, დაჯილდოებული არიან ძლიერი მამაკაცური პოტენციალით. არიან ზედმეტად პირდაპირები და ძლიერი ნებისყოფის. ასევე არიან შრომისმოყვარენი და პასუხისმგებლიანი. უფრო ხშირად კარგი ხელმძღვანელები გამოდიან. სამწუხაროდ, ზოგჯერ ახასიათებთ გადაჭარბებული აგრესიულობა და თავდაჯერებულობა. ძალიან ადვილად შეუძლიათ ჯოხის გადაღუნვა. ჩადენილ ქმედებასა თუ ნათქვამზე შემდეგ ნანობენ, მაგრამ უკვე გვიანია.
7.ვარსკვლავი №7ყველაზე რომანტიული და უდარდელი ნატურები. გექმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ისინი რეალურ ცხოვრებას მოწყვეტილნი არიან, მაგრამ ეს მთლად ასეც არ არის.ფულს და მატერიალურ მდგომარეობას პირველ ადგილზე არ აყენებენ, ამიტომ არიან ძალიან შრომისმოყვარენი და პასუხისმგებლობის გრძნობა აქვთ ზედმეტად განვითარებული. მათ უნდა ახსოვდეთ-რაც მეტს გასცემენ, მეტი მიეცემათ.

8.ვარსკვლავი №8ამ ვარსკვლავის გავლენის ქვეშ დაბადებულებზე გექმნება შთაბეჭდილება, რომ ჩაკეტილი და ცივი პიროვნებები არიან. სინამდვილეში კი არიან ძალიან კეთილები და თბილები, მათ უბრალოდ უნდა დაეხმაროთ, რომ გამოავლინონ თავისი ლამაზი ბუნება. ხშირად ეს ადამიანები იმდენს შრომობენ, რომ ცხოვრების სხვა სფერო ავიწყდებათ. მათ ისე როგორც არავის, სჭირდებათ რომ რეგულარულად ცოტახნით დაისვენონ ხოლმე სამუშაოსგან.

9.ვარსკვლავი №9აქტიური, ძალიან ვნებიანი და მტკიცე ადამიანები არიან დაბადებული ამ ვარსკვლავის გავლენის ქვეშ. ისინი ადვილად პოულობენ საერთო ენას საჭირო ადამიანებთან. დაჯილდოებულნი არიან გამჭრიახე გონებით და სწრაფი რეაგირების უნარით. მათი ასეთი გადაჭარბებული ქმედებები გაღიზიანებასაც კი იწვევს. ხშირად სეუძლიათ, რომ ახლობლებს ტკივილი მიაყენონ გაუაზრებლათ, ისე რომ ვერც კი ხვდებიან ამის შესახებ.

იმედია შეიცანით თქვენი თავი! თუ ეს ასეა, დაეხმარეთ თქვენს მეგობრებსაც საკუთარი თავის შეცნობაში და გაუზიარეთ მათ სტატია.

Share with:

Facebook


სარკოზი დუმილს არღვევს აგვისტოს ომთან დაკავშირებით შოკისმომგვრელ ინფორმაციას ავრცელებს სააკაშვილთან დაკავშრებით

რადიო „თავისუფლება“ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის მემუარებიდან ამონარიდს აქვეყნებს. როგორც სარკოზის მემუარებში იკითხება, საქართველოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა სიტუაციის დასაძაბად  ყველაფერი გააკეთა.

„უნდა ითქვას, რომ სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს ისეთივე მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, როგორც ალზასს და ლორენს ჩვენთვის. ამიტომაც ეს ძალზე ფაქიზი თემა გახლდათ. სააკაშვილს უნდოდა თავისი თანამემამულეების ნაციონალისტურ გრძნობებზე ეთამაშა და საბოლოოდ რუსი დათვის გაღვიძება გამოუვიდა.

 ის მწარედ შეცდა, როცა წარმოიდგინა, რომ ამერიკელები მისი გულისთვის ომში ჩაერთვებოდნენ. ერთ-ერთ კუთხეში დავინახე ორი კაცი, რომელიც განცალკევებულად იდგა. მათ ეტყობოდათ, რომ ქართველები არ იყვნენ. ვიკითხე, ვინ იყვნენ ისინი და იქ რას აკეთებდნენ. ამიხსნეს, რომ ეს ორი ადამიანი სააკაშვილის ამერიკელი მრჩევლები იყვნენ. მოვითხოვე, რომ მათ იმწამსვე დაეტოვებინათ ოთახი. მე მსურდა საქართველოს ლიდერებთან პირისპირ, უცხო მოწმეების გარეშე საუბარი“, – წერს სარკოზი თავის მემუარებში.

Share with:

Facebook


70 დან 70 უმაღლესი შედეგი ქართულ ენასა და ლიტერატურაში

ქართულ ენასა და ლიტერატურაში 6 ივლისს მქონდა გამოცდა. მესამე ვარიანტი ვწერე. ანალიზის თემა იყო მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“, ხოლო ესსეს თეზისი იყო: „დღევანდელი ახალგაზრდების აზრით, ყველა ადამიანი თავისთავად გამორჩეულია და არ არის საჭირო დიდი ძალისხმევა, რომ განსხვავებულად გამოიყურებოდე“. 70-დან 70 ქულა მივიღე. მგონი, გურიაში პირველი ვარ, რადგან დღეს შედეგები გამოცხადა და ასეთი ქულა არავის აქვს, რაც მე მოვისმინე, – თქვა ჩვენთან საუბარში ირინამ.

Share with:

Facebook


კორონავირუსი ნეგატიურ გავლენას ახდენს გენდერულ თანასწორობაზე

ახალი კორონა ვირუსით გამოწვეული პანდემია ნეგატიურ გავლენას ახდენს გენდერულ თანასწორობაზე. საერთაშორისო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მომატებულია გენდერული ნიშნით ძალადობის რისკები, გართულდა მისაწვდომობა ქალთა ჯანმრთელობის სერვისებზე, შემოსავლებზე და საარსებო წყაროზე, განათლებაზე, სუფთა წყალსა და საკვებზე, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„პანდემია აძლიერებს და აღრმავებს არსებულ უთანასწორობას. ეს უთანასწორობები, თავის მხრივ განსაზღვრავენ, თუ ვინ ან რამდენად დაზარალდება და როგორი იქნება ზიანის აღმოფხვრისაკენ მიმართული ძალისხმევა. COVID-19-ით გამოწვეულმა პანდემიამ და მისმა სოციალურმა და ეკონომიკურმა გავლენებმა შექმნეს უპრეცედენტო გლობალური კრიზისი, რაც მოითხოვს შესაბამის რეაგირებას, მისი სირთულიდან და მასშტაბებიდან გამომდინარე“ – აღნიშნულია განცხადებაში.

Share with:

Facebook