ავტორიზაცია все шаблоны для dle на сайте newtemplates.ru скачать
რეკლამა საიტზე
 
  • 17:10 – კონსტანტინე გამსახურდია განცხადებას ავრცელებს 
  • 17:04 – "ხანდახან მავიწყდება, რომ სმენადაქვეთებული ვარ" - 21 წლის გოგო ქუთაისიდან, რომელიც ხატავს, ქსოვს და სპექტაკლებში მონაწილეობს 
  • 17:02 – რით გააკვირვა ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა მომღერლები (ვიდეო) 
  • 17:00 – ეკა ბესელიას სკანდალური განცხადება რომელიც ახლახანს გავრცელდა 

თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე თავდასხმა - ახალი დეტალები

თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე თავდასხმა - ახალი დეტალები
Загрузка...
თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე თავდასხმა - ახალი დეტალებიქუთაისის აეროპორტში თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე განხორციელებული ტავდასხმის ფაქტზე, სამართალდამცავებმა 4 პირი დააკავეს:

„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 1 დეკემბერს, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, თაკო ჩარკვიანსა და მის თანმხლებ პირზე თავდასხმის ფაქტზე 1 პირი ძალადობის ბრალდებით სისხლის სამართლის წესით, ხოლო 3 პირი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტში მყოფ თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს სავარაუდოდ პოლიტიკური შეხედულებების გამო თავს დაესხნენ. თავდამსხმელებისგან ერთ-ერთმა თაკო ჩარკვიანის მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო სამი პირი მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადეს თუმცა, სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

პოლიციამ აეროპორტში განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები ამოიღეს, რის შედეგადაც ოპერატიულად მოხდა ოთხივე თავდამსხმელის იდენტიფიცირება და დაკავება.

საპატრულო პოლიციამ მომხდარზე გამოძიება ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო. ასევე საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით მიმდინარეობს.

ამ დროისთვის მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები“, – ნათქვამია განცხადებაში.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს
Загрузка...
დატოვეთ კომენტარი
სოციალური ქსელი
i