ავტორიზაცია все шаблоны для dle на сайте newtemplates.ru скачать
რეკლამა საიტზე
 
  • 17:10 – კონსტანტინე გამსახურდია განცხადებას ავრცელებს 
  • 17:04 – "ხანდახან მავიწყდება, რომ სმენადაქვეთებული ვარ" - 21 წლის გოგო ქუთაისიდან, რომელიც ხატავს, ქსოვს და სპექტაკლებში მონაწილეობს 
  • 17:02 – რით გააკვირვა ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა მომღერლები (ვიდეო) 
  • 17:00 – ეკა ბესელიას სკანდალური განცხადება რომელიც ახლახანს გავრცელდა 

კონსტანტინე გამსახურდია განცხადებას ავრცელებს

კონსტანტინე გამსახურდია განცხადებას ავრცელებს
Загрузка...
კონსტანტინე გამსახურდია განცხადებას ავრცელებს,ჯერ პოლიტიკოსის, შემდეგ დიპლომატის ყურით ვუსმინე სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს რუსულ BBC-თან, ევრონიუსთან და NBC-თან. სრულიად კორექტული, არაფერი შეთქმულებისეული, თვალის ასაბმელი ბალანსირების ან დამპალი კომპრომისის ნასახი მის რიტორიკაში არ ყოფილა. აქედან ჩანდა საქართველოს ის კურსი, რაც მას ასე თუ ისე აქვს 1991 წლიდან დღემდე.
გამახსენდა რას წერდა გუშინ ზურაბ გურული, ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, რომელიც პროცესებზე საოცრად მახვილი და ფხიზელი დაკვირვების უნარით გამოირჩევა: "რას ერჩი. ნორმალურად საუბრობს და ნორმალური პოზიციაც აქვს. მარგველაშვილზე ბევრად უკეთესი პრეზიდენტი იქნება, მაგაზე სანაძლეოს ჩამოვალ. არანაირ შეღავათზე არ წავა რუსებთან; მაგაშიც დარწმუნებული ვარ..... ჩემთვის მიუღებელი იყო იმიტომ, რომ ხელი შეუშალა ქართული პოლიტიკური ველის დაბალანსებას; არ მოგვცა საშუალება ბიძინასთვის სილა გაგვეწნა და რომ ძალიან დამდაბლდა თავისი ოცნების ასასრულებლად; მაგრამ ერთი წუთითაც არ დავიჯერებ, რომ პრორუსული იქნება; ისევე როგორც მეცინება ვაშაძის კგბ-შნიკობაზე."
ბატონი ზურაბი ზუსტად ამბობს, როგორც ყოველთვის. და სხვათა შორის, მან ბევრის სათქმელიც თქვა, ვინც ჯერაც საარჩევნო პიარის განწყობილებაშია. წინასაარჩევნო პიარიც არაერთ განვითარებულ ქვეყანაში იმისაა, რომ იქ ბევრი რამ გამრუდებულია, გამოგონილია, ჰიპერბოლიზებულია, მიზნად ისახავს მოწინააღმდეგის დადანაშაულებას, მის გასვრას. რა, პენსილვანია ავენიუს აქეთ და იქით ნაკლებად ჭუჭყიანი ბრძოლა მიდის? ცხადია, წარსულში (აშკარად ვიღაცის ჯინაზე) გაკეთებულ სალომესეულ განცხადებებში არასწორი და დამაზიანებელი თვალთახედვა იყო კიდევაც თემაზე, ვინ დაიწყო ომი. სწორედ ამან მისცა საფუძველი ანტიპიარს.
უფრო შორსაც წავალ და ვიტყვი, რომ შეცდომა წარსულშიცაა დაშვებული - 2005 წელს. სალომე ზურაბიშვილი არ ყოფილა ურიგო საგარეო საქმეთა მინისტრი მარგი ქმედების დაბალი კოეფიციენტით. მისი გადაყენება პირდაპირ კავშირშია იმ ინტრიგებთან, რისი სათავეც მიდის მაშინდელ პარლამენტის თავმჯდომარესთან, ნინო ბურჯანაძესთან და ზოგიერთ ფიგურასთან, რომელიც ახლა ბოკერიას გუნდშია. გულუბრყვილოდ მართლა ეგონათ რომ მიშას კარგ საქმეს უკეთებენ? თუ უფრო სხვა განზრახვები იდგა ამის უკან? ამ და სხვა შეცდომების ერთობლიობას მივყავართ სწორედ იმ შედეგთან, როდესაც 2012 წლის ოქტომბრიდან იწყება ქართული სახელმწიფოს მოთავსება ოლიგარქის პორტფელში, ნარატივი 9 საშინელ წელზე და შუაგაკრეფილ ოპოზიციურ სივრცეში მარტო "ბუას" დატოვება: "მე თუ არა ჩემი საკონსტიტუციო უმრავლესობით და ყველა პოზიციით ჯიბეში, მოვლენ მაჯლაჯუნები". -წერს კონსტანტინე კოკო გამსახურდია სოციალურ ქსელში.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს
Загрузка...
დატოვეთ კომენტარი
სოციალური ქსელი
i