Загрузка...

"საკმაოდ მაღალანაზღაურებადი ვაკანსია გამოვაცხადეთ კომპანიაში, სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე (4 500 ლარი/თვეში + ბონუსები + კარგი სოციალური პაკეტი)!

  • 2018-09-05 13:00:44
  • 158 ნახვა
img

სოციალურ ქსელში წერილი ვრცელდება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. "საკმაოდ მაღალანაზღაურებადი ვაკანსია გამოვაცხადეთ კომპანიაში, სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე (4 500 ლარი/თვეში + ბონუსები + კარგი სოციალური პაკეტი)! 718 აპლიკაცია მივიღეთ: პირველ ეტაპზე, დოკუმენტების საფუძველზე, 50 საუკეთესო ავარჩიეთ. მეორე ეტაპზე, აპლიკანტებს წერითი დავალება მივეცით: „გაეროს ათასწლეულის განვითარების მიზნები ქართულ პერსპექტივაში“. მესამე ეტაპზე, დარჩენილ 10 კანდიდატს გავესაუბრეთ. მეოთხე ეტაპზე კი, დილემის წინაშე აღმოვჩნდით: დაგვრჩა 2 არაჩვეულებრივი აპლიკანტი: ნიკა (ამერიკულ-ევროპული განათლება + 6 უცხო ენა + კორპორაციებში მუშაობის გამოცდილება) და თინა (ევროპულ-იაპონური განათლება + 5 უცხო ენა + Google-სა და JP Morgan-ში მუშაობის გამოცდილება). ძალიან, ძალიან, ძალიან ბევრი ვიფიქრეთ, ტვინი ვიმტვრიეთ და ბოლოს, კომპანიის მფლობელმა დაგვირეკა და მისი ძმიშვილი ვეფხია ავიყვანეთ " წყარო: ბელა მაღლაფერიძე

Загрузка...

რეკლამა 2 19 09 09

  • Загрузка...

ვალუტის კონვერტორი

დღის ფოტო

ონლაინ სესხების
საუკეთესო შემოთავაზებები

  • 330 x 90
  • 330 x 90
Загрузка...