Загрузка...

სასწაულმოქმედი დიეტა: 1 კვირაში იკლებთ 10 კგ-ს და თან შლაკებისგან თავისუფლდებით

  • 2018-09-04 17:38:19
  • 2581 ნახვა
img

ეს დიეტა მაქსიმუმ 10 კილოგრამის დაკლების საშუალებას მოგცემთ, თანაც ის ორგანიზმიდან შლაკების გამოდევნის პროცესს ეხმარება. კვების ამგვარი რეჟიმი ძალიან ეფექტურად აისახება თქვენი წონის კორექციაზე, თანაც ის რთული დასაცავი ნამდვილად არ არის. დიეტას რეკომენდაციას მედიკოსებიც უწევენ და ამბობენ, რომ ასეთი კვება თქვენს ორგანიზმს საფრთხეს ნამდვილად არ შეუქმნის. ეცადეთ ის გადაბმულად რამდენჯერმე არ გააკეთოთ. დაკლება ინდივიდუალურად ხდება და იმაზეა დამოკიდებული თუ რამდენი კილოგრამი გაქვთ ზედმეტი. თუ კლების პროცესი კარგად წარიმართა კვირაში 10 კგ-ს აუცილებლად დაიკლებთ. დღე პირველი: ამ დღეს სასმელების დღე ჰქვია. ორგანიზმს გასახდომად ვამზადებთ და დღის განმავლობაში სვამთ ყველაფერს, რაც კი გესიამოვნებათ: წყალი, ჩაი, კომპოტი, ყავა, მინერალური წყალი, წვენები, რძე, კეფირი, დასაშვებია ბულიონის წვენიც კი. მთავარი პირობა: ყველა სასმელი შაქრის დანამატის გარეშე. დღე მეორე: ამ დღეს ბოსტნეულის დღე ჰქვია. შეგიძლიათ მიირთვათ ბოსტნეული შეუზღუდავი რაოდენობით, კარტოფილის გამოკლებით. შეეცადეთ მიირთვათ სალათები კომბოსტოს დანამატით. კომბოსტო ცხიმების დაწვისთვის არაჩვეულებრივი საშუალებაა. კარგია, თუ სალათებს ლიმონის წვენსაც დაუმატებთ. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მაიონეზი. შეგიძლიათ მცირე რაოდენობით მცენარეული ზეთის დამატება. ამ დღეს სვამთ მხოლოდ წყალს. დღე მესამე: ეს დღეც სასმელებს დაუთმეთ. სვამთ ყველაფერს, რაც მოგინდებათ: წყალი, ჩაი, კომპოტი, ყავა, მინერალური წყალი, წვენები, ბულიონის წვენი. ამ დღესაც პირობა უცვლელია. ყველა სასმელი შაქრის დანამატის გარეშე. დღე მეოთხე: ამ დღეს ხილის დღესაც უწოდებენ. ხილის მოყვარულთათვის ეს ნამდვილი დღესასწაულია. მიირთვით ნებისმიერი ხილი (ბანანის გარდა). კარგია, თუ რაციონში დაამატებთ ანანასს და გრეიფრუტს. დღე მეხუთე: ცილის დღე. ამ დღეს შეგიძლიათ მიირთვათ მოხარშული კვერცხი. ქათმის ფილე, ნებადართულია ასევე იოგურტი. არ დაგავიწყდეთ რომ სასმელებიდან მხოლოდ წყალი უნდა მიირთვათ. დღე მეექვსე: ამ დღესაც ნებადართულია მხოლოდ სასმელები, შაქრის გარეშე. დღე მეშვიდე: დიეტის ბოლო დღე. საუზმეზე 2 ცალი მოხარშული კვერცხი, ხილი ნებისმიერი (ბანანის გარდა). სადილზე: ბულიონი. ნებადართულია ასევე ყველის სუპი. სამხარზე: ბანანის გარდა ნებისმიერი ხილი. ვახშამზე: სალათი მცენარეული ზეთით და მარილით.

Загрузка...

რეკლამა 2 19 09 09

  • Загрузка...

ვალუტის კონვერტორი

დღის ფოტო

ონლაინ სესხების
საუკეთესო შემოთავაზებები

  • 330 x 90
  • 330 x 90
Загрузка...