Загрузка...

ფრანგმა სამართალმდაცავებმა საფრანგეთის მოქალაქის ბიძინა ივანიშვილის მიერ 1994 წელს გაფორმული დოკუმენტების კანონიერების შესწავლა დაიწყეს.

  • 2018-08-28 00:39:36
  • 948 ნახვა
img

საფრანგეთის რესპუბლიკის პროკურორის სახელზე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ საჩივარი შევიდა. ეს არის პარიზის სისხლის სამართლებრივი მართლწესრიგის ბიუროს მიერ გაცემული ცნობა. დოკუმენტი რუსთავი 2-ს ჟურნალისტმა ვლადიმერ ივანიძემ მიაწოდა. ცნობაში წერია, რომ მოქალაქე ინგა პავლოვას განცხადების საფუძველზე ფრანგმა სამართალმდაცავებმა საფრანგეთის მოქალაქის ბიძინა ივანიშვილის მიერ 1994 წელს გაფორმული დოკუმენტების კანონიერების შესწავლა დაიწყეს. ვლადიმერ ივანიძის მტკიცებით, მოქალაქე ინგა პავლოვა ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მეუღლეა, რომელთანაც საქართველოს ყოფილმა პრემიერმა პარიზში იქორწინა. პარიზის მერიის არქივიდან გამოთხოვილ ცნობში ვკითხულობთ, რომ ბიძინა ივანიშვილისა და ინგა პავლოვას ქორწინება ნამდვილად შედგა. ამავე ცნობაში წერია, რომ თანაცხოვრების შემდეგ პავლოვამ და ივანიშვილმა განქორწინება ერთობლივად გადაწყვიტეს. ჟურნალისტ ვლადიმერ ივანიძის მტკიცებით, სწორედ ეს დოკუმენტია გაყალბებული და ბიძინა ივანიშვილმა განქორწინება ისე გააფორმა, რომ მისმა კანონიერმა მეუღლემ ამის შესახებ არაფერი იცოდა. დოკუმენტის ფაბრიკაციის მიზანი კი ერთადერთი იყო- ივანიშვილს არ მიეცა პავლოვასთავის ფრანგული კანონმდებლობით გათვალისწინებული ქონების წილი. ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში ინგა პავლოვას ინტერესებს ფრანგი ადვოკატი იცავს. პავლოვა სასამართლო დავის დასრულებამდე ინტერვიუზე უარს ამბობს. ვიდეომიმართვაში კი, რომელიც მან ინტერნეტით გაავრცელა, ვრცლად ყვება, თუ რას ედავება ბიძინა ივანიშვილს. საფრანგეთის გარდა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ პავლოვამ საჩივრით რუს სამართლამდაცავებსაც მიმართა. მისი მტკიცებით, საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ყოფილი მეუღლის სახელზე რუსეთში 1994 წელს კომპანია ფაქტორეალი დააფუძნა, რომელსაც 2006 წლამდე ბიძინა ივანიშვილი ფლობდა. პავლოვას სახელით კი დოკუმენტაცია ისე ფორმდებოდა, რომ მან არც კი იცოდა, მის სახელზე რუსეთში კომპანია რომ იყო რეგისტრირებული. თუ ინგა პავლოვა პარიზის სასამართლოში დაამტკიცებს, რომ ის ნამდვილად ბიძინა ივანიშვილის ცოლი იყო და განქორწინების თანხმობა არ მიუცია, მაშინ საქართველოს ყოფილ პრემიერს ყოფილი ცოლისთვის დიდი ფულის გადახდა მოუწევს.

Загрузка...

რეკლამა 2 19 09 09

  • Загрузка...

ვალუტის კონვერტორი

დღის ფოტო

ონლაინ სესხების
საუკეთესო შემოთავაზებები

  • 330 x 90
  • 330 x 90
Загрузка...