Загрузка...

საქართველოს წარმოუდგენელი საჩუქარი სომხეთს

  • 2018-08-27 15:59:14
  • 248 ნახვა
img

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა სომეხ კოლეგებს С ჰეპატიტით დაავადებულთა სამკურნალოდ ანტივირუსული პრეპარატი "სოვალდი" აჩუქოს, იუწყება "Sputnik-საქართველო". სომხეთი საქართველოსგან საჩუქრად პრეპარატ "სოვალდის" 3000 შეფუთვას მიიღებს. სპეციალისტთა მონაცემებით, ეს რაოდენობა საკმარისია 1000 დაავადებულის სამკურნალოდ. „ამ გადაწყვეტილების წყალობით С ჰეპატიტით დაავადებულთა მკურნალობის უზრუნველყოფას ახალი თაობის პრეპარატებით ვგეგმავთ", — განაცხადა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა ლევონ ალთუნიანმა. ქართულ მხარეს მადლობა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა კარენ კარაპეტიანმა გადაუხადა. ზუგდიდში С ჰეპატიტის მკურნალობის ცენტრი გაიხსნა ზუგდიდში С ჰეპატიტის მკურნალობის ცენტრი გაიხსნა სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს სამკურნალო პოლიტიკის განყოფილების უფროსმა ანაიტ მკრტჩიანმა განმარტა, რომ "სოვალდი" უფასო სამკურნალო პრეპარატების სიაში არ შედიოდა, ამიტომ С ჰეპატიტით დაავადებულებს მისი შეძენა საკუთარი ხარჯებით უწევდათ. მისი თქმით, ქართული დახმარების წყალობით ამ პრეპარატს მიიღებს ყველა, ვისაც ის სჭირდება. საქართველოს მთავრობამ ამერიკულ კომპანია Gilead Sciences-თან ათწლიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის თანახმად, ის ქვეყანას С ჰეპატიტის სამკურნალოდ საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფს. С ჰეპატიტის უფასო მკურნალობის პროგრამის ფარგლებში პაციენტებს პრეპარატ "სოვალდით" უზრუნველყოფენ.

Загрузка...

რეკლამა 2 19 09 09

  • Загрузка...

ვალუტის კონვერტორი

დღის ფოტო

ონლაინ სესხების
საუკეთესო შემოთავაზებები

  • 330 x 90
  • 330 x 90
Загрузка...