Загрузка...

ჩინელების საჩუქარი საქართველოს! ამას ვერავინ წარმოიდგენდა

  • 2018-08-14 17:51:19
  • 915 ნახვა
img

ჩინეთის მთავრობამ ქართულ მხარეს საჩუქრად გადასცა კომბინირებული კონტეინერის/სატრანსპორტო საშუალების მობილური შემოწმების სისტემა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში 2005 წლიდან დღემდე გრანტების სახით საქართველოსთვის უკვე გამოყოფილია 356 მლნ იუანი (დაახლოებით 54 მლნ აშშ დოლარი). გარდა ამისა, ჩინეთმა საქართველოს 30 მლნ იუანის (შეთანხმების ხელმოწერისთვის დაახლოებით 5,2 მლნ აშშ დოლარი) ოდენობის 20-წლიანი უპროცენტო სასაქონლო კრედიტი გამოუყო 10-წლიანი შეღავათიანი პერიოდით. აღნიშნული სახსრებით ფინანსდება საქართველოსთვის პრიორიტეტული ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის პროექტები, რომელთა შერჩევა მხარეებს შორის კონსულტაციების საფუძველზე ხდება. წყარო: sputnik-georgia.com

Загрузка...

რეკლამა 2 19 09 09

  • Загрузка...

ვალუტის კონვერტორი

დღის ფოტო

ონლაინ სესხების
საუკეთესო შემოთავაზებები

  • 330 x 90
  • 330 x 90
Загрузка...