Загрузка...

"ეს პრორუსული ძალები ვერ ასწავლიან ამ ხალხს აღმაშენებლის ძეგლი სად დაიდგას"

  • 2018-08-09 10:58:30
  • 162 ნახვა
img

ბათუმის საკრებულო რიგგარეშე სხდომაზე დავით აღმაშენებლის ძეგლისთვის ადგილის გამოყოფაზე იმსჯელებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კითხვები აქვს ოპოზიციას და ფიქრობს, რომ საკრებულო ფორმალურად გეგმავს მსჯელობას. ხელისუფლების ოპონენტების მტკიცებით, ბათუმის მერიამ ძეგლის ადგილი მოქალაქეების აზრის გაუთვალისწინებლად განსაზღვრა. მირდატ ქამადაძის განცხადებით “ქართული მარშის” ინიციატივა, რომლის მიხედვითაც დავით აღმაშენებლის ძეგლისთვის ადგილი უნდა გამოიყოს, ხელისუფლების პრორუსული ძალების ინტერესებს ემსახურება. „სანდრო ბრეგაძე, სადღობელაშვილი და ეს პრორუსული ძალები ვერ ასწავლიან ამ ხალხს დავით აღმაშენებლის ძეგლი როდის და სად უნდა დაიდგას. ხელისუფლების ეს ენამოჩლექით საუბრის გამოხატულება ამ პრორუსულ ძალასთან, ელემენტარულად არა თუ ბათუმელებს, ინსტიტუტს, როგორც საკრებულოს პატივიც კი არ სცეს. ადგილი უბრალოდ განსაზღვრული აქვთ უკვე,“-განაცადა ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ მირდატ ქამადაძე.

Загрузка...

რეკლამა 2 19 09 09

  • Загрузка...

ვალუტის კონვერტორი

დღის ფოტო

ონლაინ სესხების
საუკეთესო შემოთავაზებები

  • 330 x 90
  • 330 x 90
Загрузка...