Загрузка...

სასწრაფოდ!!! სისხლიანი გარჩევა ვარკეთილში

  • 2018-08-09 10:53:44
  • 354 ნახვა
img

სისხლიანი გარჩევა ვარკეთილში - ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, 38 წლის მამაკაცი მოკლეს, 45 წლამდე მამაკაცი კი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ შელაპარაკება უძღოდა. დაპირისპირების შედეგად დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების თქმით, დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია. „აღენიშნებოდა გულ-მკერდის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობა. გადაყვანილ იქნა პაციენტი საოპერაციო ბლოკში და მოხდა ჭრილობის რევიზია. ამ მომენტისთვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,“-განაცხადა ექიმმა სპარტაკ გიორგაძემ. საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. დადგენილია სავარაუდო დამნაშავის ვინაობა, მის დასაკავებლად სამძებრო ღონისძიებები უკვე მიმდინარეობს.

Загрузка...

რეკლამა 2 19 09 09

  • Загрузка...

ვალუტის კონვერტორი

დღის ფოტო

ონლაინ სესხების
საუკეთესო შემოთავაზებები

  • 330 x 90
  • 330 x 90
Загрузка...