Загрузка...
კვირიკაშვილის საგანგებო განცხადება. პრემიერმა საკადრო ცვლილებზე დეტალურად ისაუბრა. - ახალი ამბები| news

Загрузка...

კვირიკაშვილის საგანგებო განცხადება. პრემიერმა საკადრო ცვლილებზე დეტალურად ისაუბრა.

  • 2017-11-13 11:16:31
  • 130 ნახვა
img

საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთა, სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი. უწყებას ფინანსთა ახლანდელი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი. ის ასევე ინარჩუნებს პირველი ვიცე პრემიერის პოსტს. როგორც გიორგი კვირიკაშვილის პრესკონფერენციიდან გახდა ცნობილი, მთავრობის ახალ შემადგენლობაში აღარ იქნება შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი. მას ამჟამინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გვახარია შეცვლის. პრემიერმინისტრის განცხადებით, ცვლილებების თანახმად, შს სამინისტროში დღეს მოქმედი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შერწყმა ხდება. რეორგანიზაციის შედეგად კი, იქმნება საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი, რომელსაც ყოფილი შს მინისტრი უხელმძღვანელებს. პრემიერმა ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ქუმსიშვილის შემცვლელად „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელის, მამუკა ბახტაძის კანდიდატურა დაასახელა. ასევე განთავისუფლებულია განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და მის ნაცვლად დაინიშნა მიხეილ ჩხენკელი.

loading...

რეკლამა 2 19 09 09

  • 330 x 90
  • img

ვალუტის კონვერტორი

დღის ფოტო

ონლაინ სესხების
საუკეთესო შემოთავაზებები

  • img
  • 330 x 90
Загрузка...
Загрузка...
Загрузка...
Загрузка...