Загрузка...
"იმედი გაჩნდა იმის, რომ ეტლი დავტოვო სამუდამოდ და ორივე ფეხით გავუყვე ჩემი ცხოვრების ბილიკებს" - ახალი ამბები| news

Загрузка...

"იმედი გაჩნდა იმის, რომ ეტლი დავტოვო სამუდამოდ და ორივე ფეხით გავუყვე ჩემი ცხოვრების ბილიკებს"

  • 2017-10-22 17:00:29
  • 208 ნახვა
img

რუსლან ჩუტკერაშვილი ახალგაზრდა, 33 წლის მამაკაცი, რომელიც უკვე მეათე წელია ეტლს არის მიჯაჭვული და ამ ათი წლის განმავლობაში პირველად გაუჩნდა შანსი ეტლი სამუდამოდ დატოვოს. 2007 წელს , 23 წლის ბიჭი, თბილისში, ოჯახის დასახმარებლად წასული, ყიფშიძის ქუჩაზე მშენებარე კორპუსის მეხუთე სართულიდან გადმოვარდა და ხერხემალი დაუზიანდა. მას შემდეგ ეტლს არის მიჯაჭვული.

„10 წლის წინ თბილისში წავედი სამუშაოდ. ვფიქრობდი, ჩემი შრომით ოჯახს დავეხმარები და გაჭირვებას შევუმსუბუქებ-მეთქი, მაგრამ ერთ უბედურებას მეორე დაემატა. მუშაობის დროს მეხუთე სართულიდან გადმოვვარდი, რის შედეგადაც დამიზიანდა ხერხემალი და ზურგის ტვინი, წამერთვა მოძრაობის უნარი და მივეჯაჭვე ლოგინს. ამას თან დაერთო კუნთების დაჭიმულობა, ე.წ. სპასტიკა, რომელსაც საშინელი ტკივილები და კრუნჩხვა ახლავს. სპასტიკა რომ მოიხსნას, გამოვჯანმრთელდე და ფეხზე დავდგე, სასწრაფოდ მჭირდება რეაბილიტაციის ხანგრძლივი კურსი, ჩემს ოჯახს კი ამის საშუალება არ აქვს", _ ყვება რუსლანი ჩვენთან საუბრისას.

როგორც რუსლანი ჩვენთან საუბრისას ყვება_ ის ერთი თვის წინ თურქეთიდან ჩამოსულ ექიმებთან იყო კონსულტაციაზე და მათ თურქეთში ოპერაციის სასწრაფოდ გაკეთება ურჩეს, მანამდე კი ფიზიოთერაპიის კურსი უნდა ჩაიტაროს. ფიზიოთერაპიის ერთი კურსის ჩატარება 3 725 ლარი ჯდება, ხოლო ოპერაციის გაკეთება 32 000 დოლარი. რუსლანს აუცილებლად ესაჭიროება საზოგადოების გვერდში დგომა და ის ამისთვის ყველაფერს ცდილობს, თავად უკავშირდება სხვადასხვა გამომცემლობებსა თუ კომპანიებს, , რათა გვერდში დაუდგნენ. ჩვენც თავად რუსლანი დაგვიკავშირდა და გვიამბო თავის ამბის შესახებ

Free image hosting powered by PicZ.Ge

loading...

რეკლამა 2 19 09 09

  • 330 x 90
  • img

ვალუტის კონვერტორი

დღის ფოტო

ონლაინ სესხების
საუკეთესო შემოთავაზებები

  • img
  • 330 x 90
Загрузка...
Загрузка...
Загрузка...
Загрузка...