Загрузка...

სკანდალი: რას შეეწირა რეალურად მერიის მაღალჩინოსანი? რატომ დააკავეს ოთარ აბესაძე?

  • 2017-07-12 21:44:28
  • 9471 ნახვა
img

გუშინ გვიან ღამით ქრთამის აღების ფაქტზე მერიის მაღალჩინოსანი, ქართული ოცნების ერთ-ერთი სახე ოთარ აბესაძე დააკავეს. ყველას უჩნდება კითხვა თუ რატომ გაწირეს ოცნების თავგამოდებული დამცველი თანაგუნდელებმა. საზოგადოებაში რამოდენიმე აზრი მუსირებს. ერთ-ერთის თანახმად ის სავარაოდოდ კახი კალაძის ინტერესებს შეეწირა, მეორის თანახმად კი მისი დაკავების მიზეზად, საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან ურთიერთობა მოიაზრება.

ოთარ აბესაძე პოლიტიკაში 2012 წელს გამოჩნდა. იგი "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარე გახლდათ. მისი პოლიტიკური მოღვაწეობის დაწყებაში დიდი წვილილი მიუძღვის საქართველოს პრეზიდენტს_ გიორგი მარგველაშვილს. სწორედ მან გადაიყვანა შემდგომში "განათლების და მეცნიერების" მინისტრის მრჩევლად, როდესაც ამ თანამდებობას თავად მარგველაშვილი იკავებდა. მაშინ როდესაც პრეზიდენტსა და "ქართულ ოცნებას" შორის დაპირისპირება დაიწყო. ოთარ აბესაძე ქართული ოცნების მხარეს დადგა და შემდგომში თამარ სანიკიძის მინისტრობის დროსაც შეინარჩუნა თანამდებობა. მაგრამ მას ყოველთვის ეჭვის თვალით უყურებდნენ, როგორც მარგველაშვილის კადრს. ჩვენი ინფორმაციით სწორედ ამიტომ ეთქვა მას უარი საპარლამენტო არჩევნებზე, ტყიბულის მაჟორიტარად კენჭისყრაზე, ქართული ოცნებიდან. აბესაძე იმდენად დარწმუნებული იყო, რომ მას წარადგენდნენ ტყიბულის მაჟორიტარად, რომ მაჟორიტარების წარდგენამდე ერთი თვით ადრე პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა, მაგრამ იმედები გაუცრუეს. რამდენიმე თვის შემდეგ ქალაქ თბილისის მერიაში აწყებინებენ მუშაობას. კონკრეტულად, ის ინიშნება საკრებულოში ქალაქ თბილისის მერის წარმომდგენლად. ის აქტიურად განაგრძობდა პოლიტიკურ მოღვაწეობას აღნიშნულ თანამდებობაზე და საზოგადოებაშიც საკმაოდ პოპულარული იყო. სწორედ ამ პოპულარობამ გაუღვიძა კიდევ ერთხელ ამბიციები. ჩვენი ინფორმაციით მას დიდი სურვილი ჰქონდა მომავალ თვითმმართველობის არჩევნებში, თბილისის საკრებულოში კენჭი პირველ ნომრად ეყარა, ქართული ოცნებიდან, მაგრამ ეს კალაძის ინტერესებში ნამდვილად არ შედიოდა და სწორედ ამიტომ გაჩნდა საჭიროება მისი განეიტრალებისა.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, ჯერ-ჯერობით დაკავებული მაღალჩინასანი ბრალს არ აღიარებს.

loading...

რეკლამა 2 19 09 09

  • img
  • img

ვალუტის კონვერტორი

დღის ფოტო

ონლაინ სესხების
საუკეთესო შემოთავაზებები

  • img
  • 330 x 90
Загрузка...
Загрузка...