Загрузка...

ვინ არის მამაკაცი, რომელიც პედოფილიაში ამხილეს და თბილისში ლინჩის წესით გაასამართლეს

  • 2017-07-10 17:25:47
  • 114 ნახვა
img

საინფორმაციო სააგენტო primetime.ge აქვეყნებს ექსკლუზიურ მასალას პედოფილიაში მხილებულ მამაკაცთან დაკავშირებით.რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში პოლიციამ 50 წლამდე მამაკაცი გადაიყვანა. მას სხეულზე მიყენებული მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. სამედიცინო პერსონალის განმარტებით, პაციენტი, რომელსაც დაზიანებები ბლაგვი საგნებით ჰქონდა მიყენებული, საავადმყოფოში თითქმის უგონო მდგომარეობაში მიიყავნეს. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. სწორედ აღნიშნული საავადმყოფოდან ანონიმურობის გარანტიით მოგვაწოდეს საკმაოდ სკანდალური ინფორმაცია. აღმოჩნდა, რომ მამაკაცს თბილისის ერთ-ერთ უბანში ადგილობრივი მოსახლეობა გაუსწორდა. შეიძლება ითქვას, რომ ის ლინჩის წესით გაასამართლეს, რამაც საბოლოოდ მისი გარდაცვალება გამოიწვია. ამ ამბის წინაპირობა კი კიდევ უფრო სკანდალურია. როგორც შემთხვევის ადგილზე „პრაიმტაიმს“ განუმარტეს, მამაკაცი უკვე კარგა ხანია, პედოფილიაში იყო შემჩნეული. პირად საუბრებში მოსახლეობა გვიყვება, რომ მისი ვინაობის დადგენას პოლიცია სამი თვის განმავლობაში ცდილობდა. ჩვენ ამ საქმის ფიგურანტებისა და კონკრეტული ადგილმდებარეობის დასახელებისგან შეგნებულად ვიკავებთ თავს, თუმცა გაგაცნობთ თვითმხილველების ნაამბობს, ისევე როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ პოზიციას. ბოლო შემთხვევა ამ უბანში მდებარე სკვერთან მოხდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, 50 წლამდე ასაკის მამაკაცი პატარა გოგონას მოტყუებით ავტომობილში ჩასმას ცდილობდა, მანამდე კი მის მიმართ გარყვნილი ქმედება სცადაო. მოძალადე მამაკაცს ბავშვი ხელიდან დაუსხლტდა და მომხდარის შესახებ მშობლებს უამბო. ბავშვის მამამ და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებმა რამდენიმე მამაკაცმა პედოფილიაში მხილებული პირი იმ დროს დაიჭირეს, როდესაც ის ჯიპის მარკის ავტომობილით გაქცევას ცდილობდა. აი, რას გვიყვება იქვე მდებარე ერთ-ერთი სამკერვალოს თანამშრომელი, რომელიც მომხდარ ფაქტს პირადად შეესწრო: – კორპუსის წინ მოხდა ეს ამბავი. ბავშვი მანქანაში უნდა ჩაესვა. მერე ეს კაცი სცემეს. – ვინ სცემა? – ბავშვის მამამ და აქ უბნის ბიჭებმა. ვინ შეარჩენდა, აბა, ასეთ რაღაცას ხო?! მერე ეს კაცი პოლიციამ წაიყვანა. ალბათ, საავადმყოფოში გადაიყვანეს, იმიტომ, რომ საშინლად იყო ნაცემი. – ავტომობილით მოძრაობდა? – კი. ვერცხლისფერი ჯიპი ჰყავდა. მერე კაი ხანი ეს მანქანა აქ იდგა. ცოტა ხნის წინ წაიყვანეს. – ადგილობრივი მაცხოვრებელია? – მისი შვილი ცხოვრობს აქვეო, როგორც თქვეს. ოჯახშიც არ ჰქონია ამ კაცს კარგი ურთიერთობა. გამოგდებული ჰყავდათ სახლიდან და ხშირად მანქანაში ეძინაო. ისიც თქვეს, რომ აგერ სუპერმარკეტის კამერებსაც ჰყავთ დაფიქსირებულიო, მაგრამ ზუსტად არ ვიცი.

loading...

რეკლამა 2 19 09 09

  • img
  • img

ვალუტის კონვერტორი

დღის ფოტო

ონლაინ სესხების
საუკეთესო შემოთავაზებები

  • img
  • 330 x 90
Загрузка...
Загрузка...