Загрузка...

სკანდალი: საქართველოს პარლამენტის წევრების სია, რომლებიც მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით ჩადიან

  • 2017-07-10 16:47:27
  • 511 ნახვა
img

ხვალ "პატრიოტთა ალიანსის" წევრები მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით ჩადიან. ირმა ინაშვილის განცხადებით, პარტიის წევრები - ადა მარშანია, გიორგი ლომია და ნატო ჩხეიძე 11 ივლისს რუსეთის ფედერაციის სათათბიროს დეპუტატებთან შეხვედრას გამართავენ ოფიციალური ვიზიტით.

„არაფერია დასამალი იმაში, რომ ჩვენ ვართ ინიციატორი დაიწყოს პოლიტიკური დიალოგი საქართველოს პარლამენტის წევრებს, ჩვენს ფრაქციასა და რუსეთის დუმის წევრებს შორის. ეს პოლიტიკური დიალოგი ბოლო წლების განმავლობაში არ შემდგარა. ყველა ადამიანი, ვინც ამბობს, რომ აუცილებელია რაღაც აქციები, საოკუპაციო ზოლთან მისვლა, გვახსოვს რა პიარ აქციები იგეგმებოდა სააკაშვილის დროს, სწორედ ეს ადამიანები ეწინააღმდეგებიან ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას და არა ჩვენი ინიციატივა, რომელიც არის პოლიტიკური ინიციატივა, რათა რეალურად გადაწყდეს პრობლემები. ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ ხვალვე გაერთიანდება საქართველო და ხვალვე დაგვიბრუნდება სოხუმი და ცხინვალი, მაგრამ საუბრის და დიალოგის დაწყებას ალტერნატივა არ აქვს“,- აცხადებს ინაშვილი.

loading...

რეკლამა 2 19 09 09

  • img
  • img

ვალუტის კონვერტორი

დღის ფოტო

ონლაინ სესხების
საუკეთესო შემოთავაზებები

  • img
  • 330 x 90
Загрузка...
Загрузка...