Загрузка...

ბაჩო ახალაია სააკაშვილზე და ივანიშვილზე განცხადებას ავრცელებს

  • 2017-06-30 11:24:42
  • 1891 ნახვა
img

სასამართლო პროცესზე ბაჩო ახალაიამ განცხადება გააკეთა. მან მიხეილ სააკაშვილიზე და ბიძინა ივანიშვილზე ისაუბრა.

"ჩვენი ერი უკვე მერამდენედ მიდის ესკალაციისკენ. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია არა ბოღმის ნთხევა და ბოროტება, არამედ არსებული ვითარების დეესკალაცია. ახლა ერთი იდეის გარშემო უნდა გაერთიანდეს ერი, რომ გამოვიდეთ ამ უბედურებიდან, სადაც ვიმყოფებით. ეს უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ. მნიშვნელოვანია ერს განვითარების უფლება მივცეთ. ამისათვის აუცილებელია ყველა, ვინც განდევნილია, მათ შორის სააკაშვილი და სხვა სახეები, დაბრუნდნენ ქვეყანაში, და ყველა პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირი გაუშვან ციხეებიდან. თუ ამას ვერ მიხვდება ხელისუფლება და ბოღმა დააბნელებს, ცუდ შედეგს მივიღებთ. დღეს გვაქვს კიდევ ერთი ისტორიული შანსი, რომ გავიდეთ თავისუფლების ფონს. ეს პროცესი უნდა შეაჩერონ უახლოეს მომავალში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მოხდება ხალხის ხელით, რაც ცუდია. საზოგადოების ასეთი პოლარიზება არის ჩიხი, რომლის ბოლო არის აფეთქება და ეს უნდა დავასრულოთ. თუკი კიდევ ვინმე თვლის, რომ შამათავა, გორგაძე და სხვები ციხეში უნდა იჯდნენ, საკმარისია. ისინი უკვე ისხდნენ ციხეში. მისივე თქმით, მმართველობის ისეთი ფორმებით, რომლებიც დღეს არსებობს საქართევლოში კაცობრიობის ისტორიაში არ მოინახება. "ის, რომ ბიძინას ტვინში ვერ შედის იქნებ მათ, ვინც ჭკუათმყოფელია მიხვდნენ და უთხრან იმ შტერს კუნთებზე ნუ იყურება იმიტომ, რომ არ აქვს", - განაცხადა ახალაიამ.

loading...

რეკლამა 2 19 09 09

  • img
  • img

ვალუტის კონვერტორი

დღის ფოტო

ონლაინ სესხების
საუკეთესო შემოთავაზებები

  • img
  • 330 x 90
Загрузка...
Загрузка...