Загрузка...
ბიძინა ივანიშვილის საგანგებო განცხადება - ახალი ამბები| news

Загрузка...

ბიძინა ივანიშვილის საგანგებო განცხადება

  • 2017-06-09 13:24:01
  • 9016 ნახვა
img

დღეს როცა აქტიურ ფაზაშია შესული თემა თუ ვინ იქნება ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატი, რომელიც დიდი ალბათობით დღევანდელი ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი კახი კალაძე იქნება ვნახოთ რას აცხადებს 1 წლის წინ ივანიშვილი კალაძეზე. საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ვიცე პრემიერ კახი კალაძის შრომისმოყვარეობაზე საუბრობს. განცხადება ივანიშვილმა ჟურნალისტებთან ქართული ოცნების შტაბის უფროსთან დაკავშირებით საუბრისას გააკეთა. ივანიშვილი ამბობს, რომ კალაძე პარტიის შტაბს კარგად ხელმძღვანელობს. ყოფილი პრემიერი ენერგეტიკის მინისტრთან პირველ შეხვედრასაც იხსენებს. „კახი არის უაღრესად მოწესრიგებული კაცი და მახსოვს, როდესაც პოლიტიკაში მოვედი და კახის შევხვდი პირველად და შევეკითხე – კახი შენ როგორ ხედავ, სად ისურვებდი, სად ხედავ შენს ადგილს? დღესაც ძალიან კარგად მახსოვს როგორ მიპასუხა – აი სადაც მეტყვით, გინდათ დაცვაში, გინდათ თავდაცვაში, გინდაც თავზე დავდგები, ოღონდაც ჩემს ქვეყანას მოვემსახუროო. ასეთი კაცია კახი კალაძე, მან იცის შრომის ფასი ძალიან კარგად და მას შემთხვევით არ მიუღია ის მიღწევები, რაც თქვენ იცით მან მიიღო, როდესაც ფეხბურთში იყო,“-განაცხადა ივანიშვილმა.

Загрузка...

რეკლამა 2 19 09 09

  • Загрузка...
    Загрузка...
    Загрузка...
  • img

ვალუტის კონვერტორი

დღის ფოტო

ონლაინ სესხების
საუკეთესო შემოთავაზებები

  • img
  • 330 x 90
Загрузка...
Загрузка...
Загрузка...