Загрузка...

ზაალ უდუმაშვილის პირველი კომენტარი თბილისის მერობასთან დაკავშირებით

  • 2017-06-07 09:40:10
  • 8626 ნახვა
img

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე ზაალ უდუმაშვილი ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, იქნება თუ არა თბილისის მერობის კანდიდატი, თუმცა ადასტურებს, რომ მან ნაციონალური მოძრაობისგან მიიღო შეთავაზება. უდუმაშვილმა ამის შესახებ გვიან ღამით კიევიდან დაბრუნების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, იგი მიხეილ სააკაშვილს და ნაციონალური მოძრაობის ლიდერებსაც შეხვდა. უდუმაშვილი ამბობს, რომ მან ამ ეტაპზე ვადა ითხოვა გადაწყვეტილების მისაღებად, იყრის თუ არა კენჭს, ასევე იქნება დამოუკიდებელი თუ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი. „ვადასტურებ, რომ მაქვს შეთავაზება, რომ კანდიდატურა დავაყენო თბილისის მერის პოსტზე და მივიღო არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა გადაწყვეტილებას მე ალბათ უახლოეს დღეებში გამოვაცხადებ. ნაციონალური მოძრაობისგან იყო შემოთავაზება. "მე უკრაინაში მქონდა შეხვედრები პარტიის ლიდერებთან და მათ შორის მიხეილ სააკაშვილთანაც, რა თქმა უნდა ამ საკითხზე იყო საუბარი. "გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია საერთოდ ვიყრი თუ არა კენჭს. გადაწყვეტილება არც იმაზე არ მიმიღია ვიქნები თუ არა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი თუ ვიქნები დამოუკიდებელი კანდიდატი, როგორც გეუბნებით ჩემს გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში გამოვაცხადებ,“-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

loading...

რეკლამა 2 19 09 09

  • img
  • img

ვალუტის კონვერტორი

დღის ფოტო

ონლაინ სესხების
საუკეთესო შემოთავაზებები

  • img
  • 330 x 90
Загрузка...
Загрузка...