Загрузка...

ზაალ უდუმაშვილი პოლიტიკაში მიდის

  • 2017-06-05 18:36:51
  • 8190 ნახვა
img

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” თბილისის მერის არჩევნებზე ზაალ უდუმაშვილის კანდიდატურის წამოყენებას გეგმავს. ჟურნალისტურ წრეებში უკვე დიდი ხანია საუბრობენ უდუმაშვილთან მსგავსი მოლაპარაკების შესახებ, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, თავად ჟურნალისტმა აღნიშნულ შეთავაზებაზე ერთხელ უკვე უარი თქვა, რის შემდეგაც მას ულტიმატუმი წაუყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, უდუმაშვილს არჩევანის გაკეთება მოუწევს “რუსთავი2”-ში დარჩენასა და “ნაციონალების” შეთავაზებას შორის. “ნაციონალურ მოძრაობაში” ამ ეტაპზე ზაალ უდუმაშვილთან მიმდინარე მოლაპარაკებას არ ადასტურებენ. ინფორმაციის გავრცელებისთანავე ნიკა მელიამ ამ ინფორმაციას ჭორი უწოდა და განგვიმარტა, რომ მსგავსი არაფერი ხდება. ინფორმაცია უცნობია ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასთვისაც. ჩვენ ინფორმაციის გადამოწმება პირადად უდუმაშვილთანაც ვცადეთ, თუმცა “კურიერის” წამყვანი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

loading...

რეკლამა 2 19 09 09

  • img
  • img

ვალუტის კონვერტორი

დღის ფოტო

ონლაინ სესხების
საუკეთესო შემოთავაზებები

  • img
  • 330 x 90
Загрузка...
Загрузка...