loading...

Загрузка...

"7 წლის თამუნას ცერებლარული დამბლა აქვს, წამლებსაც ვერ ვყიდულობ..."- მარტოხელა დედა დახმარებას ითხოვს

  • 2017-05-19 16:00:54
  • 5096 ნახვა
img

მარტოხელა ორი შვილის დედას ქრისტინე გაბუნიას ჩვენი დახმარება სჭირდება. უფროსი გოგონა 12 წლისაა, რომელსაც ელემენტარული საარსებო ნივთები არ გააჩნია ხოლო მეორეს 7 წლის თამუნას ცერებლარული დამბლა აქვს, რის გამოც, გოგონა ვერ დადის და ვერ საუბრობს. გარდა ამისა მოზარდს ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც აქვს, კერძოდ კი, მას თავში ონკოლოგიური ჩანართი, კისტა აქვს რაც გოგონას გონებრივ განვითარებას ხელს უშლის, მის სიცოცხლეს კი საფრთხეს უქმნის. ბავშვს ხშირად ემართება ეპილეფსიური შეტევები კრუნჩხვითი ფორმით. ამ ყველაფერთან გამკლავება კი უმწეო დედას სრულიად მარტოს, უწამლოდ, უშუქო და სიცივით გათოშილ კედლებში უწევს. უფულობის გამო საკვებს მონატრებული დედა-შვილები ახლა უკვე აუცილებელ მედიკამენტებზეც ოცნებობს, რადგან ქრისტინეს ვალისა და კრედიტის აღების ყველა რესურსი ამოწურული აქვს მას სასოწარკვეთილი მდგომარეობიდან თავის დასაღწევად საზოგადოების იმედიღა დარჩა. მათ მდგომარეობას არც თელასი ითვალისწინებს, გაბუნიებს დარიცხული დავალიანების გამო ელექტროენერგია არ მიეწოდებათ. მათი ყოფნა დროებითია არსებულ საცხოვრისშიც, ქრისტინას ბინა ნაქირავები აქვს, დიასახლისითვის გადასახდელი ვალი კი აურაცხელი. მძიმე განსაცდელში მყოფი დედა-შვილის მდგომარეობას მამაის დამოკიდებულებაც ამძიმებს. როდესაც ქრისტინეს მეუღლემ შეიტყო, რომ მისი შვილი შეზღუდული შესაძლებლობებით დაიბადა ოჯახი მიატოვა. „ბავშვს აქვს ცერებრალური დამბლა, ვერ დადის და ვერ საუბრობს. აქვს გონებრივი ჩამორჩენილობა, რადგან თავში კისტა აქვს. ხშირია ეპილეფსიური შეტევები, მივარდება კრუნჩხვაში. ვარ მარტოხელა დედა, მამამ მიატოვა ბავშვი, "ინვალიდი" რომ დაიბადა... ვცხოვრობ ქირით. ერთადერთი რაც მაქვს არის სოციალური დახმარება. კრედიტები მაქვს გამოტანილი ბავშვისთვის წამლები, რომ მეყიდა... ქირაც დამიგროვდა, ვერ ვიხდი.. ელექტროენერგიაც 150 ლარამდე მაქვს გადასახდელი და გათიშული გვაქვს. ძალიან საშინელ მდგომარეობაში ვარ, გთხოვთ დამეხმარეთ“- აცხადებს ბავშვის დედა "ნიუპოსტთან" საუბრისას. ვისაც გაქვთ სურვილი დაეხმაროთ ქრისტინესა და თამუნას თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ საქართველოს ბანკში გახსნილი ანგარიშის ნომერზე: GE05BG0000000746245000 მიმღები ასმათი გაბუნია ასევე შეგიძლიათ ზარის განხორციელება საქველმოქმედო ნომერზე 0901701183 ზარის ღირებულება 1 ლარია (მხოლოდ ბილაინის აბონენტებისთვის)

loading...

რეკლამა 2 19 09 09

  • img
  • img

ვალუტის კონვერტორი

დღის ფოტო

ონლაინ სესხების
საუკეთესო შემოთავაზებები

  • img
  • 330 x 90