Загрузка...

ვინ იყო 21 წლის პარლამენტის წევრის ბიჭი, რომელიც პოლიციის დევნის დროს დაიღუპა

  • 2017-05-17 22:59:26
  • 6527 ნახვა
img

საქართველოს პარლამენტის წევრის, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას ვაჟი ავტოავარიას ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა. დაღუპული ბექა ხახუბია 21 წლის იყო. არსებული ინფორმაციით, ის თავად მართავდა ავტომანქანას. ცნობილია, რომ ახალგაზრდა მძღოლი სატვირთო მანქანას დაეჯახა. ხახუბიას ვაჟის გარდაცვალების შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე პარლამენტარი ოთარ ჩრდილელი წერს: "ტკივილი! მოუშუშებელი, მოურჩენელი! სიტყვები არ მყოფნის... ჩვენს მეგობარს, ირაკლი ხახუბიას 21 წლის ვაჟი, ბექა ავტოავარიაში გარდაეცვალა", - წერს ჩრდილელი სოციალურ ქსელში. გარდაცვლილ ბექა ხახუბიას მეუღლე და მცირეწლოვანი ვაჟი დარჩა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევაზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.

loading...

რეკლამა 2 19 09 09

  • img
  • img

ვალუტის კონვერტორი

დღის ფოტო

ონლაინ სესხების
საუკეთესო შემოთავაზებები

  • img
  • 330 x 90
Загрузка...
Загрузка...