loading...

Загрузка...

სამწუხარო ინფორმაცია, რომელიც ახლახანს გავრცელდა - პოლიციის დევნის დროს დაიღუპა პარლამენტის წევრის შვილი

  • 2017-05-17 21:36:04
  • 66307 ნახვა
img

21 წლის ბექა ხახუბია ემსხვერპლა ავარიას, რომელიც საპატრულო პოლიციის მიერ მისთვის გზის ტრაილერით ჩახერგვას მოჰყვა. ტრაგედიის დეტალების შესახებ ყოფილი პოლიციელი ზვიად კუპრავა წერს: მისი აღწერით, ხახუბია პოლიციელთა მოთხოვნას მანქანის გაჩერების თაობაზე არ დაემორჩილა, რადგან ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და გზა დიდი სიჩქარით გააგრძელა. ეკიპაჟი მას დაედევნა. ბექა ხახუბია, რომელიც "ქართული ოცნების" ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას ვაჟია, თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მოძრაობდა. დევნა გუშინ გამთენიისას, დაახლოებით 4 საათზე დაიწყო. ბექა ხახუბიამ, შენიშნა რა, რომ საპატრულო პოლიცია მის დევნას არ წყვეტა, ხაშურის ცენტრში, წრესთან, მანქანა მოაბრუნა და ისევ თბილისის მიმართულებით წამოვიდა, რის შემდეგაც, ზვიად კუპრავას თქმით, პოლიციამ მიიღო გადაწყვეტილება, წინაღობის მეშვეობით შეეჩერებინათ ურჩი მძღოლი. "გორის გვირაბის გასასვლელში დასვენების მიზნით გაჩერებულ სატვირთო ტრაილერის მძღოლს, გორის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა უკანონოდ ჩამოართვეს მისი კუთვნილი სატვირთო ა|მანქანა და მოახდინეს გორის გვირაბის გასასვლელის ჩახერგვა. დიდი სისწრაფით მოძრავმა ბექა ხახუბიამ, რომელიც უკვე განათებული გვირაბიდან სიბნელეში გამოდიოდა, ვერ შეამჩნია ტრაილერი და მაქსიმალური სიჩქარით შეეჯახა მას. სამწუხაროდ,საპატრულო პოლიციის უკანონო ქმედების შედეგად 21 წლის ახალგაზრდა ადგილზევე გარდაიცვალა", - წერს ზვიად კუპრავა. "საპატრულო პოლიცია თანხის დაზოგვის მიზნით არ არის აღჭურვილი ,,ზღარბი პოლიციელებით", რომელიც უსაფრთხოდ და უვნებლად, საბურავების ჩაფუშვის ხარჯზე შეიძლება ა|მანქანის გაჩერება და დამრღვევ ა|მანქანებს, სრულიად უკანონოდ და აქამდე უპრეცედენტოდ, ტრაილერებით უკეტავენ გზას", - ამატებს ის. შეგახსენებთ, "კანონი პოლიციის შესახებ" პირდაპირ კრძალავს პოლიციის მიერ ისეთი ტექნიკური საშუალებების გამოყენებას, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის ადამიანის სიცოცხლეს: მუხლი 28. ".... პოლიციის მიერ გამოყენებულმა ტექნიკურმა საშუალებებმა და მათი გამოყენების მეთოდებმა არ უნდა დაარღვიოს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, საფრთხე არ უნდა შეუქმნას ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას". წყარო:allmedia.ge

loading...

რეკლამა 2 19 09 09

  • img
  • img

ვალუტის კონვერტორი

დღის ფოტო

ონლაინ სესხების
საუკეთესო შემოთავაზებები

  • img
  • img
-->
Загрузка...