loading...

Загрузка...

ინფორმაცია, რომელიც ახლახანს გავრცელდა - " რუსთავი 2 და იმედი მაუწყებლობას წყვეტენ?!

  • 2017-05-16 14:28:31
  • 4813 ნახვა
img

"გვსურს, შეგატყობინოთ არასასიამოვნო სიახლე. "რუსთავი 2", "მაესტრო" და "იმედი" აბონენტებისთვის საზიანოდ შეთანხმდნენ, რომ ფასიანი გახადონ მათი არხების ჩვენება, რამაც შეიძლება გააძვიროს პაკეტის ღირებულება", - "სილქნეტის" მიერ აბონენტებისთვის გაგზავნილი ამ შეტყობინების შემდეგ ვითარება დაიძაბა ტელევიზიებსა და საკაბელო კომპანიებს შორის, რამაც შეიძლება საბოლოოდ მომხმარებელი დააზარალოს.

რა ხდება სინამდვილეში? საკითხში გარკვევა საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან ორივე მხარეს თავისი პოზიცია და არგუმენტები აქვს.

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ რამდენიმე დღის წინ 50-მა საკაბელო ქსელმა და "სილქნეტმა"შპს GMR-ისაგან მიიღეს შეტყობინება, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული შპს ახლო მომავალში "რუსთავი 2"-სგან, "იმედისგან", GDS-სგან, "მაესტროსგან", "კომედი არხისა" და "მარაოსგან" დაირეგისტრირებს ექსკლუზიურ უფლებას, რომლითაც შეეძლება მოახდინოს მათ მიერ წარმოებული კონტენტის კომერციული დისტრიბუცია საკაბელო ქსელებსა და ინტერნეტში. GMR საკაბელოებსა და ასევე ინტერნეტ-რესურსებს, მათ შორის Myvideo.ge-სა და Imovies.ge-ს ატყობინებს, რომ თუ მათ სურთ, თავიანთ პროგრამაში "რუსთავი 2", "იმედი", GDS, "მაესტრო", "კომედი არხი" და "მარაო" იხილონ, კონტენტის დისტრიბუციის უფლების მოპოვებისათვის GMR-ს უნდა მიმართონ.

კომპანია GMR 2017 აპრილის ბოლოს დარეგისტრირდა. მისი დირექტორი ზურაბ ნაყეურია, რომელიც ამავდროულად ტელეკომპანია "მაესტროს" ხელმძღვანელია. ნაყეურის განმარტებით, კომპანიებმა საკითხის არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინეს და მათ შეტყობინებაში ფასიან სერვისზე საუბარი არ ყოფილა.

"მათ მიერ გაკეთებული განცხადება ჩემთვის ცოტა გაუგებარია. კონტაქტზე არ გამოსულან და არ გვისაუბრია. ჩვენ მათთან უამრავი საკითხის განხილვას ვაპირებდით. თანამშრომლობის მოდელი მოლაპარაკების შედეგად უნდა დაზუსტდეს. ეს ყველაფერი უნდა ყოფილიყო მოლაპარაკების საგანი და არა ასეთი აჟიოტაჟის ატეხვის მიზეზი. ჩვენ ვაპირებთ, რომ ინდივიდუალური ხელშეკრულებები გავაფორმოთ ყველა კომპანიასთან. გამოხმაურების შემდეგ ერთწლიან ხელშეკრულებებს გავუფორმებთ. ფინანსური საკითხი ერთ-ერთი იქნება, რასაც განვიხილავთ. თუ მათთვის 20 მაისამდე მიცემული ვადა მოკლე იყო, გამოგვხმაურებოდნენ და ეთქვათ ამის შესახებ. ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი დისკუსიითვის," - აღნიშნავს ზურაბ ნაყეური AMBEBI.GE-სთან საუბარში.

ნაყეურის განმარტებით, საკაბელო ტელევიზიების ნაწილმა მათ მიმართა და გარკვეული თანამშრომლობა დაწყებულია.

საკაბელო ტელევიზიების გაერთიანების აღმასრულებელი დირექტორის თეონა ბერუაშვილის თქმით, რამდენიმე კომპანია მართლა გამოეხმაურა GMR-ს და მათი მხრიდან თანხაზე იყო საუბარი.

"ვინც კონტაქტზე გავიდა, ყველასთან თანხაზე იყო საუბარი და არ ვიცი, ახლა რატომ აცხადებს ზურაბ ნაყეური, რომ ერთადერთი განსახილველი თემა ფინანსები არაა. შეიძლება ახლა შეიცვალეს პოზიცია. იმედი მაქვს, ქართული არხების რეტრანსლირებისთვის თანხას არ მოითხოვენ. არც ერთ ქვეყანაში საერთო მაუწყებლის ტრანსლირებაზე საკაბელო ტელევიზიები თანხას არ იხდიან. ეს გარკვეულწილად Must carry-ის პრინციპს ეწინააღმდეგება, ეს პრინციპი 2012 წლიდან მოქმედებს და ნაციონალური მაუწყებლების კონტენტის სავალდებულო ტრანსლირებას ითვალისწინებს საკაბელო ქსელებში", - განმარტავს თეონა ბერუაშვილი.

საკაბელო ტელევიზიების გაერთიანებამ უკვე შეიმუშავა განცხადება, რომელსაც დღეს კომპანია GMR-ს გაუგზავნიან.

წყარო: ambebi.ge

loading...

რეკლამა 2 19 09 09

  • img
  • img

ვალუტის კონვერტორი

დღის ფოტო

ონლაინ სესხების
საუკეთესო შემოთავაზებები

  • img
  • img
-->
Загрузка...