loading...

Загрузка...

ვინ არის ოთარ ფარცხალაძე? რატომ ეშინია მისი სრულიად ქართულ ოცნებას?

  • 2017-05-15 20:08:24
  • 3096 ნახვა
img

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი არ აკონკრეტებს, რატომ არ ხდება ცნობილი, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, 12 მაისს მომხდარი კაფე "ელ ცენტროში" მომხდარი დაპირისპირების მონაწილეა. მისი განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და განცხადებების გაკეთების უფლება მხოლოდ იმ პირებს აქვთ, ვინ უშუალოდ ამ საკითხთან არის დაკავშირებული. შალვა ხუციშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში ასევე არ ისურვა დაკონკრეტება, რას უკავშირდებოდა, წუხელ, ოთარ ფარცხალაძის სახლში შსს-ს რამდენიმე თანამშრომლის სტუმრობის ფაქტი. "შს სამინისტროში 40 000 ადამიანი მუშაობს, ფარცხალაძესთან ვინმე შეიძლება პირადი ურთიერთობის გამო იმყოფებოდა - ეს არ არის დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებებთან, - თქვა მინისტრის მოადგილემ, რომელმაც ასევე არ უპასუხა კითხვას, მოხდება თუ არა დაწყებული საქმისთვის კვალიფიკაციის შეცვლა. "ჩემი მხრიდან იქნება არაკომპეტენტურობა, რომ გავაკეთო იმაზე მეტი კომენტარი, რაც უშუალოდ გამომძიებლებმა გააკეთეს", - განუცხადა ჟურნალისტებს შალვა ხუციშვილმა. გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიაზე თავდასხმა 12 მაისს მოხდა. ლაშა თორდიას ინფორმაციით, მას ფიზიკური შეურაცხყოფა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ მიაყენა. შსს-ს ინფორმაციით, პირები, რომლებიც ყოფილ მთავარ პროკურორთან გვიან ღამით სახლში იმყოფებოდნენ, საგამოძიებო ჯგუფს არ წარმოადგენდნენ. შსს-ში არ აკონკრეტებენ, იყვნენ თუ არა ისინი უწყების თანამშრომლები, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად ოთარ ფარცხალაძესთან შსს-ს თანამშრომლები ამ დრომდე არ ყოფილან.

loading...

რეკლამა 2 19 09 09

  • img
  • img

ვალუტის კონვერტორი

დღის ფოტო

ონლაინ სესხების
საუკეთესო შემოთავაზებები

  • img
  • img
-->
Загрузка...