Загрузка...

სკანდალური ინფორმაცია ვის გამოსძალა ქალაქის მერმა ნახევარ მილიონამდე ლარი

  • 2017-05-07 16:13:32
  • 2737 ნახვა
img

"გურიის მოამბეს" კომპანია "ორიონის" მეკავშირე, მდინარე ნაბჟუარაზე ნაპირსამაგრი კედლის მშენებელი, ზურაბ ქველაძე დაუკავშირდა. ბატონი ზურაბი ნაპირსამაგრი კედლის მშენებლობასთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემებზე ღიად საუბრობს და ქალაქის მერისა და "პირამიდას" ხელმძღვანელის მიერ ერთმანეთში გარიგებასა და თანხების ერთობლივად გაფლანგვაზე საუბრობს, ქველაძის აზრით, მოგვიანებით, როგოვრ განვიტარებულმა პროცესებმა გვიჩვენა, ცინცაძემაც და სიორიძემაც ხელი საკრებულოს თავმჯდომარის შეაწმინდეს: "დარწმუნებული ვარ, რომ სიორიძე და ცინცაძე გარიგებული იყვნენ ერთმანეთთან, გელა კობალაძეს არაფერი ქონდა საერთო ამ საქმესთან, ის გაწირეს და ამის უკან სიორიძე დგას"- გვეუბნება ქველაძე. "გურიის მოამბეს" ჟურნალისტებმა და ბატონმა ზურაბმა, თავიდან ბოლომდე დავათვალიერეთ მდინარე ნაბჟუარაზე მშენებარე კედელი და დეტალურად ვისაუბრეთ მისი მშენებლობისას წარმოქმნილ პრობლემებზე: თავდაპირველად ჩვენ დავით აღმაშენებლის პირველ ჩიხში, კახა ინწკირველის ქუჩაზე მივედით: "ზურაბი ბიძია როდის დაგვადგება საშველი წაგვიღო ბაყაყებმა, ახლა გველებიც გამოჩნდნენ, შეუძლებელია აქ უკვე ცხოვრება" - ამ სიტყვებით შემოგვეგება იქვე მცხოვრები ახალგაზრდა გოგონა და ჩვენ ეზოში, დაუმთავრებელი მშენებლობის გამო წარმოქმნილ პრობლემების სანახავად ჩაგვიპატიჟა. თუმცა გოგონამ საჯარო საუბრისაგან თავი შეიკავა, არაოფიციალურად კი შექმნილ გამოუვალ მდგომარეობაზე ვრცლად ისაუბრა: "რა გახდა ერთი ტრაქტორი, უბრალოდ ამ ნაგავს უნდა გაწმენდა და მორჩა, მეტი არაფერი ამოვისუნთქავთ, 10 წუთის საქმეა"-გვითხრა გოგონამ.. ზურაბ ქველაძე:"აქ ლამის მიტინგები იმართებოდა, ყველა წინააღმდეგია, ქუჩაში გამოდის ხალხი, აგერ სალუქვაძე ცხოვრობს საყვარლა, ცნობილი კაცი, მისი გოგო ხელმძღვანელობდა აქციებს, მარა დანიშნა ის გოგო პრეს სამსახურში და გაჩერდნენ". "არ დაიჯეროთ ცინცაძისა და სიორიძის დაპირისპირების ამბავი, მაგენი დღეში ასჯერ ხან უძვრებოდნენ ერთმანეთს, ხან აგინებდნენ, ა მაგალითად, თავიდან, სანამ სიორიძესთვის ფულის მიცემას დაიწყებდა ცინცაძე, მოვარდებოდა სამუშაოზე, არიქა ჩქარა ადექით, დაეწყვეთ მერი მოდისო, "სმირნაზე" ოდგა სიორიძის მოსლაზე, მერე მე დამირეკა სიორიძემ და ცინცაძეს გადავურეკე, სად ხარ მერი მოდის მეთქიდა, ერთი მაგის დედაც და ოჯახიც მოვტ.. რა ფეხები უნდაო, ასე მპასუხობდა სულ, გავიდოდა ხანი, ისევ სულს უბერავდნენ ერთმანეთს..." მდინარე ნაბჟუარაზე ნაპირსამაგრი ჯებირების მშენებლობა 2015 წლის 16 სექტემბერს დაიწყო. 2015 წლის 16 სექტემბერს ქალაქ ოზურგეთის მერის ოფიციალური გვერდი - მდინარე ნაბჟუარაზე (ბაზრისწყალი) ნაპირდამცავი ჯებირების მშენებლობა დაიწყო. ქალაქის მერმა, ბეგლარ სიორიძემ მერიის შესაბამის სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად სამუშაო პროცესი მოინახულა. ნაბჟუარა ოზურგეთის ცენტრში მიედინება და უამინდობის დროს მდინარის ახლოს განლაგებული ქუჩების მოსახლეობას სერიოზულ პრობლემას უქმნიდა. წვიმის დროს ადიდებული მდინარე კალაპოტს ტოვებდა და მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებს აზიანებდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ აღნიშნული პრობლემა საბოლოოდ გადაიჭრება და მოსახლეობას დატბორვის საფრთხე აღარ დაემუქრება. სამუშაოებს შპს ‘’პირამიდა’’ ასრულებს. პროექტი 1 255 152 ლარის ღირებულებისაა და ქალაქ ოზურგეთში მდინარე ნაბჟუარაზე ნაპირდამცავი ჯებირების მოწყობას ითვალისწინებს. ჯებირები მდინარის ორივე მხარეს 1418 გრძივ მეტრზე, მიწის ზევით 1,8 ხოლო მიწის ქვეშ 1,5 მეტრზე ჩაისხმება. სამუშაოები მომავალი წლის ივლისის თვეში დასრულდება. წყარო:guriismoambe.com

loading...

რეკლამა 2 19 09 09

  • img
  • img

ვალუტის კონვერტორი

დღის ფოტო

ონლაინ სესხების
საუკეთესო შემოთავაზებები

  • img
  • 330 x 90
Загрузка...
Загрузка...