loading...

Загрузка...

დაპირისპირება რუსთავი 2-ის ჟურნალისტსა და მერს შორის - "დედები მოვტ...ნ თქვენი ნაბიჭვრებო" (იხ. ვიდეო)

  • 2017-02-10 18:58:57
  • 1096 ნახვა
img

დღეს გაზეთ “გურიის მოამბე“-ს დამფუძნებელი და ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის გურიის რეგიონის რეპორტიორი ვლადიმერ მენაბდე ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში ოპერატორებისა და ჟურნალისტის თანხლებით შემოიჭრა და მერს, საკრებულოს თავმჯდომარესა და მერიის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ჟურნალისტის მხრიდან, ადგილი ჰქონდა მუქარასა და უხამსი სიტყვებით მიმართვას. მენაბდის მერიაში შემოჭრის მიზეზი 7 თებერვალს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაგზავნილი წერილი გახდა. წერილში, ხსენებული სამსახური ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიაზე 2009 წლის 16 ოქტომბერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტსა და შ.პ.ს. “გურიის მოამბე“-ს დირექტორს შორის დადებული საიჯარო ხელშეკრულებით გადაცემულ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე (აღმაშენებლის, კოსტავას, ერისთავისა და ვ.დოლიძის ქუჩებზე) განთავსებულ სარეკლამო კონსტრუქციების სანებართვო დოკუმენტაციას ითხოვდა. მენაბდეს წერილობითი პასუხი და მოთხოვნილი სანებართვო დოკუმენტაცია სამი სამუშაო დღის ვადაში უნდა წარმოედგინა, თუმცა წერილობითი პასუხის ნაცვლად იგი შენობაში შემოიჭრა და მუქარითა და უხამსი სიტყვებით ითხოვდა კითხვაზე პასუხს, თუ რა უფლებით მოსთხოვა ზედამხედველობის სამსახურმა სანებართვო დოკუმენტაცია. აღნიშნულ ინფორმაციას ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგი სიორიძე ავრცელებს.

დღეს გაზეთ “გურიის მოამბე“-ს დამფუძნებელი და ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის გურიის რეგიონის რეპორტიორი ვლადიმერ მენაბდე ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში ოპერატორებისა და ჟურნალისტის თანხლებით შემოიჭრა და მერს, საკრებულოს თავმჯდომარესა და მერიის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ჟურნალისტის მხრიდან, ადგილი ჰქონდა მუქარასა და უხამსი სიტყვებით მიმართვას. მენაბდის მერიაში შემოჭრის მიზეზი 7 თებერვალს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაგზავნილი წერილი გახდა. წერილში, ხსენებული სამსახური ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიაზე 2009 წლის 16 ოქტომბერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტსა და შ.პ.ს. “გურიის მოამბე“-ს დირექტორს შორის დადებული საიჯარო ხელშეკრულებით გადაცემულ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე (აღმაშენებლის, კოსტავას, ერისთავისა და ვ.დოლიძის ქუჩებზე) განთავსებულ სარეკლამო კონსტრუქციების სანებართვო დოკუმენტაციას ითხოვდა. მენაბდეს წერილობითი პასუხი და მოთხოვნილი სანებართვო დოკუმენტაცია სამი სამუშაო დღის ვადაში უნდა წარმოედგინა, თუმცა წერილობითი პასუხის ნაცვლად იგი შენობაში შემოიჭრა და მუქარითა და უხამსი სიტყვებით ითხოვდა კითხვაზე პასუხს, თუ რა უფლებით მოსთხოვა ზედამხედველობის სამსახურმა სანებართვო დოკუმენტაცია.

Posted by ბეგი სიორიძე/begi sioridze on Thursday, February 9, 2017

loading...

რეკლამა 2 19 09 09

  • img
  • img

ვალუტის კონვერტორი

დღის ფოტო

ონლაინ სესხების
საუკეთესო შემოთავაზებები

  • img
  • 330 x 90