სკანდალური ინფორმაცია რუსთავი 2-ის საქმეზე ვინ ჩაურიცხა მოსამართლეს 1 მილიონი

  • 2017-02-05 21:46:49
  • 5361 ნახვა
img

ნატა ნაზღაიძე რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი კოლეგიის თავმჯდომარე იყო და რამდენიმე თვის წინ ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. რამდენიმე დღის წინ კი მისმა ძმამ ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარი მიიღო. თბილისის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის დადგენილებით, ირკვევა, რომ მოსამართლის ოჯახს თბილისის მერიამ, თბილისის ცენტრში 515 ათას ლარად შეფასებულ 5000 კვადრატული მეტრი მიწა ხუთი დღის წინ გადაუფორმა. 129 ათას ლარი მერიამ ნაზღაიძეს ბანკში კრედიტის დასაფარად მისცა, კიდევ 43 ათას დოლარი საბანკო ვალდებულების გასასტუმრებლად, დამატებით 220 ათას ლარს კი ბანკში იმ ანგარიშზე ჩაურიცხავს, რომელსაც მოსამართლის ძმა ზვიად ნაზღაიძე დაასახელებს. დავით ნარმანიამ არ იცის, რისთვის აძლევს ერთ მილიონს იმ მოსამართლის ოჯახს, ვინც რუსთავი 2-ის საქმე სააპელაციო სასამართლოში განიხილა და ტელევიზია ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი აბესაძე ხსნის, რომ ყველაფერი ვერეს ხეობიდან დაიწყო. ამ ხეობაში მდინარის პირას ნატა ნაზღაიძის ძმა 2013 წლიდან მიწის ნაკვეთს ფლობდა. 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შემდეგ ეს მიწის ნაკვეთი სტიქიის ზონაში მოექცა და შესაბამისად იქ ნებისმიერი სახის მშენებლობა აიკრძალა, თუმცა მერიამ მაინც გადაწყვიტა ნაკვეთი, რომელსაც არანაირი დანიშნულება არ გააჩნია, სასწრაფო წესით, ორგანული კანონის გადაუდებელი აუცილებლობის მუხლით გამოესყიდა. ირაკლი აბესაძე მერიას და საკრებულოს ფულის გაფლანგვაში ადანაშაულებს. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კი ამბობს, რომ მილიონი მოსამართლის ოჯახს კომპენსაციის მიზნით მისცეს, რაც ოფიციალურ დოკუმენტში მოყვანილ მიზეზების სრულიად ეწინააღმდეგება. მოსამართლის ძმა ამბობს, რომ მიწა მასზე მხოლოდ გაფორმებულია, შესაბამისად არ იცის რა გარიგების სანაცვლოდ აძლევს მერია ნახევარ მილიონ ნაღდ ფულს და კიდევ ნახევარი მილიონის ქონებას. რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ამ ჩახლართული სქემიდან, სასამართლო სისტემაში კორუფციის უპრეცედენტო ფაქტი იკვეთება, როდესაც დამოუკიდებელი მედიის ხელში ჩაგდების სურვილით შეპყრობილი ხელისუფლება დგამს ყველა ნაბიჯს რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ყველას და ყველაფერის მოსასყიდად.

700 x 300

რეკლამა 2 19 09 09

  • img
  • img

ვალუტის კონვერტორი

დღის ფოტო

ონლაინ სესხების
საუკეთესო შემოთავაზებები

  • img
  • img
'; -->