loading...

Загрузка...

საკრებულოს დეპუტატმა 5 ადამიანი სცემა მათ შორისაა 12 წლის გოგონა

  • 2016-08-21 21:24:11
  • 802 ნახვა
img

როგორც გურიის მოამბისთვის გახდა ცნობილი, გუშინ საღამოს ბახმაროში დამსვენებლები სცემეს. შემთხვევა ე.წ ვიშკების დასახლებაში მოხდა, სადაც სახელისუფლებო პარტიიდან, ჩოხატაურის საკრებულოს დეპუტატი, ნაბეღლავის თემიდან, ბაკურ შარაშიძე ნასვამ მდგომარეობაში დამსვენებლებს დანით მიუვარდა. ნაცემი და დაშავებულია ხუთამდე დამსვენებელი, მათ შორის 12 წლის გოგონა. დაპირიპირება წყლის მიწოდების გამო დაიწყო, შარაშიძე ადგილზე რამდენიმე თანხმლებ პირთან ერთად მივიდა და აღნიშნულ უბანში წყლის გამორთვა მოითხოვა, რადგან სასმელი წყალი მის უბანს მიწოდებოდა: გვემუქრებოდა გაგასახლებთ აქედან ყველასო. გინება დაგვიწყო. მერე ცემაზე გადმოვიდნენ. 12 წლის გოგოა ნაცემი, რომელიც ძალიან ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნაცემია გოგონას ბაბუაც. რომელსაც თავის არეში აქვს დაზიანებები მიყენებული. ის პოლიციამ ექსპერტიზაზე გადაიყვანა. დაშავებულია ასევე ორი ქალბატონი მერი ანთაძე და თამარ ჭელიძე"-გვითხრა ერთ-ერთმა დამსვენებელმა. როგორც დამსვენებლები გვეუბნებიან, მსგავსი შემთხვევა გასულ წელსაც მოხდა, როცა ბაკურ შარაშიძე ნასვამ მდგომარეობაში ფიზიკურად გაუსწორდა რამდენიმე დამსვენებელს. წყარო: guriismoambe.com

loading...

რეკლამა 2 19 09 09

  • img
  • img

ვალუტის კონვერტორი

დღის ფოტო

ონლაინ სესხების
საუკეთესო შემოთავაზებები

  • img
  • img
-->
Загрузка...